Feeds:
Posts

Archive for January, 2007


ყველას გისწავლიათ სკოლაში და ალბათ უნივერსიტეტებშიც… და იმედია გახსოვთ კედლის და მერხის მხატვრობა… პოეზია… პროზა… ნაკვესები… ასევე ჭერზე მიკრული ასანთის დამწვარი ღერები… დღემდე მახსოვს მე წარწერა QUEEN გაკეთებული ჩემი სკოლის კედელზე (კედელი, ზეთი) რომელიც პირველი კლასიდან მომყვება და ჩემს ბავშვობასთან მაკავშირებს.

რაც შეეხება კედლის მხატვრობას და პოეზიას… მართალია იგი ძირითადად ეროტიულ და მუსიკალურ ხასიათს ატარებს, ლაპარაკია ძველ და პასტით შესრულებულ ნაშრომებზე, 2 PAC, Metallica, რაც მთავარია სწორად დაწერილი, თანამედროვე ფლომასტერით დაწერილი Rock 4 evar -ის და Metalika-სგან განსხვავებით, მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია, ეროტიკაც ხომ ხელოვნების ნაწილია.

რაც შეეხება პოეზიას, მისი ნიმუშები უფრო მერხებზე გვხვდება, ვიდრე კედლებზე, გამომდინარე მისი შესრულების სირთულიდან. ისინი ძირითადად ეხება პატარა ძმის, დის ყოლის, მასწავლებლების მშობლების და ახლო ნათესავების მოკითხვის, ასევე სიყვარულის ახსნისა თუ უარყოფის თემებს. ასევე გვხვდება მემორიალური ნაკვესებიც ( აქ იჯდა გიგა, 1987 წელი ).

ჩვენი მთავრობა კი ცდილობს ეს ყველაფერი გაანადგუროს და ხაზი გადაუსვას, ამაზე მეტყველებს მასიურად წამოწყებული სკოლების რემონტი და რეინვენტარიზაცია. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ბარბაროსობის წინააღმდეგ! ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილად იქცა!

მოდი შევქმნათ რაიმე ფონდი, რომელიც დაიცავს ამ ყველაფერს განადგურებისგან. შესაწირი ფონდში შეგიძლიათ მოიტანოთ დელისის მეტროსთან რომ პივნოია იქ, დილის 12-დან 2 საათამდე. მიკითხეთ მე.

Read Full Post »


ვაი დედა, მოკლედ რამდენი ხანია არაფერი დამიწერია, როგორ შეიძლება აბა ესეთი რამე?

არადა საპატიო მიზეზი მქონდა… რადიო სახლს ვაწყობდი. დიახაც რომ, რადიო სახლს :) დიადი უზულის პროექტია, თუ შეიძლება ასე ვთქვათ და მე უბრალოდ ხორცს ვასხამდი.

მოკლედ ბევრი რომ არ გავატრაკო, აგერ მისამართი და თქვენით ნახეთ, მე ახლა არაფრის წერის ტრა…თავი არ მაქვს და თანაც ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი ჯობსო. :) ამიტომ აი ლინკი:  http://radiohouse.wordpress.com

p.s. http://forum.radiohouse.org -აგე, ფორუმიც იმასვქენი :)

Read Full Post »


Infected mushroomვაშა.

ალბათ იცით ეს მამა-ტრანს ჯგუფი… ნუ თუ არ იცით, არც ეგ არაა დიდი ტრაგედია, ის მაინც არსებობს და მაინც მამაა, თქვენი ცოდნის მიუხედავად.
ჰოდა რა ხდება ახლა. სადღაც გავჩითე მაგათი 2007 წლის ანრილიზდ ალბომის ერთი ტრეკი, Becoming Insane და მინდა გიწილადოთ (როგორი საშინელი სიტყვაა ისე, გიწილადო :D )

მოკლედ აგერაა გადასაწერი ლინკი და ვისაც გინდათ, კი გადაიწერთ, ვისაც არა და მე ამითი არაფერი მაკლდება, გირჩევთ უბრალოდ რომ გადაიწეროთ, კარგ სტილშია შესრულებული და თუ ცოტა წაუტრანსებთ… ან სულაც არ წაუტრანსებთ, გაასწორებს.

ესეც გადმოსაწერი ლინკი. Becoming Insane (Unreleased album track – 2007)

Read Full Post »


როგორც იქნა მოვწყდი მიწას და ვლივლივებ ჰაერში, მივაღწიე ატმოსფეროს ზედა საზღვარს, მაგრამ აქ ჰაერი ცოტაა ვიგუდები… ვიფუშები, ვებრძვი უჰაერობას, ვხროტინებ და თან მსიამოვნებს, რომ მე ამსიმაღლეზე ვარ და ადამიანები ჭიანჭველებივით მოჩანან ქვემოთ, პატარა სათამაშოები…

სულისხუთვა მავიწყდება და ბავშვივით მიხარია, რომ ქვემოთ მყოფებს შემიძლია თავზე დავაფურთხო ზემოდან. მე ვიფურთხები, ვიგინები, ტანსაცმელს ვიფხრეწ და თავზე ვაყრი, როდესაც ტანსაცმელი მითავდება ტანს ვიფხაჭნი და რაც მძვრება, სისხლიანი ხორცის ნაჭრები, იმასაც ქვემოთ ვუშვებ. მე ის აღარ მჭირდება, რაც უფრო მსუბუქი ვიქნები, მით უფრო ადვილად ავფრინდები ზემოთ. არ მჭირდება მე ძუძუ, არ მჭირდება მე გულმკერდი, არც თიკმელი არ მჭირდება, არც ხორცი არ მჭირდება ფეხებზე… წაიღეთ, წაიღეთ…

ცივი და უცხო ჰაერი სჭვალავს ჩემს ნახევრადდაფლეთილ ფილტვებს, რომლებიც ყოველ შესუნთქვაზე სასაცილოდ იბერებიან და იფუშებიან, იბერებიან და იფუშებიან… არც ფილტვები არ მინდა, არაფრად არ მჭირდება ფილტვები მე აქ. მე ვხვდები, რომ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ და ცოტაღა მაკლია მის მისაღწევად, ამიტომ ფილტვებსაც ქვემოთ მოძრავ ჭიანჭველებს ვაყრი თავზე და… ვჩერდები… აღარ მივფრინავ არც ზემოთ და არც ქვემოთ, უბრალოდ ვლივლივებ, ჩონჩხად და ზედ ხორცის სისხლიანი ნაფლეთები მკიდია. რა კარგია აქ, ნეტავი სულ აქ ვიყო, ვერ ვგრძნობდე ვერც მიწას, ვერც ცას, ვერც ხელს, ვერც ფეხს, არ მქონდეს არაფერი რაც შემაწუხებდა… უტკივილოდ კარგია… და მე უცებ დავინახე… ღმერთი დავინახე… ის ზუსტად ჩემნაირად იყო, სასაცილოდ შემოფლეთილი და სახეზე ღვთიური ნეტარება ეწერა. ეს ხომ მე ვარ? მე ღმერთი ვყოფილვარ! მე ვარ ღმერთი! ღმერთი ვარ მე!!!

მიწა საოცარი სისწრაფით მიხლოვდება… ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე ჩამიხუტოს, ადამიანები აღარ არიან ჭიანჭველების ხელები, სწრაფად იზრდებიან და თავები ზემოთ აქვთ მოქცეული, ჩემს ვარდნას უყურებენ, ჩემსავე ნაწილებს ჯიჯგნიან და წაშლილ თვალებში პირუტყვული ინტერესი უკრთით. მიწა კი… მას არანაირი ინტერესი არ უკრთის თვალებში, ის უბრალოდ მელის, ხელებგაშლილი მელის, რომ ჩავეხუტო. ბოლო წამს გავიგე მსუბუქი წამოკივლება და ირგვლივ დაბნელდა.

მე კიდევ ერთხელ მოვკვდი.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,523 other followers

%d bloggers like this: