დიდი მადლობა მინდა მოვახსენო ქრისტეს იმისათვის, რომ აღსდგა და საშუალება მისცა კაცობრიობას მოეგონა ეს შესანიშნავი დღესასწაული. სწორედ ის დღესასწაული, რომელიც ყოველ წელიწადს აღინიშნება და აიძულებს ხალხს ქონდეთ დასვენების დღეები, წავიდნენ სასაფლაოებზე, მოინახულონ ფესვები… …მოკლედ, ვინც ამ აღდგომას და მის მიმდებარე დღეებში (გუშინ, დღეს) ქუჩაში გავიდა, მიხვდება რასაც ვამბობ – თბილისი ცარიელია! ანუ თბილისში დარჩა მარტო ის, ვინც თბილისელია, ანუ თბილისი გახდა ისეთივე კარგი და საყვარელი, [...]
Archive for April, 2008
აღდგომა და თბილისი
Posted in ნაბოდიალები, რეალობა, საზოგადოება, შემოქმედება, Happy, tagged აღდგომა, გოგი, დოლიძე, თბილისი, საყვარელი, სექსი, სოფელი, სოფლელი, ქალაქი, ცარიელი, georgia, tbilisi on April 28, 2008 | 28 Comments »
Dream City – epizode 3
Posted in Art-იდეა, შემოქმედება, tagged 3, art, Art-იდეა, art-idea, city, dream, epizode, idea, three on April 27, 2008 | 4 Comments »
[ მეორე ეპიზოდი ] ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. [...]
Dream City – epizode 2
Posted in Art-იდეა, შემოქმედება, tagged არტ-იდეა, ეპიზოდი, სიზმრების, ქალაქი, city, dream, epizode, two on April 23, 2008 | 5 Comments »
[ პირველი ეპიზოდი ] -ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე. …და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 [...]
Dream City – epizode 1
Posted in Art-იდეა, შემოქმედება, tagged არტ-იდეა, ეპიზოდი, სიზმრების, ქალაქი, city, dream, epizode, one on April 21, 2008 | 6 Comments »
…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და [...]
ტრაკში პერო
Posted in იუმორისტული, ნაბოდიალები, შემოქმედება, tagged ლექსი, ლიტერატურა, მოდუსი, ფორუმი, შემოქმედება on April 16, 2008 | 21 Comments »
იყო და არა იყო რა, ფორუმგარდის უკეთესი რა იქნებოდა, ამ ფორუმზე კი, რაღათქმაუნდა, ლიტერატურის განყოფილების უკეთესი და პეროიანი რა იქნებოდა… და ლიტრულანდს უწოდებდნენ მას… მოკლედ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ამ განყოფილებაში ადგილობრივი მოსახლეობა რომლებიც, თავის მხრივ, იყოფოდნენ რამდენიმე კატეგორიად – პეროზავრები (დამახ. ნიშანი – ტრაკში გარჭობილი სხვადასხვა ზომის პერო, რომელიც ასაკის და სტაჟის მატებასთან ერთად ზომებში მატულობდა), პანკოზავრები, რომლებიც წარმოადგენდნენ ფარულ პეროზავრებს, შენიღბული [...]
მაღვიძარა
Posted in გასართობი, იუმორისტული, შემოქმედება, tagged გაღვიძება, დილა, მაღვიძარა, სატანა, ჯოჯოხეთი, hell, satan, watch on April 13, 2008 | 5 Comments »
არ მიყვარს მაღვიძარა, საშინელებაა მაღვიძარა დილით, როცა იცი, რომ ცოტა ხანში უნდა დარეკოს, მოგწყვიტოს ძილს, საყვარელ ბალიშს და გაგისროლოს გარეთ, სიცივეში და უსიამოვნო გარემოში იმ საქმეზე, რომელსაც ერთი კვირა გეგმავდი და ვერ გადაგეწყვიტა წასვლა, იმდენად საზიზღარი და მოსაბეზრებელია… ამიტომაც ცდილობ მაქსიმალურად ღრმად დაიძინო, რომ მეტი გამოსტყუო ამ საზიზღარ, ეშმაკის მანქანას, რომელიც შენს ტელეფონში ბუდობს და მოსვენებას არ გაძლევს დილაობით. მაგრამ რაც უფრო გამწარებული [...]
რამდენს გადაიხდი – არტიდეასთვის
Posted in Art-იდეა, შემოქმედება, tagged artidea, არტიდეა, ილუზია, სოკო, ჰალუცინაცია, infected, mushroom, music on April 9, 2008 | Leave a Comment »
Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track) …ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, [...]
არტ-იდეა
Posted in Art-იდეა, შემოქმედება, tagged დღიური, ზომბი, იდეა, კლასი, კრიტიკა, სევდა, ყვავი, შტამპი, stamp, zombie on April 4, 2008 | 10 Comments »
გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი. რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ [...]






გამოიწერე ბლოგი
გამოიწერე კომენტარები














