Feeds:
Posts

Archive for August, 2008

მოგეხსენებათ ალბათ, რომ ბროდჟეს ბლოგზე უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ქვეყნდება უგენიალურესი ნაწარმოები ”ბექა და ნუცა” (ლათინური დიდი ასოებით იწერება სათაური ოღონც). დღეს დაიდო მისი კანცოკა, რომელიც იმდენად გულისამრევია, რომ ”ნაწარმოების” მთელს მარილს კარგავს. ასე რომ მე მინდა შემოგთავაზოთ ალტერნატიული კანცოვკა. ვაგრძელებ ფრაზიდან: (ორიგინალი) NUCAM DABNEULI TVALEBIT IKAS GAXEDA ROMELIC IGIMODA. NUCAMAC GAUGIMA MAS XOLO IKAM [...]

Read Full Post »

პატარა ანონსი მინდა შემოგთავაზოთ ახალი შოუსი, რომელიც კეთდება ”ქრაუ პიქჩერზის” კალთის ქვეშ, ესაა ”დოგმაფილია”. რა არის ეს? ციტატა: როგორც მოგეხსენებათ, ქართული ენა ძალიან მდიდარია სხვადასხვა ფრთიანი გამოთქმებითა თუ ანდაზებით, რომელთა ჭეშმარიტებაში ეჭვიც არავის შეაქვს, მაგალითად ”ერთი თხილის გული ცხრა ძმამ გაიყოო”. მაგრამ ასეა თუ არა, მართლა შესაძლებელია თუ არა ერთი თხილის გულის ცხრა ძმაზე გაყოფა, [...]

Read Full Post »

რა არის ბროდჟე? ეს კითხვა ბუნებრივად ჩნდება, როგორც კი პოსტის სათაურს შეხედავ. მართლაც, არც ერთ ნაცნობ სიტყვას და მითუმეტეს აზრიანს არ გავს. მაგრამ შემდგომ მიწერილი დამატება ”ამაოების ფესტივალი” ყველაფერს გვეუბნება… დიახ, დიახ, ეს არის ბლოგი, რამოდენიმე ხიჭვიანი და თავგასიებული პიროვნების, რომლებიც ჩავარდნენ რა მარაზმში, მას უკვე სახალხოდაც ქადაგებენ. ბლოგის მისამართი რა თქმა უნდა ლოგიკურია http://brodge.wordpress.com [...]

Read Full Post »

წუხელი მძიმე ღამე მქონდა, დილით საკმაოდ მწვავე პახმელიაზე გამეღვიძა, რაღა თქმა უნდა ტანსაცმლიანად მეძინა, როგორც ასეთ შემთხვევებში ძირითადად ხდება ხოლმე. წამოვდექი, გავიზმორე და ზანტი კატის მოძრაობით ტელევიზორის წინ გადავწექი. გამომდინარე იქედან, რომ მძიმე არამარტო ღამე მქონდა, გუშინაც მთელი დღე არაფერი გამიგია ნიუსები. ჩავრთე ტელიკი, ცოტა ხანი გონკებს ვუყურე, ვატრიალე არხები, ვატრიალე და თან ყოველ დაჭერაზე [...]

Read Full Post »

მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც [...]

Read Full Post »

ეს არის ექსპერიმენტული ნაწარმოები, დავწერეთ სკაიპში, მე და ინკოგნიტომ, კოდური სახელწოდებით Eve, რიგრიგობით ვაგზავნიდით თითო-თითო აბზაცს და შემდეგ ვაგრძელებდით ერთმანეთის მონაყოლს, რაც მთავარია ლაპარაკი მიდიოდა პირველ პირში. საინტერესო სიუჟეტი განვითარდა, მამენტ… მაშ ასე, გაეცანით შედევრს: ყვავა: საღამოს ძალიან მძღნერ ხასიათზე ავდექი და საწოლზე ჩამოვჯექი. გასიიებულ თავში საქსაფონის ხმა მესმოდა და მახსენებდა, რომ წინა ღამით საკმარისზე [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე] საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეხუთე] ასეთი დილის მერე სხვისი ფეხებით ავდექი, სხვისი ყურებით გაგონილი ბრძანება შევასრულე – ”მანქანებშიო” და ვიღაც ასევე სხვებთან ერთად ჩამოვედი იქვე, ახლოში რაღაც თეატრის შენობასთან. ამ შენობაში გაგვანაწილეს, ავტობუსები ამჯერად მიმალ – მომალეს ეზოებში, ჩვენ კი ერთ დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, დიდ შუშებიანში. იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გარეთ გამოვედით და სააქტო დარბაზი [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მეოთხე] [მეხუთე] მთელი ღამის განმავლობაში ორჯერ წამოგვყარეს, ავტობუსებში ჩასხედით და სადღაც მივდივართო, ავიყრებოდით, გავრბოდით, გამოვრბოდით და ბოლოს ცრუ განგაში აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ დილისკენ ისე დაგვეძინა, რომ ”ყურთან რომ ზარბაზანი დაეცალათ ვერ გავიგებდით”. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდით. დაახლოებით შვიდის ნახევარზე (საათზე დახედვის თავი აღარცერთს არ გვქონდა, სავარაუდო დროა ეს), როდესაც უკვე სიზმარში დაახლოებით მეათე [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე] გორს ვუახლოვდებით კოლონით, ბინდდება. გზები გადაჭედილია მანქანებით, ავტობუსებით, საბარგოებით, რამდენიმე ტანკმაც ჩაგვიარა გვერდზე. ჩვეულებრივი საბრძოლო ქაოსია. ვაზიანშიც მსგავსი ქაოსი იყო, ძლივს ვიპოვეთ თავისუფალი ავტობუსი, რომ ჩავმჯდარიყავით და წამოვსულიყავით, კიდევ ბევრი ხალხი ჩამოვა გვიან, ან არც ჩამოვა (და არც ჩამოსულა ჩვენს შემდეგ აღარავინ, დანარჩენები ბაზიდან გააბრუნეს სახლში). ვაზიანშივე დაგვირიგეს ტყვიაწამალი, მთელი [...]

Read Full Post »

რას აკეთებეს მტერი, ხედავთ ალბათ… სახვეწარი გაგვიხადეს ჩვენს საკუთარ ქალაქებში შესვლა, დარბიან და ზიდავენ ყველაფერს თავისთან. ამ დროს კი ჩვენ ვზივართ და ვუყურებთ შორიდან, ხელებ და ყურებჩამოყრილი და ხუი ივო ზნაეტ ვის ვეხვეწებით, რომ არიქა, მეტი აღარ შემოგვიტიონო. არადა, საღად რომ შევხედოთ, რომ მოენდომებინათ, კახეთის ბოლომდე ისე გავიდოდნენ რუსული ტანკები, ერთს არ დაახამხამებდნენ თვალს და [...]

Read Full Post »

ნაწილები: [მეორე] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე] რვა აგვისტოს წავედი კომისარიატის გაწვევით და ათ აგვისტოს დავბრუნდი სახლში, სამი დღე და ორი ღამე დავდიოდი აღმა-დაღმა და ჩორტ ზნაეტ რას ვაკეთებდი. ბლოკნოტი კი მქონდა თან წაღებული, მაგრამ საწერად არ მეცალა, მხოლოდ მესამე დღის ბოლოს მოვახერხე რაღაცეების ჩაჯღაბნა შიგნით, ახლა წინ მიდევს და ვცდილობ დეტალურად გავიხსენო რა და როგორ მოხდა. [...]

Read Full Post »

მორჩა ომი, ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის ნამდვილად მორჩა, რუსეთი კი ახლა იწყებს ომს, მუღამში ახლა შედის… ომი დამთავრდა და ამ ომში რომ ნამდვილად არ ვართ გამარჯვებულები, ეს ისეთივე ცხადია როგორც ის, რომ გორში რუსული ტანკები დგანან. ორი დღეა ჩამოვედი და გაოცებას ვარ მიცემული, ისე განსხვავდება აქაური და იქაური რეალობა ერთმანეთისგან, თითქოს ორი სხვადასხვა ქვეყანა იყოს და [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers