Feeds:
Posts

Archive for August 15th, 2008

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მეოთხე] [მეხუთე] მთელი ღამის განმავლობაში ორჯერ წამოგვყარეს, ავტობუსებში ჩასხედით და სადღაც მივდივართო, ავიყრებოდით, გავრბოდით, გამოვრბოდით და ბოლოს ცრუ განგაში აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ დილისკენ ისე დაგვეძინა, რომ ”ყურთან რომ ზარბაზანი დაეცალათ ვერ გავიგებდით”. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდით. დაახლოებით შვიდის ნახევარზე (საათზე დახედვის თავი აღარცერთს არ გვქონდა, სავარაუდო დროა ეს), როდესაც უკვე სიზმარში დაახლოებით მეათე [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე] გორს ვუახლოვდებით კოლონით, ბინდდება. გზები გადაჭედილია მანქანებით, ავტობუსებით, საბარგოებით, რამდენიმე ტანკმაც ჩაგვიარა გვერდზე. ჩვეულებრივი საბრძოლო ქაოსია. ვაზიანშიც მსგავსი ქაოსი იყო, ძლივს ვიპოვეთ თავისუფალი ავტობუსი, რომ ჩავმჯდარიყავით და წამოვსულიყავით, კიდევ ბევრი ხალხი ჩამოვა გვიან, ან არც ჩამოვა (და არც ჩამოსულა ჩვენს შემდეგ აღარავინ, დანარჩენები ბაზიდან გააბრუნეს სახლში). ვაზიანშივე დაგვირიგეს ტყვიაწამალი, მთელი [...]

Read Full Post »

რას აკეთებეს მტერი, ხედავთ ალბათ… სახვეწარი გაგვიხადეს ჩვენს საკუთარ ქალაქებში შესვლა, დარბიან და ზიდავენ ყველაფერს თავისთან. ამ დროს კი ჩვენ ვზივართ და ვუყურებთ შორიდან, ხელებ და ყურებჩამოყრილი და ხუი ივო ზნაეტ ვის ვეხვეწებით, რომ არიქა, მეტი აღარ შემოგვიტიონო. არადა, საღად რომ შევხედოთ, რომ მოენდომებინათ, კახეთის ბოლომდე ისე გავიდოდნენ რუსული ტანკები, ერთს არ დაახამხამებდნენ თვალს და [...]

Read Full Post »

ნაწილები: [მეორე] [მესამე] [მეოთხე] [მეხუთე] რვა აგვისტოს წავედი კომისარიატის გაწვევით და ათ აგვისტოს დავბრუნდი სახლში, სამი დღე და ორი ღამე დავდიოდი აღმა-დაღმა და ჩორტ ზნაეტ რას ვაკეთებდი. ბლოკნოტი კი მქონდა თან წაღებული, მაგრამ საწერად არ მეცალა, მხოლოდ მესამე დღის ბოლოს მოვახერხე რაღაცეების ჩაჯღაბნა შიგნით, ახლა წინ მიდევს და ვცდილობ დეტალურად გავიხსენო რა და როგორ მოხდა. [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers