Feeds:
Posts

Archive for November, 2008

არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :)) დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და [...]

Read Full Post »

ფრიად უცნაური და სასიხარულო ამბავი შემემთხვა ამ ორიოდე დღის წინ, ლაშამ დამირეკა. თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო ის, რაც ლაშამ მითხრა – ”ანაბეჭდში” დარეკე ბიჯო, ჰონორარი უნდა მოგცენო. რა ჰონორარი, რის ჰონორარი… …მერე გამახსენდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავუგზავნე ანაბეჭდში ”მე ომში” და ვინაიდან და რადგან პასუხი ერთსიტყვიანი და საკმაოდ არადამაიმედებელი იყო [...]

Read Full Post »

რას ნიშნავს ეს ფრიად იდუმალი და ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი სათაური? ძალიან მარტივი გასაგებია არადა ყველაფერი. BigCrow-ეს მე ვარ. ქსეროქს მიქსი ქვია ჩემს პატარა მიქსს, რომელიც რომ მოცალეობის ჟამს გავაკეთე და ვიფიქრე, აქ დადებაც არ უნდა იყოს ცუდი იდეა-თქო. ნუ vol.2 ალბათ გასაგებია, მეორე ნაწილი, ან უფრო სწორი იქნება-მეორე მცდელობა :) მაშასადამე ასე: BigCrow-xerox mix vol.2 [...]

Read Full Post »

Idea #1 – საჭიროა ყველაფრის სისტემიზირება. აგერ უკვე რამდენი ხანია ყველაფერს მივედ-მოვედები, ათას საქმეს ერთად ვკიდებ ხელს და შუაში მისულს თავს ვანებებ. რამდენი კარგი იდეა მაქვს გაფუჭებული იმის გამო, რომ თავი ვერ მოვაბი ისე, როგორც საჭირო იყო. თუნდაც ავიღოთ მაგალითად პროექტი, რომელსაც ბევრჯერ დავუბრუნდი მორიგი ჩავარდნის შემდეგ და მაინც არ გამიკეთებია ისე, როგორც მინდოდა – [...]

Read Full Post »

იყო დრო, როდესაც ახალნაყიდ კომპიტერზე, სანამ ინტერნეტი მექნებოდა და მსგავსი მასონური პრიბამბასები, კომპიუტერულ პროგრამებს დისკებით ვშოულობდით, კურსზე ერთი რაღაც კარგ პროგრამას იშოვიდა, მეორეს ამ დროს ვრაიტერი ქონდა და მიდიოდა დაკოპირება. ერთხელაც მე აღმოვჩნდი ის  მყიდველი, რომელმაც მშრალ ხიდთან არსებულ დისკების სახალიავეში (ეს მაღაზია დღესაც მუშაობს, მშრალ ხიდზე სანამ შეხვალ აქედან, თითონ ხიდზე ანუ, მარჯვენა მხარეს [...]

Read Full Post »

დაიწყო ისევ და ისევ კლოუნადა, ”მილიონამდე აღშფოთებულის” შეკრება რუსთაველზე, ”წადი, წადი”-ს სკანდირება და სუკისგან მიღებული ფულების მიზნობრივი ხარჯვა. არის ხალხი, ვისაც ამ კლოუნების სჯერა, არის ვისაც არ სჯერა, მაგრამ მაინც მხარს უჭერს, იმიტომ რომ ”სხვა გზა არ არის”. ასეა თუ ისე, ქვეყნის სიმძიმის ცენტრმა გადაიწია გვერდზე და დაქანდა. მე იმის მეშინია დაქანებამ იმხელა სახე არ [...]

Read Full Post »

აი გადაცდა შუაღამეს და მეც გადავცდი იმ ზღვარს, რომლის ქვემოთ წერა მეზარება ხოლმე. ეს არ არის დღეს პირველად და სავარაუდოდ არც უკანასკნელად. მაგრამ ღამის თორმეტ საათზე რაზე დავწერო? ყველაფერი ხომ დღისით ხდება, იდეებიც დღისით მომდის, მაგრამ წერა მეზარება, მაშინებს ”ვრაიტის” ფანჯარა, შუაღამისას კი თუ რამე არაჯანსაღის გავლენის ქვეშ არ ვარ, იდეები არ მომდის. მაშ არ [...]

Read Full Post »

Nuclear Winter

Nuclear Winter in Chernobyl, originally uploaded by Stuck in Customs. ნამდვილი ბირთვული ზამთარი. ფლიკერზე ვიქექებოდი მსგავს სურათებში და ამას მივაგენი. ქალაქის ნარჩენები, სადაც ადრე სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხი დადიოდა, ცხოვრებისეული წვრილმანებით იყო დაკავებული და პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებით ილამაზებდა ცხოვრებას, ახლა კი ჭუჭყიანი თოვლის ნაფლეთებითაა დაფარული. თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ზოგადად ადამიანები, მალე მთელი დედამიწა ასეთი პეიზაჟებით [...]

Read Full Post »

თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი [...]

Read Full Post »

ესეც ასე, მოვიარე ქუთაისი და ჩამოვედი ისევ სახლში. რა მინდოდა ქუთაისში? რაღა თქმა უნდა, ჰელოვინის აღნიშვნა. ახლა იმდენად დაღლილი და მიწასთან გასწრებული ვარ, რომ არც წერა მინდა, არც კითხვა, არც ლაპარაკი, ერთადერთი რაღაც მინდა – ჩემს ბალიშს ჩავეხუტო და დავიძინო. არადა მიზეზი კი მაქვს დაღლილად ყოფნის, ორდღენახევრის განმავლობაში იმდენი და იმდენნაირი რაღაც დავლიე, რომ ვგონებ [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers