Feeds:
Posts

Archive for August, 2009

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, მივედი იმ დასკვნამდე, რომ ის ყველაფერი, რაც ამ პოსტში მინდოდა დამეწერა, ძალიან ბევრია და შესაბამისად ძალიანაც მეზარება, ამიტომაც ისევ ტრადიციულ გზას მივადექი და ვიდეოპოსტი ჩავწერე. ეს, მგონი ორმაგად კარგია, მეც მეზარება წერა და თქვენც გეზარებათ კითხვა. ასე რომ დატკბით მულტიმედიური ფორმებით:

Read Full Post »

წინა პოსტში და დოდკას ბლოგზე უკვე იხილავდით, რომ გამწარებული გადაღებები მიმდინარეობს ნი2-ის საცდელი ვიდეოების, რომლებსაც დიადი მომავალი ეჯღანებათ, იმედში თუ არა ნი2-ის ეთერში მაინც. ბოლო გადაღება გვქონდა 22-ში, როდესაც ვიღებდით… ასე ვთქვათ, მორიგ ყალბ სიუჟეტს, ჟურნალისტური გამოძიების სტილში. თავად ვიდეო არ მაქვს ბოლომდე დამონტაჟებული, მაგრამ წუთშესვენებების დროს დავამონტაჟე სცენის მიღმა კადრები, სახალისო და საყვარელ ვიდეოდ. [...]

Read Full Post »

ტიესტოთი იწყება პოსტი იგი, ვინაიდან ახლა ვიმყოფები სამსახურში და ტიესტოს ყლევროტრანსი ტვინს მიტყნავს. ალბათ დოდკას ბლოგზე წაიკითხავდით უკვე (ან შეგიძლიათ ახლა წაიკითხოთ), რომ ტელეიმედზე დავეთრევით ეს რამდენიმე დღეა, უფრო სწორედ კი ტელეიმედისთვის დავეთრევით ღამის შოუს სტუდიაში. დღეს უკვე მესამე დღეა, რაც კასტინგები დაიწყო, პირველი ორი დღე ღამის შოუსთვის ვიწვოდით და ვიდაგებოდით, ხოლო დღეს კი “შუა [...]

Read Full Post »

დეპრესიაში ვარ, საშინელ და უმძიმეს დეპრესიაში, დაახლოებით იმ სტადიაზე, ყელში რომ უზარმაზარი ბურთი გაგეჩხირება და არ იცი რანაირად ჩაყლაპო. მეორე ბოთლ ლუდს ვაყოლებ უკვე, მაგრამ არ ჩადის. მგონი მიზეზიც ვიცი, გადავიღალე ამ ბოლო ორი კვირის გამუდმებული სტრესისგან, ბევრი რამე მიება ერთმანეთს, რომელთა არც ჩამოთვლა არ მინდა და არც აინტერესებს ვინმეს, ისიც არ ვიცი, რატომ ვწერ [...]

Read Full Post »

გაბრაზებული ვარ, აი ძალიან გაბრაზებული ვარ, ისე გაბრაზებული, რომ ეს კლავიატურა ძალიან რომ არ მიყვარდეს, ფანჯრიდან ვისროდი. ეს პოსტიც, რომელიც მთლიანად ეხმიანება სათაურს, გაბრაზებულ გულზეა დაწერილი და სულ ყლეზე მკიდია, თუკი ვინმე იტყვის – ოჰ, გაბრაზებული ხარ და იმიტომ ამბობ მასეო. დიახაც, რომ გაბრაზებული ვარ და მიზეზიც მაქვს, თანაც ისეთი, ლამის შვილის მკვლელობას  რომ უტოლდება [...]

Read Full Post »

მორჩა ფართი და ჩვენ უკვე თბილისში ვართ (იხილე ძველი პოსტი ამ ფართის შესახებ). ტრადიციულად ისეთი დაცლილი ვარ ემოციებისგან, რომ აღარაფრის წერის თავი არ მაქვს, მხოლოდ და მხოლოდ ის შემიძლია, რომ ფოტო- და ვიდეომასალა დავყარო ნელ-ნელა, რაც იქნება. თქვენც ნახავთ და მეც გავიხსენებ ხოლმე. ასე რომ გთავაზობთ იმას, რაც ჯერ მაქვს, ესაა სურათების მციდერი სლაიდშოუ. აქვე [...]

Read Full Post »

დღეს 7 აგვისტოა 2009 წლის, თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე გუშინდელი და პოტენციურად ხვალინდელი დღეებისგან, მაგრამ მოდი მაინც გადავახვიოთ დროის ნაკადი ერთი წლით უკან და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს. პირველ რიგში ხდებოდა ის, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში, გოშას [R.I.P.] დაბადების დღე იყო, შესაბამისად დღესაც არის, ალბათ საფლავზეც ადიან ბიჭები, მე კიდევ სამსახურში ვზივარ და [...]

Read Full Post »

Party at Ganmukhuri

მაშ ასე, ქალბატონებო და ბატონებო, მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი ფართი, ამჯერად ზღვაზე, განმუხურში. იხილეთ კოვერი და შესაბამისი თემა Psy.ge-ზე. შესაბამისი ივენტი ფეისბუკზე – დააჭირეთ აქ და იხილეთ.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers