Feeds:
Posts

Archive for February, 2010

ალბათ გაიგებდით, რომ 20 მარტს რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებით რაგბს და თამაში ტრაბზონშია. ეს ჩვენს საშინაო თამაშად ითვლება, ისევე როგორც უკრაინაში, მარიუპოლში გამართული თამაში ჩაეთვალა რუსეთს საშინაოდ. მარიუპოლში ბევრი ქართველი გულშემატკივარი ვერ წავიდა, გამომდინარე იქედან, რომ 300-500$ ჯდებოდა ეს ტური. ტრაბზონში ჩასვლა კი გაცილებით იაფია და გამომდინარე აქედან ბილეთები უკვე ძალიან ძნელი საშოვია ამ თამაშზე. ახლა [...]

Read Full Post »

დაახლოებით ერთი კვირაა რაც მაწუხებს ეს საკითხი. განა იმიტომ, რომ ძალიან მაინტერესებს, ამ საკითხით ჩემი დაინტერესება არ აღემატება საშუალო სტატისტიკური ქართველის ინტერესს – რამდენი კრატერია მთვარეზე. უბრალოდ ეს კვირაა სტატიაზე ვმუშაობ, სადაც ერთ-ერთი მონაცემი უნდა იყოს ბლოგთა რაოდენობის შედარება საქართველოში და სხვა ქვეყნებში. არც ისე მნიშვნელოვანია ეს მონაცემი, მაგრამ საკმაოდ სასურველი. და ამდენი მონაცემის ტყუილად [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი საკმაოდ იდიოტური სახელის მქონე ნაწარმოები, მუსიკა ასე ვთქვათ. ეს არ არის ახალი დაწერილი, შორეული 2007-ის თებერვალს მიეკუთვნება მისი დასრულება, მაგრამ რატომღაც ვინჩესტერის შორეულ კუთხეებში ეგდო ამდენი ხნის განმავლობაში და მტვერი ედებოდა. მაშ ასე, მცირე ინფო ტრეკზე: არტისტი – BigCrow ტრეკი – Cradle of dance (ფანტაზია = 0) ხანგრძლიობა – 4:21 (წუთი) ჟანრი [...]

Read Full Post »

მაშ ასე, მოვიდა ის თარიღი, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ჟურნალ ”ტაბულა”-ს ჯერ კიდევ ქორფა და უცოდველ რედაქციაში მოღვაწეობს. რედაქციაში, სადაც ჯერ არ დაღვრილა პირველი სისხლი და რომლის კედლებიც არ შეძრულა განწირული კივილით. თუმცა ყველაფერი წინაა და თან არც ისე შორს – ხვალ. ხვალ იწურება ის პირველი გამოსაცდელი ვადა, რომლითაც ჩვენ [...]

Read Full Post »

დღეს მეღირსა როგორც იქნა და დავასკანერე ძველი ფირი, მე და მროველა რომ ვიყავით ზაფხულში ლისის ტბაზე, იმ დროინდელი. ჯერ სურათების უმეტესობა დასამუშავებელი მაქვს, მაგრამ ერთი მაინც შემიძლია შემოგთავაზოთ. რაღაცნაირი ისაა… ნუ ცხადია ცოტა ხელშევლებულია ფოტო, მაგრამ ზომიერების ფარგლებში. გადაღებულია ჩემი ძველი ჯაბახანა ზენიტით, ლისის ტბის მიდამოებში. გადიდებისთვის დააკლიკეთ:

Read Full Post »

გუშინ თუ გუშინწინ, ვიჯექი რა დაღლილი სამსახურსა შიგან და ვფიქრობდი რა თამაში მეპოვა ისეთი, გულს რომ გახარებოდა და ტუპოი არ ყოფილიყო და დაყენება არ დაჭირვებოდა, მოკლედ ”რამე კაი თამაში”. ვოოდა ვიპოვე კიდეც ონლაინ-ბრაუზერ-mmoRPG, რომელზეც შეიძლება ითქვას, რომ შევჯექი. აქ არ დავიწყებ აღწერას რა და როგორ, ვისაც რამე ერპიჯი უთამაშია როდესმე, ვეტყვი რომ სტანდარტულია სავსებით და [...]

Read Full Post »

სკანერით გადაღებული სურათი… ხელისგულზე სტიგმა მაქვს :)

Read Full Post »

მე ვარ ამაყი, რომ ეს ბილეთი მაქვს. მართალია ამის გარდა კიდევ ძველი თამაშებიც შენახული მაქვს, მაგრამ ეს გასაკუთრებულია. საქართველო (77) – გერმანია (3). კიდევ უფრო კარგი იქნება 20 მარტის ბილეთსაც რომ შევმატებ კოლექციას, ტრაბზონის სტადიონიდან, სადაც რუსეთს უნდა ვეთამაშოთ. ასე…

Read Full Post »

ასეთი ვიდეოები რომ საბჭოთა დროს არსებულიყო, მას სკოლებში აჩვენებდნენ და ტექსტად მოაყოლებდნენ დიდ ლექციას, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მავნე ზეგავლენის შესახებ. ახლა კი თქვენ თავად მოგიწევთ ამ ტექსტის მოფიქრება, ვიდეოს ყურებისას. საქმის გამარტივების მიზნით დავაკვირდეთ იმ ტიპს, რომელიც ფონზე ცდილობს, რომ ადგეს. ისე მე როგორც მახსოვს, მეც ვაპირებდი ამ ”ღონისძიებაზე” წასვლას, მაგრამ მოვლენათა ბედნიერი დამთხვევის გამო [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers