Feeds:
Posts

Archive for June, 2010

წარმოგიდგენთ ჩემს ახალ ტრეკს – Bot Attack. თვეზე მეტია რაც დავამთავრე, მაგრამ რატომღაც დამავიწყდა სახალხოდ წარდგენა. ტრეკი არის უცნაურ სტილში, ტრანს-ფულონ-ნაითი (ესეც დაახლოებით). ბევრი რომ არ ვილაპარაკო, უბრალოდ ტრეკი: Link: http://soundcloud.com/bigcrow/bigcrow-bot-attack

Read Full Post »

მას შემდეგ, რაც შედგა gbd10 ანუ ქართული ბლოგინგის დღეეები 2010, დიდი დრო არ გასულა. ის კი არა და ჯერ კიდევ გუშინ იქ ვიყავით ჯერაც. თავად მოვლენის ოფიციალურ ნაწილზე უკვე ბევრი დაიწერა და კიდევ ბევრი დაწერს. რამდენიმე არაოფიციალურ პოსტს (საბუნიას ყველაზე თევზური პოსტი და ეგოისტის არაოფიციალური ნაწილის მიმოხილვა) მეც მივამატებ ჩემს ვიდეო ვერსიას. ოფიციალური ჰეშტეგი და [...]

Read Full Post »

როგორც უკვე მოგახსენეთ, გახლდით კვარიათში, სადაც ყველა სხვა სიკეთესთან ერთად ვიდეო არტიც გადავიღე. აი ისიც: ნი2 არტსი წარმოგიდგენთ ქრაუ პიქჩერზის ნაწარმს. ახალი ვიდეო არტი, რომელშიც მოთხრობილია ერთი მხატვრის ისტორია. გოჩა ბროსნანის სახელობის კავშირის გამოფენა. ვიდეო გადაღებულია სამოყვარულო კამერით, ჩვენი სუპერ ძლიერი ტექნიკის გამოყენების გარეშე. მონტაჟიც შესრულებულია თათარიახნად. ნი2-ის სუპერ კრეატიული შემადგენლობა იმედოვნებს, რომ ეს თქვენი [...]

Read Full Post »

მაშ ასე, თბილისო და ჩემო მკითხველებო. მე მივდივარ “ქარტული ბლოგინგის დღეებზე” კვარიათში. გავდივართ ახლა და ჩამოვალთ კვირას. შესაბამისად ეს ოთხი დღე დავისვენებთ (სავარაუდოდ) ერთმანეთისგან. თუ კიდევ ჩავიგდე ხელში ვინმეს ლეპტოპი (ტუკიჯას ლეპტოპს ვღეჭავ ახლა), მაშინ განვაახლებ რამეს, თუ არა და ეგაა. მიზანი და მისია დიდი მაქვს. იმას თუ არ ჩავთვლით, რომ ჩასვლისთანავე (თუ გზაშივე არა) [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩავწერე, მაგრამ იმდენად ვიყავით გართულები კედელზე ხატვით, რომ ბლოგზე გადმოდება დამავიწყდა. ფართი, რომელზეც ლაპარაკია ვიდეოში, ჩატარდა. დავლიეთ, ტრაკები ვიქნიეთ და მსგავსი სისულელეები ვაკეთეთ, რასაც საერთოდ ვაკეთებთ ხოლმე ფართებზე. ვიდეომდე ერთ სურათს დავდებ, ფართის ამონაგლეჯს ანუ. ვიდეოკამერა მქონდა წაღებული, მაგრამ ცხადია არაფერი გადამიღია. და რაღა თქმა უნდა დაპირებული ვიდეოპოსტიც. [...]

Read Full Post »

მაშ ასე, მეგობრებო, დავიწყეთ. [რა დავიწყეთ? რა წესები აქვს? დააჭირე აქ.] ვინაიდან და რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველია, ამიტომ თემასაც მოდი ნუ ავირჩევთ, ვხატოთ ყველამ ის და ისეთი ფორმით, როგორც გაგვეხარდება. მთავარია, რომ საბოლოო ნახატი გამოვიდეს გრძელი და უწყვეტი. არც ხატვის ტექნიკაში შევიზღუდოთ და არც არაფერში. ასე რომ გთავაზობთ საწყის ”ნახატს” . ვინაიდან და რადგან [...]

Read Full Post »

კონცეპტ არტისტებო, მხატვრებო და მათთან გათანაბრებულო პირებო, ასევე ჩემნაირო ხატვაში უნიჭო მაგრამ მონდომებულო ხალხო. ვიწყებთ ახალ არტ პროექტს, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ უბრალოდ ”კედელზე ხატვა” ავიღოთ სათაურად. მისი პრინციპი მარტივია და ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ წინა, ძალიან გრძელ პოსტში. მიზანი არის ის, რომ უნდა გაკეთდეს ერთობლივი ინტერნეტ არტი, ისე როგორც კედელზე ხატავენ, ერთი მხატვარი [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ ძალიან გრძელი პოსტი, რომელიც იმდენად გრძელია, რომ მომიწევს მისი შუაში გახლეჩა. ასე რომ არ მექნა, იგი დაიკავებდა მთელ ჩემს პირველ გვერდს, დაჩაგრავდა დანარჩენ პოსტებს და ა.შ. და ა.შ. და ა.შ. იმისათვის რომ იხილოთ ძალიან გრძელი პოსტი,  დააჭირეთ აქ —>>>

Read Full Post »

ბლოგერული წარმატების საიდუმლო – ვარდისფერი.

Read Full Post »

ამ სამიოდე წლის წინ სადღაც მივაგენი მიტოვებული აფხაზეთის სურათებს, 2004 წელს გადაღებულებს. ამის შესახებ პოსტიც არის აქ – მიტოვებული აფხაზეთი. თავად საიტი, სადაც ესენი ვიპოვე იმდენად მომეწონა, რომ პერიოდულად შევდივარ და ვათვალიერებ ხოლმე. და აი ისიც – ვიღაც რუსი ტურისტის გადაღებული ახალი ფოტოები, 2010 წლის აპრილში. ფოტოები თავად ისეთი არაფერია, სოხუმია ძირითადად და ოჩამჩირე, მაგრამ [...]

Read Full Post »

ანონსი დიადი მოვლენისა, რომელიც არაფხიზელმა ჩავწერე და შესაბამისად დიდი შანსია, რომ მომავალში დამეზაროს. თუ რამეს გაიგებთ ვიდეოდან, ეგეც მეეჭვება. ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ვაპირებ გავაკეთო ბლოგების ყოველკვირეული (ან ყოველწლიური) ვიდეომიმოხილვა. მართალი რომ გითხრათ, ახლა ვერ ვხვდები საიდან მომივიდა თავში ასეთი სულელური იდეა, მაგრამ რადგან მომივიდა – ერთს მაინც გავაკეთებ. გაგრძელება დამოკიდებული იქნება რესპონზებზე… ან არ [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers