Feeds:
Posts

Archive for July, 2010

დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და [...]

Read Full Post »

ძალიან მომეწონა ეს სიმღერა – ”მოხევის ქალო, თინაო”, ვინმე ქაზიმ ქოიონჯუს ნამღერი (ლაზია ალბათ). იმდენად მომეწონა, რომ დღეს მთელი დღეა ვუსმენ და ამაზე ქავერის გაკეთებასაც ვაპირებ (იხილე ქავერი ”გელინო” -ზე, by Immortal Drunkards). ახლა კი გთავაზობთ ამ სიმღერას და მის ტექსტს, რომელსაც ალბათ ქავერში უცვლელად დავტოვებ. კარგი ტექსტია, ღია: მოხევის ქალო თინაო მოხევის ქალო თინაო [...]

Read Full Post »

გუშინ ჩემთან დაიწერა კომენტარი, რომლიც არით რიგით მე-5000. კომენტარის ავტორია სიყვარულოვნა (ping) და პოსტი, რომელზეც ის დაიწერა – ”ტვიტ.ჯი – ფლუდერების ახალი გასართობი”. დიდი მადლობა, რომ აქტიურობთ და არ გეზარებათ კომენტარების წერა, Keep Going! ეს კი ამ კომენტარის Proudly სკრინშოტი. სამგზის ვაშა, მეგობრებო! აქვე მცირე სტატისტიკა – პირველი კომენტარი, რომელიც დაფიქსირებულია, ყვავის ბუდეზე დაიწერა 2006 [...]

Read Full Post »

გთავაზობთ წუხელი ჩაწერილ ვიდეო პოსტს, ოდნავი დაგვიანებით. Tweet.ge -ს პრეზენტაცია, გამოცხადებული კონკურსი და მობილურით ტვიტვის უარყოფითი მხარეები. შეგიძლიათ იხილოთ ვიდეო და დატკბეთ ჩემი სექსუალური ხმით:

Read Full Post »

აგერ უკვე რამდენი ხანია ვტკბები ყვავის ბუდის სტატისტიკით და დღემდე ვერ ამიხსნია ამ ზემოთ-ქვემოთ ფართხალის მიზეზი. სადაც კი მინახავს სხვისი ბლოგების სტატები, ყველა თანაბრად მიდის, ჩემი კი ნავთობის ფასივით ცვალებადია. ორიოდე წლის წინ მეგონა, რომ ამაში კანონზომიერება დავიჭირე და ამაზე დიდი სამეცნიერო ნაშრომის ხელა პოსტიც მქონდა გამზადებული, თუმცა ის დღემდე დრაფტებში ინახება. არც პოსტის წერის [...]

Read Full Post »

გადასარევი ფოტოგალერეა ვიპოვე, რომელიც მინდა დაგიშეაროთ. ეს არის მსოფლიოს ყველაზე საშიში აეროპორტები, უფრო სწორად მხოლოდ მათი დასაჯდომი ბილიკები. პილოტის ერთი არასწორი მოძრაობა და ან წყალში ჩავარდები, ან მთას მიერჭობი ან რამდენიმე უბედურება ერთად დაგემართება.  ნუ წახვალთ აქ: დანარჩენი სურათები —>>>

Read Full Post »

წარმოგიდგენთ დემო ვიდეოს, რომელიც გუშინ გადავიღე და დავამონტაჟე. ვიდეოს სიუჟეტი და სცენარი არ აქვს, ვინაიდან და რადგან წარმოადგენს მხოლოდ ძალების მოსინჯვას. ძალები მოსინჯულია და მწვანე შუქი ანთებულია – ასეთი ვიდეოების გადაღება შემძლებია. შემდეგი იქნება ალბათ უკვე მსგავსი სკილების სცენარიან არტში გამოყენება. შეაფასეთ და დააფასეთ, თვით ვიდეო: ლინკი: http://vimeo.com/13059573

Read Full Post »

გთავაზობთ სუპერ თევზურ რეკლამას, რომელიც მე და საბამ შევქმენით დურექსის კონკურსისთვის Create the next Ad. ვიდეო იმდენად თევზურია, რომ აღწერაც კი არ ჭირდება, უბრალოდ უყურეთ და დააშეარეთ:

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers