იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც.
მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის რომ სახალისო და რაც მთავარია, მარკეტინგულად გამართლებული ფორმა მიეცათ, ლონდონელმა გენიოსებმა, რომლებიც სამგზავრო ბარათის (აი ჩვენც რომ გვაქვს, მასეთის) ყოველ გატარებას ისედაც აღრიცხავენ, ამ მონაცემებისგან თამაში შექმნეს. გააკეთეს საიტი, სადაც თამაშის მსურველი გადის რეგისტრაციას საკუთარი ბარათით, ეწერება სასურველ გუნდში და ვუალა – ის ავტომატურად ხვდება MMORPG-ში. საიტზე ყველა მოთამაშე იღებს კვესტებს, დაახლოებით “მიდი ამა და ამ სადგურიდან ამა და ამ სადგურამდე” და რევარდის სახით ექსპერიენს პოინტები ემატება. ოღონდ, მთელი ფიშკა იმაში მდგომარეობს, რომ მისვლაში იგულისხმება მართლა მისვლა, მეტროში ან ავტობუსში ჩაჯდომა და მისვლა. კვესტის შესრულება ავტომატურად ფიქსირდება, სამგზავრო ბარათის გატარებით. გარდა ამისა, ისევე როგორც ყველა თავმოყვარე MMORPG-ს ეკადრება, მოსულა მეტროს სადგურების დაპყრობა გუნდების მიერ, ხანდახან ჩითავენ NPC-ები, ბონუს კვესტებით და ა.შ., მოკლედ მშვენიერი თამაშია. ამ ყველაფრის სადემონსტრაციო ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.
შეთქმულების თეორიის მოყვარულები ცხადია იტყვიან, რომ ეს არის ჩვენზე თვალთვალის კიდევ ერთი ნიმუში ან ინსტრუმენდი. დამშვიდდით მეგობრებო, ყველას რომ გვითვალთვალებენ ეს ისედაც ყველამ ვიცით და კრეატიულად მაინც გვითვალთვალონ, ისე რომ მათთვისაც სასიამოვნო იყოს და ჩვენთვისაც. მე ასეთ თამაშს აუცილებლად ვითამაშებდი, თქვენ არა?
მოდი, ვნახოთ რას ფირობს ერი:
ჰო, დამავიწყდა გუგლის მოყვარულებისთვის დამეწერა – თამაშის სახელია Chromorama.







გამოიწერე ბლოგი
გამოიწერე კომენტარები















as for me , it’s a very dangerous game :D some mobs are lvl 84 x4 agr.
U have to lvl-up :D
იდეაში მაგარი რაღაცაა, ოღონდ საქართველოს მეტროში ამის განხორციელება მერაღაცნაირება. პატარაა ეს მეტრო…
ჩვენთან ყველაზე რთული კვესტი რა იქნება?
წადი ახმეტელიდან ვარკეთილამდე და მერე უკან!?
ავტობუსის გაჩერებებიც უნდა ჩაერთოს მაგაში მაშინ, მაგრამ მერე ბარათის გატარებისას უნდა ფიქსირდებოდეს ადგილმდებარეობაც, რასაც ჩვენი ავტობუსის სალარო აპარატები არ აფიქსირებენ, პლუს კავშირი უნდა ჰქონდეს ამ აპარატებს სერვერთან და უნდა იცვლებოდეს ინფორმაცია და :D მაგაში ჩვენი მთავრობა ფულს არ დახარჯავს :D
აი, ბიძნა მოვა და… :ჩუპს:
როგორ არ ფიქსირდება ავტობუსის ადგილი, ყველა ავტობუსს აქვს ჯიპიესი…
თბილისის მეტრო ძალიან პატარაა ჩემი აზრით ამ საქმისთვის :(
აწწწ ^^ მე ვითამაშებდი ^^
+1
play in real… ესეც ადრენალინზეა ^^
tl;dr
ეს არის ჩვენზე თვალთვალის კი არადა მეტროს და სხვა სახელმწიფო ტრანსპორტების პოპულარიზაციის საუკეთესო საშვალება ჩაგითრევენ და მერე დღში მოგიწიოს შეიძლბა 15$ მგზავრობაში დახარჯვა მაშინ როდესაც 15$ ღირს კაი მმორპგ მთელი თვე :D
[...] იმისათვის, რომ მეტროპოლიტენი (და სხვა მსგავსი ტრანსპორტები) ვაქციოთ თამაშად, არსებობს სულ ორი მეთოდი. პირველი მათგანია შევიდეთ ტორენტებზე, ვნახოთ კომპიუტერული თამაში Metro 2033, გადმოვწეროთ და გავირღვეთ თამაშში. მეორე მეთოდი კი უფრო კრეატიულია და მას ლონდონის მეტროს თავკაცებმა მიაგნეს. ეს მეთოდი იმდენად მომეწონა, რომ სიამოვნებით ვითამაშებდი მსგავს თამაშს თბილისშიც. მიგნება კი მდგომარეობს შემდეგში. ყველასათვის მოსაბეზრებელი და დამღლელი მგზავრობისთვის [...] ყვავის ბუდე [...]