Feeds:
Posts
Comments

Archive for the ‘ომი’ Category

ორი წლის წინ ომი იყო. არც პირველი და არც ბოლო საქართველოს ისტორიაში, მაგრამ პირველი და იმედია ბოლო, რომელშიც მე მივიღე მონაწილეობა. მას შემდეგ 2 წელი გავიდა, მაგრამ დიდად არაფერი შეცვლილა. თუმცა საინტერესო იქნება ალბათ იმის გახსენება, რაც მაშინ ხდებოდა. გთავაზობთ ჩემს ძველ ჩანაწერებს, რომლებიც ამ ომის დროს ჩავიჯღაბნე და მის შემდეგ დღეებში, სანამ ცხელი იყო, [...]

Read Full Post »

ამ სამიოდე წლის წინ სადღაც მივაგენი მიტოვებული აფხაზეთის სურათებს, 2004 წელს გადაღებულებს. ამის შესახებ პოსტიც არის აქ – მიტოვებული აფხაზეთი. თავად საიტი, სადაც ესენი ვიპოვე იმდენად მომეწონა, რომ პერიოდულად შევდივარ და ვათვალიერებ ხოლმე. და აი ისიც – ვიღაც რუსი ტურისტის გადაღებული ახალი ფოტოები, 2010 წლის აპრილში. ფოტოები თავად ისეთი არაფერია, სოხუმია ძირითადად და ოჩამჩირე, მაგრამ [...]

Read Full Post »

იმედის იმ ყბადაღებული სიუჟეტის მერე, ვგონებ კვლავ აქტუალური ხდება თემა, რომელიც პრინციპში ჩვენთან მუდამ აქტუალურია – ღირს თუ არა ომი საქართველოსთვის და იქნება თუ არა ეს აზრიანი ქმედება. საერთოდ ძალიან მეზარება ხოლმე მსგავს დისკუსიებში ჩაბმა, სადაც წინასწარ ცნობილია, რომ წყლის ნაყვის მეტი არაფერი გამოვა, მაგრამ ამ ერთხელ ავვარდი მაინც და აგერ უკვე მეორე დღეა მე [...]

Read Full Post »

გახსოვთ ალბათ, რომ ვამბობდი ამას წინათ, ან თუ არ გახსოვთ გაგახსენებთ – ამ რამდენიმე ხნის წინ შემხვდა ჩემი თანამებრძოლი (შეიძლება ასეც ითქვას) რომელმაც მომცა შარშანდელი 8 აგვისტოს სურათები. ძალიან გამეხარდა, რადგან მაგ დროის არც ერთი სურათი არ მაქვს. მართალია მე არცერთში არ ვარ, მაგრამ მაინც მინდა გაჩვენოთ, მცირედი კომენტარებით: განაგრძეთ კითხვა:

Read Full Post »

დღეს 7 აგვისტოა 2009 წლის, თითქოსდა არაფრით გამორჩეული დღე გუშინდელი და პოტენციურად ხვალინდელი დღეებისგან, მაგრამ მოდი მაინც გადავახვიოთ დროის ნაკადი ერთი წლით უკან და ვნახოთ რა ხდებოდა ამ დღეს. პირველ რიგში ხდებოდა ის, რაც ბოლო 26 წლის განმავლობაში, გოშას [R.I.P.] დაბადების დღე იყო, შესაბამისად დღესაც არის, ალბათ საფლავზეც ადიან ბიჭები, მე კიდევ სამსახურში ვზივარ და [...]

Read Full Post »

გთავაზობთ მცირედ ვიდეოკოლაჟს, რომელიც გავიდა ამ შაბათის ”კურიერი P.S.”-ში. მასში ასახულია საქართველოს უახლესი ისტორია, კომენტარის გარეშე, მხოლოდ კადრები, სამი რევოლუცია, სამი არეულობა, სამი ვითომდა სხვადასხვანაირი თაობა და ერთი შედეგი. უყურეთ ვიდეოს და თქვენით გაავლეთ პარალელები, იქნებ რამე ვისწავლოთ. გენადი, ფონოგრამა: Link: http://www.youtube.com/watch?v=JSyRAkoWno0

Read Full Post »

გუშინ, რუსულმა ინფოწყაროებმა გაავრცელეს ინფა (შეიძლება უტკაც არის შემოგდებული), რომ რუსი და ოსი მთასვლელები აპირებენ ყაზბეგის მთაზე ასვლას და იქ რუსული და ოსური დროშის დარჭობას. ნუ პირველი რეაქცია ალბათ ბუნებრივად ერთნაირი მოსდის ყველას – შიგ ხომ არ აქვთ? მაგრამ სხვანაირი რეაქცია გაჩნდა ფორუმზე, იუზერი წიწილა გვპირდება, რომ საჯაროდ, მთელი ფორუმის თვალწინ ვდებ ფიცს რომ უახლოეს [...]

Read Full Post »

ფრიად მოტყნული სიტუაციაა ამ წუთში საქართველოში – 12 საათიან კურიერში აჩვენეს ვიღაცეები, რომლებიც ლაპარაკობდნენ გეგმებზე, როგორ უნდა დაემხოთ ხელისუფლება ძალით, მოეწყოთ სამხედრო აჯანყება დღეს და რუსების სამხედრო დახმარებით ხელში ჩაეგდოთ ძალაუფლება. გადის სამი წუთი და მეორე ნიუსი – მუხროვანის სატანკო ბატალიონი ამ მომენტში აჯანყებულია და მიდის მოლაპარაკებაო. არ ვიცი ამ მოლაპარაკებაში რა შედის, მაგრამ ფაქტია, [...]

Read Full Post »

იყო და არა იყო რა, იყო ერთი რუსეთი, ერთიც საქართველო. რუსეთი მუდამ გვემუქრებოდა, რომ შემოვიდოდა საქართველოში და ქვას ქვაზე არ დატოვებდა. და რას შვებოდა საქართველო ამ დროს? მე ჩავთვალე, რომ ეს საკითხი მართლაც გასარკვევია, რას იზავს რიგითი ქართველი ომის დაწყების შემთხვევაში და მცირედი სოცკვლევაც ჩავატარე. მართალია ერთხელ უკვე ვნახეთ რაც ქნა, მაგრამ მაინც… შედეგები შეგიძლიათ [...]

Read Full Post »

გილოცავთ საბჭოთა (და არამარტო) არმიის და არმიელების დიად და განუმეორებელ დღეს, რომელსაც მსოფლიოში ბადალი არ ყავს და მისი განმეორება და გასიგრძეგანება შეუძლებელია. პოსტში მოყვანილია ვიდეო (ფაქტიურად ვიდეოპოსტია), რომელშიც მიდის ქართული ბლოგების და მათი ავტორების განხილვა, არც თუ ისე დადებით ასპექტში. არგუმენტი – ”თუ არ მოგწონს, ნუ ნახულობ”, არ განიხილება. ამ ყველაფრის ბეჭდური (არავერბალური) ვერსია შეგიძლიათ [...]

Read Full Post »

ფრიად უცნაური და სასიხარულო ამბავი შემემთხვა ამ ორიოდე დღის წინ, ლაშამ დამირეკა. თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო ის, რაც ლაშამ მითხრა – ”ანაბეჭდში” დარეკე ბიჯო, ჰონორარი უნდა მოგცენო. რა ჰონორარი, რის ჰონორარი… …მერე გამახსენდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავუგზავნე ანაბეჭდში ”მე ომში” და ვინაიდან და რადგან პასუხი ერთსიტყვიანი და საკმაოდ არადამაიმედებელი იყო [...]

Read Full Post »

დაიწყო ისევ და ისევ კლოუნადა, ”მილიონამდე აღშფოთებულის” შეკრება რუსთაველზე, ”წადი, წადი”-ს სკანდირება და სუკისგან მიღებული ფულების მიზნობრივი ხარჯვა. არის ხალხი, ვისაც ამ კლოუნების სჯერა, არის ვისაც არ სჯერა, მაგრამ მაინც მხარს უჭერს, იმიტომ რომ ”სხვა გზა არ არის”. ასეა თუ ისე, ქვეყნის სიმძიმის ცენტრმა გადაიწია გვერდზე და დაქანდა. მე იმის მეშინია დაქანებამ იმხელა სახე არ [...]

Read Full Post »

მინდა შემოგთავაზოთ რეზო კაიშაურის, a.k.a. 7th Guest-ის პოლიტკარიკატურა, პუტინი და მარიონეტები. ყველა საავტორო უფლება დაცულია. და აქვე მეორეც Father Figurine © 2008 Rezo Kaishauri როგორც გავიგე ეს არის ნაწილი სერიიდან, რომელიც ახლა იქმნება…

Read Full Post »

როგორც იცით (ან არც იცით) ნავთი თანდათან იაფდება, შესაბამისად რუსების ნავთზე დაფუძნებულ ეკონომიკასაც ედება და ედება… მეწყინა, აი ძალიან მეწყინა, მეტიც, შეშფოთებული ვარ ამ ფაქტით, საწყლები… ტო ესწ საწყლეები (მახვილი სიტყვის მეორე ნაწილზე). ასეა თუ ისე, სადღაც ფორუმზე ვიპოვე ძალიან გამოსადეგი პროგნოზი, რომელიც იმედია, რომ მალე გამართლდება. Реакция России Нефть $145 – надо пересмотреть мировой [...]

Read Full Post »

ვგონებ ამ იდეამ ახლა გაცილებით მეტი აქტუალობა შეიძინა, ვიდრე თავის დროზე. მაშინ ამდენი გამყიდველი მაინც არ ჩანდა ასე ცხადად. Warning: ტექსტი შეიცავს დიდი ოდენობით უცენზურო ლექსიკას. აქვე ბმული თემაზე: ”მე ომში”

Read Full Post »

ჯგუფმა აგონიამ აგვისტოს ბოლოს ჩაწერა ახალი სიმღერა, ”You are the next”,  რომელიც უძღვნება, თუ შეიძლება ასე ითქვას, აგვისტოს ომს, რუსეთსა და საქართველოს შორის. ეს არის მესიჯი მსოფლიოსთვის, რომ ისინი რუსეთის სიაში შემდეგები არიან, თუკი დროზე არ მოუხმობენ ჭკუას. წარმოგიდგენთ ამ სიმღერის ვიდეოვერსიას. on YouTube Link to this – http://www.youtube.com/watch?v=4RKnAjqwIiY on Google Video Link on this [...]

Read Full Post »

წუხელი მძიმე ღამე მქონდა, დილით საკმაოდ მწვავე პახმელიაზე გამეღვიძა, რაღა თქმა უნდა ტანსაცმლიანად მეძინა, როგორც ასეთ შემთხვევებში ძირითადად ხდება ხოლმე. წამოვდექი, გავიზმორე და ზანტი კატის მოძრაობით ტელევიზორის წინ გადავწექი. გამომდინარე იქედან, რომ მძიმე არამარტო ღამე მქონდა, გუშინაც მთელი დღე არაფერი გამიგია ნიუსები. ჩავრთე ტელიკი, ცოტა ხანი გონკებს ვუყურე, ვატრიალე არხები, ვატრიალე და თან ყოველ დაჭერაზე [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეოთხე] საღამოვდება. ექვსი საათიდან, მაღვიძარის სიზუსტით ბაყაბუყი ისმის გორის მხრიდან. ჩვენებიც ისვრიან, თანაბარ ზალპებზე ეტყობა. ალბათ დადუღებულია იქაურობა, ძალიანაც კარგი. ყოველ ნახევარ საათში ერთხელ თითო პატარა ავტობუსი გამოდის ჩვენთან და რამდენიც ეტევა და რამდენიც არ ეტევა, ყველა მიყავს, როგორც ამბობენ აგარაში. რა ხდება აგარაში ხუი ივო ზნაეტ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენც [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მესამე] [მეხუთე] ასეთი დილის მერე სხვისი ფეხებით ავდექი, სხვისი ყურებით გაგონილი ბრძანება შევასრულე – ”მანქანებშიო” და ვიღაც ასევე სხვებთან ერთად ჩამოვედი იქვე, ახლოში რაღაც თეატრის შენობასთან. ამ შენობაში გაგვანაწილეს, ავტობუსები ამჯერად მიმალ – მომალეს ეზოებში, ჩვენ კი ერთ დიდ დარბაზში შეგვიყვანეს, დიდ შუშებიანში. იქ რა გაგვაჩერებდა, მაშინვე გარეთ გამოვედით და სააქტო დარბაზი [...]

Read Full Post »

ნაწილები: [პირველი] [მეორე] [მეოთხე] [მეხუთე] მთელი ღამის განმავლობაში ორჯერ წამოგვყარეს, ავტობუსებში ჩასხედით და სადღაც მივდივართო, ავიყრებოდით, გავრბოდით, გამოვრბოდით და ბოლოს ცრუ განგაში აღმოჩნდებოდა. საბოლოოდ დილისკენ ისე დაგვეძინა, რომ ”ყურთან რომ ზარბაზანი დაეცალათ ვერ გავიგებდით”. მაგრამ აღმოჩნდა რომ ვცდებოდით. დაახლოებით შვიდის ნახევარზე (საათზე დახედვის თავი აღარცერთს არ გვქონდა, სავარაუდო დროა ეს), როდესაც უკვე სიზმარში დაახლოებით მეათე [...]

Read Full Post »

Older Posts »