Feeds:
Posts

Archive for the ‘Action’ Category


როგორც უკვე მოგახსენეთ, ერთი კვირის წინ თბილისის ბირფესტის მოსამზადებელ სამუშაოებზე მოვახერხე აღმოჩენა. მოვახერხე რა, თავად ნატახტარმა შემომთავაზა, არ გინდა ნახო რეებს ვაკეთებთო? რასაც აკეთებდნენ, ამის წაკითხვა შეგიძლიათ ზემოთ დალინკულ პოსტში, თავისი ფოტოგალერეით. ერთი კია, რომ 14 ივლისის ნაცვლად ფესტივალი ერთი კვირით გვიან ჩატარდა, რითიც წვიმასა და დელგმაში ლუდის სმას გადავრჩით.

ფესტის გოგჩოები

ნუ, რადგანაც ფესტის ადგილის მოწყობა მაინც საჭირო იყო და მოსამზადებელ სამუშაოებს მაინც ვერ ავცდებოდით, ამიტომ პარასკევს ისევ გამოვცხადდი რესპუბლიკის მოედანზე, “საინტერესო ფაქტების” შესაგროვებლად. თუმცა საინტერესო იმაში, როგორ დაათრევდნენ მუშები აქეთ-იქეთ მაგიდებს, აწყობდნენ ბარებს და აკრავდნენ პლაკატებს, ვერაფერი ვნახე და შაბათის იმედად წამოვედი სახლში. რამდენიმე წინასაფესტე ფოტოს მაინც შემოგთავაზებთ:

…ასე იდგმებოდა კარვები

და ბარები

და აი, გათენდა შაბათის დილა, 21 ივლისი. ფესტივალი 4 საათზე დაიწყო, თუმცა ქართული პუნქტუალობის გამო, სადღაც 6 საათისკენ მივედი იქ. ლუდის ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ მასშტაბები ამისი აშკარად მეტი იყო. სხვა თუ არაფერი ბარი იყო 4-ის ნაცვლად ერთი 20-მდე, რის გამოც ლუდი არც აქაფებული იყო და არც თბილი. რა შუაშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან? მარტივია – როდესაც ბარები არის ცოტა, ლუდი იხარჯება სწრაფად და ახალშეერთებული კანისტრა (რომელიც, მოგეხსენებათ უსასრულო არ არის და ყოველ 50 ლიტრის მერე ახალი უნდა დააყენო) თან თბილი ლუდითაა სავსე და თან ქაფი მოაქვს პირველი სამი ბაკალი. მოკლედ, ლუდი რომ ცივი და უქაფო იყო, ეს მშვენიერია. ღია ფერის ნატახტარის გარდა ასევე იყო ოდნავ მუქი მთიელიც, რომელსაც, როგორც დავაკვირდი, უფრო ეძალებოდა ხალხი. (more…)

Read Full Post »


ყველა ადამიანს უყვარს ამა თუ იმ მოვლენის კულისებში შეღწევა. რაღაცნაირად გრძნობ თავს, მაგარროჟულად. დაახლოებით ის პონტია, დიჯეი რომ უკრავს და უკან რომ ორი-სამი VIP უდგას და სულელივით იღიმება – ისინი დიჯეის იცნობენ. გუშინ მეც მომიწია ასეთ VIP-ად ყოფნა, თბილისის ლუდის ფესტივალზე. საიდან მოვხვდი მანდ – არ აქვს მნიშვნელობა. არცერთი კორექტული ადამიანი არ სვამს კითხვას, საიდან მოხვდი კულისებშიო. ასეთ დროს მიღებულია საკუთარი ღირსების გრძნობით აღსავსემ ისეთი სახე მიიღო, რომელიც ამბობს – “დიდი საქმე, ეგეც რამეა”.

ამ მოკლე და არეული შესავლის შემდეგ გადავალ მთავარზე. როგორც უკვე მოგახსენეთ, თბილისის ლუდის ფესტივალის კულისებში მომიწია გუშინ ყოფნა. დღესაც მომიწევს, მაგრამ ამაზე მოგვიანებით. მთავარია რა მოხდა გუშინ. გამომდინარე ფესტივალის მასშტაბებიდან, რომელიც ორი დღე უნდა იყოს და უამრავმა ხალხმა უამრავი ლუდი უნდა დალიოს, მზადება კაი ხნის წინ დაიწყო. კაი ხნის წინო რომ ვამბობ იმიტომ, რომ უკვე თითქმის ყველაფერი დამზადებული, ამობეჭდილი და ასაწყობად გამზადებულია.

პირველ რიგში გამაოცა ფესტივალის 3D მოდელმა. ამ ფესტივალზე შარშანაც ვიყავი და შარშანწინაც, მაგრამ სად ხალხში გარეული რომ მოძრაობ, პლასტმასის ჭიქით ხელში და სად ზემოდან რომ უყურებ ყველაფერს. ამ მოდელის ფოტოთი შეგიძლიათ თქვენც დატკბეთ:

ფოტოზე ჩანს ორი დიდი კარავი, რომელიც სავარაუდოდ საჩრდილობლის ფუნქციით შემოიფარგლება, მარჯვნივ და მარცხნივ ბარები და დასაჯდომი ადგილები. შარშან და შარშანწინ თუ ვინმე იყავით ამ ფესტივალზე, გემახსოვრებათ რამხელა რიგები იყო ბარებთან. წელს წესით ასე აღარ იქნება, რადგან მარცხენა მხარეს (ფოტოზე) ამატებენ უზარმაზარ, 30 მეტრის სიგრძის ბარს. ეს ძალიან მომწონს, რადგან რიგში დგომაზე და იმის ხილვაზე, როგორ სვამენ სხვები ლუდს, უარესი არაფერია. (more…)

Read Full Post »


პირველი ტატუს მანქანა ორიოდე თუ სამიოდე წლის წინ მაჩუქა ერთმა ნაცნობმა. მაგნიტოფონის ძრავზე იყო აწყობილი და მაგით ხატვა საკმაოდ ძნელი იყო – თან სიზუსტე აკლდა და თან მტკივნეული იყო. მასთან დაკავშირებით რამდენიმე პოსტიც შეგიძლიათ აქვე იხილოთ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე წესიერი აპარატი მეყიდა, ჩერეზ ამაზონი.

და ვიყიდე კიდეც. ვინაიდან და რადგან, ყველა საზომის მიხედვით მე დამწყებ ტატუიროვშიკებში გავდივარ, აპარატიც შესაბამისი, დამწყები ვიყიდე, იაფიანი. თუმცა, მოგეხსენებათ მარტო აპარატი საკმარისი არ არის – სხვადასხვანაირი ნემსები, თავები, მელანი და სხვა პრიბამბასებიც უნდა. ასე თუ ისე, დაახლოებით ერთი კვირის წინ, როგორც იქნა, თითქმის შევკარი მთელი კომპლექტი და პირველი ორნახევარი ტატუც გავაკეთე. ნახევარ ტატუში ვგულისხმობ ანას ტატუს, რომელიც ჯერ დაუმთავრებელია. და ადრე თუ მხოლოდ ძალიან ახლობლებზე ვცდიდი ჩემს ნემსს, უკვე შემიძლია ყველა მსურველს გავუფერადო კანი, ცხადია შესაბამისი ანაზღაურების ფასად.

მაშ ასე, წარმოგიდგენთ ჩემს კოხტა დრაკონს და პირველ ორ ნორმალურ ნამუშევარს. პირველს დაჭირდა 30 წუთი, მეორეს – ერთი საათი:

აპარატი და მისი ნაწილები

პირველი ვარსკვლავის ხატვის პროცესში

ეს კი შედეგი

ლუქსას ლომი ხატვის პროცესში

ეს კი დამთავრებული ლომი

Read Full Post »


მოგესალმებით ჩემო ინტერნეტ მეგობრებო.

აგერ უკვე რახანია ვუყურებ ჩემს ღიპს და იმ იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მისი მოყვანილობითა და სისრულით არ ვტკბები, ერთი აზრი მიტრიალებს თავში – რა იქნებოდა, ამ ღიპის ადგილზე რომ კუბიკები მქონდეს? არ მინდა ვთქვა, რომ თქვენც ასე ხართ, მაგრამ  ზედმეტი სპორტული აქტივობა არავის აწყენს.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ სავარჯიშო  დარბაზებში არ ვირბენთ არაფერი დაშავდება, მაგრამ ისეთი მშვენიერი და ლამაზი სპორტი, როგორიცაა რაგბი, ზუსტად შესაფერისი იქნება ლუდითა და არყით გაჟღენთილი ორგანიზმებისთვის. ასე რომ ამ შაბათს (ანუ პოსტის დაწერიდან ზეგ) გეპატიჟებით თბილისი ძველ იპოდრომზე, არა იმაზე, რომელიც ლისის ტბაზეა, არამედ იმაზე, რომელიც საბურთალოზეა და გთავაზობთ მინი-რაგბის თამაშით ტკბობას.

თამაში იქნება აბსოლუტურად არაპროფესიონალური და მისი ძირითადი მიზანი იქნება გართობა, ცოტაოდენი ცხიმების დაწვა და სურვილის შემთხვევაში, თამაშის მერე ამ ცხიმების უკანვე მიღება, ლუდისა და მასთან მომყოლი ნივთიერებების სახით. შეკრება იგეგმება შაბათს, 3 დეკემბერს, დღის სამ საათზე, იპოდრომის შესასვლელთან.

მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ამ მოვლენის ივენთი ფეისბუქზე. გელოდებით შაბათს, 3 საათზე, იპოდრომის შესასვლელთან თამარაშვილის ქუჩის მხრიდან, ან თუ დაგაგვიანდებათ – იპოდრომის უკიდეგანო მინდვრებზე.

ეს კი თავად იპოდრომი და მასზე გამართული მსგავსი ღონისძიება 2007 წელს. სურათზე მარჯვნიდან მესამე მე ვარ…

Read Full Post »


მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი გოგოების ჯგუფი “გორდელა”-ს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მათ არტ-გენზე იმღერეს, მირზაანში. აქვე პაპსა განმარტება მათთვის, ვისაც არ ეცნობა ეს ჯგუფი – ესენი ისინი არიან, “ჩვენ შოუში” რომ მღერიან ხოლმე რაღაც უცნაურ და არაორდინალურ სიმღერებს.

რაც შეეხება თავად ვიდეოებს. ესენი გადავიღე 18 ივნისს, როცა მირზაანში არტ-გენი 2011 გაიხსნა. ეს კონცერტი ნიკო ფიროსმანის მუზეუმში ჩაატარეს და ზღვა ხალხი დაესწრო. სხვა ვიდეოებიც გადავიღე, ტაბულასთვის და მათ გადაბმულ-გალამაზებულ ვერსიასაც მივაბამ აქვე. არ დაგავიწყდეთ, რომ არტ გენი გრძელდება და 15 ივლისიდან თბილისის ეთნოგრაფიულშიც დაიწყება.

აქვე – ვიდეოები კიდევ ბევრი მაქვს, იმათაც ავქაჩავ და ნელ-ნელა მივამატებ, ასე რომ Stay in touch.

პირველი:

მეორე:

Update: ამის არაოფიციალური, ასე ვთქვათ, ბუტლეგი ვერსია:

და დამონტაჟებული, სადაც არამარტო გორდელაა, მთლიანად არის არტ-გენის ამბები ჩაკვეხებული:

Read Full Post »


ეს არ არის საინფორმაციო სტატია. ინფორმაცია უამისოდაც ბევრია ინტერნეტში.

ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, როგორც ქალბატონი ნინოს ეს ფრაზა ახდა. ”ჩხუბი მორევაზეა” – განაცხადა მან ერთ-ერთი გამოსვლისას და ამაყად გადაავლო თვალი თავის უძლეველ არმიას. რამდენად მორევაზე აღმოჩნდა ჩხუბი, ამას ქვემორე სურათებიდან შეიტყობთ.

მაშ ასე, ნაწილი პირველი – ”მოდით და ვინ ვის მოერევა, ვნახავთ” – ნინო ბურჯანაძე.

(more…)

Read Full Post »


NOT inspired by 2008 fucking years…

-რას შვები ახალ წელს?
-ალბათ არაფერს. შენ?
-არც მე.

Random სურათი, თვალს რომ გაეხარდეს :))

ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც შეიძლება დასამახსოვრებელი ყლეობა გავაკეთო, ანუ როგორც ეს სახალხოდაა მიღებული – ”კარგად შევხვდე ახალ წელს”.

თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე მიხდება დადგომა – სად და ვისთან ერთად? ინტროში მოყვანილი დიალოგი უკვე შაბლონად იქცა წინასაახალწლო მოლაპარაკებებისა. შედეგად წინასაახალწლო გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი ხვალ და იმის იქეთ ”დასამახსოვრებელ” დღეებში რა მოხდება.

მანამ კი მოდი გადავხედოთ ამ წელს. რაღა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, თქვენ 2010 წლებს თავად გადაავლეთ თვალი, უჩემოდ.

მაშასადამე, იანვარი დადგა და მეც დეკემბერში დაწყებული საქმე გავაგრძელე და ჯერ კიდევ არ ამუშავებულ ჟურნალ ”ტაბულა”-ს მოვერგე. ამავე დროს დავიწყე პარალელურად კაზინო ”აჭარაში” ჩემი საოცნებო სამუშაო – კვირაში ორჯერ მისვლა და ლამაზი ხელფასი. ეს ორმაგი ფინანსური ბედნიერება იანვრიდან მაისამდე გაგრძელდა. მაისში აჭარიდან წამოვედი და ცალკე საცხოვრებლადაც გადავედი. ცალკე ამ სიტყვის სრული და ყველაზე მტკივნეული გაგებით, ანუ no woman, no cry. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი პლიუსი, მრავალფეროვანი ურთიერთობების და ღრიანცელების გამო.

ნოემბრამდე გასტანა ამ ამბავმა, შუალედში საბაც შემოვიკედლე, დაახლოებით თვენახევრით და ამით გადავჭერი უკვე საკმაოდ მომწიფებული ფინანსური კრიზისი, რაც ცალკე ცხოვრებას უკავშირდებოდა. თუმცა ის მალევე წავიდა და მეც მომიწია დროებით (როგორც თავს ვიმშვიდებ) უარის თქმა ცალკე ცხოვრებაზე. ამ ბოლო ხანებისკენ ნელ-ნელა ისევ მწიფდება თავში აზრი ცალკე ბუდის აშენებაზე, თუმცა მზე არ ყოფნის და ცოტა წაუმჟავებს.

ამ წელში გარდა ამ ბიტავოი საკითხებისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ჩემი მუსიკალური შემოქმედების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ საუნდკლაუდზე, ამ ლინკით. ტექსტუალური შემოქმედება ამასთან შედარებით უფრო გაფანტულად მაქვს. ზოგი ამავე ბლოგზეა, ზოგი ნი2-ზე, დანარჩენი კი, რაშიც ფულსაც მიხდიან – ”ტაბულა”-ს ყოველ ორშაბათის ნომერში, საზოგადოების განყოფილებაში. ვიდეოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ქრაუ პიქჩერზის ბლოგზე.

ეს არის 2010 წლის არასრული და უმოკლესი მიმოხილვა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ ის საშუალოზე ოდნავ უკეთესი წელი გამოდგა. რა მოხდება 2011-ში, არავინ უწყის, მოვა და ვნახავთ. მანამდე მძიმე პერიოდი გველის ყველას, რამდენიმე დღიანი, ახალი წლის შეხვედრა რასაც ქვია.

თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 2010 წლის სრულ პოსტოგრაფიას, ქვემოთ მოცემული არქივის დახმარებით:

Read Full Post »


ესეც ასე, გადმოვხტი ხიდიდან, როგორც იქნა.

ახლა სამსახურში გავრბივარ, ამიტომ უბრალოდ ვიდეოს წარმოგიდგენთ, რომლიდანაც, პრინციპში, თავისუფლად იგრძნობთ იმას, რასაც ვგრძნობდი მე. ასე რომ ვიდეო:

სრული ზომით საყურებლად გამოიყენეთ ეს ლინკი.

აქვე მეორე ვიდეო, უფრო სწორად პირველის დაჭრილი ვერსია, მხოლოდ ჩემი ხტომის მომენტია ამოჭრილი:

Read Full Post »


აჰა, დადგა ეს მომენტიც. იმდენი ვიძახე ხრამში ჩახტით, ხრამშიო, რომ გადავწყვიტე მე თითონაც ჩავხტე.

მოკლედ, Rope jumping-ზე მაქვს ლაპარაკი. ხვალ ვაპირებ განვახორციელო ეს საქმე საგმიროი. რა გამოვა და როგორ, ამას ვიდეოში იხილავთ, თუ გადავრჩი. ნუ თუ არა და იმედია კამერა მაინც გადარჩება და ჩემს ბოლო კადრებს იხილავთ.

მოკლედ ხვალ, შაბათს ანუ, დილის 11 საათზე იკრიბება ხრამში მხტომელთა ლიგა, მაღლივის ხიდზე და ჰოპაა!

ჰო, ჩემი ვიდეო ასეთი არ იქნება, როგორიც ქვემოთაა. კამერას ხელზე ან რამეზე მივიბავ და ისე ვიზამ. ვოტ…

Read Full Post »


ეს კი ვიდეო, როგორ იწერებოდა სიმღერა ”გელინო”.

მალე ალბათ კლიპსაც გადავიღებთ…

Read Full Post »


მოგეხსენებათ, რომ გასული წლის 22 დეკემბერს გავიკეთე ”საახალწლო ტატუ”, უფრო სწორად ნახევარტატუ, მხოლოდ კონტური. იმის მერე სამ თვეზე მეტი გავიდა, მე კი ვერაფრით მოვაბი თავი, რომ გამეფერადებინა და დამთვრებული სახე მიმეცა.

დღეს ადრე მოვედი სამსახურიდან, თან მხნეობისთვის მროველაც წამოვიყოლე. მთელი პრობლემა იმაში იყო, რომ მარტოს მეზარებოდა ხატვა, რომ წარმოვიდგენდი, რომ ორი საათის განმავლობაში უნდა მექაქუნებინა აპარატი, სიზარმაცე მიპყრობდა. ასეა თუ ისე, მროველას და შემდეგ უკვე ლილიანის მორალური მხარდაჭერით და ორსაათიანი ბზზზ-თი ჩემს მშვენიერ და საყვარელ ხელს უფრო მშვენიერი და საყვარელი ნახატი შევძინე.

ახლა კი იხილეთ თავად ისიც, ახალგაკეთებული და ჯერ კიდევ ვაზელინწასმული:

აი ისიც, იცნობდეთ და გიყვარდეთ

Read Full Post »


აჰა, ესეც ასე. ამოვარჩიე ადგილი – დაახლოებით ღვიძლთან, ანუ გარედან რომ შევხედოთ – ჭიპის გასწვრივ და გუშინ დავიხატე ეს შესანიშნავი ტატუ. ეს ჩემი რიგით მეხუთე ტატუა, თუმცა სხვები ამასთან შედარებით არაფერია (ჯერჯერობით). მაშ ასე, დატკბით მისი მზერით.

ჯერჯერობით ვაზელინის აბაზანებით დავდივარ, სანამ შემიხორცდება. ამიტომ ცოტა მოგვიანებით გადავიღებ სურათს შორიდან, სადაც ადგილიც გამოჩნდება და დავდებ. ეს სურათი გაკეთებისთანავეა გადაღებული, ალაგ-ალაგ აწითლებული კანით.

მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ ჩემს ძველ პოსტებს ტატუზე.

Read Full Post »


სიზარმაცევ, ძალსა შენსა
ვინ არს, რომე არ ჰმონებდეს

შემაწუხა მოკლედ ამ სიზარმაცემ. კაი ხანია დახატვა მინდა რამის (ჩემზე) და ვერ მოვაბი თავი. ამას დაემთხვა ის შესანიშნავი შანსიც, რომელიც უფებ გაეძრო ფორუმზე. მოკლედ და კონკრეტულად, სავარაუდოდ ხვალ ვიხატავ პატარა (ან არც ისე პატარა) და ლამაზ ნახატს. არა ჩემი ხელით…

სურათი თავის თავად ლამაზია და საყვარლად ბოროტი, მაგრამ ჯერ ვერ მოვიფიქრე სად ჯობია ამის ამოჯღაბნა. აბა, ენი იდეაზ? აი ნახატი:

აი ისიც, უბოროტესი კურდღელი

ფერადი ტატუ, ნახატი, ბაჭია.

Read Full Post »


2008, 23 თებერვალი. პორტუგალია-საქართველო. ევროპის ერთა თასი

ალბათ გაიგებდით, რომ 20 მარტს რუსეთის ნაკრებს ვეთამაშებით რაგბს და თამაში ტრაბზონშია. ეს ჩვენს საშინაო თამაშად ითვლება, ისევე როგორც უკრაინაში, მარიუპოლში გამართული თამაში ჩაეთვალა რუსეთს საშინაოდ. მარიუპოლში ბევრი ქართველი გულშემატკივარი ვერ წავიდა, გამომდინარე იქედან, რომ 300-500$ ჯდებოდა ეს ტური. ტრაბზონში ჩასვლა კი გაცილებით იაფია და გამომდინარე აქედან ბილეთები უკვე ძალიან ძნელი საშოვია ამ თამაშზე.

ახლა კი შევხედოთ მედლის მეორე მხარეს. რუსეთთან თამაშზე ყოველთვის გაცილებით მეტი ხალხი მიდის, ვიდრე სხვა, ზოგჯერ უფრო პრინციპულ და გადამწყვეტ თამაშებზე. ეს ერთი მხრივ გასაგებია, მაგრამ ის ფაქტი, რომ მერე ეს ხალხი თავს საქართველოს ნაკრების ფანს უწოდებს და თამაშებზე სიარულით კი თავს არ იწუხებს, ცოტა არ იყოს და გაბრაზებას იწვევს. ფანობა და გულშემატკივრობა ხომ არ შეიძლება, რომ მხოლოდ ერთი გუნდის წინააღმდეგ იყოს.

ამიტომ გადავწყვიტე და ფეისბუქზე გავაკეთე ჯგუფი – ”მე მაშინაც მიყვარს ჩვენები, როცა რუსეთს არ ვეთამაშებით” (შემოგვიერთდი). ჯგუფის მიზანი და იდეა სათაურშივე ჩანს. ფაქტიურად, თუ ყველაფერი სწორად წავიდა და ჯგუფის წევრებმა რამდენიმე ათასს მიაღწია (რისი იმედიც მაქვს, რადგან გუშინდელს მერე უკვე 208 წევრია ჯგუფში და რაოდენობა იზრდება), ჩვენ შეიძლება გავხდეთ რაღაც არაოფიციალური და რაც მთავარია არაპოლიტიზებული და არაგაპაპსებული მხარდამჭერი კლუბი, რომელიც ხელოვნურად შეკოწიწებულ ფანკლუბებზე უკეთესი იქნება.

ასე რომ მოდით, შემოუერთდით ამ ჯგუფს (თუ იდეას ეთანხმებით, რაღა თქმა უნდა). ერთად ჩვენ ძალა ვართ.

ჯგუფი ”მე მაშინაც მიყვარს ჩვენები, როცა რუსეთს არ ვეთამაშებით” – მოდი!

პ.ს. არ დაგვავიწყდეს, რომ ხვალ 2 საათზე საკმაოდ პრინციპული თამაშია ესპანეთთან.

Read Full Post »


მაშ ასე, მოვიდა ის თარიღი, რომელსაც ყველა ასე ელოდა, ყოველ შემთხვევაში ისინი მაინც, ვინც ჟურნალ ”ტაბულა”-ს ჯერ კიდევ ქორფა და უცოდველ რედაქციაში მოღვაწეობს. რედაქციაში, სადაც ჯერ არ დაღვრილა პირველი სისხლი და რომლის კედლებიც არ შეძრულა განწირული კივილით. თუმცა ყველაფერი წინაა და თან არც ისე შორს – ხვალ.

ხვალ იწურება ის პირველი გამოსაცდელი ვადა, რომლითაც ჩვენ ყველანი აგვიყვანეს აქ სამუშაოდ და ხვალვე დაატოვებინებენ ნახევარ რედაქციას თავის თბილ სავარძლებს. ხალხში პანიკაა, ზოგი ისე მოთქვამს და ზოგი ასე. ზოგმა უკვე ნეკროლოგებიც შეიდგინა და ახლა ალბათ სევდანარევი სიამაყით გადაავლებს ხოლმე თვალს. ასეა თუ ისე, რაღაცაში მართლებიც არიან, სრული გაურკვევლობის გამო ნებისმიერს შეუძლია იფიქროს, რომ სწორედ მას მოუწევს თავისი ნივთების მუყაოს ყუთში ჩალაგება და სახლში წასვლა.

მეც მათ შორის ვარ. მოუხედავად ჩემი ასე თუ ისე წარმატებული ჟურნალისტური სტარტისა, ჯერჯერობით მაინც არ ვიცი რითი დამთავრდება  ეს ყველაფერი. ძალიან არ მინდა, ამ ეტაპზე გამისროლონ სახლში, როცა როგორც იტყვიან, მუღამში შევდივარ. თუმცა თუკი იმის გამო გამომაპანღურეს, რომ ხვალისთვის გასაკეთებელი სტატია არ დამიწერია ჯერ, ღირსიც ვიქნები.

ასეა თუ ისე, მოდით ვიყოთ ოპტიმისტები და გავწიოთ წინ, ნათელი კომუნიზმისკენ! აქვე ფოტო განწყობისთვის:

წინ, მზიანი კომუნიზმისკენ!

Read Full Post »


მე ვარ ამაყი, რომ ეს ბილეთი მაქვს. მართალია ამის გარდა კიდევ ძველი თამაშებიც შენახული მაქვს, მაგრამ ეს გასაკუთრებულია. საქართველო (77) – გერმანია (3). კიდევ უფრო კარგი იქნება 20 მარტის ბილეთსაც რომ შევმატებ კოლექციას, ტრაბზონის სტადიონიდან, სადაც რუსეთს უნდა ვეთამაშოთ. ასე…

Read Full Post »


აჰა, მიწია ცოდვებმა, მთელი ცხოვრება მუშაკთა იმ კლასს ვეკაიფებოდი, შაბათ-კვირა რომ აქვთ მხოლოდ დასვენების დრო და დანარჩენ დროს რომ ოფისებში ატარებენ.

ახლა მე თავად ვიქეცი ასეთად, იმ განსხვავებით, რომ შაბათის საღამოსაც ვმუშაობ. სამაგიეროდ სამ ხელფასს ერთად ავიღებსამი სხვადასხვა სამსახურიდან. რომელიმეს უნდა დავანებო თავი და გული მიგრძნობს, რომ ეს მეტრო იქნება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი სამი თვე ჩემი ნებით არ ვაპირებ არცერთი დარჩენილი ორიდან წამოსვლას. მერე ვნახოთ რა გამოვა…

Read Full Post »


დღეს ოზიკამ ფეისბუკზე ეს გოგო მაჩუქა. დიდი მადლობა ოზიკ.

ფოტოს ისტორია – ყვავა და ოზიკა შედიან პეკინზე რომ იოლია იმაში, ყვავა ყიდულობს ლუდს და მოსწონს მოლარე გოგოს ცისფერი თვალები. დანარჩენი გზა მიდის საუბარი იმაზე, რა შეიძლება ამ თვალებს უქნა, ძირითადად ბილწი ხორხოცის თანხლებით.

არადა მართლა ლამაზი გოგო იყო…

Blue eyes

Read Full Post »


მოვიდა 2010 წელი, შესაბამისად დამთავრდა 2009, რომელშიც მართალი რომ ვთქვა, დიდიც არაფერი მომხდარა. ისევ და ისევ რამოდენიმე უშედეგო ურთიერთობა, რამოდენიმე შეცვლილი სამსახური, რამოდენიმე კარგი ფართი, ცოტა წავივარჯიშე რაგბიშიც, სიგარეტს დავანებე თავი, ამჯერად ორი სამსახურიც კი მაქვს, მაგრამ რად მინდა ჯერ ვერ ვხვდები. ნი ვ ძენგახ შასწიე…

ახლა საღამოა უკვე, ნახევარ საათში საახალწლო აწყვეტის ფართიზე ვიქნები ალბათ უკვე და რაც მთავარია – მარტო მივდივარ (მეზიზღებით ყველა). კარგია თუ ცუდი, ამას მოგვიანებით გავიგებ. დანარჩენს მერე მოგახსენებთ, როცა ჩამოვალ სიდას დაჩიდან (სადაც შესაბამისად იმართება კიდეც ეს ფართი). ნუ რაღა თქმა უნდა სტატისტიკაც:

შარშანდელი შეჯამება: 2008 წელი.

Read Full Post »


მოგეხსენებათ ახალი წელი მოდის. ყოველ შემთხვევაში იმედი გვაქვს, რომ მაქამდე ვიცოცხლებთ. ასეა თუ ისე, ამ ღირსშესანიშნავ თარიღს აუცილებლად უნდა აღნიშვნა. ჰოდა მეც ავღნიშნე ახალი, საახალწლო ტატუთი, ამჯერად ჩემს საკუთარ სხეულზე.

ბევრი ფიქრი არც დამჭირვებია, მომეწონა სურათი, ამოვბეჭდე, გაგავიტანე ხელზე და შემოვაკონტურე. ახლა ვუყურებ და სიყვარულით ვივსები, ჯერ ამ ნახატისადმი და მერე საკუთარი თავისადმი. მე ხომ სრული საფუძველი მაქვს ეს ტატუ ორმაგად მიყვარდეს – როგორც ჩემი ახალი ტატუ და როგორც ჩემი დახატული ტატუ.

მოკლედ, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, წარმოგიდგენთ ამ შედევრს. ისევე როგორც ფეხზე, ალბათ ამასაც გავაფერადებ, ოღონდ ცოტა მოგვიანებით. ჰო, ცოტა ისეთი ფოტოა, რომ ძნელი გასარჩევია ადგილი, ამიტომ მე გეტყვით – ეს არის მარცხენა ხელი, იდაყვიდან მაჯამდე, ზედა მხრიდან.

related:
http://bigcrow.ge/?s=tattoo

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,523 other followers

%d bloggers like this: