Feeds:
Posts

Archive for the ‘ექსპერიმენტი’ Category


სხვის ბლოგებს რომ იშვიათად ვკითხულობ, ეს არავისთვისაა ახალი ამბავი. სხვისას კი არა, ჩემსასაც აღარ ვკითხულობ. თუმცა ეს პოსტი, როგორც სათაურიდან მიხვდით, ამაზე არ არის. მეტიც, ამ რამდენიმე დღის წინ ქართული ბლოგების განვითარების დინამიკას დავაკვირდი და ერთი შემაძრწუნებელი კანონზომიერება დავადგინე – რაც უფრო მეტადაა ბლოგის პოსტებში, სათაურში, მიმაგრებულ სურათებსა თუ სხვა პრიბამბასებში სექსი, ან მასთან გათანაბრებული მოქმედება ნახსენები, მით უფრო პოპულარულია ბლოგი.

თავიდან გამოვყლევდი. მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ამაში არც გასაკვირია არაფერი და არც მოულოდნელი. პუბლიკას, რომელიც ამ ბლოგებს კითხულობს, არ აქვს სექსი. როგორც თავის დროზე შალვა რამიშვილი იტყოდა – “ერს არ აქვს ერექცია”. თუმცა, ამ შემთხვევაში ყველაფერი პირიქითაა – ერს აქვს ერექცია, მაგრამ არ აქვს სექსი. ამიტომაც კითხულობს ისტორიებს სხვის მიერ გამოგონილ ან ზოგჯერ უბრალოდ შელამაზებულ სექსზე.

თუმცა მიზანი ამართლებს საშუალებას. გინდა პოპულარობა და მკითხველები? დაწერე პოსტი “ჩემს პირველ იობარზე”, “ჩემს პირველ ნაშაზე”, “როგორ არ ამიდგა პირველად”, “დანძრევის 10 მეთოდი” და სხვა მსგავსნი. მართალია ასეთ რამეში ნოვატორი არ იქნები, რადგან შენამდე ყველასთვის ცნობილი ხაშურა ამას უკვე აკეთებდა, მაგრამ მისგან განსხვავებით, რომელიც პორნო საიტის ადმინობას ვერ გაცდა, შენ ბლოგერი გქვია და გეპატიება. მეტიც – მოგეთხოვება. ხომ უნდა გააგებინო ბნელ ქართველ საზოგადოებას რამე, აღმატებული. ასე რომ, თუკი უეცრად დაფიქრდები და შენ თავს კითხავ – რატომ ვწერ ამას – ილია ჭავჭავაძე გაიხსენე და ეროვნული განმანათლებლის სახით განაგრძე წერა. წინ, დიდი სექსისკენ!

მოკლედ, მორალური ბარიერი გადალახე, ახლა მოსაფიქრებელია იმიჯი. თუკი გოგო ხარ, საქმე ერთი-ათად გიმარტივდება. ვინაიდან და რადგან, არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ მდედრის პირიდან ამოსული სიტყვა “სექსი” გაცილებით მიმზიდველია, ვიდრე მამრის. ასე რომ, დაძაბე გონება და გაიხსენე ყველა ის ისტორია, რომელიც რომელიმე ფილმში გინახავს, დაქალს მოუყოლია, წიგნში ამოგიკითხავს (აქვე – გავრცელებული მოსაზრებით, წიგნიერი მდედრები უწიგნურ მამრებს გაცილებით უფრო იზიდავენ, ვიდრე შებრუნებულ შემთხვევაში) ან ღამით, ლოგინში განმარტოებულს შენს აგზნებულ გონებაში გამოგისახავს. შეეცადე ეს ისტორიები რაც შეიძლება მიმზიდველი სათაურით გააფორმო და გილოცავ – წარმატება გარანტირებულია. Bro Tip – იმის გასაგებად, რა არის პუბლიკისთვის მიმზიდველი სათაური, დაძებნე ცნობილი მეტრების ბლოგებზე, რას ეძებს ხალხი.

თუკი ბიჭი ხარ, მაშინ იმიჯის შექმნა ცოტათი რთულდება. გულახდილი გეის იმიჯებზე მოთხოვნა ცოტაა და ის რამდენიმე ნიშაც, რაც არსებობდა, უკვე ასე თუ ისე შევსებულია. მაჩოს აღსარებები? ცდა შეიძლება. ამის გასამარტივებლად წარმოიდგინე, რომ უბანში ბირჟაზე ხარ და ბიჭებს უყვები “როგორ ტყნავდი იმ გოგოს, წეღან რომ ჩაიარა და მეზობელ სადარბაზოში შევიდა” და სექსუალური ისტორიაც მზადაა. ან მოიქეცი ჩემსავით და მორიგი ნძრევის ფანტაზია აღწერე. თუმცა მაინც აჯობებს, თუ გოგო ხარ, როგორც უკვე ვთქვი, ეს გაცილებით გაგიმარტივებს საქმეს.

განსაკუთრებული ფანტაზიის მქონე იზვრაშენცებისთვის კიდევ ერთი მეთოდი არსებობს – წარმოიდგინე რომ მდედრი ხარ და აღწერე როგორ გტყნავს შენი უახლოესი ძმაკაცი. ნუ წარმოდგენის შემთხვევაში ეს უკვე შენი უახლოესი ძმაკაცი კი აღარ გამოდის, არამედ ვიღაც ბიჭი, რომელიც ბარში გაიცანი, მაგრამ როდესაც ამას წერ… მოკლედ, აქ ძალიან ჩახლართულად გამოდის ყველაფერი და ჯობია ჩემი ინსტრუქციების გარეშე იექსპერიმენტოთ.

მაგრამ ერთი საერთო მოწოდება მაინც მექნება – თუკი გვინდა, რომ საქართველოში ბლოგოსფერო განვითარდეს, თუკი გვინდა, რომ რიგით ქათულ ბლოგს რიგით ქართულ პორნოსაიტზე მეტი ვიზიტორი ყავდეს – მოდი, ყველამ ვწეროთ სექსზე!

Read Full Post »


წარმოგიდგენთ Rage Comic-ს თემაზე ”ქართული ბლოგინგი”.

კომიქსის ქვემოთ მიწერილი მემებეიზის ლინკი იმის მანიშნებელია, რომ მაგ საიტზე გავაკეთე ეს კომიქსი. შესაბამისად აქვე ლინკს ჩავარჭობ, სურვილის შემთხვევაში იქაც რომ დაალაიკოთ და და-LOL-ოთ.

ლინკი სტუდიაში:   http://cheezburger.com/View/4745978368

კომიქსი დამყარებულია რეალურ მოვლენებზე.

Read Full Post »


ყველანაირი წვიმის მუსიკოსების გარეშე, უბრალოდ წვიმის მუსიკა. გააფულსკრინეთ ვიდეო, მოდუნდით და უსმინეთ. ვიდეო გადაღებულია დილით, 7 საათზე. ცუდია, რომ კამერა წვიმის არომატსაც ვერ გადმოსცემს.

მეტი ეფექტისთვის ჩართეთ HD.

Read Full Post »


მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს.

თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა.

ეს არის მუსიკა, რაღა თქმა უნდა ჩემი გაკეთებული. ”ძუძუ არ ფრინავს” – ეს არის სიმღერა, რომელიც 2006 წელს ჩავწერეთ მე, შომ და ლავმენამ. ის კი, რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, არის მისი რემიქსი.

სტილი – ელექტრო, ტექნო
ავტორი – BigCrow
სახელი – ძუძუ არ ფრინავს, Remix
ხანგრძ. – 8:00
rel. – 2007

მოსასმენი:

სიმღერის ფრი დაუნლოადისთვის შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ. მანდვე შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი აღფრთოვანებული კომენტარები. აი ამ ლინკზე: http://soundcloud.com/bigcrow/boobs-dont-fly

Read Full Post »


წარმოგიდგენთ ახალ, რომანტიულ ვიდეო არტს:

Read Full Post »


კრეატივი. წინა კრეატივები ამავე თემაზე: შტეფან ფერბერის ჩანაწერები, არტილერისტის დღიურები.

მე უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი გახლავართ, გერმანიის მოტორიზებული არმიის ერთ-ერთი სიამაყის, 30 ტონიანი, დაიმლერ-ბენცის მოდელის საშუალო სიმძიმის ტანკ VK 3002 DB-ს მეთაური. მე დიდი გზა გამოვიარე უნტეროფიცრობამდე. თავიდან მეც, ისევე როგორც უმეტესობა, პანცერობერშუტცი ვიყავი, ანუ უბრალო სერჟანტი. თუმცა ჩემი ბრძოლის სამწლიანი გამოცდილება ეტყობა დააფასა უფროსობამ და მეც დამაწინაურეს, დაიმლერზე დამსვეს და თუკი ყველაფერი კარგად გაგრძელდა, წლის ბოლოსთვის, ან 45-ის დასაწყისში პანტერაზე გადავჯდები.

ეს ის პანტერებია, რომლებიც ჯერ კიდევ აფრიკის ბრძოლებიდან შემორჩა ჩვენს მოტორიზებულ ბრიგადებში. თუმცა ჩვენ რადისტს თუ დავუჯერებთ, მას კი დაეჯერება, ყველა ბატალიონთან აქვს თავისი რადიოფესვები გადგმული, პანტერა-II-ებიც შემოყავთ უკვე, რომლებიც უფრო გამძლე, სწრაფი და რაც მთავარია პატარებია. ამ ღორი კომუნისტების წინააღმდეგ საბრძოლოდ კი მზოლოდ ასეთი ტანკები თუ იმუშავებს, პატარა და გამძლე. საშინელი იარაღები აქვთ უკვე რუსებს, თავიანთი უსასრულო რაოდენობის ქარხნებიდან, რომლემსაც ჩვენი ბომბენშუტცეები მესერშმიტების მხარდაჭერით თითქმის ყოველდღიურად ანადგურებენ. მათი რაოდენობა კი კვლავ და კვლავ იზრდება. მათ თავისი ბელადის სახელობის ტანკები გამოუშვეს, რომლის მეშვიდე მოდიფიკაცია უკვე ძალიან საშიში რამაა და ყველა ჩვენს ტანკისტს, თუკი ის კონიგტიგერზე ან უფრო მძიმე ტანკზე არ ზის, თავისი თავისთვის უკვე წინასწარ გამოყავს წირვა მათ დანახვაზე.

თუმცა ჩვენი წარმოებაც არ არის უკან. მეტიც, რუსები ჩვენგან იღებენ ტანკების აწყობის იდეებს. რომ არა ჩვენი ასეთი ძლიერი და ზუსტი ლულები, თუნდააც ის 88 მილიმეტრიანი სიხარული, L56, 56 კალიბრის მქონე ჭურვებით, რუსები ვერასოდეს აცდებოდნენ თავისი განვითარებით კლემენტ-ვოროშილოვებს, რომლებსაც ჩვენ ისევე მარტივად ვჭრიდით, როგორც დანა-კარაქს.

მე მინდა მოგიყვეთ ჩემი ერთ-ერთი ბრძოლის შესახებ, რომელიც სულ ახლახანს გვქონდა. ჩვენი სატანკო დივიზიონი ჯერ კიდე 44 წლის გაზაფხულზე გადაისროლეს ავსტრიაში და ახლა მანდ ვართ ბაზირებული. ზაფხულია, თუმცა ყველაფერი ჯერ კიდევ მწვანეა. ვესტენფელდთან ვართ გამაგრებულები და ველით რომელიმე მტრის გამოჩენას.

ვესტენფელდი ძალიან ლამაზი ადგილია ავსტრიაში, როგორც მას უწოდებენ ამერიკელები – ვესტფილდი. 44 წლის აგვისტოს ბოლოა და ჩვენი სატანკო დივიზიონი ელოდება თავის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. 10-ში შეტყობინება მოვიდა, რომ ყველაფერი ცუდადაა, თუმცა ამას ჩვენც ადვილად ვატყობდით, საკმარისი იყო რუსული თვითმფრინავების გადაფრენის სიხშირეს დავკვირდებოდით. ერთხელ მე და უნტეროფიცერმა გეორგ ბრაიტვისერმა, რომელიც ამავე დროს ჩვენი 30 ტონა რკინის გადაადგილებაზე აგებს პასუხს, მთელი დღის განმავლობაში, როდესაც საქმე არ გვქონდა, 340 რუსული ბომბდამშენი და მხოლოდ 39 მესერშმიტი დავთვალეთ. მალე მიწაზე მხოხავი ძალაც მოგვადნება და მერე ოო, მერე ოჰოჰო, კომენ ცუ მირ, შვაინენ!

ეს დღეც დადგა. 13-ში, შეტყობინების მიღებიდან სამიოდე საათში მზად უნდა ვყოფილიყავით, მტრის საკმაოდ ძლიერი ძალები, იოსეფ სტალინის რამდენიმე მოდიფიკაციით და რამდენიმე მათი ჩემოდანმსროლით უკვე ჩვენს მიერ დაკავაბული სოფლიდან ორიოდე კილომეტრში იყვნენ. “განაწილდით ტანკებში” გაისმა შტურმანფიურერის გასროლასავით ხმა და ყველანი გავნაწილდით ტანკებში. “კამანდირ, მოგვკლავენ, ხომ” – “მშვიდად ფროინდე, ყველა შლახტის შემდეგ ჩვენ ცოცხლები გამოვდივართ, ახლაც არაფერი გვეტაკება. ფიურერისთვის!”

ოციოდე წუთია ბრძოლა დაიწყო, ჩვენს ტანკს ძრავთან შეექმნა პრბლემა და მძღოლი უკვე მაზუთში ამოსვრილი კაი ხანია ცდილობს რამე მოახერხოს. ძრავი დაიქოქა! დაიმლერის მახინა მწვანე ბალახით მოფენილ აღმართს შეუდგა. შორიდან უკვე ისმოდა მძიმე ტანკების გასროლის ხმები, რომლებიც ჰაერს აზანზარებდა, მაგრამ ჩვენ სხვა მიზანი გვქონდა.

აქ ვწყვეტ მე, უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი წერას, რადგან ექიმს პროცედურებზე მივყავარ. შემდეგ გაგრძელებასაც დავწერ, როგორ დავამხეთ ჩვენ რუსების არმია და მუხლებზე ვახოხეთ მათი საამაყო ტანკები.

Read Full Post »


ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ლინკი – WorldofTanks.ru

პანცერობერშუტცი შტეფან ფერბერი, მე-5 მოტორიზებული ბრიგადა. შემოდგომა, 1941 წელი, მინსკის მისადგომები.

საოცარი მანქანაა ეს ლაიხტეტრაკტორი, თითქმის 9 ტონა რკინა, აღჭურვილი 100 ცხენისძალიანი მაიბახის ძრავით და ბრედას 20მმ-იანი ნახევრადავტომატური ჭურვსატყორცნით, შიშის ზარს სცემს რუსებს. საკმარისია სამი ასეთი მონსტრი და რუსების ტილიანი არმია მაშინვე იფანტება. ვერც კი წარმომიდგენია, ამაზე უკეთესი რა უნდა შეიქმნას კიდევ. ჩემი აზრით და ამ აზრს ყველა ეთანხმება ჩვენს ბრიგადაში, ეს მანქანა მოუტანს სწორედ მესამე რაიხს გამარჯვებას.

გუშინ მახსოვს რომელიღაც რუსულ სოფელში გავიარეთ, მუროვანკა თუ რაღაც მსგავსი ერქვა. პატარა შეტაკებაც გვქონდა. თავიდან ჩვენი ფეხოსნების დივიზია მიდიოდა წინ, როდესაც მოულოდნელად სოფლის გვერდზე მდებარე ტყიდან ცეცხლი გაუხსნეს. რაც ყველაზე საოცარია, რუსებსაც ყოლიათ ტანკები! თუმცა ძნელია მათ მანქანებს ტანკი უწოდო. პატარა, დაახლოებით ჩვენი ტანკის ნახევარი ზომის ძლივს მოძრავი საცოდავი აპარატი, რომლის უკანაც მთელი ტილიანი ოცეულია შემალული. თავიდან ჩვეულებრივი, სოფლის ტრაქტორები გვეგონა, სანამ სროლა არ ატეხეს. მე-7 ნომერ ტანკს, ეფენბერგის მეთაურობით რომელიც დადის, მუხლუხოც კი ჩამოუგდეს! აი მაშინ კი ჩავირთეთ! საოცარი სანახაობა იყო, ერთმანეთის მიყოლებით როგორ ფეთქდებოდნენ ეს პატარა რაღაცეები. МС-1 – ასე ეძახიან მას თურმე რუსები, ტყვედ აყვანილებისგან გავიგეთ მოგვიანებით.

დღეს დილით ცოტა გაგვიჭირდა. როგორც აღმოჩნდა, რუსებს ნამდვილი ტანკებიც ყოლიათ. თუმცა ამ ინფორმაციის გაგება ცოტა არ იყოს და ძვირი დაგვიჯდა. გუშინდელი გაბრძოლების მერე გამარჯვებას ავღნიშნავდით და ფიურერის სადღეგრძელოს ვსვამდით, აქვე სოფელში მოპოვებული რუსული არყით, როდესაც კუთხეში მდგომი ეფენბერგის ტანკი მოულოდნელად აფეთქდა და ცეცხლში გაეხვა. თავიდან ვერ გამოვერკვიეთ, მაგრამ ობერშტურმანის რიხიანმა შეძახებამ უცებ გამოგვაფხიზლა და ყველანი ტანკებს მივაწყდით.

ის იყო ლუკი დავხურე და სათვალთვალო დანადგარებს მივუჯექი, რომ კიდევ რამდენიმე აფეთქებამ შეაზანზარა აქაურობა. ოკულარში გავიხედე და თვალებს არ დავუჯერე! სოფლიდან ჩვენსკენ ოციოდე რუსული ტანკი მოემართებოდა და შეუწყვეტლად გვესროდა. თუმცა ეს გუშინდელი სასაცილო ტანკებისგან განსხვავებით ნამდვილი, დიდი ტანკები იყო. “ბეტე-2″ გამოიელვა თავში სატანკო სკოლაში ნასწავლმა სურათმა და ტანზე ჭიანჭველებმა დამიარა. ჩვენ ვიცოდით, რომ მოსკოვის მიდამოებში მათი გამოსაშვები ქარხანა ჯერ კიდევ აგვისტოში დაბომბეს. აბა ესენი აქ საიდან?

თუმცა ამდენი ფიქრის დრო არ იყო. ამაზე მიანიშნებდა ის ჭურვი, რომელმაც სანტიმეტრებში ჩაგვიფრინა და უკან მდგომ ტანკს თავი ახადა. ეტყობა პირდაპირ ჭურვების საწყობს მოხვდა. “დაქოქე” ჩავძახე მძღოლს და პარალელურად მიზნის ძებნა დავიწყე. თუმცა მიზანი იმდენი იყო, ბევრიც აღარ მიფიქრია და ცეცხლი გავხსენი. ყველაფერი ავტომატურად მუშაობდა. მექანიკოსს ზუსტად ისე მიყავდა ტანკი, რომ რაც შეიძლება ნაკლები მხარე მიგვეშვირა მტრის ცეცხლისათვის, მე შეუჩერებლად ვისროდი და სანამ დამტენი ჭურვების ახალ პარტიას ჩაალაგებდა – რაციით გადავცემდი განადგურებული ტანკების რაოდენობას. თუმცა სამწუხარო ის იყო, რომ ჩვენი ტანკების განადგურების შესახებაც მოდიოდა ცნობები. უკვე გულში ეჭვიც კი შემეპარა ჩვენი დივიზიონის უძლეველობაში, მით უმეტეს, ჩემი თვალით ვნახე როგორ აქცია სამმა ჭურვმა ჩვენი მეთაურის ტანკი კონსერვის დაჭყლეტილ ქილად. ეტყობა 37 მილიმეტრიანებს ისროდნენ რუსები, თორემ ამხელა აფეთქების ძალა…

მხოლოდ ჩვენმა ორგანიზებულობამ და გამარჯვებისადმი რწმენამ შეგვაძლებინა, რომ რუსების ეს მოულოდნელი კონტრშეტევა მოგვეგერიებინა. თუმცა ამით ჩვენი წინსვლა არ შეჩერებულა. წინ კი მოსკოვია!

Read Full Post »


მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კრეატივი, რომელიც ფორუმზე მივჯღაბნე წეღან. კრეატივი ეძღვნება თამაშს World of Tanks (worldoftanks.ru), ასე რომ შეაფასეთ და ბევრი არ მირტყათ.

აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი 25-ე ამერიკული საარტილერიო დივიზია საფრანგეთში, ქალაქ ლასვილის მისადგომებთან იყო გამაგრებული. მე, სერჟანტი სმიტი, M41-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მეთაური, შევეცდები მოგიყვეთ, რა მოხდა იქ.

როდესაც პირველი ბრძანება მოვიდა, რომ გერმანელების შემოსვლისთვის მოვმზადებულიყავით, ჩვენი დივიზიონი მაშინვე ამოძრავდა. მთავარი მიზანი იყო, რომ მტერი შეგვეკავებინა მანამ, სანამ საავიაციო დახმარებას მივიღებდით. ლეიტენანტმა მადდამსმა დროშაც კი დაარჭო დივიზიის ცენტრში. “აქამდე თუ არ მოვუშვით, ჩათვალეთ – ბრძოლა მოგებულიაო”. ურევს ცოტა ეგ მადდამსი, თუმცა რა გასაკვირია, ჯერ კიდევ მალინოვკის ბრძოლიდან კანტუზიიანია და ხანდახან ცოტა… რბილად რომ ვთქვათ, თავისებურია ხოლმე.

როგორც უკვე ვთქვი, აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი დანადგარი, ისევე როგორც დანარჩენები, პოზიციაზე იდგა, ბუჩქებით და ტოტებით შენიღბული. თუმცა მძღოლს ვუთხარი, რომ ძრავი დაქოქილი ქონოდა – მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. თუკი მტრის ძალები აღმოგვაჩენდნენ, ჩვენი ერთადერთი იმედი ზუსტად კადილაკის 12 ცილინდრიანი ძრავი თუღა იქნებოდა. “ამათ რა ეშველებათ, თორემ ჩვენ კი გავასწრებთ” – დამცინავად გადახედა მეხვოდმა ჩვენს გვერდზე ბუჩქში ძლივძლიობით ჩამალულ რუსულ “მაცივარს”, როგორც მას თავად რუსები, რატომღაც სიამაყით, მოიხსენიებდნენ. “აქამდე საქმე არ მივა” დავამშვიდე ჯეიკობსი, ჩვენი მძღოლი და გამოთვლით დაფებს მივუჯექი.

ჩემი მისია არ იყო ადვილი, მეტიც – ყველაზე საპასუხიმგებლო იყო. გარდა იმისა, რომ მე უნდა მომეხერხებინა 4 უზარმაცესი უსაქმურისთვის განწყობის ამაღლება, ამავე დროს რადისტის მიერ მიღებული ინფორმაცია, მტრის ძალების დისლოკაციის შესახებ, უნდა გადამემუშავებინა და მექცია ისეთ ფორმად, რომელსაც ჩვენი გაუნათლებელი ნავოდჩიკი გაიგებდა და ლულას ზუსტად იმ წერტილისკენ მიმართავდა. დამიზნება კი მართლაც ზუსტად იყო საჭირო. ეჰ, რა დრო იყო, ომის დასაწყისში, როდესაც უფრო ლამაზად მსკდომარე ჭურვებს გვირიგებდნენ. საკმარისი იყო ტანკისგან 10-ოდე მეტრში ჩამოგეგდო ჭურვი და ის ყველა ცოცხალს ანადგურებდა გარშემო. ახლა, ეტყობა გაუჭირდათ და ასეთ ჭურვებს მხოლოდ ბატალიონის მეთაურ M40-ებს და M43-ებს აძლევენ. ჭორით გავიგეთ, რომ გერმანულ Gw-Tiger-ებსაც ანალოგიური ჭურვები ქონიათ. იმედია ჩვენთან ახლოში არ დაეცემა მასეთი ჩემოდანი, თორემ კარგად არ დამთავრდება ეს ამბავი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის.

რაციაში ბატალიონის მეთაურის ხმამ დაიხრიწინა – “ბრძოლა იწყება” და ჩვენც, მივყარეთ კოკა-კოლის უკვე ცარიელი ბოთლები და მისით გამხნევებულები აპარატურას მივაკვდით. რადისტი შეუჩერებლად იღებდა ინფორმაციას ჩვენი ტანკების გადაადგილების შესახებ, რომელიც მე პლანშეტზე დაკრულ რუკაზე გადამქონდა, მწვანე ჭიკარტების დასმით. თუკი სადმე მტერს აღმოაჩენენ, ამისთვისაც მაქვს გამზადებული წითელი ჭიკარტები. ხომ უნდა ვიცოდეთ, ვის ვებრძვით და სად.

ათიოდე წუთის შემდეგ რუკაზე პირველი წითელი წერტილი გამოჩნდა. სასწრაფოდ გადავეცი მისი კოორდინატები ნავოდჩიკს. “დროზე, დროზე, დაუმიზნე დროზე!” დავკიოდი თავზე. ოციოდე წამში ნავოდშიკმა უიმედო სახით ამომხედა და თავი გააქნია. ყველაფერი ცხადი იყო – მთა გვეფარება მიზნამდე. გულში ვწყევლიდი ყველას, ვინც გადაწყვიტა, რომ ბრძოლა ქალაქის გარშემო გაგვემართა. ან რას ებოდიშებიან ამ ფრანგებს, გამოუშვან ერთი დივიზია ბომბერების და გაასწორონ ყველაფერი მიწასთან. აი როგორც რუინბერგში ქნეს ამ ორიოდე კვირის წინ.

ამასობაში რაციაში პირველი მსხვერპლის შესახებ მოვიდა ინფორმაცია. რუსებს დაუკარგავთ თავისი სწრაფი A-20. დიდი ამბავი, მაგათ მაინც ტილებივით ყავთ ტანკები. რაც მთავარია, A-20-მა სიკვდილამდე მოასწრო მტრის ძალების თითქმის სრული განლაგების გადმოცემა, რაც მე დაუყოვნებლივ გადავიტანე პლანშეტზე, წითელი ჭიკარტებით. ახლა ერთ-ერთი ამ წითელი ჭიკარტის კოორდინატებს ვითვლი, რომლის ქვეშაც საშიში მოწინააღმდეგე – გერმანიის არტილერიის სიამაყე, Gw-Tiger-ი მოიაზრება. თან ნავოდშიკს გადავცემ კოორდინატებს, რომელიც ბერკეტების ნელი ტრიალით ფაქიზად ასწორებს მიზანს. “არის, სერ!” – გაისმა როგორც იქნა. “ცეცხლი!!!” – ჩემი ბრძანების ბოლო ქვემეხის გრუხუნმა გადაფარა. ჭურვს თვალი გავაყოლეთ, რომელმაც პარაბოლა მოხაზა და ცის სიშორეში დაიკარგა. ათიოდე წამის მერე ჰორიზონტზე ცეცხლი ავარდა. “მოხვდა!”, “არის!” , “დაიმტვრა ეგ ნაბიჭვარი” – ახმაურდა რაცია. “gw-Tiger – აფეთქდა” – მოვინიშნე ბლოკნოტში და პლანშეტიდან წითელი ჭიკარტი ამოვაძრე.

სამი საათის განმავლობაში შეუწყვეტელ ცეცხლს ვაწარმოებდით. რამდენიმე გასროლის შემდეგ ლულა ისე ცხელდებოდა, რომ ჭურვები იმისგან სულ სხვა მხარეს მიფრინავდა, საითაც ვუმიზნებდით. ამ დროს სროლას ვწყვეტდით და მძღოლს, ჩემი ბრძანებით, M41 სხვა ადგილზე გადაყავდა. თავიდან ის ამას არც თუ ისე დიდი ხალისით აკეთებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ჩვენი ერთ-ერთი გადაადგილების დროს ზუსტად იმ ადგილას, სადაც ჩვენ 5 წამის წინ ვიდექით, უზარმაზარი ფუგასი გასკდა და თავზე მტვერი და მიწის ბელტები გადმოგვაყარა, ჯეიკობსს ერთი სული ჰქონდა, როდის დაუმიზნებდა და გაისროდა ნავოდჩიკი, რომ სასწრაფოდ შეეცვალა ადგილმდებარეობა.

ბოლოს, როდესაც ჩვენი საბრძოლო მასალის 90% უკვე გავისროლეთ, მოწინააღმდეგის 4 არტდანადგარი და 3 პანტერა გავანადგურეთ, 15-მდე ტანკი კი დავაზიანეთ, რაციაში ბატალიონის მეთაურის ნაცნობი ხმა ახრიწინდა – “გილოცავთ, ბატონებო, მტერი განადგურებულია”. მე ჩემს ოფლიან, მტვრიან და ჩვენს გარშემო ჩამოვარდნილი ფუგასებისგან გამურულ ეკიპაჟს გადავხედე. ყველას დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახე ჰქონდა. პასუხად მეც გავიღიმე და პლანშეტზე დავემხე. ეს ბრძოლა მოვიგეთ, მაგრამ წინ კიდევ მთელი ომი იყო…

Read Full Post »


ბევრი ლაპარაკის და შესავლის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შემდეგი Творение – სახალხოდ გაპაპსებული და თავმობეზრებული ”ლავ, ეს სიტყვა ყველას ესმის”-ის ჩემეული ვერსია. არანაირაი ”ხელთათმანები” და ყველასესმისები, მხოლოდ სუფთა სახის კრეატივი თემაზე. ანუ რა მოხდებოდა საქართველოს ბანკს რომ სოფიკოზე ემღერა.

ინსტრუმენტალი არ ვიცი ვისი, ალბათ გულედანის
ტექსტი – ხალხური
დანარჩენი, ვოკალი და მანჭვა-გრეხვა – ჩემი

გენადი, ჩართე ვიდეო:

Read Full Post »


თან ამას მოუსმინეთ

ახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად უფსკრულში… გიწელება ეს მუსიკაც, უფრო სწორად, მისი ინტერპრეტაცია ჩემში. ამის წამლები ლუდში უკეთსად იხსნება და მეც ლუდს ვაყოლებ, რომ გავხსნა და სისხლში გავიჯერო მათი კონცენტრაცია.  ნერვო-პარატიკიტური წამლების.

რა მინდა მე? არაფერი არ მინდა, სხვაგან ვარ სხვა და ლამაზ სამყაროში, ვცდილობ დიდხანს დავრჩე აქ და თქვენც იგივეს გირჩვთ.

ახალი წელი კი მეტი არაფერია, თუ არა ვიღაც იდიოტების მოგონილი დღსასწაული. დღე, როდესაც დედამიწა როგორც იქნება დაარტყავს მზეს ერთ წრეს მზეს და მივა ისევ იქ. თან ის ჩვენ არ გველოდება და 6 საათით ადრე მიდის, ყოველ წელს 6 საათით ადრე… ჩვენც ვიტყუებთ თავს და ამ 4 ცალ ექვს საათს წინ ვახვედრებთ, ყოველ მეოთხე წელიწადს.

ახალ წელს მე მინდა მარსზე შევხვდე. გაუხშოვებულ ატმოსფეროში. სკაფანდრი მოვიხსნა და ფილტვებით ჩავისუნთქო მარსის ჰაერი, გადავხედო მარსის დამშრალ ზღვებს და დავცინო მათ. მათ ან თქვენ უფრო , რომელიც დედამიწაზე დარჩით და იქ მოგიწევთ სულის ამოხდომა. თანაც მე ათჯერ უფრო დიდხანს ვიცოცხლებ მარსზე, მისი ერთი წელი დედამიწის ათს უდრის და ის ამაში არ მომატყუებს. ვიფრენთ ნელა, მშვიდად, მარსი და ჩემი გაყინული გვამი.

შევეცი დედამიწისეულ ახალ წელს…! მე მარსზე ვარ.

ვწევარ მის ქვიშიან წითელ ზედაპირზე და ზემოდან ეს ხმა ჩამესმის… აღარ მეშინია…

აქვე ამ მუსიკის ლინკი: http://soundcloud.com/mufi/dak-gi-rambu-sina-vodjani

Read Full Post »


Explosm.net ან უბრალოდ ციანიდი. ლამაზი, მინიმალისტური მინიკომიქსების საიტი, სადაც უცნაური და ”ციანიდური” იუმორი იდება ხშირად. ემზარიადა – ამავე სტილში გაკეთებული ჩემი ჭიის გასახარებელი საიტი. აქ სულ სამი კომიქსი მედო მანამდე, ვინაიდან და რადგან მათი ხატვა საკმაოდ დიდი პალო იყო. მაგრამ გუშინ მომივიდა იდეა – რა საჭიროა მთელი ჩარაქტერების შექმნა, მათი პოზების დაყენება, გადაღება, ფოტოდამუშავება და ზედ წარწერების გაკეთება, როცა იგივე შედეგს შემიძლია ხელის რამდენიმე მოსმით მივაღწიო. დახატე – დაასკანერე – ამით ამოიწურება კომიქსის გაკეთების მთელი ტექნოლოგიური ციკლი. რაღა თქმა უნდა მათი მოფიქრება ცალკე ტექ. ციკლია, რომელიც ყველა ტიპის ტექნიკისთვის ერთი და იგივეა და ყველაზე დიდი პალოა.

ასე რომ მინდა შემოგთავაზოთ ემზარიადას, ამაზე უკეთესი სახელი ამ მინიმალიზმს ვერ მოვუფიქრე, მორიგი სერია. სერიის ლინკისთვის დააჭირეთ ამ ტექსტს, თუკი გინდათ, რომ თქვენი აღფრთოვანება იქ გამოხატოთ, ამის არმსურველებმა კი უბრალოდ ჩასკროლეთ ქვემოთ და იხილეთ კომიქსი:

ხელით დახატული ემზარიადა

სურათი დაპატარავებულია. გადიდებისთვის დააჭირეთ.

Read Full Post »


Warning! ვიდეო შეიცავს უცენზურო სიტყვებს.

მათ, ვისაც ნი2-ის კვირის სიუჟეტი ჯერ არ გინახავთ, მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ახალი შემოქმედება. თუკი ნი2-ზე ეს იდეურად დავდე, აქ მინდა ნამუშევრის ხარისხი შეაფასოთ. ვიდეო გადაღებულია თითქმის მხოლოდ ჩემს მიერ, საწყის კადრში დათუნა მეხმარებოდა, ბოლოში კი შო მიწევდა მორალურ მხარდაჭერას.

ახლა კი თავად ვიდეო:

ორიგინალი HD ხარისხით: Ni2 News – ინტერვიუ ანონიმურ *ლესთან

YouTube ვერსია: http://www.youtube.com/watch?v=HEVIMULgALM

Read Full Post »


გუშინ ისეთი ამინდი იყო, ოთარ რამიშვილმა რომ სიმღერა ”რა არყისფრად გათენდა” მიუძღვნა. ანუ წვიმდა, თან ისეთი საზიზღარი წვიმა იყო, ძვალში რომ ატანს და ხასიათს კლავს. ხელში კამერა, ცოტაოდენი დამუშავება, მუსიკა და შესანიშნავი დეპრესიული ვიდეოარტიც მზადაა. და მე მინდა ის თქვენც წარმოგიდგინოთ. დატკბით:

(იმისათვის, რომ სრული HD ხარისხით უყუროთ, გადადით ლინკზე)

http://www.youtube.com/watch?v=5hrVZf339sU

Off Release: http://crowpictures.wordpress.com/2010/10/11/vid-rain-in-tbilisi/

Read Full Post »


სათაური ალბათ გეცნოთ, ესაა ბრიტნი სპირსის ძველი ჰიტი. არა, მე ამ ჰიტის ვიდეოს დაგდებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მუზა მეწვია და გადავწყვიტე მისი გოთიკ-მეტალ ქავერის გაკეთება. ჯერჯერობით დემოს ვერ დავაგდებ, რადგან ჩაწერები მიმდინარეობს, მაგრამ ელოდეთ და ძრწოდეთ!

რაც ყველაზე სასიამოვნოა ამ პროცესში ისაა, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ისევ დავიწყე რაღაცის წერა. ბოლო ვესჩი, რომელიც გავაკეთე, იყო ”გელინო”-ს რეპ ქავერი. ასე რომ მალე… მალე…

და კიდევ ერთი – გიტარას და ბასს ამჯერად ცოცხლად ვწერ. ასევე ვეძებ ქალს, საოპერო ვოკალით, თუ ვერ ვნახავ და… რამეს მოვიფიქრებ. ერთი კანდიდატი კი მყავს, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა გამოვა აქედან, რამდენად საოპერო იქნება ეს ყველაფერი.

მანამდე კი შემოგთავაზებთ ამ სიმღერის ერთ-ერთ ვერსიას, ესეც მეტალ ქოვერია, მაგრამ ხერხვებიანი:

Read Full Post »


მინდა წარმოგიდგინოთ ნამდვილი (არაფეიკი) რეალითი (ინტერნეტ) შოუ, ”აკვარიუმი”, რომლიც მონაწილეც (ერთერთი) გახლავართ მე. მეორე მონაწილე (ან პირველი) არის საბა (აქ კიდევ რამე ტექსტი ფრჩხილებში). ჩვენი (შოუს) საიტი არის (იქნება) Aquarium.ge (ვიცინი), რომელიც ჯერჯერობით გაგვითიშეს (ბოზები). მანამდე კი ტიზერ ვიდეო, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი გულისტკივილის (ერთად) გამოხატვა.

რაც შეეხება თავად აკვარიუმს (საბა მეუბნება, რომ აქ უნდა მძიმე, მაგრამ მე მაინც წერტილს ვწერ, რადგან ყლეზე მკიდია) (ესეც საბამ მიკარნახა). ეს იქნება ინტერნეტ რეალითი შოუ, გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ეს არის პირველად საქართველოში (სვიტის ”რეალითი ბლოგი, სექსი და როკენროლი” არ ითვლება). ფორმატი იქნება ისეთი, როგორიც რეალითი შოუებს შეეფერება (დიახ, ლომკა მაქვს!). და ა.შ. და ა.შ.

ახლა კი გენადი, ფონოგრამა:

Hi-def

Link: Vimeo.com/14651958

ან ალტერნატიული წყარო:

Read Full Post »


წარმოგიდგენთ დემო ვიდეოს, რომელიც გუშინ გადავიღე და დავამონტაჟე. ვიდეოს სიუჟეტი და სცენარი არ აქვს, ვინაიდან და რადგან წარმოადგენს მხოლოდ ძალების მოსინჯვას. ძალები მოსინჯულია და მწვანე შუქი ანთებულია – ასეთი ვიდეოების გადაღება შემძლებია. შემდეგი იქნება ალბათ უკვე მსგავსი სკილების სცენარიან არტში გამოყენება.

შეაფასეთ და დააფასეთ, თვით ვიდეო:

ლინკი: http://vimeo.com/13059573

Read Full Post »


გთავაზობთ სუპერ თევზურ რეკლამას, რომელიც მე და საბამ შევქმენით დურექსის კონკურსისთვის Create the next Ad. ვიდეო იმდენად თევზურია, რომ აღწერაც კი არ ჭირდება, უბრალოდ უყურეთ და დააშეარეთ:

Read Full Post »


მაშ ასე, მეგობრებო, დავიწყეთ.

[რა დავიწყეთ? რა წესები აქვს? დააჭირე აქ.]

ვინაიდან და რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველია, ამიტომ თემასაც მოდი ნუ ავირჩევთ, ვხატოთ ყველამ ის და ისეთი ფორმით, როგორც გაგვეხარდება. მთავარია, რომ საბოლოო ნახატი გამოვიდეს გრძელი და უწყვეტი. არც ხატვის ტექნიკაში შევიზღუდოთ და არც არაფერში. ასე რომ გთავაზობთ საწყის ”ნახატს” . ვინაიდან და რადგან ჯერჯერობით მსურველები არ ვართ ბევრი, ამიტომ იმედია როგორმე შევთანხმდებით ვინ ვის მერე გააგრძელოს.

მთავარი – ხატვას ვაგრძელებთ ქვემოთ. თავის პატარა გადასვლით და შემდეგი მონაწილისთვის წარმოსახვით დატოვებული გადასასვლელით. შემდეგი ნაწარმოებები, ვგონებ ჯობია Pix.ge -ზე ავტვირთოთ და კომენტარებში მივუშვათ. საბოლოო შედეგს კი – ოოო, მაგას მერე ყველგან ვაფრიალებთ :) მაშ ასე, დავიწყეთ:

აქვე სვიტის იდეით საერთო ტეგი ამ იდეისთვის, რითიც დავტეგოთ ჩვენი მსგავსი და ა.შ. პოსტები, ადვილად რომ ვიპოვოთ. ეს ტეგი მოდით იყოს walldraw01.

Warning: აპდეიტები და შემდეგი ვერსიები დაიპოსტება აქვე, მაგრამ პოსტს შევკეცავ, ძალიან რომ არ გაივსოს. ასე რომ დააჭირეთ აქ —>>>  (more…)

Read Full Post »


კონცეპტ არტისტებო, მხატვრებო და მათთან გათანაბრებულო პირებო, ასევე ჩემნაირო ხატვაში უნიჭო მაგრამ მონდომებულო ხალხო. ვიწყებთ ახალ არტ პროექტს, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ უბრალოდ ”კედელზე ხატვა” ავიღოთ სათაურად. მისი პრინციპი მარტივია და ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ წინა, ძალიან გრძელ პოსტში.

მიზანი არის ის, რომ უნდა გაკეთდეს ერთობლივი ინტერნეტ არტი, ისე როგორც კედელზე ხატავენ, ერთი მხატვარი დახატავს, მერე მეორე გვერდზე დაუხატავს გაგრძელებას და ა.შ. ასეთი რაღაცეები ინტერნეტშიც ხდება, ზოგი ვერტიკალურად და ზოგი ჰორიზონტალურად. ჩვენ გავაკეთოთ ვერტიკალურად, რადგან უფრო ადვილი დასათვალიერებელია, პრინციპული განსხვავება კი არაა.

წესები არის ტექნიკურად ასეთი (იხ. სურ.):

წესები, რომლებიც მარტივია

ცხადია, ვინც ამაში მონაწილეობას დააპირებს, უნდა იცოდეს იმდენი მაინც, რომ ტექნიკური მინიმუმი მაინც შეასრულოს. ახლა კი წესები:

  • პირველი, ანუ დამწყები არტისტი აკეთებს თავის არტს, ზომებით 300×450 pix. აქედან ქვედა 50 პიქსელი არის ის, რაზეც უნდა მიაბას მეორე არტისტმა თავისი არტი, ასე ვთქვათ გადასვლის ზონა, რათა არ მოხდეს უშნო სტიკოვკები.
  • მეორე არტისტი იღებს ამ ფაილს და აედიტებს იმ პროგრამაში, რომელიც მისი სულისთვის ყველაზე ახლოსაა. დაედიტება იწყება იმით, რომ საერთო სურათს ზრდის სიმაღლეში კიდევ 450 პიქსელით, ანუ მეორე არტისტის მერე სურათი იქნება სიმაღლეში 900 პიქსელი. აკეთებს თავის არტს იმ 400 პიქსელზე, რაც მთლიანად მისია, ზედა არტის 50 პიქსელზე აკეთებს გადმოსვლას თავისაზე და ქვემოთ 50-ს უტოვებს შემდეგს.
  • დანარჩენი მეორდება

თუკი ეს ახსნა თქვენთვის ბუნდოვანია და მასში სიცხადე არც ზემოთ მოყვანილ სქემას შემოაქვს, ან უბრალოდ თვლით, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია – მაშინ დაანებეთ ამაზე ფიქრს თავი. ხოლო ვისთვისაც ეს ყველაფერი გასაგები, მისაღები და რაც მთავარია – სახალისოა, მაშინ გელით.

ამ პოსტის კომენტარებში დაფიქსირდით მსურველები და საღამოსკენ დავიწყებთ.

Read Full Post »


ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ემზარიადას როჟები მექცია პოტენციურად ანიმირებად კომიქსად. შევყარე ”ანიმე სტუდიოში”, დავადე ძვლები და ვუალა, ის მზადაა მომავალი სერიებისთვის. ეს რომ მათ გაიგეს, ძალიან გაეხარდათ. იხილეთ მორიგი კომიქსი ამის შესახებ.

აქვე კდიევ ერთი ახალი ამბავი – ემზარიადას ცალკე ბლოგი გავუკეთე: http://Emzariada.Wordpress.com ასე რომ შეგიძლიათ გამოიწეროთ ფიდრიდერებში და მსგავს მაიმუნობებში და მიიღოთ განახლებები. ახლა კი მორიგი კომიქსი (Click to enlarge):

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,523 other followers

%d bloggers like this: