Feeds:
Posts

Archive for the ‘Art-იდეა’ Category

მაშ ასე, მეგობრებო, დავიწყეთ. [რა დავიწყეთ? რა წესები აქვს? დააჭირე აქ.] ვინაიდან და რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველია, ამიტომ თემასაც მოდი ნუ ავირჩევთ, ვხატოთ ყველამ ის და ისეთი ფორმით, როგორც გაგვეხარდება. მთავარია, რომ საბოლოო ნახატი გამოვიდეს გრძელი და უწყვეტი. არც ხატვის ტექნიკაში შევიზღუდოთ და არც არაფერში. ასე რომ გთავაზობთ საწყის ”ნახატს” . ვინაიდან და რადგან [...]

Read Full Post »

კონცეპტ არტისტებო, მხატვრებო და მათთან გათანაბრებულო პირებო, ასევე ჩემნაირო ხატვაში უნიჭო მაგრამ მონდომებულო ხალხო. ვიწყებთ ახალ არტ პროექტს, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ უბრალოდ ”კედელზე ხატვა” ავიღოთ სათაურად. მისი პრინციპი მარტივია და ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ წინა, ძალიან გრძელ პოსტში. მიზანი არის ის, რომ უნდა გაკეთდეს ერთობლივი ინტერნეტ არტი, ისე როგორც კედელზე ხატავენ, ერთი მხატვარი [...]

Read Full Post »

პირველად დაპოსტილია არტ-იდეას საიტზე, 2009 წლის 12 ივნისს. Soundtrack: Aes dana – Onset Data [Youtube] უდაბნოს ქარმა ახალი ძალით წამოუბერა და ცხელი ქვიშა სახეში მოგვაყარა. ადგილი, სადაც ჩვენი დანაყოფი იყო განლაგებული, ისეთივე მოხრიოკებული და უდაბური იყო, როგორც მთელი პლანეტა. თუმცა ეს მოხრიოკებული მთავრდებოდა ზუსტად იქ, სადაც მე ახლა ვიდექი, მაღალ, ქვებისგან აშენებულ ბასტიონზე და თერმოლაზერის [...]

Read Full Post »

მე ვიყავი წერტილი, ყოველგვარი ზომის გარეშე, ჩემში იყო კონცენტრირებული მთელი სამყარო, ამიტომ მე ძალიან ამაყი წერტილი ვიყავი. ჩემი სიამაყის საფუძველი ისიც იყო, რომ მთელს ჩემს გარემომცველ სამყაროში ერთადერთი წერტილი ვიყავი და შესაბამისად-ყველაზე კარგიც. არ არსებობდა ჩემს გარშემო არც დრო და არც მანძილი, ამიტომ არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, დაახლოებით ნახევარი უსასრულობა. შემდეგ [...]

Read Full Post »

[ ორიგინალი პოსტი არტ-იდეაზე ] თვალი რომ გავახილე, აგურისფერ ბალახზე ვიყავი წამოწოლილი. ჩემს ზემოთ უცნაურად ლურჯი ფერის ცა იყო, ასევე უცნაურად თეთრი ღრუბლებით. თითქოს არაფერია ლურჯ ცასა და თეთრ ღრუბლებში უცნაური, მაგრამ ასეთი იდეალური არ უნდა იყოს… თითქოს. სრული სიმშვიდის და კმაყოფილების გრძნობა დადიოდა ჩემს ასევე იდეალურ ვენებში და ალბათ ასე ვიწვებოდი უსასრულოდ დიდხანს, ერთ [...]

Read Full Post »

მოგეხსენებათ ალბათ არტიდეას არსებობის შესახებ, პროექტი სადაც ჩემი ლიტერატურული მცდელობებიც იდებოდა. ერთ-ერთი მინდა შემოგთავაზოთ ახლა, ”ჩემი მეზობლის საყვარელი”. ძველი დაწერილია, მაგრამ გულით. იქვე შეგიძლიათ ნახოთ ამ თემაზე დაწერილი ყველა ნაწარმოები, ჩემთან კი – ცალკე კატეგორია არტიდეასთვის. -აჰა მოვიდა, რას დადის ნეტა ყოველ დღე? ერთხელ რომ კარი შეეშალოს და ჩემთან დააზარუნოს რა მოხდება. აუჰ, რას ვუზამდი, [...]

Read Full Post »

[ მეორე ეპიზოდი ] ლაბორატორია წარმოადგენდა დიდ და მაღალ დარბაზს, რომელიც  ბევრი და უცნაური ხელსაწყოებით იყო გამოტენილი. ისინი ეწყო რიგებად, მწკრივებად, ერთმანეთზე და ამ რიგებს და მწკრივებს ბოლო არ უჩანდა. იქვე დაფათურობდნენ უცნაურად გამოშტერებული გამომეტყველების მეცნიერები და მათი ჯერ კიდევ გამოუშტერებელი ასისტენტები. ისინი ჩვენ რაღაცნაირად, ოდნავ ქედმაღლურად გვიყურებდნენ და თუმცა ამის დამალვას ძალიან ცდილობდნენ, მაინც ისე მოქმედებდა, რომ ოთახის ბოლოში რომ გავედით, თავი საშინელი სალაგა მეგონა. [...]

Read Full Post »

[ პირველი ეპიზოდი ] -ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე. …და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 [...]

Read Full Post »

…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და [...]

Read Full Post »

Infecter Mushroom – Tasty Mushroom (sound track) …ბნელა, დახუთული და ნესტიანი ჰაერია, უცნაური სუნით გაჟღენთილი, სუნი ოფლის, ალკოჰოლის, ქალის, კაცის და ეს ყველაფერი ერთმანეთში აზელილი. სიბნელეს ხანდახან ელვა კვეთს და წამით ჩანს სახეები, წაშლილი, დამახინჯებული, არაადამიანური, ორ-ორი ცხვირებით და უცნაური, თითქოსდა არაბუნებრივ ადგილას ამოსული მესამე თვალებით. ვაკვირდები გარშემო ყველაფერს და ვატყობ, რომ სიბნელე ნელ-ნელა ქრება, [...]

Read Full Post »

გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი. რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers