Feeds:
Posts

Archive for the ‘ბლოგზე’ Category

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე გამეკეთებინა საიტი, სადაც თავს მოვუყრიდი ჩვენს გარშემო არსებულ ღორობებს, ანუ მანკიერებებს, რომელზეც ჩვეულებრივ ყველა თვალს ხუჭავს და მეტიც, ზოგჯერ ნორმადაც კი მიაჩნიათ. მინდა წარმოგიდგინოთ ეს საიტი: http://goroba.wordpress.com აქ თქვენ იხილავთ ყოველდღიური ღორობის ქრონიკებს, იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქართული საზოგადოება მასალას არ შემომაკლებს ამისათვის. და მთავარი – მიუხედავად იმისა, რომ ამ [...]

Read Full Post »

არის, აღსრულდა ოცნება არის, აღსრულდა მიზანი (კომპარტიის არქივებიდან) არ ვიცი, შეიძლება უკვე შეამჩნიეთ, მაგრამ ოფიციალურ ნათქვამს მაინც სხვა სიტკბო აქვს – ბლოგი როგორც იქნა გადავიყვანე .Ge – ზე. ანუ ახლა ჩემთან შემოსვლა შეიძლება როგორც ძველი, ვორდპრესული მისამართით, ასევე მარტივად და ლამაზად BigCrow.ge -ს აკრეფით. თქვენი არ ვიცი და ჩემთვის ეს სასიხარულოა. ვისაც არ დაგეზარებათ, შეგიძლიათ [...]

Read Full Post »

გადავყევი ამ ფეისბუკს. გადავყევი რა, არც ტაძარი ამიგია მისთვის და არც ფანკლუბი შემიქმნია, მაგრამ ფაქტია, რომ გადავყევი. მან ჩაანაცვლა ჩემთვის ბლოგიც, მესენჯერებიც და ნაწილობრივ ფორუმიც. ამაზე ვიღაც წერდა უკვე, რომ მალე ასე მოხდებაო და ბლოგები ჩაიძირებაო და ა.შ., მაგრამ ახლა ჩემს თავზე ვიგრძენი ყველაფერი. საქმე იმაშია, რომ ფეისბუკზე რამდენიმესიტყვიან სტატუსებში შენი ყოველსაათობრივი გრძნობის გამოხატვა უფრო [...]

Read Full Post »

აჰა, მიიწურა დღე მეშვიდე იმ დღიდან, რაც დაიწყო შემოდგომა და გამოცხადდა დიადი დღე, დღე სოცშეჯიბრებისა და ყოველდღიური პოსტვისა. მართალი რომ ვთქვა, ყოველდღიურად პოსტვა არ არის მარტივი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ არ იცი რა დაწერო ყოველდღიურად. დასაწერი ყოველთვის გამოჩნდება, მაგრამ აქ თავს იჩენს ისეთი ობიექტური გარემოებები, როგორიცაა სიზარმაცე და დროის ფაქტორი. სიზარმაცეს მგონი არ უნდა [...]

Read Full Post »

ნუ გეშინიათ, შემოდგომის ბოლომდე  ყველა დღის  მსგავსად გადანომრვას არ ვაპირებ, ეს უბრალო დამთხვევაა, ფანტაზიაში პრობლემები არ მაქვს და საერთოდაც, თუ ატყობთ, რომ ამ სათაურს წინა პოსტტან საერთოდ რაიმე კავშირი აქვს, ეს ყველაფერი თქვენი პარანოიის ბრალია. თუმცა! აქ იწყება მთავარი ანუ ის, რატომაც ამ პოსტს ვწერ, უფრო სწორად ის, რის გამოც გავაკეთე ის, რის გამოც ვწერ [...]

Read Full Post »

გაბრაზებული ვარ, აი ძალიან გაბრაზებული ვარ, ისე გაბრაზებული, რომ ეს კლავიატურა ძალიან რომ არ მიყვარდეს, ფანჯრიდან ვისროდი. ეს პოსტიც, რომელიც მთლიანად ეხმიანება სათაურს, გაბრაზებულ გულზეა დაწერილი და სულ ყლეზე მკიდია, თუკი ვინმე იტყვის – ოჰ, გაბრაზებული ხარ და იმიტომ ამბობ მასეო. დიახაც, რომ გაბრაზებული ვარ და მიზეზიც მაქვს, თანაც ისეთი, ლამის შვილის მკვლელობას  რომ უტოლდება [...]

Read Full Post »

ამ ბოლო დროს რომ ჩემი ბლოგის სტატები ქვემოთ-ქვემოთ წამოვიდა, ამას უკვე მივეჩვიე და დაჟე ახსნაც კი მოვუძებნე – ის მკითხველი, რომელიც ადრე მარტო ჩემს ბლოგს კითხულობდა, რადგან სხვა არ იყო, ახლა გადანაწილდა ახალ-ახალ სხვა ბლოგებზე. მაგრამ ამ წუთას კიდევ ერთი ძალიან უცნაური ფაქტი აღმოვაჩინე, სტატისტიკასთან დაკავშირებით. დაკვირვებული ვარ, რომ ბლოგის სტატისტიკის გულისცემა დაკავშირებულია ჩემს მიერ [...]

Read Full Post »

პატარები და საყვარლუკები… მოკლედ, გახსოვთ ალბათ რა საშინელი და გულისამრევი სმაილიკები ქონდა ვორდპრესს, იმდენად გულისამრევი, რომ უმეტესობას გათიშული ჰქონდა მათი ფუნქცია, მათ შორის მეც. ამიტომაც გამომეპარა ის ფაქტი, რომ ახლა უკვე ახალი სმაილიკებით შეგვიძლია გავიხალისოთ პოსტები. დღეიდან ისინი ჩართულია და აქვე შემოგთავაზებთ მათ კოდებს, რათა თქვენც არ დაიშუროთ ისინი კომენტარებსა თუ საკუთარ პოსტებში. გაიღიმეთ, სანამ [...]

Read Full Post »

ერთი პრობლემის შესახებ მინდა მოგიყვეთ, ან უბრალოდ გელაპარაკოთ, რომელიც ხშირად დგას ხოლმე ჩემს წინ და სავარაუდოდ მე მარტო არ ვარ ამ ამბავში. ეს არის პრობლემა, უფრო მეტიც – დილემა, რომლის წინაშე ხშირად ვდგები ხოლმე და ვინაიდან და რადგან ვერ ვახერხებ მის დროულად გადაწყვეტას, ზარალდება ჩემი ერთადერთი და განუმეორებელი ბლოგი. საქმე ეხება მოვლენათა შეფასების კრიტერიუმებს, ანუ [...]

Read Full Post »

უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ბლოგერთა სხოდკები საშუალო სიხშირით იმართება ხოლმე, მაგრამ გუშინდელი სხოდკა იყო პირველი, რომელზეც მე ვიყავი. ჩემი არმისვლის მიზეზები სხვადასხვა იყო ხოლმე, მათ შორის ერთ-ერთი ის, რომ სხოდკები მაკდონალდსში იმართებოდა, მე კი მაკდონალდსში მხოლოდ ტუალეტისთვის დავდოვარ ხოლმე, ისიც როცა ახლოს ვარ. გუშინდელი სხოდკა იმით გამოირჩეოდა დანარჩენებისგან, რომ ფორმატი იყო არჩეული ”ხინკალი და ბლოგერები”-ს [...]

Read Full Post »

როგორც იცით (ან არც იცით) დოდკას აქვს ქართული ბლოგოსფეროს მიმოხილვა დაწყებული. მე და პიკოლინა განვავრცობთ თემას და გთავაზობთ ამავე თემაზე ვიდეოპოსტს. როგორც ამ ვიდეოს ორიგინალ აღწერაშია ნახსენები: თუკი ამ პოსტში შემთხვევით თქვენ თავსაც აღმოაჩენთ, ნუ გაბრაზდებით, ან გაითვალისწინეთ ყველაფერი, ან უბრალოდ გაიღიმეთ… ასე რომ დატკბით ”გადაცემით”, რომელმაც უკვე ასე თუ ისე ჩამოყალიბებული ფორმა მიიღო. ვიდეო [...]

Read Full Post »

ტოპჯიზე შევედი დღეს, ვიფიქრე გადავხედავთქო და ისეთი რაღაც ვიპოვე, დანძრევად ვიქეც   დოდკა რომ კაიფობდა კი ვიცი, ეროტიული სურათებიო და ისაო და ესაო, მაგრამ სვიტი და პიკოლინა რაღამ გამოაშტერა? ან ვაბშე რა არაორიგინალურობაა   . იხილეთ სკრინი და თავად დატკბით.  გრცხვენოდეთ, ამხანაგებო, გრცხვენოდეთ… Post Color :) Update: ღმერთო დამფალი, თურმე სადა ვბანაობ, სვიტის თავის ბლოგზე [...]

Read Full Post »

ოპა, ოპა, ამერიკა, ევროპა! ვორდპრესმა ახალი ფუნქცია დაამატა აქაურ ბლოგებს, ფუნქცია, რომელიც ე.წ. ”სელფ-ხოსტედ” ბლოგებზე უკვე დიდი ხანია რაც არის და პრინციპში საკმაოდ კარგი რამაა – კომენტარებზე უკვე შეიძლება Reply-ების გაკეთება, ანუ გამოხმაურების. აღარ იქნება საჭირო @ვიღაცა -ს დაწერა მაშინ, როცა გინდა გამოეხმაურო ვინმეს კომენტარს, პირდაპირ დააჭერ ”reply”-ს და ყველაფერი იქნება ისე, როგორც უნდა იყოს, [...]

Read Full Post »

საკმაოდ პაპსა პოსტია, მაგრამ მაინც მინდა შევაჯამო 2008 წელი, ბოლო-ბოლო ბოლო დღეა ამ წლის. საკმაოდ მრავალფეროვანი გამოვიდა და მოვლენებიანი. ამ წელს დავკარგე 3 თუ ოთხი სამსახური, ამდენივე ახალი ვიშოვე, მქონდა უმუშევრობის მომენტიც და სამ საქმეს შორის გახლეჩილობაც. ამ წელს ვიყავი მეორედ რეზერვში და ომის ნახვაც მომიწია, ამ წელსვე გავიცანი ახალი ხალხი, ახალი გოგო, ჯგუფი აგონია [...]

Read Full Post »

ფრიად უცნაური და სასიხარულო ამბავი შემემთხვა ამ ორიოდე დღის წინ, ლაშამ დამირეკა. თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო ის, რაც ლაშამ მითხრა – ”ანაბეჭდში” დარეკე ბიჯო, ჰონორარი უნდა მოგცენო. რა ჰონორარი, რის ჰონორარი… …მერე გამახსენდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავუგზავნე ანაბეჭდში ”მე ომში” და ვინაიდან და რადგან პასუხი ერთსიტყვიანი და საკმაოდ არადამაიმედებელი იყო [...]

Read Full Post »

თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი [...]

Read Full Post »

ვაშა, ამხანაგებო, ვაშა. ჩვენ უკვე შეგვიძლია გამოვიკითხოთ და ვიქნათ გამოკითხულები. მაშ ასე, ვკლიკავთ და ვიგებთ პასუხს ამ ფრიად საჭირბოროტო და მნიშვნელოვან საკითხზე:

Read Full Post »

როდესაც 1937 წელს დიკ და მაკ მაკდონალდები ელისონ მაკრეისთან ერთად ჰოთდოგების რესტორანს ხსნიდნენ კალიფორნიის ერთ-ერთ მიყრუებულ ქალაქში, სულაც არ ჰქონდათ ჩაფიქრებული მსოფლიო ბატონობა და მათი ზავიძენიაც არაფრით განსხვავდებოდა სხვა მსგავსი ზაბეგალოვკებისგან, რომლებითაც სავსეა ამერიკის ტრასები. დაახლოებით 11 წელი დაჭირდათ მათ იმისთვის, რომ დარწმუნებულიყვნენ ადამიანების სიზარმაცეში და ეს ყველაფერი თავიანთ სასარგებლოდ გამოეყენებინათ, ამოეყარათ მენიუდან ყველანაირი ”ზედმეტი” [...]

Read Full Post »

კაცობრიობა რომ შოუთი და შოუსთვის ცხოვრობს, ეს ჯერ კიდევ რომაელებმა იცოდნენ, ”პური და სანახაობაო” რომ თქვეს, მაგ რომაელებმა ზუსტად. მაგრამ დღეს სულ უფრო და უფრო მეტი რაღაც იღებს შოუს სახეს. შოუს ერთ-ერთი სახეა ე.წ. ”რეალითი”, სადაც ერთი ან რამდენიმე ადამიანის ცხოვრების რაღაც ეპიზოდია აღწერილი. როგორც აღმოჩნდა, რეალითები ყველაზე მეტად ყურებადია შოუებში, ქალების ტალახში ჩხუბის შემდეგ, [...]

Read Full Post »

მე და ჩემი ბლოგი, ჩემი ბლოგი და მე… უკვე რამდენი წელია ერთად ვართ და ჩემს კლავიატურას უძლებს… 2005-დან რომ გადმოვთვალო, როდესაც პირველი ბლოგური ტიპის ჩანაწერი გავაკეთე, მესამე წელი გამოდის. თავიდან საერთოდ სხვაგან მქონდა ბუდე, მერე გადმოვცხოვრდი ვორდპრესზე, ასე თუ ისე დამევასა და წავიდა მერე ჯღაბნა. სულაც არ მქონდა ჩაფიქრებული ბლოგი დღიურად, უბრალოდ მინდოდა ადგილი, სადაც [...]

Read Full Post »

« Newer Posts - Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers