Beer Girl, originally uploaded by American Beer Drinking Club.
ამოვიდა ყელში ამდენი წვიმა და უბედურება. ამდენი სამუშაოც ამოვიდა ყელში.
ჩავყვინთავდი სიამოვნებით.
Posted in Flickr Posted on May 3, 2011 | 6 Comments »
Beer Girl, originally uploaded by American Beer Drinking Club.
ამოვიდა ყელში ამდენი წვიმა და უბედურება. ამდენი სამუშაოც ამოვიდა ყელში.
ჩავყვინთავდი სიამოვნებით.
Posted in Action, რეალობა, Flickr Posted, tagged რედაქცია, სამუშაო, სურათი, ტაბულა, ფლიკრი, ყვავა, flickr, picture, three works, two works, work on January 24, 2010 | 9 Comments »
A working class hero is something to be!, originally uploaded by phill.d.
აჰა, მიწია ცოდვებმა, მთელი ცხოვრება მუშაკთა იმ კლასს ვეკაიფებოდი, შაბათ-კვირა რომ აქვთ მხოლოდ დასვენების დრო და დანარჩენ დროს რომ ოფისებში ატარებენ.
ახლა მე თავად ვიქეცი ასეთად, იმ განსხვავებით, რომ შაბათის საღამოსაც ვმუშაობ. სამაგიეროდ სამ ხელფასს ერთად ავიღებსამი სხვადასხვა სამსახურიდან. რომელიმეს უნდა დავანებო თავი და გული მიგრძნობს, რომ ეს მეტრო იქნება. ყოველ შემთხვევაში უახლოესი სამი თვე ჩემი ნებით არ ვაპირებ არცერთი დარჩენილი ორიდან წამოსვლას. მერე ვნახოთ რა გამოვა…
Posted in Flickr Posted, tagged გოგო, მეხანძრე, მეხანძრე გოგო, სურათი, fire, firefighter, flickr, girl, laurel, photo, sex, sexy on January 16, 2010 | 13 Comments »
რა ლამაზია ეს ოხერი. მეტი კომენტარი ამ ფოტოს არ ჭირდება… მეხანძრე გოგო.
Posted in Flickr Posted, tagged ავოიე, ექთანი, სექსი, სექსუალური, ქალი, ყვავა, ძუძუ, ძუძუთაშორისი, nurse, sex, sexy, woman on January 12, 2010 | 3 Comments »
082/365 hellooooo… nurse!, originally uploaded by Joits.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მისია, გვეპოვა ყველაზე სექსუალური ექთანი მსოფლიოში. მართალია არავის მოუცია მსგავსი მისია, მე თავად დავუსვი ჩემ თავს მსგავსი მიზანი, მაგრამ ასე თუ ისე, მე ის ვიპოვე.
”დეიდა, ავად ვარ, მიმკურნალებ?” – ეს არის ამ ყველაფრის სათაური. არადა ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე და ოზიკა ვცდილოდით გვეპოვა რაც შეიძლება სექსუალური ექიმი ან ექთანი, რათა მისი საშუალებით მოგვეწვია ხალხი Ace Online-ში. ექთანიც არის და ექთანიც… ესეც ვიპოვე და კიდევ ერთი ისეთი Full Party გავაძრე ექთნების, თავისით შემომეყენა დესკტოპზე და ახლა ნებისმიერი პროგრამის ნებისმიერ ჩაკეცვაზე გული მაქვს ცუდად…
მორალი: არ აყვეთ ქალებს, ეგ სოროსის მოგონილია. აბა სად იყო ქალები ჩვენ დროს…
და მამენტ, რომ დავაკვირდი ახლა, ჩემი ნაცნობი გოგოების უმეტესობას აქვს ამაზე უკეთესი ფორმები, მაგრამ არ აქვთ მსგავსი ფორმა. აქედან მორალი – მთავარია არა ფორმა და ზომა, არამედ ის გარეკანი, რაშიც მას შეფუთავ. ასე რომ ქალებო, შეიფუთეთ ყველაზე სექსუალურ ფორმაში და იქნებით ყველასთვის ყველაზე სასურველი.
Posted in გალერეები, გასართობი, ეროტიკა, Flickr Posted, tagged გოგო, სექსი, სურათი, ფქვილი, ყვავა on January 3, 2010 | 14 Comments »
Flour Fight, originally uploaded by staaleve.
რაღაცას ვეძებდი წეღან ფლიკერზე და ასეთი უცნაური ფოტო ამომიგდო, უცნაურივე სათაურით. მერე დავფიქრდი – რატომ ალაგებს ეს გოგო იატაკზე დაყრილ ფქვილს, თანაც ტიტლიკანა? რა მოხდა მანამდე?
მოდი მივცეთ გასაქანი ფანტაზიას და ვივარაუდოთ, რა შეიძლებოდა მომხდარიყო მანამდე, ან რა შეიძლება მოხდეს მერე. ვისაც გეზარებათ – უბრალოდ დატკბით ფქვილიანი იაპოშკის ყურებით :)
Posted in გასართობი, რეალობა, საზოგადოება, Flickr Posted, Tech, tagged ერთობლივი, თბილისი, სასაცილო, სოციუმი, ტიტანი, ქცევა, ჭიანჭველა on November 26, 2008 | 24 Comments »
არ ვიცი დაკვირვებიხართ თუ არა შორიდან ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინდივიდუალობის პირველ ხაზზე წამოწევით და გუნდური პრინციპის უგულებელყოფით გააკეთონ რაიმე საერთო საქმე. დააკვირდით, ძალიან სასაცილოა :))
დღეს შევესწარი ერთ ასეთ მომენტს. რაღაც საქმეზე ვიყავი მაღაზია ”ტიტანში”, მაღაზიაში რომ შევდიოდი, გარეთა კარებთან რაღაც უცნაური რკინის მახინას ავუარე გვერდი, რომელსაც ერთი ხუთიოდე კაცი იყო შემოსეული და დაფიქრებული სახეებით ყაყანებდნენ. ყურადღება არ მიმიქცევია, მოვრჩი საქმეს და ქუჩის გადაღმა სკამზე ჩამოვჯექი. მოგეხსენებათ ალბათ, ტიტანი ალექსანდროვის ბაღთან არის, ამიტომაც ამ ბაღის ყველაზე განაპირა სკამი პირდაპირ მაღაზიის კართან შეკრებილ მოყაყანეების წინ აღმოჩნდა. აქედან უკვე მომეცა საშუალება დავკვირვებოდი იმას, რაც იქ ხდებოდა.
ეტყობა მაღაზიაში ახალი ტავარი მიიღეს, რაღაც უცნაური ფორმის რკინის კონსტრუქციები, სავარაუდოდ ან სცენის განათების ჩასამაგრებლად, ან თვითონ სცენის. კონსქტრუქციები ალბათ საკმაოდ ძვირი ღირდა, იმიტომ რომ საოცრად დაკეცილ და პორტატულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. საერთოდ, დაკვირვებული ვარ, რომ რაც უფრო პატარად იკეცება ესა თუ ის ნივთი, მით უფრო ძვირი ღირს მის არადაკეცვად თანამოძმეებს შორის. ამ ლოგიკიდან გამომდინარე ეს სადგარები ძალიან ძვირიანები იყო, შესაბამისად შედგებოდა ბევრი დეტალისგან, რომლებსაც თავ-თავის ადგილზე მიმაგრება ჭირდებოდა. როგორც ჭიანჭველები შეესევიან ხოლმე პურის ნამცეცს და სხვადასხვა მხარეს ქაჩავენ, დაახლოებით მასე იყვნენ ესენიც მისეული ამ უცნაურ აპარატზე და რაც მე ვუყურებდი, ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანში დაახლოებით სამი სხვადასხვანაირი კომბინაცია მოსინჯეს აწყობისა, თან ყოველი მათგანი ცდილობდა დაემტკიცებინა (რაღა თქმა უნდა ძალიან ხმამაღლა), რომ მისი ვერსია იყო ყველაზე კარგი და ასე უნდა გაეკეთებინათ. საბოლოოდ, არ ვიცი როგორ და რანაირად, მაგრამ ააწყვეს სამაგრი, გახარებულებმა რამდენიმე საცდელი აწევ-დაწევა განახორციელეს (ეტყობა სამაგრი-ამწეკრანი იყო) და მერე ბედნიერი სახეებით დაიშალნენ.
არადა გაცილებით მარტივი იქნებოდა ერთ-ერთს გაეჩითა ინსტრუქცია და იმის მიხედვით გაეკეთებინათ ყველაფერი. მაგრამ ეს არ ზის ჩვენ ხასიათში, ყველას უნდა ლიდერობა და თან მიაჩნია, რომ ეს შეუძლია. მაგიტომაც ვართ ტრაკში.
Posted in Flickr Posted on November 5, 2008 | 5 Comments »
ნამდვილი ბირთვული ზამთარი. ფლიკერზე ვიქექებოდი მსგავს სურათებში და ამას მივაგენი. ქალაქის ნარჩენები, სადაც ადრე სიცოცხლე ჩქეფდა, ხალხი დადიოდა, ცხოვრებისეული წვრილმანებით იყო დაკავებული და პატარ-პატარა პრობლემების მოგვარებით ილამაზებდა ცხოვრებას, ახლა კი ჭუჭყიანი თოვლის ნაფლეთებითაა დაფარული.
თუ ჭკვიანად არ მოვიქცევით, ზოგადად ადამიანები, მალე მთელი დედამიწა ასეთი პეიზაჟებით იქნება სავსე. მამენტ კარგიცაა…
Posted in ბლოგზე, Flickr Posted, tagged ახალი, დიზაინი, ზამთარი, რადიაცია, design, new, nuclear, winter on November 4, 2008 | 14 Comments »
თუ პირველად არ ხარ ჩემს ბუდეზე შეამჩნევდი, რომ დიზაინი შევცვალე. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ცვლილებები, საკითხს ვუდგები პროგრამისტის ლოგიკით – რაც მუშაობს, ხელი არ ახლო. მაგრამ საქმეც მაგაში იყო, რომ ეს დიზაინი არ მუშაობდა ისე, როგორც საჭირო იყო. გვერდითა პანელი რომ მხოლოდ მთავარ გვერდზე ჩანდა, საქმეა ახლა მაგი? თავისი ყველა კონტენტითურთ, რაც მოუხერხებლობას რომ თავი დავანებოთ, ტექნიკურადაც ცუდი იყო, აღარცერთი მთვლელი არ მუშაობდა ნორმალურად (გარდა WP-ს შიდა მთვლელისა). ასეა თუ ისე, მოვაბი როგორც იქნა თავი იმას, რომ შემეცვალა ბლოგის ვიდი.
მაგრამ ახლა რა გამოვიდა? დიზაინი შევცვალე და ჰედერი აღარ მოუხდა, მომიხდა მისი შეცვლაც რამაც, თავის მხრივ გამოიწვია სათაურის და მთლიანად ბლოგის ხასიათის შეცვლა. ასეთ ცივ და საშიშ სურათს ”ყველაზე მყუდრო ბუდე” რაღაც ნამეტანი არ უხდებოდა. რაც შეეხება ბირთვულ ზამთარს… მგონი შორს აღარაა ის დრო, როდესაც დედამიწას დედა ეტირება და აქედანვე რომ შევემზადოთ ამისთვის, მგონი ჯობია, თორემ ჰორიზონტზე რომ სოკოს დავინახავთ, მერე გინდა ასე ვიხტუნავოთ, გინდა ისე, მაინც აღარ გვეშველება არაფერი.
საბოლოო სიტყვაში მინდა მივულოცო ჩემს თავს, ბუდეს და მკითხველს ახალი დიზაინი. მართალია ამბობენ მთავარი კონტენტიაო, მაგრამ კარგი შეფუთვაც უნდა ამ ყველაფერს…
We all gonna die…
Posted in Flickr Posted, tagged ბავშვი, პატარა, სურათი, ყვავ, child, crow, mini, minicrow, old, picture on June 11, 2008 | 10 Comments »
საერთოდ ძალიან მიყვარს ძველი სურათების თვალიერება, ჩემების, რაღათქმაუნდა. განსაკუთრებით მათი, რომლების კარგ მომენტებთანაა დაკავშირებული. ჰოდა ამასწინათაც, ვათვალიერებდი რა ზემოთხსენებულ სურათებს ( :D ) , იმდენად მომეწონა ჩემი თავი ბავშვობაში, ერთი კი ვიფიქრე ”რა კარგი ვყოფილვარ და ახლა რა დამემართა”-თქო, მაგრამ მერე უკუვაგდე მსგავსი დესტრუქციული ფიქრები და სურათები უბრალოდ ავაკომპიუტერე.
ჰოდა ერთ-ერთი, სადაც ყველაზე მეტად შემიყვარდა მინი-ME, აქ რომ არ დავდო, როგორ შეიძლება… აგერ ა…

Posted in გალერეები, Flickr Posted, tagged სურვილი, ფოტო, ფრენა, ღრუბელი, ცა on May 22, 2008 | 6 Comments »
Cloudy sky framed on three sides by some buildings, originally uploaded by manganite.
რა ლამაზია ცა, როცა ზედ ღრუბლებიც არის… არ მევასება უღუბლო და კრიალა ცა, ღრუბელი თუ არ აქვს, ისე რა ვიტამინია…
ადრე მიყვარდა ხოლმე, წამოვწვებოდი და საათობით ვუყურებდი ცას, თვალს ვაშტერებდი და რაღაც მომენტში ჩემს თავზე მოძრავი ღრუბლები ჩემს ქვემოთ აღმოჩნდებოდნენ, ჩერდებოდნენ და მე ვიწყებდი ფრენას…
ახლაც გავფრინდებოდი სიამოვნებით…
Posted in გალერეები, Flickr Posted, tagged 3დ, 3d, მატარებელი, რელსი, railway on March 23, 2008 | 1 Comment »
Railway, originally uploaded by gerhard.1962.
მოკლედ, რკინიგზა მაგარი საკაიფო გამოდის ყველა სურათზე რა :-)
Posted in Flickr Posted, tagged ლამაზი, სექსი, სექსუალური, სურათი, ფორმა, ქალი, gallery, military, picture, pretty, sex, sexy, uniform, woman on February 19, 2008 | 2 Comments »
Uniform, originally uploaded by dark orange.
ქალი და უნიფორმა რომ გადასარევი შეხამებაა ერთმანეთთან, ეს დიდი ხანია უკვე კაცობრიობამ იცის. ეს სურათიც უბრალოდ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. გამტყიპე დეიდა :-)
Posted in გალერეები, Flickr Posted, tagged გორი, ჟესტი, ჟეშტი, ფოტო, ჩაბარება, ჯართი on September 15, 2007 | Leave a Comment »
ჟესტის ჩაბარება გორში, originally uploaded by bigcrow.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი გორი. გორში ვიყავით ანუ ახლახანს და ასეთი ზემძლავრი სურათი აღმოვაჩინეთ – ჯართის და ჟესტის ჩაბარების პუნქტი. რაც მთავარია მაღალ ფასში.
Posted in Flickr Posted on September 2, 2007 | 2 Comments »
On the ground, originally uploaded by Doris Page.
დამსაჯე დეიდა, დღეს ცუდად ვიქცეოდი…
Bdsm – Bondage, discipline, Sadism and masochism. იზვრაშენცების საოცნებო პოზაა ეს, მაღალყელიან და წვეტიანქუსლებიანი ტყავის ჩექმა, მათრახი, ტყავის თეთრეული, ტყავისვე ნიღაბი და რაც მთავარია – წითელი შარიკი პირში.
დატკბით ისე, მაგარი ფოტოა.
Posted in Flickr Posted on August 6, 2007 | 8 Comments »
აი რა კარგი და ლამაზი ბეჭდუკები დავითრიე, ტო ესწ მაჩუქეს. ნუ ეგეც დათრევაა, ფაქტიურად… ღრიალ-ბლექია.
M. Def = 15 :-)))))
Posted in Flickr Posted, tagged georgia, mcxeta, mtsxeta, photo, railway, station on June 18, 2007 | 8 Comments »
რა კარგი სურათია…
ორი წლის წინაა გადაღებული, უცნობი ფოტოგრაფის მიერ, არმაზში რომ მივდიოდით მაშინ, ჰოდა ბილო პრიატნა რა :)
ამიტომაც გოუ – პოსტ.
Posted in Flickr Posted on June 10, 2007 | 10 Comments »
აუჰ, როგორ მინდა ბლიად პელმენის სუპი. ახლა ვიქექებოდი ჩემდა ჭირად სურათებში და ეს რომ დავინახე, გული ლამის წამივიდა…
პელმენის სუპი, კარგად დაპილპილებული, ზემოდან რომ ცომი აქვს გადაკრული, ამ ცომზე გასაგრილებლად ამოღებული პელმენი… და წვენი…
ეჰ, ლეპოტაა. ასე უნდა ვიჯდე ახლა მე სახლში და მშიოდეს პელმენი? ისე ნეტა მართლა რუსული ეროვნული კერძია თუ მოპარულია ეგეც?
Posted in Flickr Posted on June 8, 2007 | 31 Comments »
ტროლეიბუსები ზუსტად რომ. ნოსტალჟი… სადღაა ახლა ტროლეიბუსები? აღარ არის, ფაფუ, გააუქმეს და ჩაბარდა ისტორიას. არადა რა კარგი იყო… ნელა და ჭრაჭუნით რომ დადიოდნენ ხოლმე ზაფხულში რომ ცხელოდა და ზამთარში წვიმა და თოვლი რომ ჩამოდიოდა, მაგრამ მაინც კარგი იყო.
საბჭოთა დროს ნაგულავები ბიძა კაცივით არ მოვთქვამ? :D ”აი ჩვენ დროს, შვილო…” ჰოდა რა მინდოდა მეთქვა, დვორსკის სურათებს ვათვალიერებდი და ეს ძალიან მომეწონა. კაია რა… სადღც ვარკეთილია თუ არ ვცდები.
Posted in Flickr Posted on June 6, 2007 | 2 Comments »
DSCN1899, originally uploaded by bigcrow.
ე.ი. Flickr.com -ის არსებობის შესახებ ალბათ გაგიგიათ ყველას. ნუ თუ არ გაგიგიათ – ფოტოსაიტია, ფრიად ლამაზი და კარგი. ჰოდა ახლა ვტესტავ ერთ ოფშენს, პირდაპირ ფლიცკრიდან სურათების დაბლოგვას. შესანიშნავი რამე უნდა იყოს, წესით. ჰოდა აგერ, ცალკე კატეგორიაც შევუქმენი ამას, ფოტობლოგის პონტშია და ესეც პირველი სურათი – ნორიოში გადაღებულია სულ ახლახანს, 28 მაისს, როცა გახლდით მანდ. ნუ ჩემი გადაღებული არაა, მაგრამ ხო ვიყავი კაცო მეც? ჰოდა ეგრე. წავიდა პოსტი…