ფრიად უცნაური და სასიხარულო ამბავი შემემთხვა ამ ორიოდე დღის წინ, ლაშამ დამირეკა. თავად ამ ფაქტში უცნაური არაფერია, მაგრამ უცნაური იყო ის, რაც ლაშამ მითხრა – ”ანაბეჭდში” დარეკე ბიჯო, ჰონორარი უნდა მოგცენო. რა ჰონორარი, რის ჰონორარი…
…მერე გამახსენდა, საკმაოდ დიდი ხნის წინ გავუგზავნე ანაბეჭდში ”მე ომში” და ვინაიდან და რადგან პასუხი ერთსიტყვიანი და საკმაოდ არადამაიმედებელი იყო – ”განვიხილავთ”, ამიტომ ეს ფაქტი დავიწყებას მივეცი. აღმოჩნდა, რომ ტყუილად, დაუბეჭდიათ მაინც, შემოდგომის ნომერშია, პრინციპში გასაგებია რატომაც, ნომერს ეგრევე ქვია ”ომის ანაბეჭდი”, შესაბამისად ომის გარშემო ტრიალებდნენ და…
ასეა თუ ისე, რამოდენიმე მწვანე ჩამახუტეს, ჟურნალი ჩამიტენეს ხელში, მხარზე ხელი მომითათუნეს და გამომიშვეს. ფრიად სასიამოვნოა. ეს მეორე ბლოგური ნაწერია ჩემი, რომელიც იბეჭდება (პირველი – ”რეზერვისტის დღიურები” ჟურნალ ფლეიბოიში, ნომერი 4). იმედია კიდევ სადმე რამეს მიიღებენ. ესეც ბლოგით ნაშოვნი ფულები :)
პიესი: ამ ყველაფრის ნახვა შეიძლება ჟურნალ ”ანაბეჭდის” შემოდგომის ნომერში, 64-ე გვერდზე. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ სტილი დაცულია, არც გინებებია ამოღებული და არც ჟარგონები. ძირს ცენზურა!









გამოიწერე ბლოგი
გამოიწერე კომენტარები














