მცირედი (13 წამიანი) ვიდეომიმართვა იმ გოიმებს და ყლეებს, რომლებმაც Youtube ახლახანს აღმოაჩინეს და ჯერ მისი მოხმარების ინსტრუქციას არ არიან გაცნობილნი. გენადი, ჩართე ფირი:
Posts Tagged ‘ძუძუ’
ვიდეომიმართვა Myvideo-ს გოიმებს
Posted in ვიდეო, რეალობა, vLog, tagged გოიმი, ეროტიკა, ვაკე, ვეიქი, ვიდეო, მაივიდეო, მაიკა, პორნო, პრიკოლი, სოფიკო, ტყნაური, ქართველი გოგო ტყნაურობს, ღადაობა, ყვავა, ძუძ, ძუძუ on January 21, 2012 | 9 Comments »
ჩემი დაბადების დღე
Posted in გალერეები, რეალობა, tagged გოგო, დაბადების დღე, თუმანი, ლავმენა, მეორე ძუძუ, საჩუქარი, ყვავა, შო, ძუძუ on December 10, 2011 | 7 Comments »
ხვალ დაბადების დღე მაქვს. 27-ის ვხდები… კარგი მხარე ამ ამბავში ისაა, რომ აქამდე მოვაღწიე, ცუდი კი ისაა, რომ უფრო ნაკლები დამრჩა სამარემდე. თუმცა ფილოსოფია გადავდოთ გვერდზე და შოს და ლავმენას ვიდეომოლოცვას ვუყუროთ, რომელიც სიმღერის ფორმატშია შესრულებული. წავიდა სმა, წავიდა ღრიანცელი და საერთოდაც, წარმოდგენაც მზარავს, როგორ ვიქნები ხვალ დილით. გენადი, ფონოგრამა:
ეს კი საჩუქარი ჩემს თავს, ვიცი ასეთს მაინც არავინ მაჩუქებს…
ბიძინა ივანიშვილი სტუმრად ყვავის ბუდეში
Posted in ვიდეო, რეალობა, vLog, tagged ბიძინა, ვიდეო პოსტი, ვლოგი, ივანიშვილი, ყვავის ბუდე, ძუძუ on October 19, 2011 | 12 Comments »
ბიძინა ივანიშვილი, ახლა უკვე ყვავის ბუდეში! ეს არის ის, რის მიღწევასაც ასე გულმოდგინედ ცდილობდით ყველა და აჰა, მიაღწიეთ კიდეც – მე ბიძინა ივანიშვილზე ვწერ პოსტს. მეტიც – ვიდეოპოსტს!
იხილეთ და დატკბით:
Do NOT fap
Posted in გალერეები, გასართობი, ეროტიკა, tagged გასართობი, თვალის გასახარი, სურათი, ძუძუ, fap, fun, pic, pictures on August 29, 2011 | 6 Comments »
უნივერსალური პოზის წუთი
Posted in გასართობი, ვიდეო, საზოგადოება, Parties, tagged გასართობი, ვიდეო, კამასუტრა, მეტრო, პოზა, რუსთაველი, სექსი, უნივერსალური, უნივერსალური პოზის წუთი, ფეისბუქი, ფლეშ მობი, ძუძუ, ხელი, ხელფეხი, bigcrow, flash mob, georgia, tbilisi on July 8, 2011 | 10 Comments »
ამა წლის 1 ივლისს, რუსთაველის მეტროსთან უნივერსალური პოზის ფლეშმობი გაიმართა. ბევრი ლაპარაკისა და შესავლის გარეშე გთავაზობთ ამ ფლეშმობის ამსახველ ვიდეოს. გადაღება და მონტაჟი – ცხადია მე.
ქართველი ტრეისერები [parkour]
Posted in გასართობი, ვიდეო, საზოგადოება, შემოქმედება, tagged art, არტი, ვიდეო, თბილისი, პარკური, საქართველო, სიუჟეტი, ტაბულა, ყვავა, ძუძუ, ხტუნაობა, georgia, parkour, tabula, tbilisi, video on May 18, 2011 | 12 Comments »
ძუძუ არ ფრინავს – Remixed
Posted in გასართობი, ექსპერიმენტი, შემოქმედება, music, Podcast, tagged გადმოწერა, გასართობი, კოსმოსური, მფრინავი, სექსი, უფასო გადმოწერა, ყვავა, ძუძუ, ძუძუ არ ფრინავს, bigcrow, boobs, dj bigcrow, fly, free download, lawman, music, remix, sex, sho, tbilisi on March 22, 2011 | 12 Comments »
მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს.
თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა.
ეს არის მუსიკა, რაღა თქმა უნდა ჩემი გაკეთებული. ”ძუძუ არ ფრინავს” – ეს არის სიმღერა, რომელიც 2006 წელს ჩავწერეთ მე, შომ და ლავმენამ. ის კი, რაც ახლა მინდა გაჩვენოთ, არის მისი რემიქსი.
სტილი – ელექტრო, ტექნო
ავტორი – BigCrow
სახელი – ძუძუ არ ფრინავს, Remix
ხანგრძ. – 8:00
rel. – 2007
მოსასმენი:
სიმღერის ფრი დაუნლოადისთვის შეგიძლიათ ლინკზე გადახვიდეთ. მანდვე შეგიძლიათ დატოვოთ თქვენი აღფრთოვანებული კომენტარები. აი ამ ლინკზე: http://soundcloud.com/bigcrow/boobs-dont-fly
Love.Sofiko – ეს სიტყვა ყველას ესმის?
Posted in გასართობი, ექსპერიმენტი, ვიდეო, შემოქმედება, music, tagged ახალი ვერსია, ახალი წელი, კიდევ რამე ტეგი, კლიპი, სექსი, სოფიკო, ყვავა, ძუძუ, bog, love, sofiko, yvava on January 5, 2011 | 7 Comments »
ბევრი ლაპარაკის და შესავლის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შემდეგი Творение – სახალხოდ გაპაპსებული და თავმობეზრებული ”ლავ, ეს სიტყვა ყველას ესმის”-ის ჩემეული ვერსია. არანაირაი ”ხელთათმანები” და ყველასესმისები, მხოლოდ სუფთა სახის კრეატივი თემაზე. ანუ რა მოხდებოდა საქართველოს ბანკს რომ სოფიკოზე ემღერა.
ინსტრუმენტალი არ ვიცი ვისი, ალბათ გულედანის
ტექსტი – ხალხური
დანარჩენი, ვოკალი და მანჭვა-გრეხვა – ჩემი
გენადი, ჩართე ვიდეო:
2011 Fucking year…
Posted in Action, ბლოგზე, რეალობა, Happy, tagged 2010, 2011, ახალი, ახალი წელი, ბლიად, ბლოგი, ყვავა, ძუძუ, bigcrow, ni2 on December 31, 2010 | 8 Comments »
NOT inspired by 2008 fucking years…
-რას შვები ახალ წელს?
-ალბათ არაფერს. შენ?
-არც მე.
—
ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც შეიძლება დასამახსოვრებელი ყლეობა გავაკეთო, ანუ როგორც ეს სახალხოდაა მიღებული – ”კარგად შევხვდე ახალ წელს”.
თუმცა ყოველ წელს ერთი და იმავე პრობლემის წინაშე მიხდება დადგომა – სად და ვისთან ერთად? ინტროში მოყვანილი დიალოგი უკვე შაბლონად იქცა წინასაახალწლო მოლაპარაკებებისა. შედეგად წინასაახალწლო გაურკვევლობაში აღმოვჩნდი და არ ვიცი ხვალ და იმის იქეთ ”დასამახსოვრებელ” დღეებში რა მოხდება.
მანამ კი მოდი გადავხედოთ ამ წელს. რაღა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან, თქვენ 2010 წლებს თავად გადაავლეთ თვალი, უჩემოდ.
მაშასადამე, იანვარი დადგა და მეც დეკემბერში დაწყებული საქმე გავაგრძელე და ჯერ კიდევ არ ამუშავებულ ჟურნალ ”ტაბულა”-ს მოვერგე. ამავე დროს დავიწყე პარალელურად კაზინო ”აჭარაში” ჩემი საოცნებო სამუშაო – კვირაში ორჯერ მისვლა და ლამაზი ხელფასი. ეს ორმაგი ფინანსური ბედნიერება იანვრიდან მაისამდე გაგრძელდა. მაისში აჭარიდან წამოვედი და ცალკე საცხოვრებლადაც გადავედი. ცალკე ამ სიტყვის სრული და ყველაზე მტკივნეული გაგებით, ანუ no woman, no cry. თუმცა ამასაც ჰქონდა თავისი პლიუსი, მრავალფეროვანი ურთიერთობების და ღრიანცელების გამო.
ნოემბრამდე გასტანა ამ ამბავმა, შუალედში საბაც შემოვიკედლე, დაახლოებით თვენახევრით და ამით გადავჭერი უკვე საკმაოდ მომწიფებული ფინანსური კრიზისი, რაც ცალკე ცხოვრებას უკავშირდებოდა. თუმცა ის მალევე წავიდა და მეც მომიწია დროებით (როგორც თავს ვიმშვიდებ) უარის თქმა ცალკე ცხოვრებაზე. ამ ბოლო ხანებისკენ ნელ-ნელა ისევ მწიფდება თავში აზრი ცალკე ბუდის აშენებაზე, თუმცა მზე არ ყოფნის და ცოტა წაუმჟავებს.
ამ წელში გარდა ამ ბიტავოი საკითხებისა, იყო შემოქმედებითი მხარეც. ჩემი მუსიკალური შემოქმედების ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ საუნდკლაუდზე, ამ ლინკით. ტექსტუალური შემოქმედება ამასთან შედარებით უფრო გაფანტულად მაქვს. ზოგი ამავე ბლოგზეა, ზოგი ნი2-ზე, დანარჩენი კი, რაშიც ფულსაც მიხდიან – ”ტაბულა”-ს ყოველ ორშაბათის ნომერში, საზოგადოების განყოფილებაში. ვიდეოშემოქმედება შეგიძლიათ იხილოთ ქრაუ პიქჩერზის ბლოგზე.
ეს არის 2010 წლის არასრული და უმოკლესი მიმოხილვა, თუმცა აქედანაც ჩანს, რომ ის საშუალოზე ოდნავ უკეთესი წელი გამოდგა. რა მოხდება 2011-ში, არავინ უწყის, მოვა და ვნახავთ. მანამდე მძიმე პერიოდი გველის ყველას, რამდენიმე დღიანი, ახალი წლის შეხვედრა რასაც ქვია.
თქვენ კი მანამდე შეგიძლიათ გადახედოთ 2010 წლის სრულ პოსტოგრაფიას, ქვემოთ მოცემული არქივის დახმარებით:
- March 2013 (3)
- January 2013 (1)
- December 2012 (1)
- November 2012 (1)
- October 2012 (3)
- August 2012 (1)
- July 2012 (3)
- June 2012 (1)
- May 2012 (2)
- April 2012 (2)
- January 2012 (1)
- December 2011 (5)
მეგობრები
Posted in გასართობი, ეროტიკა, ქალები და კაცები, tagged ბიჭები, გოგო, დემოტივატორი, მეგობრები, მეორე ძუძუ, ძუძუ on October 20, 2010 | 13 Comments »
კრიზისული თვე, ანუ რა მიხარია?
Posted in რეალობა, Fucking, tagged დეპრესია, კრიზისი, მატრიცა, მეორე ტაგი, ტაბულა, ტაგი, ფული, ყვავა, ყვავის ბუდე, ძუძუ, ძუძუები, ხელფასი, bigcrow.ge, crisis, money, tabula on October 5, 2010 | 34 Comments »
დღეს ჩემებთან ვიყავი…
ბოლო რამდენიმე დღეა, რაც ნელ-ნელა მიტევს ის საშინელი ჭია, რასაც დეპრესია ქვია. რაც დრო გადის, ის უფრო და უფრო ღრმავდება და თანდათან გადადის საშემოდგომო დეპრესიაში. მსგავსი რამ ადრეც მქონია და ახლაც, წინა გამოცდილებების გათვალისწინებით, იმედი მაქვს, რომ მალე გამივლის. უფრო სწორად, მქონდა ამის იმედი. მაგრამ ყველაფერი ისე მარტივად არ გამოვიდა, როგორც მე მეგონა.
ხანგრძლივი დაკვირვებით დავადგინე, რომ ჩემი განწყობა, სხვა ბევრ ფაქტორთან ერთად, ჩემს ფინანსურ მდგომარეობაზე პირდაპირაა მიბმული. ფინანსური მდგომარეობა კი, რბილად რომ ვთქვათ, არც ისე სახარბიელო მაქვს, მოცემულ მომენტში. ხელფასის დაპირებული მომატება, რომელზეც მქონდა თითქმის ყველა ჩემი გეგმა აწყობილი, ამ თვეში არ იყო, რასაც დაემატა საბას არანაკლებ მოულოდნელი გადაწყვეტილება – ცალკე გადავიდა საცხოვრებლად. საბას გადასვლამ და ჩემმა გაუზრდელმა შემოსავალმა დამტოვა პირისპირ იმ ფინანსური კრიზისის წინაშე, რომელშიც ახლა ვარ. შესაბამისად მორალურმა კრიზისმაც არ დააყოვნა.
მარტივად რომ ვთქვა – გადასახადები ბევრია, ფული კი ცოტა. ბინის ფულს რომ თავი დავანებოთ, მარტო დომეინებში და ჰოსტინგებში იმდენი მაქვს გადასახდელი, რომ შემდეგ თვემდე მარტო ამ საიტების ცქერით მომიწევს გაძღომა, რაც ძალიან არ მინდა. ფეისბუქზე განცხადებაც დავდე, რომლითაც ახალ ფლეტმეიტს ვეძებდი, თუმცა ის, რაღა თქმა უნდა, უპასუხოდ დარჩა. ის კი არა, დღეს უტყუარი მეთოდიც შევიმუშავე, რომლითაც რულეტკაზე ასპროცენტიანი მოგება შემიძლია ვნახო, თუმცა გამოსაცდელად საწყისი ფული მინდა.
ასეა თუ ისე, ორიოდე დღეც გავძლებ ასე და მერე თუ არ გამოჩნდა ვინმე, ვინც თანახმა იქნება ჩემთან ერთად ბინა და მასთან დაკავშირებული ხარჯები გაიყოს, გადავალ ისევ იქ, სადაც ამდენი ხანი ვცხოვრობდი, ამ ბინას კი გავუშვებ ქირაზე, ნახუი.
პ.ს. როდესაც ამ პოსტზე ფიქრი დავიწყე, ჯერ კიდევ გზაში ვიყავი და სახლისკენ მოვექანებოდი. დღეს ჩემებთან ვიყავითქო, რომ ვთქვი, დღევანდელი ტაბულა მივუტანე და წამოსვლის წინ მატრიცა გამეძრო ტელევიზორში. მაგით გამხნევებული ამოვვარდი, ჩავრთე კომპი აღტკინებულმა, თითქოს ყველაფერი მარტივად მომეჩვენა, პირზე ღიმილით დავიწყე პოსტის წერა, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი – რა მიხარია?
aquarium.ge – რეალითი
Posted in გასართობი, ექსპერიმენტი, ვიდეო, რეალობა, შემოქმედება, news, vLog, tagged aquarium, art, ვიდეო, ვლოგი, მროველი, მუსიკა, რუსეთი, საქართველო, სექსი, სიახლე, ქალი, ყვავა, შემოქმედება, შოუ, ძუძუ, ძუძუთაშორისი, bigcrow, bigcrow.ge, blog, crow, crow pictures, georgia, picture, reality, video on September 3, 2010 | 12 Comments »
მინდა წარმოგიდგინოთ ნამდვილი (არაფეიკი) რეალითი (ინტერნეტ) შოუ, ”აკვარიუმი”, რომლიც მონაწილეც (ერთერთი) გახლავართ მე. მეორე მონაწილე (ან პირველი) არის საბა (აქ კიდევ რამე ტექსტი ფრჩხილებში). ჩვენი (შოუს) საიტი არის (იქნება) Aquarium.ge (ვიცინი), რომელიც ჯერჯერობით გაგვითიშეს (ბოზები). მანამდე კი ტიზერ ვიდეო, რომელიც ამავე დროს არის ჩვენი გულისტკივილის (ერთად) გამოხატვა.
რაც შეეხება თავად აკვარიუმს (საბა მეუბნება, რომ აქ უნდა მძიმე, მაგრამ მე მაინც წერტილს ვწერ, რადგან ყლეზე მკიდია) (ესეც საბამ მიკარნახა). ეს იქნება ინტერნეტ რეალითი შოუ, გავკადნიერდები და ვიტყვი რომ ეს არის პირველად საქართველოში (სვიტის ”რეალითი ბლოგი, სექსი და როკენროლი” არ ითვლება). ფორმატი იქნება ისეთი, როგორიც რეალითი შოუებს შეეფერება (დიახ, ლომკა მაქვს!). და ა.შ. და ა.შ.
ახლა კი გენადი, ფონოგრამა:
Hi-def
Link: Vimeo.com/14651958
ან ალტერნატიული წყარო:
Fuck me hard!
Posted in გასართობი, ეროტიკა, ვიდეო, რეალობა, tagged ბათუმი, ვიდეო, თბილისი, თრიფი, ყვავა, ძუძუ, bigcrow, bigcrow.ge, crow, forum.ge, fuck me hard, georgia, lick my pussy, music, trip on August 30, 2010 | 2 Comments »
არა, მე არა, სიმღერაზე ვამბობ. შესანიშნავია, ბრწყინვალეა და ა.შ,. საქართველოს ჰიმნად იქნებოდა ეს კარგი, იქნებ რამე გვეშველოს.
ჯერ პირველი ვესჩი, სადაც არის მოწოდება ქალებისადმი – Suck-me ლაპარაკის ნაცვლად:
და მეორე, ქალების ვარიანტი – Lick my pussy all around. შეიძლება ეს ქართულ ფორუმებზე უნდა დამედო და ამით გადავწყვიტავდი მარადიულ საკითხს – სექსი თუ არ სექსი?
პ.ს. ალბათ შეამჩნიეთ, რომ 8 აგვისტოს მერე არაფერი დამიწერია. ეს მეც შევამჩნიე და ძალიან არ მომწონს ეს ამბავი. თუმცა არც მიკვირს, სამი კვირა შვებულება მქონდა და სრულ უსაქმურობაში გავატარე, თუ არ ჩავთვლით აქედან ბათუმში მგზავრობას და იქედან უკან. შუალედშიც უსაქმურობის აპოთეოზში ვიმყოფებოდი. ის კი არა, ამ საკმაოდ კარგი თრიფის (ბათუმის) აღწერას ვაპირებ უკვე რამდენი ხანია და მეზარება. Fuck.
ვიდეოპოსტი ვიდეოს გარეშე
Posted in რეალობა, შემოქმედება, Pilled, vLog, tagged ბლიად, გინება, დღიური, ვიდეო, თბილისი, მროველი, ომი, რუსეთი, სამუშაო, სასაცილო, საქართველო, სექსი, სიახლე, ტრანსი, ყვავა, შემოქმედება, შოუ, ძუძუ, bigcrow, georgia, picture, russia, tbilisi, trance, video, vlog on August 6, 2010 | 14 Comments »
[ედითედ]
ძილის წამალი დავლიე, რადგან რამდენიმე ღამე არ მძინავს საერთოდ. წამალი რა თქმა უნდა მოქმედებს, და ჩემი წერის სკილები მკვეთრად კლებულობს. მატულობს მხოლოდ აზროვნება და მე ვცდილობ რომ წერით მაქსიმალურად ზუსტად და კარგად გავყვე ამ აზროვნებას. ვიდეო პოსტის ჩაწერა მინდოდა, მაგრამ მერე რომ გადავხედე ერთმანეთში გახლართულ შნურებს და კამერებს, მივხვდი, ამას მე ვერ გავარკვევდი ასე მარტივიად. ასე რომ წერა, წერა და მხოლოდ წერა, ამბობდა ჩინგისხანი.
ვიდეოპოსტების სტილში დავწერ ამას, ანუ დღიური, დიარი, ან თვიარი ან თვიურიანი. მოკლედ დღიურპოსტი.
ვგრძნობ როგორ ჯდება ჩემს ყველა უჯრედში წამალი, მოქმედებს ჩემს ფსიქიკაზე და ნელ-ნელა ახვევს ბურუსში, ისეთ ნისლში, რომლიდანაც თანდათან უფრო და უფრო ბუნდოვნად ჩანს ყველაფერი. თვალები ჩვეულებრივად კითხულობენ , თითები წერენ, თუმცა ხანდახან გაჭედვებიც აქვთ და ბოლოს ეს ყველაფერი ქაოსში გადადის. 20 წუთი მაქვს დარჩენილი, ვიდრე წამლის მოქმედება პიკს მიაღწევდეს. ამ პიკის მერე ან იძინებ, უფრო სწორად ითიშები, ან ზიხარ და დაყლეებული სახით… მაინც ზიხარ. მსგავსი სახე უკვე მივიღე, ფეხზე ადგომისას უჩინარი არამფარველი ხელს მკრავს და ცდილობს კედელს მიმახეთქოს. მი პად ძეისტვიემ ლიკარსტვა.
მუსიკა შეჩერდა, ”აეს დანას” ონსეტ დატას ვუსმენ და მივყვები. მე მინდოდა დამეწერა ბლოგპოსტი, როგორც დღიური, მაგრამ სტრიქონები და მოვლენები ერთამენთში მერევა. იყო მროვეალ აქ? მგონი იყო, ან არც იყო… ან რა მნიშვნელობა აქვს, დაიკიდე რა. მგონი არც არავინ ყოფილა. მე მარტო ვზივარ, სიბნელეში და მეშინია, რომ ეს წამლის მოქმედება მალე დამთავრდება და მე ვერ მოვასწრებ აზრის ჩამოყალიბებას. ყველა მკვეთრ მოძრაობას თან დასდევს ჩემი რამდენიმე გადღაბნილი გამოსახულება უკან…

რანდომ იმიჯ
მოკლედ, მორჩა ჩემი არაფხიზლობის აღწერა და სანამ ტვინი გამთიშვია დღიურზე გადავალ. დღეს მროველა იყო ჩემთან მგონი, დანარჩენებმა გადამაგდეს. საბამაც ვერ დაადგა საშველი გადმოსვლას. (რატომღაც მეჩვენება, რომ კლავიატურა სხვადასხვა ფერისაა და დაჭერისას ფერს იცვლის).
დღეიური ისევ: ორი დღის წინ ინტერნეტრი დავიდგი და ახლა ვთამაშობ, დილიდან საღამომდე, მთელ ჩემს აგრესიას ვირტუალური ტყვიების სახით ვუშვებ სხვადასსხვა ქვენიდან შეყრილ ჩემნაირ ადამიანებზე და მსიამოვნებს. როცა მკლავენ – შეძრწუნებული ვარ. და საერთოდ შემაშინებელი თამაშია ეს Call of Duty. ზუსტად უნდა ელოდე იმას, რაც ნამდვილ ომში გელოდება. ყველა მხრიდან მომავალი ზუზუნა ტყვიები, რომლებმად ნებისმიერ დროს შეიძლება შეგიწირონ. გრუხუნი, დაბომბვა, დედის იღლია. მით უმეტეს ახლა დავამთავრე რემარკის ”ჟამი სიცოცხლისა, ჟამი სიკვდილისა” და მისი რაღაცეები აქ განვიცადე…
კლავიატურა გამირბის! ამითი ჯობია ვიდეოპოსტი, არაფერი გაგირბის და რაც მთავარია არც შეცდომებს უშვებ წერისას, რომლებსაც არ ასწორებ, იმიტომ რომ რომ ჩაასწორო, მერემ შემდეგი აზრი გაიფანტება. აზრები კი, რამდენი მოდის! ქაოტურად, უაზრო აზრები. ეს რა არის. მუსიკაც ხელს მიწყობს, რომ დავიბნე და დავიკარგო. Aes dana – Onset data. პიზდეცია, მეგობრენო.
ამით ვასრულებ ჩემს ვიდეო პოსტს, უფრო სწორად მის სტენოგრამას. ხვალ გადავუვლი და გადავასწორებ, ან არც გადავუვვლი. მოკლედ ახლა წავედი, ერთ ხელსაც ვითამაშებ და დავიძინებ.
მონათა იმპოტენტი თაობა
Posted in ნაბოდიალები, საზოგადოება, ქალები და კაცები, შემოქმედება, tagged ბავშვის აღზრდა, ბლიად, ბლოგი, გინება, დღიური, ერი, თაობა, თბილისი, იმპოტენტი, მონა, პრობლემ, პრობლემა, სამუშაო, სასაცილო, საქართველო, სექსი, ქალი, ყვავა, შემოქმედება, ძუძუ, bigcrow, blog, crow, georgia, tbilisi, work on July 28, 2010 | 41 Comments »
დღეს სამსახურში მარშუტკით მოვედი. არაფერი გასაოცარი ამაში არაა, რადგან ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა ვჯდები ერთსა და იმავე მარშუტკაში და სამსახურისკენ მოვემართები. ის, რაც იქ ხდება, არც ეგაა უჩვეულო. პირველ 10 წუთი მძღოლი ჩამქვრალი ძრავით მოგორავს და ელოდება, როდის აიკრიფება მაქსიმალურად ბევრი ხალხი. როდესაც სალონი სანახევროდ სავსეა, ხოლო ჩემი მოთმინების ფიალა – მთლიანად, მძღოლი ძრავს ქოქავს და სისწრაფეს უმატებს.
აი ახლაც, შეუხვია ნუცუბიძის ქუჩაზე, აკრიფა სისწრაფე და მკვეთრად დაამუხრუჭა. დედა და შვილი ამოვიდა. კარი დახურული არ იყო, რომ პირველი ბრძანებაც გაისმა – ”მანდ არ დაჯდე!”. დედამ ნახევრადცარიელი მარშუტკის წინა სკამზე მოიკალათა და ბავშვი კალთაში ჩაისვა. მანქანა მზის გულზე მისეირნობდა და იმ ერთადერთი ფანჯრიანი ადგილის გარდა, სადაც მე ვიჯექი, სკამებს ბოლი ასდიოდა. ”საწყალი ბავშვი” გავიფიქრე და ძრავის მონოტონური ღუღუნი შეკივლებამ გაფატრა – ”ნუ იდებ პირში თითს!”. მოულოდნელობისგან შევხტი. შეხტა მძღოლიც, მაგრამ საბედნიეროდ ამ დროს გზის მოპირდაპირე მხრიდან არავინ მოდიოდა, ასე რომ გადავრჩით. ბავშვმა პროტესტის გამოხატვა სცადა, მცხელაო, მაგრამ მისი ხმა დარჩა ხმად მღაღადებლისა… მოკლედ, როგორცაა რა.
ცოტა ხანში მეორე წყვილი გამოჩნდა, ბებია და პატარა გოგო. მართალია ბებიას თავის საყვარელი და ფუმფულა შვილიშვილი კალთაში არ ჩაუსვამს, მაგრამ მთელი გზა მკლავზეხელშემოჭერილი ეჯდა გვერდზე, ემანდ ზედმეტი მოძრაობა არ გააკეთოს, არ გაიოფლოს და არ გაცივდესო.
მეგობრებო, რა არის ეს? რას გავს აღზრდის ეს მეთოდი? ვინ გაიზრდება ასე? მართალია, სწორედაც რომ ადამიანები, რომლებსაც არც დამოუკიდებლობა გააჩნიათ და არც გარემოს ადეკვატური აღქმა. მშობლებზე და ბებიებზე მიბმული ადამიანები, რომლებიც მას შემდეგ, რაც მიაღწევენ ”დამოუკიდებელ ასაკს”, ანუ ასაკს, როდესაც კანონის თანახმად მათ შეიძლება დამოუკიდებელი ადამიანები ეწოდოთ, არც მზად არიან და საერთოდ ვერც ხვდებიან, რატომ უნდა გააკეთონ ის, რასაც ყველა ცხოველი თუ ფრინველი აკეთებს – აფრინდნენ ბუდიდან. მეტიც, ვინც ხვდება ამას, ანუ ვიზეც ამხელა გავლენა არ მოუხდენია მუდამ ბებიის, დედის, მამის, ბიძის და 86454 სხვა ნათესავის კალთაზე გამობმულად გაზრდას, მასაც არ გამოსდის აფრენა. ან გამბედაობა არ ყოფნის, ან ”დედა ეცოდება” – უჩემოდ როგორ გაძლებს, საწყალი. მათგან იზრდებიან გოგოები, რომლებიც სახლში 9-ზე გვიან არ უნდა მივიდნენ, ბიჭები, რომლებსაც მამის ფულით ნაყიდი ჯიპი ბუნებრივი მოვლენა ჰგონიათ და ხალხი, რომელიც სულიერად არის იმპოტენტი.
იმის იმედი კი, რომ შემდეგი თაობა სხვანაირ პირობებში გაიზრდება და იმის შემდეგ თაობას კიდევ უფრო დამოუკიდებელს გაზრდის, დიდად არც მაქვს. როგორ შეიძლება, რომ მონად გაზრდილმა თავისუფალი ადამიანი გაზარდოს? ერთადერთი გაუცნობიერებელი გამოვლენა იმისა, რომ შვილს მიაჩვიო დამოუკიდებლობა, არის ”მიდი, მამიკო, ლუდი ამომირბენინე და ხურდა შენთვის დაიტოვე” - იმუშავე და ფული გექნებას საწყისი, ჩანასახოვანი სტადია. თუმცა ესეც გაუაზრებელი, არაფრისმქმნელი და სხვა, მონური მეთოდებით დათრგუნული. საწყალი ჩვენი და ჩვენს შემდეგი თაობა.
პ.ს. ეს ბოლო ხანებია ვამუშავებ ერთ პატარა თეორიას, რომელიც განხორციელების შემთხვევაში ყველაფერს შეცვლის. საჭიროა ერთი 200,000 ჩვილის მოპარვა ან სხვა მეთოდით შოვნა, მათი წაყვანა უკაცრიელ კუნძულზე და სწორად, დამოუკიდებელ ადამიანებად აღზრდა. შემდეგ ეს ჩვილები როდესაც გახდებიან 15 წლის, უნდა ჩამოასახლო უკან, საქართველოში და დაე მათ მაინც შეცვალონ რამე. სხვანაირად ჩვენი საშველი არაა.
რა ”არა”?
Posted in გალერეები, საზოგადოება, Fucking, tagged არა, აქცია, ბოძი, თბილისი, მზიური, პლაკატი, რა არა?, საზოგადოება, სექსი, სტიკერი, სურათი, ყვავა, ძუძუ on April 13, 2010 | 12 Comments »
ამ ორიოდე დღის წინ ქუჩაში მივდიოდი, საოცარია არა? მეც ძალიან მიკვირდა ეს. გაოცებაში ისე გავერთე, რომ აღარც მეგონა, რამე თუ უფრო მეტად გამიკვირდებოდა, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი – დამაბნევდა. წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია, მივდივარ ქუჩაში, მიკვირს ეს და უცებ ვაწყდები ბოძს, რომელსაც ერთადერთი წარწერა ამშვენებს. წარწერა ბოძზე, როგორც ასეთი, არც სიახლეა და მითუმეტეს არც გასაოცარი, მაგრამ ეს ისეთი წარწერა იყო, რომელმაც ყველა ჩემს კითხვაზე ერთი და იგივე, ყველა ინიციატივის ჩამკვლელი პასუხი გასცა – ”არა”.
თუმცა ჩნდება კითხვა – რა ”არა”? რას ნიშნავს ეს წარწერა, რომელიც განსაკუთრებული ორიგინალობის საჩვენებლად თავდაყირა სამკუთხდშია ჩასმული და გარშემო ტრაქტორის მუხლუხები აქვს შემოხვეული. რისი თქმა უნდათ ამის ზეორიგინალურ ავტორებს? ნუთუ მზიურის გამოტირების კიდევ ერთი უნიჭო მცდელობაა? თუ?..

ექთანი в студию…
Posted in Flickr Posted, tagged ავოიე, ექთანი, სექსი, სექსუალური, ქალი, ყვავა, ძუძუ, ძუძუთაშორისი, nurse, sex, sexy, woman on January 12, 2010 | 3 Comments »
082/365 hellooooo… nurse!, originally uploaded by Joits.
იყო და არა იყო რა, იყო ერთი მისია, გვეპოვა ყველაზე სექსუალური ექთანი მსოფლიოში. მართალია არავის მოუცია მსგავსი მისია, მე თავად დავუსვი ჩემ თავს მსგავსი მიზანი, მაგრამ ასე თუ ისე, მე ის ვიპოვე.
”დეიდა, ავად ვარ, მიმკურნალებ?” – ეს არის ამ ყველაფრის სათაური. არადა ყველაფერი დაიწყო იმით, რომ მე და ოზიკა ვცდილოდით გვეპოვა რაც შეიძლება სექსუალური ექიმი ან ექთანი, რათა მისი საშუალებით მოგვეწვია ხალხი Ace Online-ში. ექთანიც არის და ექთანიც… ესეც ვიპოვე და კიდევ ერთი ისეთი Full Party გავაძრე ექთნების, თავისით შემომეყენა დესკტოპზე და ახლა ნებისმიერი პროგრამის ნებისმიერ ჩაკეცვაზე გული მაქვს ცუდად…
მორალი: არ აყვეთ ქალებს, ეგ სოროსის მოგონილია. აბა სად იყო ქალები ჩვენ დროს…
და მამენტ, რომ დავაკვირდი ახლა, ჩემი ნაცნობი გოგოების უმეტესობას აქვს ამაზე უკეთესი ფორმები, მაგრამ არ აქვთ მსგავსი ფორმა. აქედან მორალი – მთავარია არა ფორმა და ზომა, არამედ ის გარეკანი, რაშიც მას შეფუთავ. ასე რომ ქალებო, შეიფუთეთ ყველაზე სექსუალურ ფორმაში და იქნებით ყველასთვის ყველაზე სასურველი.
წვერის საპარსი ყვავილი
Posted in Action, ვიდეო, რეალობა, tagged ვიდეო, ვლოგი, საქართველო, ყვავა, შოუ, ძუძუ, bigcrow, blog, video, vlog on December 11, 2009 | 4 Comments »
ვიდეო საშუალო ასაკისაა, ცხვარიჭამიიდან მოვდივართ თბილისისკენ ფეხით. სარეკლამო ვიდეოს ზეიმი:
გატრაკების კვირეული
Posted in Action, რეალობა, Fucking, tagged გინება, პრობლემა, სამუშაო, სექსი, ყვავა, ძუძუ, bigcrow, blog, crow, georgia, lineup, post, tbilisi, timeline, to do, work on November 13, 2009 | 7 Comments »
მამა, რად გინდა ნაჯახი?
ახლა გადავხედე კალენდარს და აღმოვაჩინე, რომ პირველი ნოემბრის მერე სრული რადიოდუმილის რეჟიმში ვარ გადასული. შემდეგ სარკეში ჩავიხედე და აღმოვაჩინე, რომ წვერიც ძალიან დიდი ხანია არ გამიპარსავს. კამერა რომ დავინახე გამახსენდა, რომ გადაღებებიც კვირაზე მეტია არ გვქონია.
ჩნდება კითხვა – რაშია საქმე?
საქმე არის ცხადია სიზარმაცეში, ეს არის პირველივე პასუხი, რომელიც თავში მოდის. სიზარმაცეც არის და სიზარმაცეც, თუმცა ამას დაემატა კომპიუტერის ავადმყოფობა, რომლის განკურნებამაც ერთი კვირა დრო და ერთი თვის სამყოფი ნერვები წაიღო. პლიუს ამას ჯელინკის უკვე გატრაკებამდე მისული გამორთვები. არადა გასაკეთებელი მართლაც ბევრი მაქვს, მცირედი ლისტი არ მაწყენდა (როკოს რომ კითხო, ეს არის ბლოგის ”to do” ლისტებით დასპამვა):
- ნი2.გე-ს გაშვება (დიზაინის დამთავრება, დანასტროიკება და ლოგო)
- ღორობის გაგრძელება
- უამრავი ვიდეოს გადაღება, რომელთა შესაბამისი უამრავი სცენარი გვაქვს
- ცოლის მოყვანა (ესეც იყოს, არ მიშლის)
- ხის დარგვა
- სახლის აშენება
- კარგი სამუშაოს შოვნა
მგონი არ არის ცოტა. განსაკუთრებით ბოლო პუნქტია ჩემთვის ძალიან მტკივნეული. ხანგრძლივი დაკვირვებით აღმოვაჩინე, რომ მე სამსახური ან კარგი უნდა მქონდეს, ან საერთოდ არ უნდა მქონდეს, რადგან ცუდანაზღაურებიანი და ზოგადად ცუდი სამსახური მიქმნის ყალბი მოდუნების გრძნობას, რომ უმუშევარი არ ვარ და შესაბამისად ახალს აღარც ვეძებ. Тфу…
პ.ს. ზამთარი ახლოვდება, ზამთარი… (და აქ ზამთრის რამე გულისამაჩუყებელი სურათი)
Tattoo
Posted in გალერეები, რეალობა, Happy, tagged ბლიად, თბილისი, სამუშაო, სიახლე, სურათი, ყვავა, ძუძუ, bigcrow, blog, crow, georgia, tattoo on October 19, 2009 | 19 Comments »
როგორც იქნა! გვეშველა! (ნუ თქვენ რა, მე მეშველა) მოვაბი როგორც იქნა თავი და ფეხზე დაწყებული ტატუ დავიმთავრე, ცხადია ჩემი ტატუს აპარატით. დატკბით:














გამოიწერე ბლოგი
გამოიწერე კომენტარები














