Feeds:
Posts

Posts Tagged ‘ყვავა’

მცირედი (13 წამიანი) ვიდეომიმართვა იმ გოიმებს და ყლეებს, რომლებმაც Youtube ახლახანს აღმოაჩინეს და ჯერ მისი მოხმარების ინსტრუქციას არ არიან გაცნობილნი. გენადი, ჩართე ფირი:

Read Full Post »

ხვალ დაბადების დღე მაქვს. 27-ის ვხდები… კარგი მხარე ამ ამბავში ისაა, რომ აქამდე მოვაღწიე, ცუდი კი ისაა, რომ უფრო ნაკლები დამრჩა სამარემდე. თუმცა ფილოსოფია გადავდოთ გვერდზე და შოს და ლავმენას ვიდეომოლოცვას ვუყუროთ, რომელიც სიმღერის ფორმატშია შესრულებული. წავიდა სმა, წავიდა ღრიანცელი და საერთოდაც, წარმოდგენაც მზარავს, როგორ ვიქნები ხვალ დილით. გენადი, ფონოგრამა: ეს კი საჩუქარი ჩემს თავს, [...]

Read Full Post »

ყოველდღიური პოსტვის კვირეული გრძელდება და დღეს მინდა მუსიკალურად დავტვირთო თქვენი გონებები. მუსიკა, როგორც ასეთი ჩემი დაწერილი არ არის, თუმცა თუკი დიჯეინგის კუთხით შევხედავთ, ჩემი შემოქმედების ნაყოფია. მოკლედ, ბევრი რომ არ გავატრაკო, მინდა წარმოგიდგინოთ სეტი, რომელიც გუშინ გავაკეთე. სეტი სასიამოვნო მოსასმენია, ვინაიდან წარმოადგენს საკმაოდ კარგი PsyTrance კამანდის, Orgon Flow-ს ტრეკების ჩემს მიერ დამიქსულ ვარიანტს. თუმცა, გარდა ამისა, [...]

Read Full Post »

მინდა შემოგთავაზოთ ძალიან კარგი გოგოების ჯგუფი “გორდელა”-ს რამდენიმე სიმღერა, რომელიც მათ არტ-გენზე იმღერეს, მირზაანში. აქვე პაპსა განმარტება მათთვის, ვისაც არ ეცნობა ეს ჯგუფი – ესენი ისინი არიან, “ჩვენ შოუში” რომ მღერიან ხოლმე რაღაც უცნაურ და არაორდინალურ სიმღერებს. რაც შეეხება თავად ვიდეოებს. ესენი გადავიღე 18 ივნისს, როცა მირზაანში არტ-გენი 2011 გაიხსნა. ეს კონცერტი ნიკო ფიროსმანის მუზეუმში [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი ვიდეო ნაწარმი, ჟურნალ ტაბულასთვის. სიუჟეტი ქართველ პარკურისტებზე, ანუ იგივე ტრეისერებზე. შეაფასეთ და დატკბით. ან პირიქით – დატკბით და შეაფასეთ.

Read Full Post »

ყველანაირი წვიმის მუსიკოსების გარეშე, უბრალოდ წვიმის მუსიკა. გააფულსკრინეთ ვიდეო, მოდუნდით და უსმინეთ. ვიდეო გადაღებულია დილით, 7 საათზე. ცუდია, რომ კამერა წვიმის არომატსაც ვერ გადმოსცემს. მეტი ეფექტისთვის ჩართეთ HD.

Read Full Post »

მინდა შემოგთავაზოთ ფოტოგალერეა ჩემი პატარა მოდელის აწყობისა. ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ წინა პოსტში.

Read Full Post »

უბრალოდ ვიდეო ბლოგი, ყოველგვარი წინასიტყვაობის გარეშე:  

Read Full Post »

რეალური და შეულამაზებელი ჭამა და სექსი უკომენტაროდ: 1, 2

Read Full Post »

მიმზიდველი სათაურის მერე, რომელმაც წესით თქვენი ყურადღება უნდა მიიპყროს (ყოველ შემთხვევაში მარკეტოლოგები ასე ამბობენ), თქვენ დიდი ალბათობით ელოდებით აბსოლუტურად არამიმზიდველ პოსტს, რომელიც 99%-იანი ალბათობით სათაურთან კავშირში არაა. თქვენ ასე ქართულმა ბლოგპოსტებმა მიგაჩვიეს. თუმცა ამჯერად ეს ასე არ არის. სათაური ზუსტად პასუხობს პოსტის შინაარსს. მეტიც, ის ემთხვევა იმას, რისი წარმოდგენაც მე თქვენთვის მინდა. ეს არის მუსიკა, [...]

Read Full Post »

ძველი ანონსი გემახსოვრებათ ალბათ: ძველი ანონსი. მინდა წარმოგიდგინოთ ვესჩი, დიადი იმორტალ დრანკარდსის, რომელიც თითქმის ასეთივე სიდიადის ბრიტნი სპირსის მეტალ ქავერს წარმოადგენს. ბევრი რომ არ გავატრაკო, ტიტრები და წავიდა ტრეკი. გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი, არანჟირება და კაცის ვოკალი – მე. ქალის ვოკალი – სვიტი. გენადი, ფონოგრამა:

Read Full Post »

მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმები პუბლიკავ. მინდა წარმოგიდგინოთ მორიგი სეტი, რომელიც უნდა დამეკრა Lisi lake open ari-ზე. ეს ფართი ობიექტურ/სუბიექტურ/კოსმოსური მიზეზების გამო არ გამოგვივიდა, ამიტომ სეტის ჩაწერაც დამაგვიანდა. თუმცა ის მაინც აქაა და შეგიძლიათ დატკბეთ მისი სმენით. ტრადიციულად, მიქსკლაუდის ფლეერი არ ჯდება პოსტში, ამიტომ დააჭირეთ ქოვერს ან ლინკს და გადახვალთ თავად სეტზე. იქ კი ყველაფერი [...]

Read Full Post »

კრეატივი. წინა კრეატივები ამავე თემაზე: შტეფან ფერბერის ჩანაწერები, არტილერისტის დღიურები. მე უნტეროფიცერი ლეონარდ მორზიკი გახლავართ, გერმანიის მოტორიზებული არმიის ერთ-ერთი სიამაყის, 30 ტონიანი, დაიმლერ-ბენცის მოდელის საშუალო სიმძიმის ტანკ VK 3002 DB-ს მეთაური. მე დიდი გზა გამოვიარე უნტეროფიცრობამდე. თავიდან მეც, ისევე როგორც უმეტესობა, პანცერობერშუტცი ვიყავი, ანუ უბრალო სერჟანტი. თუმცა ჩემი ბრძოლის სამწლიანი გამოცდილება ეტყობა დააფასა უფროსობამ და [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი სამი ძველი ძიჯეი სეტი, რომელთაგან ერთის, Sun set-ის რელიზი ერთხელ უკვე მქონდა, მაგრამ დღეისათვის მისი გადმოსაწერი ლინკები მკვდარია. ამჯერად მე აღმოვაჩინე მიქსკლაუდი, სადაც ძალიან ლამაზი ფორმით შეიძლება ამ სეტების დადება და რაც მთავარია, მათი მოსმენა გადმოწერის გარეშე. მაშ ასე: 1. Dj BigCrow – Sun set მიქსკლაუდს აქვს ძალიან ლამაზი და საყვარელი პლეიერი, [...]

Read Full Post »

ეს კრეატივიც ფორუმისთვის მივჯღაბნე. ისევე, როგორც არტილერისტის ჩანაწერები, ესეც თამაშ World of Tanks-ს ეძღვნება. ასე რომ აქაც თხოვნა იქნება ტალახის არსროლის. თორემ მე ტანკით ვარ და ვისი აჯობებს, ვნახავთ. თამაშის ლინკი – WorldofTanks.ru პანცერობერშუტცი შტეფან ფერბერი, მე-5 მოტორიზებული ბრიგადა. შემოდგომა, 1941 წელი, მინსკის მისადგომები. საოცარი მანქანაა ეს ლაიხტეტრაკტორი, თითქმის 9 ტონა რკინა, აღჭურვილი 100 ცხენისძალიანი [...]

Read Full Post »

მინდა წარმოგიდგინოთ პატარა კრეატივი, რომელიც ფორუმზე მივჯღაბნე წეღან. კრეატივი ეძღვნება თამაშს World of Tanks (worldoftanks.ru), ასე რომ შეაფასეთ და ბევრი არ მირტყათ. აპრილის მშვიდი დილა იყო. ჩვენი 25-ე ამერიკული საარტილერიო დივიზია საფრანგეთში, ქალაქ ლასვილის მისადგომებთან იყო გამაგრებული. მე, სერჟანტი სმიტი, M41-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო დანადგარის მეთაური, შევეცდები მოგიყვეთ, რა მოხდა იქ. როდესაც პირველი ბრძანება მოვიდა, [...]

Read Full Post »

ბევრი ლაპარაკის და შესავლის გარეშე მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი შემდეგი Творение – სახალხოდ გაპაპსებული და თავმობეზრებული ”ლავ, ეს სიტყვა ყველას ესმის”-ის ჩემეული ვერსია. არანაირაი ”ხელთათმანები” და ყველასესმისები, მხოლოდ სუფთა სახის კრეატივი თემაზე. ანუ რა მოხდებოდა საქართველოს ბანკს რომ სოფიკოზე ემღერა. ინსტრუმენტალი არ ვიცი ვისი, ალბათ გულედანის ტექსტი – ხალხური დანარჩენი, ვოკალი და მანჭვა-გრეხვა – ჩემი გენადი, [...]

Read Full Post »

NOT inspired by 2008 fucking years… -რას შვები ახალ წელს? -ალბათ არაფერს. შენ? -არც მე. — ახალი წელი, როგორც ასეთი, ძალიან მწვავე დღესასწაულია. ის ყველაში მწვავე გრძნობას იწვევს – ის ან ძალიან უყვართ, ან ძალიან ეზიზღებათ და ”მკიდია”-ს საფარქვეშ ნიღბავენ. მე მივეკუთვნები მათ რიგებს, ვისაც უყვარს ახალი წელი (ახლა გავაცნობიერე ეს) და მინდა, რომ რაც [...]

Read Full Post »

თან ამას მოუსმინეთ ახლოვდება ახალი წელი… ახლოვდება ახალი წელი, ამას მოთქვამს ყველა, ვისაც არ ეზარება… სამყარო კი ამ დროს იცვლება, დაქანებულ ფერდობზე დგას, ფერადზე და ნელნელა ქვემოთ იქცევა ყველაფერი. დაბლა, ფერად უფსკრულში… გიწელება ეს მუსიკაც, უფრო სწორად, მისი ინტერპრეტაცია ჩემში. ამის წამლები ლუდში უკეთსად იხსნება და მეც ლუდს ვაყოლებ, რომ გავხსნა და სისხლში გავიჯერო მათი [...]

Read Full Post »

კვლავ და კვლავ და კვლავ და კიდევ 100500-ჯერ მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, რომლებიც ამ პოსტით ერთხელაც იქცევით მაყურებლებად. მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, თემაზე ”ქართული კრეატივის მამები”, ანუ როგორ მოქმედებს ქართული კრეატივის მანქანა. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ: ლინკი: http://www.youtube.com/watch?v=l3Xk26uIJeI

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 528 other followers