Feeds:
Posts

Posts Tagged ‘artists’


მაშ ასე, მეგობრებო, დავიწყეთ.

[რა დავიწყეთ? რა წესები აქვს? დააჭირე აქ.]

ვინაიდან და რადგან ეს ყველაფერი ჩვენთვის პირველია, ამიტომ თემასაც მოდი ნუ ავირჩევთ, ვხატოთ ყველამ ის და ისეთი ფორმით, როგორც გაგვეხარდება. მთავარია, რომ საბოლოო ნახატი გამოვიდეს გრძელი და უწყვეტი. არც ხატვის ტექნიკაში შევიზღუდოთ და არც არაფერში. ასე რომ გთავაზობთ საწყის ”ნახატს” . ვინაიდან და რადგან ჯერჯერობით მსურველები არ ვართ ბევრი, ამიტომ იმედია როგორმე შევთანხმდებით ვინ ვის მერე გააგრძელოს.

მთავარი – ხატვას ვაგრძელებთ ქვემოთ. თავის პატარა გადასვლით და შემდეგი მონაწილისთვის წარმოსახვით დატოვებული გადასასვლელით. შემდეგი ნაწარმოებები, ვგონებ ჯობია Pix.ge -ზე ავტვირთოთ და კომენტარებში მივუშვათ. საბოლოო შედეგს კი – ოოო, მაგას მერე ყველგან ვაფრიალებთ :) მაშ ასე, დავიწყეთ:

აქვე სვიტის იდეით საერთო ტეგი ამ იდეისთვის, რითიც დავტეგოთ ჩვენი მსგავსი და ა.შ. პოსტები, ადვილად რომ ვიპოვოთ. ეს ტეგი მოდით იყოს walldraw01.

Warning: აპდეიტები და შემდეგი ვერსიები დაიპოსტება აქვე, მაგრამ პოსტს შევკეცავ, ძალიან რომ არ გაივსოს. ასე რომ დააჭირეთ აქ —>>>  (more…)

Read Full Post »


კონცეპტ არტისტებო, მხატვრებო და მათთან გათანაბრებულო პირებო, ასევე ჩემნაირო ხატვაში უნიჭო მაგრამ მონდომებულო ხალხო. ვიწყებთ ახალ არტ პროექტს, რომელსაც არ ვიცი რა დავარქვა, ამიტომ უბრალოდ ”კედელზე ხატვა” ავიღოთ სათაურად. მისი პრინციპი მარტივია და ნიმუში შეგიძლიათ იხილოთ წინა, ძალიან გრძელ პოსტში.

მიზანი არის ის, რომ უნდა გაკეთდეს ერთობლივი ინტერნეტ არტი, ისე როგორც კედელზე ხატავენ, ერთი მხატვარი დახატავს, მერე მეორე გვერდზე დაუხატავს გაგრძელებას და ა.შ. ასეთი რაღაცეები ინტერნეტშიც ხდება, ზოგი ვერტიკალურად და ზოგი ჰორიზონტალურად. ჩვენ გავაკეთოთ ვერტიკალურად, რადგან უფრო ადვილი დასათვალიერებელია, პრინციპული განსხვავება კი არაა.

წესები არის ტექნიკურად ასეთი (იხ. სურ.):

წესები, რომლებიც მარტივია

ცხადია, ვინც ამაში მონაწილეობას დააპირებს, უნდა იცოდეს იმდენი მაინც, რომ ტექნიკური მინიმუმი მაინც შეასრულოს. ახლა კი წესები:

  • პირველი, ანუ დამწყები არტისტი აკეთებს თავის არტს, ზომებით 300×450 pix. აქედან ქვედა 50 პიქსელი არის ის, რაზეც უნდა მიაბას მეორე არტისტმა თავისი არტი, ასე ვთქვათ გადასვლის ზონა, რათა არ მოხდეს უშნო სტიკოვკები.
  • მეორე არტისტი იღებს ამ ფაილს და აედიტებს იმ პროგრამაში, რომელიც მისი სულისთვის ყველაზე ახლოსაა. დაედიტება იწყება იმით, რომ საერთო სურათს ზრდის სიმაღლეში კიდევ 450 პიქსელით, ანუ მეორე არტისტის მერე სურათი იქნება სიმაღლეში 900 პიქსელი. აკეთებს თავის არტს იმ 400 პიქსელზე, რაც მთლიანად მისია, ზედა არტის 50 პიქსელზე აკეთებს გადმოსვლას თავისაზე და ქვემოთ 50-ს უტოვებს შემდეგს.
  • დანარჩენი მეორდება

თუკი ეს ახსნა თქვენთვის ბუნდოვანია და მასში სიცხადე არც ზემოთ მოყვანილ სქემას შემოაქვს, ან უბრალოდ თვლით, რომ ეს ყველაფერი ძალიან რთულია – მაშინ დაანებეთ ამაზე ფიქრს თავი. ხოლო ვისთვისაც ეს ყველაფერი გასაგები, მისაღები და რაც მთავარია – სახალისოა, მაშინ გელით.

ამ პოსტის კომენტარებში დაფიქსირდით მსურველები და საღამოსკენ დავიწყებთ.

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 1,756 other followers

%d bloggers like this: