მინდა წარმოგიდგინოთ ვესჩი, დიადი იმორტალ დრანკარდსის, რომელიც თითქმის ასეთივე სიდიადის ბრიტნი სპირსის მეტალ ქავერს წარმოადგენს. ბევრი რომ არ გავატრაკო, ტიტრები და წავიდა ტრეკი.
გიტარა, კლავიში, ბასი, დრამი, არანჟირება და კაცის ვოკალი – მე.
ქალის ვოკალი – სვიტი.
სათაური ალბათ გეცნოთ, ესაა ბრიტნი სპირსის ძველი ჰიტი. არა, მე ამ ჰიტის ვიდეოს დაგდებას არ ვაპირებ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ამ რამდენიმე დღის წინ მუზა მეწვია და გადავწყვიტე მისი გოთიკ-მეტალ ქავერის გაკეთება. ჯერჯერობით დემოს ვერ დავაგდებ, რადგან ჩაწერები მიმდინარეობს, მაგრამ ელოდეთ და ძრწოდეთ!
რაც ყველაზე სასიამოვნოა ამ პროცესში ისაა, რომ ამდენხნიანი პაუზის შემდეგ, როგორც იქნა, ისევ დავიწყე რაღაცის წერა. ბოლო ვესჩი, რომელიც გავაკეთე, იყო ”გელინო”-ს რეპ ქავერი. ასე რომ მალე… მალე…
და კიდევ ერთი – გიტარას და ბასს ამჯერად ცოცხლად ვწერ. ასევე ვეძებ ქალს, საოპერო ვოკალით, თუ ვერ ვნახავ და… რამეს მოვიფიქრებ. ერთი კანდიდატი კი მყავს, მაგრამ არ ვიცი ჯერ რა გამოვა აქედან, რამდენად საოპერო იქნება ეს ყველაფერი.
მანამდე კი შემოგთავაზებთ ამ სიმღერის ერთ-ერთ ვერსიას, ესეც მეტალ ქოვერია, მაგრამ ხერხვებიანი:
გამარჯობა ვიზიტორო. შენ მოხვდი ყვავის ბუდეში, ანუ ჩემს ბლოგზე, რომელიც აგერ უკვე რამდენი ხანია გაფრთხილებთ ყველას, რომ მალე დადგება ბირთვული ზამთარი. თუმცა მანამდე შეგიძლიათ დატკბეთ იმით, რასაც აქ იპოვით. ბლოგზე კი მართლაც ბევრი რამეა - ჩემი ლიტერატურული თუ მუსიკალური შემოქმედება, vLog-ი, ფილოსოფიური წიაღსვლები თუ უბრალოდ ჩემი ცხოვრების განსაკუთრებული მომენტების ამსახველი ფოტოები და ვიდეოები, თავისი აღწერით. ეს არის ის, რაც ჯამში შეადგენს ყვავის ბუდეს. Enjoy :)