კვლავ და კვლავ და კვლავ და კიდევ 100500-ჯერ მოგესალმებით ჩემო მკითხველებო, რომლებიც ამ პოსტით ერთხელაც იქცევით მაყურებლებად. მინდა წარმოგიდგინოთ ვიდეოპოსტი, თემაზე ”ქართული კრეატივის მამები”, ანუ როგორ მოქმედებს ქართული კრეატივის მანქანა. დანარჩენს ვიდეოში იხილავთ:
Posts Tagged ‘vloggers’
ვიდეოპოსტი – ქართული კრეატივის მამები
Posted in ვიდეო, რეალობა, საზოგადოება, vLog, tagged ვიდეო, ვიდეოპოსტი, ვლოგი, კრეატივი, მამები, ქართული კრეატივი, ყვავა, bigcrow, blog, georgia, tbilisi, vlog, vloggers on December 17, 2010 | 18 Comments »
პროფესია
Posted in ვიდეო, რეალობა, vLog, tagged bloggers, georgian, rotten, sho, tiko, vlog, vloggers on February 19, 2009 | 13 Comments »
პროფესია – ეს არის აზიმოვის მოთხრობის სათაური, რომელმაც ჩემზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ დღემდე დაყლევებული დავდივარ (წუხელის წავიკითხე). ასევე მაყლევებს უმუშევრობა, უფრო სწორად კი ფიქტიური სამუშაო. ამ ყველაფერზე და არამარტო ამათზე არის ჩემი შემდეგი ვიდეოპოსტი, რომელშიც ამავე დროს ვეხები ახალ ვიდეო ბლოგერებს.
დანარჩენი ვიდეოში:
link: http://vimeo.com/3284796
აქვე ”მაყურებელთა თხოვნით” ვაგდებ იმ ზემოთხსენებული ბლოგების მისამართებს: თიკო და შო (როტენი). მართალია შოს ძალიან დაჭყანული მისამართი აქვს და არ არის გამორიცხული გამოცვალოს მალე, მაინც ვდებ, თავისი სადარდებელია ეგ :)
პლუს ზარმაცი და უწიგნური მკითხველებისთვის (წიგნი რომ არ აქვთ და ნეტში მოძებნაც ეზარებათ ანუ) ვდებ ამ მოთხრობის ლინკს, მართალია რუსულადაა, მაგრამ რას იზამ, ინგლისური ბიბლიოთეკა მე არ ვიცი და ქართულად მგონი საერთოდ არ არის ნათარგმნი. ასე რომ წაიკითხეთ და დატკბით – აიზეკ აზიმოვი – ”პროფესია”. შედეგები და შთაბეჭდილებები შეგიძლიათ მოპოსტოთ აქვე :)






გამოიწერე ბლოგი
გამოიწერე კომენტარები














