ექსკურსია არმაზში


26 ივნისი 2005

ქრონიკა 1. “თბილისი”

…დამაგვიანდა…
დილით უნდა შევკრებილიყავით 8 საათზე. მე როგორც ყოველთვის, ის ღამეც ვერ დავიძინე და სადღაც დილის 6–ისთვის ჩაძინებული 7–ზე დაპანიკებული წამოვხტი ლოგინიდან და დიდუბისკენ გავექანე…მაინც დამაგვიანდა… მე და თეკლა ერთად მივედით და იქ უკვე კააააი ბლომად ხალხი დაგვხვდა…მისალმებები, მპაჩები, მპუჩები და ა.შ. მოკლედ როგორც იქნა მოვიფიქრეთ და ავტობუსში ჩავეყარეთ, ვინც ვერ მოიფიქრა და ის ბაზარში წავიდა. მსმელმე სასტავმა ეგრევე ვიზრუნეთ (რა თქმა უნდა) სასმელზე, მე, ლუქსა, მირაბელა და არაფორუმელი, ორშაფათიდან რომ დავრეგისტრირდებიო რომ თქვა . კონტრაბანდული ტვირთი შევიტანეთ ავტობუსში და მის გასვლამდე ხმა არ ამოგვიღია…

ქრონიკა 2. “გზაში–ავტობუსი”

დავაბინავეთ რა ეს ტვირთი (და სხვაც, ანუ ზაკუსკა) აფტობუსში და დავიძარით, ანუ დავიგულეთ რომ არავინ მას აღარ შეეხებოდა, გახარებულები შევუდექით ნასკებში დამალული პივის მოხმარებას, რომელსაც იქვე მივახმარეთ მისტერ ლავერმანის ლიტრანახევრიანი პივა და ასე თქვათ პად გრადუსომ და შესაბამისად კაააი ხასითზე მივენდეთ შაფიორს…

ქრონიკა 3. “გზაში–ფეხით”

აჰაა! როგორც იქნა ჩავაღწიეთ მცხეთის გადასახვევამდე და გადმოვბარგრით ავტობუსიდან, რომელშიც, მამენტ, მარტო ჩვენ ვისხედით… გადმოვბარგდით და ახლა გამოჩნდა ჩვენი ავლა–დიდება, რომელშიც შედიოდა კონტრაბანდა (მაგას აღარ ჩავთვლი), საჭმელი–გაურკვეველი შემადგენლობის და რაოდენობის, ბურთი და ბამბიგტონი– არ ვიცი საიდან და რატომ, იქვე ნაყიდი პური, რეჯინა (მინი ვლადი) და…ნუ მგონი ეს იყო სულ…რავი, ეგაა რა…

გავუყევით გზას. რადგანაც გზაში არაფერი არ მომხდარა, ამიტომაც ისეთი არაფერია დასაწერი. ავედიიით…ავედით რა, მივედით ასახვევთან. ერთი იყო, რომ ვიღაც–ვიღაც სუბიექტები ფრიად ნეალ მოსეირნობდნენ…

შევედით მუზეუმში, ვნახეთ იქაურობა, ვნახეთ ძვეეელი აბანო, აბანოიდები (ფორუმის) გავახარეთ თავიანთი სამყოფლის განსხეულების ნახვით და წამოვედით ( გამოვედით)…

ქრონიკა 4. “გზაში–აღმართი”

მოოოკლედ, დავიწყეთ ასვლა. მსმელების ბრიგადას, რომლებსაც სრული კონსტიტუციური უფლაბაბი გაგვაჩნდა ჩვენს (!!!!!!) არაყზე, გზაში ბევრჯერ გაგვიჩნდა (ბუნებრივი) სურვილი, გავჩერებულიყავით და მოგველხინა, მაგრამ ვინ გაცადა… მოკლედ ავედით იქვე ეკლესიასთან და დავბანაკდით. იქვე სპონტანურად მოხდა ჩვენი გაყოფა ორ ჯგუფად–”მფორთველები” (მკიდია თქვენი სუფრა) და “სუფრელები” (მკიდია თქვენი ფორთხვა). მე (და მსმელების ბრიგადა, ჯერჯერობით 4 კაცი) რათქმაუნდა აღმოვჩნდით “სუფრელებში” და გზის დალოცვით გავისტუმრეთ “მფორთხველევი საფორთხად.

ქრონიკა 5. “სუფრელები” vs “მფორთხავები” –ნაწილი 1.(სუფრელის ჩანაწერებიდან)

წავიდნენ “მფორთხავები” და ბურთი და მოედანი დაგვრჩა “სუფრელებს”, თუმცა არც ერთზე გვიფიქრია და არც მეორეზე–ცოტა ხანში წვიმა დაიწყო და სუფრელების მთელი სასტავი ერთობლივად შევეყარეთ ეკლესიის სამრეკლოს ქვეშ, გარდა პრანკსტერებისა, რომლების სადღაც გაქრნენ და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ორიოდ მეტრით ზემოთ იყვნენ ჩვენგან, თუმცა ჩვენ მათი დაკარგვა დიდად არც გვიდარდია–გვშიოდა! სასწრაფოდ ამოვქექეთ ჩანთები და აღმოვაჩინეთ საკმაოდ ძვირფასი რესურსები–ლობიანები (ტონა ს ჩემტა), ლუდი (ლიტრანახევარი მხოლოდ) და პეპსი კოლები (ტოჟე ტონანახევარი), რომალთა წარმატებით ათვისების შემდეგ (და მხოლოდ მაშინ) გაგვახსენდა გიტარის და პრანკსტერების არსებობა , ნუ მაგეებს კი მივაგენით და გიტარაც ავითვისეთ ამასობაში აღმოვაჩინეთ რომ ცხოვრება მშვენიერია (მშიერი კაციო ხომ იცით… ) და ასევე–აღარ წვიმდა! გამოვედით გარეთ და მივესიეთ ცეცხლს (ტო ესწ მიესიენ, მე და რამდენიმე კიდო, გვარს…ტფუი, ნიკს არ დავასახელებ, გიტარას ვითვისებდით ამასობაში…

მოკლედ არ ვიცი როგორ (სუხოი სპირტი და ჩახუტება) სველი კოცონიც აინთო…

ქრონიკა 6. “სუფრელები” vs “მფორთხავები” –ნაწილი 2. (სუფრელის ჩანაწერებიდან)

კოცონი აინთო, წვიმამაც გადაიღო, რაღა გვინდოდა მეტი, ნელ–ნელა გავუთამამდით და შემოვუსხედით. ნუ აღარ ვიხოცებოდით, მაგრამ მაინც გვშიოდა. და აი, გამოჩნდა ისინიც–ბრიქოზები! შესაწვავი თანაც! ვეცით, წამოვაცვით და მიდიი…იქ ამბები დავატრიალეთ!

….ბრიქოზებზე გამახსენდა ძლოყვნის გაკვეთილები იყო ატეხილი ავტობუსში, ნაყინებზე … ნუ ეს ისე …

…მოვულხინეთ იმ სოსისებს, ბოდიში–ბრიქოზებს და დავეყარეთ ძაააააალიან მაძღრები და კმაყოფილები, თან ვნატრობდით–ნეტაი ჯერ არ დაბრუნდნენ და არ ჩაგვიშალონ ეს მდუმარე იდილიაო, რომელსაც თაზოს გიტრიკვრა კიდევ უფრო ამშვენიერებდა

ქრონიკები 7. “მფორთხავები”

მას აშე, ყველაფერი კაი ცოტ–ცოტაო და მფორთხავებიც დაბრუნდნენ. ის იყო პირველი მფორთხავი დავინახეთ და ჩვენ ეგრევე ვეცით სასიცოცხლო რესურსს–არაყს და მისი გადარჩენა დავიწყეთ…და ჰოი, ვერაგნო! თბილისში რომ გვეგონა თავი ტრეზვინიკების საზოგადოების შეკრებაზე, უცებ ჩვენს ოთხ კაცზე გათვლილ 1.5 ლიტრ არაყს 10 (ათი) მომხმარებელი გამოუჩნდა და აქედან გამომდინარე არაფერიც არ შეგვხვდა! დიიიიიიიიიიდი მინუსი ორგანიზატორებს–ალკოჰოლი რომ სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის ეს მე და მირაბელამაც დავამტკიცეთ “რა, სად, როდისში” მაშააა!

ხოოოდა ასეე… არაფერი არ მოუყოლიათ ცვენს ფორთხავებს სად და რა ქნეს–ეგრევე საჭმელს ეცნენ! ჰმმ!

ქრონიკა 8. “ღრიანცელი”

…დავლიეთ…უფრო სწორად ყურში ჩავისხით და ნაკაწრებზე გადავისვით, მეტზე მაინც არ გვეყო და დაიწყო ღრეობა! ახალმოსული მაგრამ უკვე მაძღარი მფორთხავები შეესიენ ბურთებს, ბამბიგტონებს, გიტარებს (ნუ ყველაფერს თითო–თითოდ მარა მაინც) და ატეხეს ღრიანცელობა. იქვე დავიწყეთ “რა, სად, როდის”–ის თამაში, რომელშიც ჩვენმა ალკოჰოლმიღებულმა დუეტმა აჩვენა მსოფლიოს დასროჩნი პასუხებით, რომ ალკოჰოლი დადებითად მოქმედებს ტვინის უჯრედებზე … გავანადგურეთ… მერე კოცნის პირას დავსხედით და აქედან დავიწყეთ ჭვრეტა და ტკბობა იმისი, თუ როგორ დასდევდა 15 კაცი ერთ მფრინავ თეფშს და როგორ თამაშობდნენ მაფიოზობანად ცნობილ რაღაც სტრანნ თამაშს

…ამასობაში ვიღაც–ვიღაცეები გაგვეპარნენ! არ ვიცი, მგონი პრანკსტერმა თქვა–გვეჩქარებოდაო, მაგრამ ფაქტია რომ–ფაფუუ…

ჩვენ კიდევ ასე 8 (რვა) საათამდე ვიყავით და ნელ–ნელა წამოვედით…

ქრონიკა 9. “დაბრუნება”

…წამოვედით… აბა იქ ხომ არ დავრჩებოდით…მამენტ, როგორც მე ხალხის განწყობიდან შევატყვე, დავრჩებოდით კიდეც რესურსები რომ გვქონოდა საკმარისი მაგრამ ეჰ…

მოკლედ დავეშვით დაღმართში, თან ჩვენ თითნ გვიკვირდა–ასე სწრაფად როგორ მოვდივართო. მე მაგალითად ისე გამიკვირდა, რომ წყალში ჩავვარდი ორივე ფეხით და მერე ჭყლაპ–ჭყლაპ–ის ხმა არ მომშორებია მთელი გზა

…ჩამოვედით გადასახვევთან, ერთ მატარებელს აქაც გადავურჩით (გადაურჩნენ), ავტობუსი ათი საათისთვის დავიბარეთ და გავუყევით მცხეთისკენ. გზაში ვიშაგავეთ (იშაგავეს), ჰიმნი ვიმღერეთ (იმღერეს, მე ხელს ვუშლიდი ) და მოკლედ მცხეთის ხიდამდე მშვიდობიანად ჩამოვედით… აქ კი…ოოოო!!!!

ქრონიკა 10. “მცხეთაში”

…მცხეთის გადასახვევთან იყო რაც იყო! ჩვენ კვლავ ორად გავიყავით–”ნათელები” ( ) და “ბნელები”

“ნათელები”– …კაი რა, რა მცხეთა, წამო ახლა სადმე ზავიძენიაში მივსხდეთ და ცოტ–ცოტა ჩავურტყათ…
“ბნელები”–… ააახლა აქედან ყველანი მივდივართ დედათა მონასტერში…

მოკლედ ადვილი გამოსაცნობია მე რომელ ბანაკში ვიქნებოდი…მაგრამ სამწუხაროდ უმცირესობაში აღმოვჩნდი და ჯურებჩამოყრილი გავყევით დანარჩენებს. მაააგრამ! გზაში დავეწიეთ ინტელიგენტს (რომელიც თავის მხრივ დანარჩენებს ჩამორჩა) და ლუდების ყიდვაზე დავითანხმეთ…ჩვენც მეტი რაღა გვინდოდა სრული ბედნიერებისთვის, ამიტომაც სასტიკი უარი განვაცხადეთ დედათა მონასტერში წასვლაზე და თან ისიც ვუწინასწარმეტყველეთ–დაკეტილი იქნებაო, მაგრამ ჰა, ვინ დაგვიჯერა… წავიდნენ, ჩვენ კი აქ სასწაულის მოლოდინში დაგვტოვეს–ოთხი ფორუმელი და ორიც მომავალი (ფორუმელი)

ის იყო ლუდები გაგვითვდა, რომ სასწაულიც მოხდა–გამოჩნდა ავტობუსი, საეჭვოდ განათებული და საეჭვოდ ნაცნობი ხალხით გატენილი. ჩვენ ეგრევე წინ დავუწექით გზაზე და გავაჩერეთ. ავედით–ჩვენები დავეყარეთ სადაც რამე თვისუფალი ადგილი ვნახეთ და წამოვედით…

ქრონიკა 11. “ბოლო შტრიხები”

…ვსხედვართ ავტობუსში, საააკმაოდ დაქანცელები და ხმას არ ვიღებთ, თითქის… მხოლოდ ვიცინით…
…ავტობუსმაც თავი გაიგიჟა და გარეკაა! ამიტომაც ცოტა ხანში, ყოველგვარი გართულებების გარეშე ჩამოვედით თბილისში–დიდუბეში. იქ მე და ლუქსა დანარჩენებს დავშორდით და გურიჩის დასალოდებლად წავედით, ისინი კი მგონი ნელ–ნელა დაიშალნენ…

დასრულდა ესე ამბავი
ვითა სიზმარი ღამისა…

თბილისი, 2005 წლის 26–27 ივნისი. © BigCrow -ქრონიკების მომწოდებელი. ყველა საავტორო უფლება დაცულია. ნაწარმოების ნებისმიერი სახით გამოყენება, ციტირება, გადაკეთება ავტორის ნებართვის გარეშე დასჯადი ქმედებაა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “ექსკურსია არმაზში”

  1. ar ginda celsac movacxot msgavsi msvleloba sadme da ise vqnat ro arayi bevri iyos da xalxi cota… :evil: anu marto me da shen, ogond jer fuli avkribot blomad da mere gaviparot…

  2. დავლიოთ ჯერ ერთი ყუთი არაყი და ნახავ მერე რატომაც ქვია ”გოჭი” ამ თამაშს :)

    ან მეორენაირად ”რწყევია გოჭები” :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s