ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები


ლაშქრობა ბეთანიაში
დაკარგულის დღიურები
10 ივლისი 2005 წელი

07:25, სახლი
–გაიღვიძე!
–…
–გაიღვიძე კაცო, დაგაგვიანდება, რვის ნახევარია…
მე ფეხზე წამოვხტი და უხალისოდ დავფაცურდი, საჩქარო მეთოდით ვჭმე, ცარიელი ჩანთა ზურგზე მოვიგდე და ჰაიდა!

08:07, ვაგზლის მოედანი
მივედი…დამხვდა საეჭვოდ ცოტა ხალხი…მდამ, აშკარად რვა საათი იყო ნათქვამი… მე ეგრევე ესკაესას პივას დავეწაფე და როცა დავრწმუნდი რომ არ მოდიოდა მაინც არავინ ერთიც ჩემი მივაყოლე.

08:25, იქვე
თითქოს შევიკრიბეთსავით…13 თუ 15 ვართ…კარგია, შევკრიბეთ ფული და მცოდნე ხალხი გავუშვით “ზა ბაეპრიპასამი” ჩვენ კი, როგორც დაგვაბარეს, მარშუტკის რიგში ჩავდექით. ასე 5 თუ 6 მარშუტკის და ამდენივე პივის შემდეგ ჩვენებიც გამოჩნდნენ, იმდენი პროდუქტებით, რამდენის ყიდვაც ამის მეხუთედ დროშიც კი შეიძლებოდა… მოკლედ, ბატონ ინტელიგენტს რათქმაუნდა არ გავაგებინეთ რომ სანამ ის საყიდლებზე იყო წასული, ჩემს ჩანთაში სამმა საეჭვო ბოთლმა ამოყო თავი და მარშუტკაში ჩავსხედით, სადაც ვიღაც გოგოები მიდიოდნენ ასევე ექსკურსიაზე დაახლოებით იქვე, ასე რომ მთელი გზა ერთმანეთის ყურების გარდა სხვა საქმეც გვქონდა. გზაში ესკაესამ იპოვა ლარიანი, რომელსაც ერთბაშად სამიოდე პატრონი გამოუჩნდა, მაგრამ ყველაზე დამაჯერებლად ინტელიგენტმა დაასაბუთა თავისი საკუთრების უფლება ამ ლარიანზე–”მე რომ დამივარდა მოწმეებიც მყავსო”, ჩვენც პრაპუსწიწე ინვალიდაო და მარშუტკა დავცალეთ.

09:57, მგონი წყნეთი
გადმოვედით მარშუტკიდან და სამიოდე კაცი ეგრევე გავექანეთ ადგილობრივი ბუჩქების გამოსაკვლევად პივისადმი მდგრადობაზე, უკან დაბრუნებულებს კი კაციშვილი აღარ დაგვხვდა ადგილზე… ჰმმ… ჩვენ ეს მართალი რომ ვთქვა დიდად არც გვიდარდია და ჩვენი მზაკვრული გეგმის განსახორციელებლად, რომელიც იქვე მოგვაფიქრდა ცარიელი მარშუტკების დანახვაზე, მირაბელასაც გადავურეკეთ, რომელსაც ჩვენზე არანაკლებ უყვარს სიარული. როდესაც ყველანი ზბორში ვიყავით, იქვე დავსხედით და დავიწყეთ ფიქრი. ჩვენი მზაკვრული გეგმის დაბადება კი გამოიწვია იქვე მყოფი ჯეელების ინფორმაციამ, რომლებმაც გვაუწყეს, რომ ბეთანიის გადასახვევამდე ასე რვა კილომეტრია. დაახლოებით 15–20 წუთი ვისხედით იქვე და საკმაოდ ვკაიფობდით მათზე, ვინც ფეხით წავიდა. ვინ ვიყავით ახლა–მე, მირაბელა და ორი აკადემიკოსი–ესკაესა და მამაო ენუქი. ამასობაში ფეხოსნებიც დაგვიკავშირდნენ და გვახარეს–პურის ყიდვა დაგვავიწყდა (ნეტა რაზე ფიქრობდნენ) და თუ მოახერხებთ იყიდეთო. ჩვენ მზაკვრულად გავიღიმეთ და იქვე მდგომ მარშუტკის მძღოლსაც გავუღიმეთ. მანაც გაგვიღიმა…

10:28, მარშუტკა
ამ ურთიერთღიმილის შედეგად ჩვენ მივექანებით თონისაკენ, რომელიც იქვე ორასიოდე მეტრშია, მაგრამ რატომღაც ჩვენ ორიოდე კილომეტრი ვიარეთ სანამ მივიდოდით. ვიყიდეთ პური და იმით გახარებულები რომ ის ხაჭაპური, ჩვენ რომ გვქონდა იჭმეოდა, გავექანეთ უკანვე თან წინასწარ ვხალისობდით მომავალი შეხვედრით.

10:43, იგივე მარშუტკა
გავიარეთ ერთი მოსახვევი, მეორე, მესამე…რაღაც არ ჩანან. ჰმმ…სად წაიყვანა ამ ინტელიგენტმა ხალხი ნეტა? რას გაიგებ, გზა ერთია და ალბათ აქ იქნებიანო–ის იყო ეს ვთქვით და ისინიც დავინახეთ. ჩვენი თხოვნით მძღოლმა სვლა შეანელა და ჩვენ დემონსტრაციულად ჩავუარეთ მათ გვერდზე.

11:13
მივედით გადასახვევამდე. აქ პრავიზიები გავანაწილეთ და დაღმართს დავუყევით. ცოტა ხანი ვიარეთ და პირველივე გზაგასაყართან დავცვივდით. აქ შეგვხვდა ერთი კაცი, რომელმაც ძალიან დეტალურად და ნატურალურად აგვიხსნა როგორ უნდა ჩავსულიყავით ბეთანიაში ისიც დაამატა–ასე რვა კილომეტრია იქამდეო… აი აქ მოგვწყდა წელი…მაგრამ რას ვიზამდით, წავყევით ინტელიგენტს და დაწინაურებულ ხალხს. ცოტა ვიარეთ თუ ბევრი, ალბათ უფრო ბევრი, ჩავედით რაღაც დასახლებამდე სადაც მე და კიდევ რამდენიმე ჭკვიანი კაცი თვალებათ ვიქეცით, ისეთი ადგილი ვიპოვეთ–წყალი, მუხების ჩრდილი, ძაალიან მაგარი ხედი…მაგრამ ვინ გისმინა–აუცილებლად ბეთანიაში უნდა ჩავიდეთო…დავუყევით დაღმართს და თან გული გვიწუხდა უკანა გზას რომ წარმოვიდგენდით, მაგრამ ინტელიგენტი ყველაფრის მცოდნე სახით წინ მიგვიძღოდა. გზაში კიდევ ვნახეთ რამდენიმე ისეთი ადგილი, რომ გული იქ დაგვრჩა. გავდით თანდათან უვალ გზაზე, რაღაც შლაგბაუმი გავიარეთ და დავექანეთ!

11:30, გზაში
რაღაც ძალიან ნიტოდ მივდივართ–ორად გაყოფილები, ზოგი წინ და ჩვენ უკან…დიდი ინეტლიგენტის გამჭრიახ გონებას მინდობილები. გზა მიდიოდა ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვეულებრივ დაღმართიან გზას, ხან იქეთ მიუხვევდა და ხან აქეთ. ჭკვიანი ხალხი გაყვა მაგ გზას, დანარჩენები კიდევ გავყევით ინტელიგენტს, რომელმაც გადაწყვიტა რომ მოკლე გზით ჩასვლა უპრიანი იქნებოდა… მივდივართ დაღმართში, გადავკვეთეთ გზა ერთხელ, გადავკვეთეთ მეორედ და…

11:59, ტყეში
…მესამედ ვეღარ გადავკვეთეთ…სადღაც ტყეში ვართ, როგორც იტყვიან-ჰუი ივო ზნაიტ სად, აქ შევიგინე პირველად-რუკა რატომ არ წამოვიღე-თქო…მაგრამ მივხვდი რომ არ მიშველიდა გინება და ბედს დავემორჩილე, თან დიადი ინტელიგენტი ისე მისთქვამდა-წამოდით, წამოდითო, რომ ერთი მომენტი ეჭვიც კი შემეპარა-ამან რაღაცა იცის და გვიმალავსთქო…
და აი როგორც იქნა გამოჩნდა ბილიკი, საკმაოდ გათელილი. ჩემში ეგრევე ამუშავდა ავტოპილოტი, რომელმაც მიკარნახა-რაც უფრო გათელილია ბილიკი, მით უფრო კარგ ადგილას მიგიყვანს ისო. დავუყევით ამ ბილიკს და ის-ის იყო ვიფიქრე გვეშველა და მალე მწვადებსაც ავაშიშხინებთო რომ…

12:04, ვაიმე
ინტელიგენტამ და თეკლამ გადაუხვიეს! ტო ესწ ჩაუხვიეს… რადგანაც ისინი წინამძღოლებად ითვლებოდნენ, ჩვენც გავყევით. ცოტა ხანი რაღაც ბილიკის მსგავსს მივუყვებოდით, მაგრამ მერე ეგეც გაქრა და ჩვენ რაღაც უცნაურ და მუხის ფოთლებით ამოვსებულ ხეუბას დავუყევით… ბევრი ვიარეთ, ძალიან ბევრი… ერთხელ შესვენება და ჩიპსების ჭმაც მოვასწარით, ტო ესწ მოასწრეს, რადგანაც მე და მირაბელა, ამ უკანასკნელის ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე უკან მოვდიოდით და როცა ჩამოვედით ჩიპსები უკვე აღარ იყო…მოკლედ ბევრი ვიარეთ თუ ბევრი ვიარეთ ჩამოვედით ხეობის ძირში-მდინარეზე! მაგრამ ჩვენ რომ გვეგონა მდინარეზე ვართო-ნურას უკაცრავად-კიდევ ოთხიოდე მეტრი კედელზე უნდა გვეხოხა… ინტელიგენტმა ბარგი ხელში შემატოვა და ცქვიტად ჩაფოფხდა ქვემოთ. მეც როგორღაც ნახევრამდე ჩავედი, თუმცა როგორ მოვახერხე არ ვიცი-ცალ ხელში მირაბელა მეჭირა და მეორეში ბარგი (თან როგორი ბარგი! მაგ ბარგის წყალობით გავხდი მე დოცენტი…ეგ მერე…) ასე რომ რითი ვეჭიდებოდი ნეტა ფესვებს და ბალახებს? ნუ როგორც იყო…ჩავფოფხდი ნახევრამდე და ბარგი ჩავაწოდე. და აი აქ მოხდა ყველაზე საშინელი! ინტელიღენტმა ბარგი დაუდევრად გაყარა იქვე რიყეზე! ჩემიი ბოთლები!!! მაგრამ ეს მე საბედნიეროდ არ დამინახავს და დანარჩენები (ტო ესწ მირაბელა და მელიკდა) ჩამოვზიდე ძირს…მერე გავიხადე ფეხზე და ვერეშე ჩავყარე J ”გადავრჩით”-გვიხარია ჩვენ…

12:23, მდინარე
ჯერ სადა ხარ თურმე! ჯერ ერთი როგორც კი მივიხედ-მოვიხედეთ ცოოტა ფერი წაგვივიდა-საადღაც ხეობის ძირში ვართ, არც ის ვიცით საითაა ბეთანია, ტელეფონიც არ იჭერს…ბლინ! საით წავიდეთ ახლა? ინტელიგენტმა-რა უნდა, აქვე ვართ, ცოტას დავუყვებით მდინარეს და იქვეაო…საიდან იცი მეთქი რომ შევბედე კითხვა-ვიციო…კაი ბატონო-იცი და იცი, წავედით თქო…ავიღე ჩანთა და…

…ინფაქტმა დამარტყა! რატომაა ეს ჩანთა სველი? და სპირტის სუნი?.. დავიღუპეთ!

12:55, სადაა ბეთანია?
მივდივართ, მივჭყაპუნებთ, მაგრამ იმედი გვაქვს რომ ”მალე ბეთანია გამოჩნდება”… ვეძებთ ჯვარს, მაგრამ ტელეფონი მაინც არ იჭერს…აი ეს მოსახვევიც და…არა, ეს მოსახვევი მაშინ და… მე და მირაბელა (რატომღაც) უკან მოვლასლასებთ, წინ ჩანს დოგმას ზურგი და ამ ზურგიდან ამომავალი კვამლი, რომელსაც ზოგჯერ ტექსტიც ერთვის თან-სანამ სიგარეტები მაქვს სადაც გინდა წავიდეთ, მკიდია პა ბალьშომუ… ხანდახან, როცა ზურგი ცოტა გვერდზე გადაქანდება, ჩანს წინ მოფარფატე მელიკდა, რომელიც (რატომღაც) ისტერიულად იცინის და სულ სველია…წინ, თუ ინტელიგენტას არ ჩავთვლით, მეტი აღარავინაა, ხოლო უკან მოგვყვება თეკლა, მუზიკანტების სასტავი და…მგონი ვსიო… კიდევ რამდენიმე მოსახვევი და მარტო მე და მირაბელაღა მივლფოთიალებთ, დანარჩენები უკან ჩრდილში სხედან, ეწევიან… და აი, ტელეფონმა დაიჭირა! რაღა გვიჭირს! მაგრამ არაფერი სანუგეშო იქიდან არ არის. მირაბელა, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცოტა უხასიათოთ არის და… მოკლედ მივდივაართ…

13:27, წყნეთი (?)
ვაშაა! ძაღლის ყეფა! გადავრჩით! აი რაღაც გადასახვევიც გამოჩნდა! მე მირაბელა ხეზე მივაბი-არსად წახვიდე-მეთქი (ან სად წავიდოდა) და გავექანე ძაღლისკენ…ერთი ნახევარი საათი ვუტრიალე გარშემო, მაგრამ არაფერი სანუგეშო-რაღაც მწყემსის უბედურება ყოფილა, მოსახლეობა-ნოლი…

დავბრუნდი დეპრეგირებულ მირაბელასთან, ეკლიანი ფოთლებით შევუმშრალე ცრემლები და მდინარეს დავუყევით. ჩვენები საეჭვოდ არ ჩანან რაღაც, მაგრამ მაგის დარდი გვაქვს ზუსტად… და უცებ თავზარი დამეცა-წინ წყნეთი გამოჩნდა! ვაიმე! აქ რა გვინდა? ჩვენ ხომ წყნეთიდან 6 კილომეტრი ვიარეთ ზემოთ მარშუტკით, ახლა კი…

ეგრევე უახლოეს მთას მივაშურე, რომ, როგორც მითხრეს, ჯვარი დავინახო…ჯვარი არა აგური, ირგვლივ მარტი ტყეები ჩანს…და წყნეთი… და უცებ მოხდა სასწაული! ქვემოთ, მდინარეში ვიღაც კაცი, ბავშვი და ორი ძაღლი მოდის! მე ეს აშკარად ნიშნად მივიღე ზეციდან, რადგანაც სადღაც მთის წვერზე მდებარე წყნეთს თუ არ ჩავთვლით, 10 კილომეტრის რადიუსში დასახლებული პუნქტი არაა… ამავე დროს დავინეხე ქვემოთ ჩვენები და იმედი მომეცა, ისინი ნახავენ იმ კაცს და გზასაც გავიგებთ. საკმაოდ დამშვიდებული ჩამოვედი ძირს და ინტელას შევეხმიანე რომელმაც მახარა–გზა გავიგე და ქვემოთ უნდა წავიდეთო. გამეხარდა…ნუ ეს ხომ ცხადია… მაგრამ ქვევით? აბა მაშინ ეს წყნეთი… მე ეჭვები გულშივე ჩავახშე და ინტელიგენტს გავყევისავით… მაგრამ ისე, ჰაიჰარაზე, მაინც ვკითხე–კიდე რა გითხრა იმ კაცმა–თქო. რა კაცმაო–გაუკვირდა, თეკლას ველაპარაკე ტელეფონით და იმან მითხრა გზაო… გული შემიწუხდა… დანარჩენი ავტომატურად მოხდა, ჩანთას და მირაბელას ხელი გავუშვი და ზემოთ გავიქეცი…უკან რაღაც მომაძახეს, მაგრამ მე არ გამიგია. სულის ფეთებით მივვარდი მეთვზესთან და გახარებული იქვე ჩავიკეცე…

14:41, ვერეს ხეობა
უკვე ათი წუთია ზემოთ მივდივართ, ის სამიოდე კილომეტრი, რომელიც ასეთი წვალებით და იმედებით გამოვიარეთ, უკანვე გვაქვს ასავლელი. აღარავინაა ხუმრობის და სიცილის ხასიათზე, მხოლოდ დოგმას აქვს თავი ქუდში–მას ხომ კიდევ ერთი კოლოფი სიგარეტი აქვს დარჩენილი… ასე ხუთასიოდე მეტრი გვაქვს გავლილი და უცებ მირაბელა დაჯდა–მე მეტი აღარ შემიძლია ამ ხრეშით ფეხებში სიარული, უნდა გადმოვყაროო. თითქოს ვინმეს ბრძანება მოეცეს, ისე ერთსულოვნად დავსხედით დანარჩენებიც. მარტო ინტელიგენტი დადის იქეთ–აქეთ და ცდილობს მისი ტელეფონი აიძულოს რომ დაიჭიროს… ნეტაი არც დაეჭირა… არ ვიცი ვის ელაპარაკა იქ, მაგრამ აშკარად არაკეთილისმსურველს, რადგანაც განაცხადა–ასე მდინარეზე ასვლა კი არ გვინდა, ტყეში უნდა ავუხვიოთო. თხუთმეტწუთანი მონოლოგის შემდეგ დაგვარწმუნა რომ ის ბილიკი, რომელიც აქედან ზემოთ ადის, ჭეშმარიტებას გვაზიარებს… ჩვენც გავყევით…

15:33, ტყე
დავიღალე! აღარ შემიძლია! სად ვართ ის მაინც ვიცოდე! ბილიკი კაი ხანია დავკარგეთ და ახლა ბრმად მივდივართ ტყეში, საშინელი აღმართია, კიდე კაი მზე მაინცაა და გუმანით დასავლეთი გვიჭირავს… უკვე მეხუთედ დავეყარეთ ბალახზე და როგორც წინა ოთხი შესვენება, ესეც საბოლოოა, ამის იქით აღარ მივდივართ… მდინარე სადღაც ქვემოთ დარჩა, გარშემო კი ერთფეროვანი ტყეა…ტყე, ხეობა, ტყე, ხეობა, მერე ისევ ტყე, ბოლო კი არ ჩანს. მე უკვე რუკაც აღარ მინდა, ახლა ჩემი ერთადერთი სურვილია დავწვე და დავიძინო…
ეს შესვენება საკმაოდ გაგვიგრძელდა, მოგვშივდა, მოგვწყურდა და ჩიპსებსა და კიტრებს მოვულხინეთ. მაგრამ ცოტათი ჩვენც გვიმართლებს–ინტელიგენტა ასე ათი წუთის წინ ტყეში გაძვრა, იქნებ რამე ვიპოვოო და არ ჩანს… ჩვენც მეტი რა გვინდა… მხართეძოზე წამოწოლილი პოზიდან, როცა აღარ გშია, ყველაფერი გაცილებით მარტივად ჩანს.
–დოგმა…
–ა…
–ახლა იქ გვქნა, იმათ სუფრაზე…
–ჰეჰე, სამწვადე ხომ მე მაქვს…
–აბა არაყი მე მაქვს და…
_…
მაშ ასე, დავადგინეთ რომ რესურსები დილამდე გვეყოფა, ამავე დროს შევამჩნიეთ, რომ გარშემო ტყე სულაც არაა საშინელი, პირიქით–ლამაზია. მე მუცელზე გადავბრუნდი, ბალახზე ხელი გავაცურე და ჩავიცინე,ვლადი და მირა, ანტიმწვადები
–ხოდა დავანთოთ კოცონი, მწვადსაც შევწვავთ და კვამლზეც გვიპოვიან.
–უფ, თუ ვერც გვიპოვიან და…მე ამის გარდა კიდევ მაქვს ჩანთაში ერთი პაჩკა სიგარეტი…
–ჩემი სიგარეტი კიდე მამაოს აქვს ჩანთაში–ამოიოხრა მირაბელამ.
ამ დროს ტელეფონმა დარეკა, ინტელიგენტი იყო, ტყეში დავიკარგე და იყვირეთ რომ მოგაგნოთო. ყვირილით არ გვიყვირია, მაგრამ ალბათ ჩვენს ისტერიულ სიცილზე თუ მოგვაგნო და დარცხვენილი დაჯდა. ვერეფერი ვერ იპოვა, არც არავისი ხმა გაუგია, მაგრამ ალბათ ( !!! ) სადღაც ზემოთ უნდა წავიდეთ. მდაა…კარგი ამბავია, ვერაფერს იტყვი… მაგრამ აი შესრულება ხომ უნდა? არადა რა კარგად ვწევარ და დოგმაც რა მადიანად აბოლებს…

16:27, იგივე ტყე
ეს უკვე ოოო! ყველანაირი სასიარულო რესურსები ამოგვეწურა, აღმართიც კედლად იქცა და ჩვენ ფორთხვით მივიკვლევთ გზას ეკლებში. რაღაც ხევს მივადექით და ვუყურებთ. ხევი ცოტა დამრეცად ადის და კაი სასიარულო ჩანს, მაგრამ ინტელა ახურებს–მარჯვნივ უნდა ვიაროთო… მე და დოგმამ ერთმანეთს გადავხედეთ და ერთხმად განვაცხადეთ–მოდი მდინარეზე დავბრუნდეთო… კაი ხანი ვისხედით და ვჩხუბობდით, უფრო კი ვისვენებდით, ბოლოს წელი ავითრიეთ და ხევს ავყევით… ამ ერთხელ ინტელიგენტამ როგორც იქნა დაგვიჯერა…

17:17 (ზუსტად) გზააა!!!
…და არც ინანა. ზუსტად 17:17–ზე, გადავფორთხდით ერთ–ერთ ჩახერგილზე და… გზააა! აქ ჩვენ ნამყოფი ვართ! ეს ის ბილიკია, რომლითაც მანამდე მოვდიოდით! გადავრჩით…
აქ დაკარგულის ქრონიკები მთავრდება, რადგან ჩვენ უკვე დაკარგულები აღარ ვიყავით, გზას გავუყევით და სადღაც ნახევარ საათში ჩვენებთანაც მივედით.
(c) BigCrow, 2005
საავტორო უფლებები დაცულია

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

15 thoughts on “ბეთანიის ქრონიკები-დაკარგულის დღიურები”

  1. ჰო, მოყოლილი კია სასაცილო, მაგრამ იქ რომ ყოფილიყავი… საერთოდ არ იქნებოდი სიცილის ხასიათზე…

  2. ბოლოს მე და მირაბელას რომ არ დაგვეჟინებინა ზემოთ ”ფოფხვა” კიდევ დიდხანს ვივლიდით ტყე ღრეში :))))))))))))))))

    ნიჭიერო! :2kiss:

      1. აბიჟაეშ?! :)))) ისეთი მძაფრი შეგრძნებები არ გავიწყდება, ადრენალინის შემოტევა მქონდა მთელი ”დაკარგულობის” პერიოდში და იმიტომც ვიცინოდი ისტერიკულად :)))))))

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s