ეს იყო დიდი ხნის წინათ. მაშინ მე 3-4 წლის ვიყავი და მქონდა ერთი ჭაღი, ბროლის, ჭაღი იყო ჩეხური და ზალაში მეკიდა, ანუ როგორც მაშინ ვეძახდი ”დიდ ოთახში”. მაშინ სახლიც პატარა და მყუდრო იყო და საღამოობით მზე რომ ჩადიოდა ხოლმე, იჭყიტებოდა ხოლმე შიგნით.
მე ძალიან მიყვარდა ეს ჭაღი, რადგანაც როცა მზე ჩასვლის წინ შემოიხედავდა ხოლმე ოთახში, ბოლო მომენტში ამ ჭაღსაც მიანათებდა და მაშინ მთელი ოთახი პატარ-პატარა ცისარტყელებით ივსებოდა. საშინლად ლამაზი იყო მაშინ იქაურობა. ზოგჯერ მამაჩემი ჭაღს გააქანავებდა ხოლმე და ეს ცისარტყელები მთელს ოთახში მიმოიფანტებოდნენ და მე აღტაცებული და პირდაღებული შევყურებდი მათ თამაშს.
მაშინ მქონდა გამოთქმა, რომელსაც ახლაც ვამბობ ხოლმე, როცა რამე ძალიან ლამაზ, თბილ და სიფრიფანას ვხედავ ხოლმე – ”რა მალაზიაააა!”
ეჰ