გათენდა… ანუ თვალი გავახილე, ნელ-ნელა სუნთქვაც დავიწყე. გუშინ მძიმე დღე მქონდა. რატომღაც მარჯვენა ხელი მტკივა. გაჭირვებით დავიხედე ხელზე და ზედ ხელისგულზე ნახვრეტი აღმოვაჩინე, საკმაოდ დიდი. გამაჟრჟოლა და ტვინში ამოტივტივდა გუშინდელი დღის ნაწყვეტები, როგორ დავეხიე ხელისგულით რაღაც მავთულხლართს, როგორ გავითხუპნე წითელი საღებავით, როგორ… და მრავალი როგორ… ჩემი ჩაკბეჩილი კრედიტკა მოწმობს რომ გუშინ ბევრჯერ მიცდია ფულის გამოტანა უშედეგოდ, უკანა ჯიბეში ვიპოვე პენტაგრამიანი ბრელოკი და კურტკის (რომელიც უმოწყალოდაა დათხვრილი ფლომასტერითა და წითელი საღებავით) გულის ჯიბეში კი – გასაღების ფორმის საყურე. ვისი გასაღებია ეს (რისი გასაღებიცაა ეგ კი ვიცი, მამენტ ) არ ვიცი, მაგრამ ეტყობა გუშინ თეთრი ლაქები ბლომად მექნება მეხსიერებაში…
ყველაფერი დილით დაიწყო, ჯერ მე 11-ის მაგივრად პირველ საათზე გამეღვიძა და ერთი პიროვნება შემომეგდო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარე, გამახსენდა რომ ჯეოროკის შეხვედრა იყო, ჩავიცვი და წავბოდიალდი. ტრადიციული კომპლექტი, არაყი, წვენი, პური, ახოტნიჩი კალბასკა… პინკყ… გოგოები… მეორე ბოთლის მერე გაჭედვა… მორისონკას წამება… პედოფილური ზრახვანი… იქვე მოვასწარი ხელების საღებავით დათხვრა და ხელისგულში დირკის გაკეთება.
კონცერტი… ბლიაააა… ყველა არყის ბოთლს ვეზასავე, იქვე ვიღაც გოგოები იჯდნენ (თუ ისხდნენ) და თვალები ამენთო. მივედი და დავარწმუნე, რომ ”ეგ არაყი, შენ რომ სვამ, ვადაგასულია” და ა.შ. შევყევით და შევყევით ამ ვადაგასულ არაყს.
[ დროის ეს მონაკვეთი წაშლილია ]
…კრიშა … არავინაა … მგონი პეკინზე ვართ, ბევრი ბანკომატი, ძალიან ბევრი ბანკომატი… სულ ბანკომატები … თქვენს ანგარიშზე 29 ცენტია… მგონი ამის მერე გაუჩნდა ნაკბეჩი კარტოჩკას… ფული არ გვაქვს, რა ვქნათ ახლა?
ჭიასთან ვართ, მე პინკყ და კახა… ბოლო გაჩერებაა ეს, გვიანია და ფული აქაც არ გვაქვს. მე მეძინება… ვიღაც მაღვიძებს და გარეთ მიმათრევს… მე ზეზეულად მძინავს. მარშუტკას ვაჩერებ და დელისამდე მივყვები… ცოტა ხანში მე უკვე დივანზე ვაგდივარ გაუხდელად და მძინავს…
დილით ლოგინში მეღვიძება… ნეტა ხელები რატომღა მიკანკალებს?
მორალი: პიწ ნადა მენშე.
სული მტკივა ამას რომ ვკითხულობ…