ახალი კლავიატურა


KeyBoardრა კარგია ახალი ნივთი, განსაკუთრებით კომპზე და განსაკუთრებით კლავიატურა.
კლავიატურა იმიტომაა განსაკუთრებით, რომ მასთან ყველაზე ხშირად მიწევს შეხება, მგონი საერთოდ, მთელი გარშემომყოფი ნივთებიდან. შეიძლება ერთადერთი მაუსთან მიწევდეს შეხება უფრო ხშირად. ამგრამ მე ჩემი კლავიატურა მიყვარს ყველაზე მეტად. რამდენი რამე უნახავს ამ საცოდავს, რამდენ თამაშში მაბოდიალა, რამდენი ემოცია გაატარა ჩეთაობისას და რამდენი ნაწარმოების თანაავტორია. ამიტომაც ძალიან მენანება. მერე რა რომ სპეისი უყანყალებს, ჩემი ბრალია ეგეც, ზამბარა ამოვაცალე და ვეღარ ჩავსვი როგორც საჭირო იყო. ენტერის ღილაკიც ცალყბად მიღიმის.

ძველია ჩემი კლავიატურა, თეთრი იყო ერთ დროს, ახლა კი გაურკვეველი ფერისაა. მენანება მისი გადაგდება. ამიტომაც ფაქიზად მოვხსენი ის პორტიდან და კარადის თავზე ასევე ფაქიზად შემოვდე. მის ადგილას კი ზუსტად ეგეთი კლავიატურა დავაყენე, თეთრი და ფითქინა. არანაირი ახალი მოდელი, უძველესი მოდელის კლავიატურაა, Genius-ის, მინიმალური რაოდენობის კნობკებით. ეგაა, ზედმეტი კნობკა არაფერში მჭირდება.

ასე რომ, ახლა ამ ფითქინა კლავიატურამ უნდა იმუშავოს კიდევ კაი ხანი. გამოსაცვლელი ისიც არ იქნებოდა, უბედური შემთხვევის გამო სადგარი ფეხები რომ არ მომტვრეოდა და სპეისი არ გამეფუჭებინა.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

6 thoughts on “ახალი კლავიატურა”

  1. ეჰ, ჩემი სამსახურის კლავიატურა გამახსენდა…
    ის ისეთი შავი იყო, როგორც კუპრი. მერე როცა შევატყვე, რომ ხელებიც მიშავდებოდაა,დამლაგებელს გამოვართვი მინის საწმენდი ”ფშიკი” და კლავი ჩავალბე. ახლა ის სერი ნაღვლიანი სახით მიღიმის… გათეთრება უნდა მაგრამ ვერ ეღირსება,იცის.

    პს. იქ უკვე ახალი კლავიატურით შემოხვალ? :{

  2. euf bicho helenas iseti kai klavisha aqvs gachuqebdi.funfula knopkebi,vardisferi mcvneshi areuli da agretve tamashebi erti knopkit shegidzlia charto mash.dagecada da chamogitandi tavisive vrdisfer mausit.

  3. თინათინ: ეჰჰ, იყოს სერი, იყოს… მარტო კლავა იყოს მაგ ”კომპიუტერის” ( :ლოლ: ) პრობლემა და… ისე, ამ კლავათი იქ უკვე ვიყავი, ტრეიდიც გავაკეთე და მოკლედ, ბევრი რამე ვქენი.

    პუდელ: ეე, ოღონდ შენ ჩამოდი და მაუსით დავწერ, სულ არ მინდა კლავიატურა :)

    ყლევო: ბრტყლად უნდა გამიკეთო თუ განივად? :D :D :D :D :D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s