გამორთული ტელევიზორის წერტილი


– ეძღვნება ყველა უდროოდ დავიწყებული ადამიანის ხსოვნას –

ორიოდე დღის წინ გავიგე ეს ამბავი. დავიშოკე. ფრიად უცნაური იყო შენნაირი ადამიანისთვის ამის დაჯერება. სად არ დავრეკე, ვის არ ვკითხე და მე დავრწმუნდი, რომ ეს ასეა. ეს ასეა და ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ყველაფერი სხვანაირადაა. ვცდილობ დავწყნარდე და დაგაწყნარო, მაგრამ პირში ბურთი მეკვეხება და მხოლოდ უაზრო სიტყვებს გელუღლუღებ. მგონი ”ვის არ მოსვლია”-ც ვახსენე… ათასი სისულელე ვილაპარაკე, ვცდილობდი მაქსიმალურად გამემხნევებინე, მაგრამ არც ეს გამომდიოდა და მეც უარესად ვიყავი.

წარმოვიდგინე რა იქნება უშენოდ, როგორ შევიგრძნობ შენს ბოლო ამოსუნთქვას და როგორ დავინახავ შენი თვალიდან გადმოგორებული უკანასხნელი ცრემლი რომ მიიკვალავს გზას საფეთქლისკენ. და ვიგრძნობ, როგორ ცივდება ჩემს ხელში შენი ჩაბღუჯული მტევანი. არ გამაშვებინე, გინდოდა სიცოცხლის ბოლო ნაპერწკალი მომეცა, მაგრამ ვერ მოგეცი, ვერ შევძელი.

ჩვენ რა თქმა უნდა ყველაფერს გავაკეთებთ რაც საჭიროა, გნახავთ ხოლმე, ყოველდღე თუ არა დღეგამოშვებით მაინც, ერთად ვიქეიფებთ, ერთმანეთს ახალ ამბებს მოვუყვებით. მაგრამ მერე სამსახური აქვს ერთს, მეორეს ცოლი, შვილი და შენ ისე ხშირად აღარ გიწევს ჩვენთან ქეიფი, ჩვენც უფრო და უფრო ცოტანი ვრჩებით. ზოგი სადაა და ზოგი სად.

დიდი ხანი გავიდა, რაც არ მიმნახიხარ, ქვას სქელი მტვერი ადევს. სულს ვუბერავ და ვჯდები. ეჰ, ჩემო მეგობარო, არ გიხდება აქაურობა, არადა ვის უხდება რომ. სანოვაგეს იქვე, თუნუქის მაგიდაზე ვშლი, სიგარეტს ვუკიდებ და ველოდები, ველოდები ისევე როგორც შენ ეს ბოლო წლებია – იქნება და ვინმე მოვიდეს. არავინ არ მოდის. ბიჩოკს ქვაზე ვასრისავ და აკანკალებული ხელით ბოთლს ვხსნი. ჭიქას ვდგავ და ვავსებ. ცოტა ხანი გიყურებ, ვიცი გინდა შენც. მეორე ჭიქას გიდგამ, გივსებ და გიყურებ. არასოდეს გიყვარდა დაწყება, ამიტომ ახლაც მე ვიწყებ ”დავიწყებულ ხალხს გაუმარჯოს” და მერე მე და შენ ჩაის ჭიქებით ვსვამთ კონიაკს.

იმ ხალხის სადღეგრძელოს ვსვამთ, რომლებმაც გამორთული ტელევიზორის ეკრანის ცენტრში რომ რჩება ლაქა, ისეთი დატოვეს ცხოვრების მერე, ზოგი ლაქა დიდია და გადღაბნილი, ზოგი კი პატარა და კაშკაშა. მაგრამ ყველა მათ ერთი საერთო აქვთ – ადრე თუ გვიან ისინიც გაქრებიან, ვითომც არ ყოფილან.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

8 thoughts on “გამორთული ტელევიზორის წერტილი”

  1. ყვავ მაგარი ხარ ბოზიშვილივიყო

    უხ…:(

    ასეთი გაცვეთილი თემის ასეთი უჩვეულო გაცოცხლება ძალიან ძნელია

  2. ეჰ არ გკითხავ რეალურია თუ არა სთორი, მაგრამ “მოიტანა” :S
    mroveli: გაცვეთილი რატომაა? ეს თუ გაცვეთილია, მაშინ ჩვენ ხო საერთოდ გამჭვირვალეები ვართ :S

  3. დიდი მადლობა რომ ჩემი და ჩემი მუზის მონდომება დააფასეთ…

    არც მე გეტყვი რეალურია თუ არა ეს ამბავი, მარა არც ბევრი აკლია : )

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s