სულ გადაიჯვეს მოკლედ ამ რუსებმა და მსგავსებმა. არ ასვენებს გამჩენი. მოდიან და მოდიან. გადაგვივლიან თუ გადავრჩებით? თუ იქეთ გადავუვლით და მოსკოვს გარდაბნის რაიონს მივუერთებთ? ეს კითხვები აწუხებს (ან უნდა აწუხებდეს მაინც) გურჯისტანს. აფხაზები სანგრებს თხრიან, რუსებს კაზაკები შემოყავთ, ოსები ანძრევენ, ჩვენ კი ტრადიციულად ყვერებს მახათში ვუყრით და საკმაო წარმატებითაც. სადაა ჯარი, სადაა მზადება, რატომ ვერ ვხედავთ ფანჯრებისსაწმენდიან ნაშოჩკებს, რომლებიც ჩვენს რაკეტებს თავებს უპრიალებენ გაშვების წინ? ჯარისკაცები აწყვეტილ ღილებს რატომ არ აკერებენ ტანსაცმელზე?
და საერთოდ, რა ხდება ჩვენს გარშემო? ტელევიზიაში არ ვიცი, მაგრამ ჩვენთან, რადიოში, ისეთი ნიუსებია, მეშინია. პოლიტიკოსები კი ამ დროს ერთმანეთს ჭამენ. დაუჭამიათ ერთმანეთი, ჯარი გაამზადონ ოღონდ და ომისთვის მოემზადონ, რომელიც მგონი უკვე გარდაუვალია.
გარდაუვალი კი რაც მალე მოხდება, მით უკეთესი. ჩავხოცოთ, არ ვაცოცხლოთ! ნელ ცეცხლზე შევწვათ და გულები ბლაგვი კოვზით ამოვაცალოთ, ნელთბილი უთოთი ვაწამოთ და თვალები პოიალნიკით დავჩიჩქნოთ. მხოლოდ ამ მეთოდით შევძლებთ ჩვენ ომის მოგებას. ასე რომ მე მჯერა: ჩვენ მოვიგებთ ომს!!!
ჯერ შენი რადიო არ გაიშვა არსად და მერე იქ გავრცელებული ინფორმაცია
რატომღაც მგონია დღეს თუ ომი დაიწყო, რუსეთი თბილისს მოსკოვის გარეუბნად აქცევს :(
რას ამბობ, გადაირიე? მე აქ უკვე ომის გეგმები მაქვს დაწყობილი და…
რავიცი აბა
ქართველები სლიშკამ წყნარად არიან და ისე არ მოხდეს, ერთ დღეს გავიღვიძოთ და თბილისის ტავზე რუსეთის დროშა ფრიალდებდეს
მაგას არაა რო ვჩივი მეც? :საწყალი სმაილიკი:
ყვავ, შენ მე მაშინებ, რა ომი, რის ომი, რა ინფორმაცია?
ომი თუ დაიწყო “პოიალნიკით” პირველი მე გავიქცევი ფრონტზე, კანიფოლს მოვიმარაგებ მანამდე, ტყვია იქ იქნება ოხრად… :S
ეგრეა საჭირო! თუ არ შეგეშინდა, ისე არაფერი გამოვა :) ნწუ…
და საერთოდ, შენ ვერ ისწავლე, რომ ჩემი სმენა კაის არაფერს მოგიტანს? :)
yvava:vik: gaglaxav .macle chamovide da mere dawyebula omi tu ginda .mec waval saomrad :D
ჩამოი პუდელა, ჩამოი. ომი იქნება თუ რა იქნება არ ვიცი, მარა შენ კი დაგახრობ ღვინოში… :)
ყვავი ბრძენიაო ამბობენ, ხოდა მეც მოგისმენ, მაააგრამ ერთ ყურში შევუშვებ, გავფილტრავ და მეორეში გამოვუშვებ :)
ხო,
აი ესე გავაკეთებ…
ვითხოვ შემდეგ თემას! ომზე და უბედურებაზე
ომი და უბედურება კი არა, ნახე რავარი ვიდჯეტი გავაკეთე :)))))