(ამით იწყება სერია ”მურთაზ სიყვარულოვიჩი”. იცნობდეთ და გიყვარდეთ)
-გამარჯობათ ბატონო მურთაზ.
-ოჰ, დაჯექი, დაჯექი – შლიოპანცებიანი ფეხები სკამიდან ჩამოიღო და ჩემსკენ მოაცურა.
-არა, იყოს, ვიდგები – დავირცხვინე.
-დაჯექი, მე შენ გეუბნები, შენზე ნაკლები ვარ რომ ვზივარ?
ცივად დავჯექი და ბლოკნოტი წინ დავიდე.
-ბატონო მურთაზ… – დავიწყე მე
-რაის ბატონო, შე კაი ადამიანო, მე მქვია მურთაზ სიყვარულოვიჩი და შენ შეგიძლია უბრალოდ სიყვარულოვიჩი დამიძახო – სიგარეტისგან ოდნავ გაყვითლებული ხელი ასევე ოდნავ გაყვითლებულ ულვაშზე გადაისვა.
-ბატონო სიყვარულოვიჩ… – შევცვალე ტონი, მაგრამ ვინ გაცადა.
-ა, კიდე! რა გითხარი ბიჭო მე შენ? – ცოტა გაბრაზება დაეტყო. – ციური, მიდი ქალო ერთი შენებურად დაბზრიალდი, სტუმარი კაცია მოსული,
ხაჭაპურები ჩააცხვე ერთი შენებურად – გასძახა ცოლს და ისევ მე
მომიტრიალდა – შენ ასე რომ მიყურებ, ჩემი შვილის ძმაკაცები მეძახიან სიყვარულოვიჩს,
ბიჭის ძმაკაცებთანაც ვძმაკაცობ და გოგოს მეგობრებსაც ვემეგობრები – სტავროპოლსა და ნოვოჩერკასკში ნაგულავები კაცის ღიმილი გადაეფინა სახეზე.
-რეებს იძახი კაცო ბავშვებზე? – გამოსძახა სამზარეულოდან ქალბატონმა ციურიმ. მე ცოტა არ იყოს და შემრცხვა, ოჯახური კონფლიკტი ჩემს თავს დავაბრალე. მაგრამ სიყვარულოვიჩმა იცოდა რას აკეთებდა.
-გაჩუმდი ქალო მანდ და მიხედე საქმეს, ხო იცი, შვილებივით ვუყურებ მაგ ბავშვებს – და თვალი ჩამიკრა.
ცოტა ხანში, ქალბატონი ციურის რამდენიმე რეისიანი გოგმანის შედეგად, სუფრაც გაიშალა. სიყვარულოვიჩმა ჭიქები შეავსო და ლექტორის გამოხედვა მტყორცნა. მე, სტუდენტს ცუდი ბილეთი რომ შეხვდება და მაინც რომ ცდილობს მოყოლას, ეგეთი სახით
ავიღე ჭიქა და დავიწყე.
-ჩემო სიყვარულოვიჩ, მე თქვენ არ გიცნობთ… ამ ოჯახშიც პირველად ვარ, მაგრამ თქვენი და ციური დეიდას წყალობით იმხელა სითბო… კაცობა იგრძნობა და ადამიანობა… სიყვარულის ამბავში… – გავჩერდი და დავიბენი.
-უი დედა გენაცვალოს, როგორ დაალაგა სათქმელი, ხედავ კაცო? შენ რომ გააბავ ხოლმე ერთსაათიანებს – წინსაფრის კიდით ცრემლი შეიმშრალა ციურიმ. მე მადლიანი თვალებით გადავხედე და ღვინო მოვიყუდე.
პირველი შეხვედრა შედგა. ინტერვიუ, რა თქმა უნდა, არა… მაგრამ გაგრძელება იქნება.
სულმოუთქმელად ველი გაგრძელებას…
ვსიო ბუძეტ
yvelgan murtazi mechveneba ukve, murtazi motors, hyper murtazi, murtaz-yru, henry murtazi :spy: , murtazi, murtazi …… rame sxva sheerqvat am kaciza :D
გაგრძელება დაიდოს ბლიად
გაგრძელება მეთქი :D
mroveli.wordpress.com ( free add)
მურთაზი Inc. ; მურთაზი Pictures, მურთაზი & Co. , http://www.Murtazi.ge :D :D
დავდებ, დავდებ გაგრძელებას… აცადეთ კაცს, ისვენებს :D
mroveli.wordpress.com მანამდე აქ შემოიარეთ. ყავას არიგებენ უფასოდ
შე ჩათლახო, რეკლამის ფული მაინც გადამიხადე :D უყურე ამას :P
yvav ra ideini xar, modi murtazi.ge gavaketot (tolko me da gnomchika pana7.ge s movrchet :D )
რა დროს დასვენებაა,მთელი ცხოვრება მხართეძოზეა წამოწოლილი.
ადე, მურთაზ, შენ კუბო არ გიხდება
http://www.pana7.ge
http://www.murtazi.ge
http://www.titvelikaci.ge
ვინ იქნება შემდეგი?
bozi.ge s vaketeb komerciuli miznebistvis da mikure.com qartuli cam serveri da uvereni var ro bichebis seqcia ufro pop iqneba :)
ლოლ, რამდენი გოგო უყურებს ისე მაგას… მარა მაიცა, ახლა წუწუწუ.მიყურე.გე -ს რო აკეთებ, იმინნა ანცენზორედ და რამე? ძააალიან გადასარევია :D
private show ebi iqneba, bozi.ge ze bozebis reklamebi gantavsdeba, mara mikure.ge shexval saitze da gadauxdi tsutshi 2 lars da aqedan ert lars chventan datovebs virt bozi, nu es jer ara mara 2 tselitsadshi albat sakmarisad kargi garemo iqneba amistvis
მაიცა რა, წუთში ორი ლარი რა ამბავია? ჰმ… რამე ტარიფინგის გეგმები მოიფიქრეთ კარგად და გაამართლებს ეგ ბიზნესი…
და რა შუაშია ახლა ეს მურთაზთან? რადა ესეც ქართული სინამდვილის ნაწილია! ვოტ.
ara es ukve globaluri sinamdvilea :D meore natsils vitxovt
Yvav meore nawils male dadeb?
კაი რა ყვოვ, 23 აგვისტოს მერე ცალი თვალით მძინავს, ველოდები მეორე ნაწილს :( სადაა?
ragaca sazogadoebis tsinaagmdeg mimartuls gvimzadebs, skandalurs da sataniseuls :D
yvvove
a u tebja talant :D:D:D
შენ არ მეისპე, სულხანიე :)
ar meispeba sulxani ara..
is sheidzleba brdzolashi mokvdes ( an ty%$^-Si, meore varianti ufro gaascorebda :`user: )
sadaa shechemisa gagrzeleba, didxans gelodot???
yvava shen ver xar!! mara darwmunebuli var eg isedac icodi!!!
კი, ვიცოდი :-)