თვითმკვლელობა


თავი მოვიკალი.

გადაწყვეტილება დიდი ხანია მიღებული მქონდა, მაგრამ ცალკე შიშმა და ცალკე არ ვიცი რამ ხელი შემიშალა. მაგრამ ახლა ისე დაემთხვა გარემოებები, რომ სახლში როგორც იქნა მარტო დავრჩი და თან სამზარეულოშიც ცოტაოდენი არაყი ვიპოვე ერთი ბოთლის ძირში, მეორეში კი რაღაც უცნაური ფერის მქონე ლიქიორი. გამოვწრუპე ორივე და ნაუშნიკები ვითხარე ყურებში. რაღაც უცნაური დუდუკები ჟღერდა და თვალები ამიწყლიანდა. გადამირბინეს თვალწინ ძველმა დროებმა, ვიღაცის სახეებმა… საზიზღარი და გულისამრევი გრძნობა დამეუფლა. ვერ მივხვდი რა გრძნობა იყო, მაგრამ იმდენად საშინელი და გულისამრევი იყო, რომ ნაუშნიკები მოვიგლიჯე და გვერდზე დავყარე. და მივხვდი-ჩემი თავი მეცოდებოდა, გულისამრევად და საზიზღრად მეცოდებოდა. და ამ მომენტმა გადაწყვიტა ყველაფერი…

აბაზანა თითქმის სავსეა, დინამიკები ბოლომდე მაქვს აწეული, ნა ვსე სტო და სიმღერა ლუპზე მაქვს გაშვებული. მეთოდი სტანდარტულია-ბრიტვა და ცხელი წყალი. კომბინაცია არ ვიცი, მაგრამ გუმანით ვხვდები-გადაიხსნი და ჩაწვები. დანარჩნი თავისით მოხდება.

სასიამოვნოდ თბილა. ბრიტვიან ხელს დავხედე და შევატყვე, როგორ მიკანკალებდა. ფუ… მეშინია ესე იგი. არადა ამბობენ საშიში არ არისო. რა სისულელეა, კვდები და საშიში არ არის? ჯანდაბას… გადაწყვეტილება მიღებულია… ბრიტვა ოდნავ შემეხო და ამუშავდა გადარჩენის ინსტიქტი. მესამე ცდაზე გაუბედავი ჭრილობა მივიღე… ამეწვა… მაგრამ შეუხედავად მივხვდი, რომ კანი მქონდა ოდნავ გაჭრილი მხოლოდ. დახედვა ვერ გავბედე, ბავშვობიდან მქონდა სისხლის პანიკური შიში. სამამდე უნდა დავითვალო და ბოლო მოვუღო ამას. სიმღერა თავიდან დაიწყო… დუდუკი… ბრიტვას გვერდულად ვიხახუნებ და მუსიკას ვუსმენ. აი შევა და გადავისვამ… ჩემ ჯინაზე დუდუკის სოლო უსასრულოდ გაიჭიმა, აღარ დაადგა საშველი. რიტმში ვიგლასუნებ ბრიტვას და ვგრძნობ როგორ მიკანკალებს თითოეული ნერვი. ხელი გავაჩერე, მარჯვენა ხელი მაგრად ჩავჭიდე რკინის პატარა ნაგლეჯს და ველოდები. ეგაა!

როგორც იქნა გავბედე და ხელი მაღლა ავწიე. კბილები ამიკაწკაწდა და მთელ ტანში ჟრუანტელმა დამიარა და მიუხედავად იმისა, რომ თბილ წყალში ვიყავი, ფეხებში ყინული ვიგრძენი. წყალი ჯერ ალისფერი იყო, მაგრამ ნელ-ნელა მუქდებოდა. მე გამახსენდა ამასწინათ ესეთივე შემთხვევის მომსწრე რომ გავხდი, როდესაც არასწორად გადაჭრილმა ვენამ სისხლი შეაჩერა, უკანასკნელი ძალა მოვიკრიბე და ბრიტვა ხელის სიგრძეზე დავისვი…

…მთელი სხეულით მაკანკალებს, კბილს კბილზე მაცემინებს და ვიკრუნჩხები. ტვინი გამალებული აზროვნებს, ცდილობს გადარჩეს ნებისმიერ ფასად, აკანკალებული ხელები სახეზე ავიფარე, წარმოუდგენელი შიში დამეუფლა, არ უნდა მოვკვდე, არ უნდა მოვკვდე, არ უნდა მოვკვდე!!! არადა ხელის მტევნები დამიბუჟდა უკვე და ვგრძნობ როგორ ამოცოცდა სიცივე ზემოთ, კუჭზე გადაიარა და კისრისკენ მოიწევს. კანკალი ერთ მთლიან კრუნჩხვად გადაიქცა… მე ვცდილობ მარჯვენა ხელი დავიმორჩილო, მაგრამ ის ჩემზე ძლიერ ძალას-თვითგადარჩენის მექანიზმს ემორჩილება. მხოლოდ ისღა მოვახერხე, რომ ხელი აკანკალებულ კბილებს შორის ჩავიდე და ვუკბიჩე მთელი ძალით. ტკივილმა წამით გამომაფხიზლა, რაც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მარცხენა მაჯა ჩამებღუჯა…

…ხელი ისევ ისეთია, როგორც იყო მანამდე. და მე სიცილი ამივარდა, ნერვიული სიცილი, კანკალნარევი სიცილი, მე მიხაროდა, რომ გადავრჩი და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემივე დაწერილი სცენა აღმოჩნდა, რომელიც მონიტორიდან დამცინავად მიყურებდა როგორ ვკანკალებდი და ვცდილობდი გადარჩენას.

ამ ყველაფრის მერე ერთი ვიცი, რომ მე ამას არასოდეს გავაკეთებ. ერთხელ უკვე მოვკვდი და მეყოფა.

ეს კი სიმღერა, რომელსაც ვუსმენდი, ალხან სამედოვის რაღაც.
მეშინია მე უკვე მაგ სიმღერის.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

28 thoughts on “თვითმკვლელობა”

  1. hey man!

    are you fuckin crazy or what?

    არასოდეს არ გააკეთო ეგეთი რამე მეორედ!
    იცი რამდენჯერ მინდოდა? და იცი რამდენად ახლოს ვიყავი? და ტომ სოიერივით ვფიქრობდი ხოლმე, ვინ მოვა პანაშვიდებზე, ვინ მიტირებს, ვინ არა, ვის გაუხარდება…

    იცი რას მივხვდი? ცხოვრება ჩვენ გვაჩუქეს, და არავითარ შემთხვევაში არ გვაქვს იმის უფლება, რომ ასე ავდგეთ და გადავაგდოთ… ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, რაც გაგვაჩნია – ჩვენია, ჩვენი დამსახურებაა, და როგორც ფოტოალბომშია – თუ რამე არ მოგწონს, მთლიანად კი არ უნდა გადააგდო ალბომი, ის ერთი ფურცელი უნდა ამოხიო…

    ვოტ.

  2. მაგას ვიძახი მეც, უფფ… მაგრამ იმის წარმოსახვამაც კი, როგორ მომდის გადახსნილი ხელიდან სისხლი, კინაღამ შემიწირა.

    ისე ჩუმად გეტყვი და არავის არ უთხრა-არასოდეს მიყვარდა თვითმკვლელები. ზუსტად მათ ეძღვნება ეს, იქნება და დროზე გადაიფიქრონ.

    ვოტ.

  3. ფრთოსანი გენიოსი:)
    შენმა ირონიულმა ჩანახატმა ჩემი ანბოვიც გამახსენა. რომ ვიხსენებ სისხლი მეყინება ძარღვებში. მეცოდებიან და მეზიზღებიან თვითმკვლელები.
    ახლა უფრო შემძულდა ერთ-ერთი მათგანი…

  4. ???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????me shemidzlia gagesaubro cheshmarit gme rtze. :) :) :) da amis survili agarasodes gagichndeba gpirdebi :)

  5. და ვაფშეტა თვითონ პოსტიდანაც ჩანს რომ არც უცდია
    ნუ… წარმოსახვას თუ არ ჩავთვლით
    ტი ღენიი ყვოვ
    შინაარსი კი არა
    წერის სტილი
    ტი ღენიი

  6. მე არასდროს გამჩენია თავის მოკვლის სურვილი და არც წარმომიდგენია ეგ როგორ იქნებოდა, მაგრამ ამას რო ვკითხულობდი მართლა შემეშინდა და ძალიან ცუდი შეგრძნება დამეუფლა :(( ისე მართლა საღოლ! ესეც მომეწონა და დღიურებიც,ნამდვილად მწერლობის ნიჭი გაქვს:) ტყუილა ნუ გაფლანგავ ზოგიერთ სისულელეში ;)

  7. მე მგონი რო თვითმკვლელობა მაინც შეიძლება, ოღონდ მასე არა.. ანუ, კი, მასეც შეიძლება მარა კარგი ვერ იქნება ეგ.. ერთმა ძალიან კარგმა მწერალმა და ადამიანმა თავი რომ მოიკლა რამოდენიმე წლის წინ ასეთი წერილი დატოვა:

    “No More Games. No More Bombs. No More Walking. No More Fun. No More Swimming. 67. That is 17 years past 50. 17 more than I needed or wanted. Boring. I am always bitchy. No Fun — for anybody. 67. You are getting Greedy. Act your old age. Relax — This won’t hurt.”

    აი ასე მგონი შეიძლება :)

    P.S. და ის სიმღერა აქაჩე რა ისევ სადმე, სპორტული ინტერესი გამიჩნდა :D

  8. თვითმკვლელობა ეს არის თავისუფალი ნების გამოხატულება! ეს თავისუფლებაა, რარაც რარაცეებისგან და ვიღაც–ვიღაცეებისგან. გათავისუფლება! თვითმკვლელობა არ ნიშნავს სიგიჟეს!დაშ.დაშ

  9. იცით რა ესე “ფუ” და სხვისი განსჯა შორიდან ძალიან ადვილია მაგრამ ცხოვრებაშ დგება მომენტები როცა გინდა, რომ უბრალოდ ყველაფერი გაჩედერდეს მა არ ვარ მომხრე თვითმკვლელობის და ვიცი , რომ საშინელი ცოდვაა ხშირად ფიქრობდი ადრე მაგრამ ეხლა მარხვაზე ვარ და სუიციდისადმი მიდრეკილებაც გამიქრა. თუ მართლ ვინმეს მიდრეკილება აქვს თვითკვლელობისკენ მასჰინ გირჩევთ რო ეკლესიას მიმართოტ დამიჯერეთ მართლა შველის

  10. “ისე გრცხვენოდეს ახალგაზრდავ, მიცვალებულს როგორ ელაპარაკები? :D” momewOnaAaaaaa :D:D:D

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s