მოკლ’ედ ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ არ არსებობს კარგი სამსახური და ყველა უფროსი ერთნაირია, ყველამ იცის. მაგრამ ეს ყველაფერი განსაკუთრებული სიმძაფრით თავს იჩენს ვიკენდების შემდეგ და მეც ზუსტად ამ შაფათ-კვირის მერე ვიგრძენი რა უბედურება და ერთფეროვნებაა სამუშაო.
დილით მოდიხარ, თუ გაგიმართლა სამსახურში 10 საათზე, თუ ცუდი სამუშაო შეგხვდა – 8-ზე, ხედავ იმ ხალხს, რომლებიც გუშინ უკვე ნახე და ხვალაც უნდა ნახო და ზეგაც უნდა ნახო და სულ მაგათ უნდა ხედავდე, ისინი გესალმებიან ზუსტად ისე, როგორც წინა დღით მოგესალმნენ და როგორც შემდეგი დღეების განმავლობაში მოგესალმებიან, თუ გაგიმართლა და კარგ ხასიათზეა ვინმე, სტანდარტული ხუმრობის პაკეტს მიიღებ…
…და ასე ყოველდღე, შეუცვლელად და პერერივის გარეშე… ბლიად, აღარ შემიძლიაააა!!!
ნწუ ნწუ
პირდაპირ გაგაგიჟებს ეს სამსახური
მაგრამ თანამშრომლების ამბავში მე გამიმართლა, მართლა მიხარია ყოველდღე მათი ნახვა, ალბათ იმიტომ რომ ყავას უსიტყვოდ მიდუღებენ და სიგარეტზე მეგზავნებიან ხოლმე. არც სხვა მხრივ არიან ცუდი ადამიანები, თან თვეში ერთხელ ლამაზ ლამაზი სტაჟიორები მოდიან ხოლმე და თუ ძალიან მოწყენილი ვარ მათი გაბრიყვებით მაინც ვერთობი ხოლმე :D
სამსახურში ხანდახან ისე ვგრძნობ თავს როგორც საკუთარ სახლში, ხანდახან მავიწყდება კიდეც რომ სამსახურია და ფეხების მაგიდაზე შემოლაგების სურვილი მიჩნდება. კიდევ კარგი აზრზე მალე მოვდივარ.
სამსახური საქს :(