27-ში მროველს დაბადების დღე ჰქონდა. რა თქმა უნდა მივულოცეთ, აქეთური, იქეთური და მერე ფრთხილად შემოპარებულ დაპატიჟებაზე ასეთივე ფრთხილი თანხმობა მივეცით.
მეორე დღეს თავის ტკივილმა გამაღვიძა (ანუ გუშინ), არც მეგონა თავი თუ შეიძლება ადამიანს ამდენად გტკიოდეს. ძალისძალად გახელილი თვალებით გადმოვიხედე საწოლიდან, თვალში ტაშტი და წყლიანი ბოთლი მომხვდა. თვალები დავხუჭე, არ ვიცი რამდენ ხანს ვიყავი ასე, სანამ ტელეფონის დაჟინებულმა რეკვამ არ გამაღვიძა, შო იყო, სახლში თუ ხარ ამოგაკითხავო, უარის თქმა ვერ მოვასწარი, რომ ის უკვე ჩემთან იყო, ნაბეღლავით ხელში… მოკლედ გადავაგორე როგორც იქნა დილა და ფეხზე წამოვდექი. კურტკის ჯიბეში… რა თქმა უნდა, ჭიქა ვიპოვე, პრინციპში ველოდი კიდეც რომ იქ ჭიქა დამხვდებოდა, მაგრამ შარვლის უკანა ჯიბეში ლურჯი გალუაზის ნახევრად ცარიელ კოლოფს ვეღარ გაწვდა ჩემი მეხსიერება… და რაც მთავარია, მეტად უცნაური სურათები მობილურში.
მწვადის სახლით დავიწყეთ, ზომიერად შევუკვეთეთ, მაგრამ პირველივე პირამდე სავსე ჭიქებიდან შეგვეტყო, რომ ზომიერად გაგრძელებას არ ვაპირებდით. დაახლოებით საათნახევარი გავწელეთ პირველი ბოთლი, გეგას ველოდებოდით და არ გვინდოდა რომ ძალიან ფხიზელო ყოფილიყო ჩვენთან შედარებით… მოკლედ რაც გადამირჩა მეხსიერებაში ესაა ჯეის სახე, მერე მერკურიში ოთორის გაოცებული სახე, როდესაც ბოთლი ერთი მოყუდებით გავანახევრე… და მეტი აღარაფერი… დანარჩენი სურათებში, იქნებ ვინმემ რამე გაარკვიოს. :)
თქვე ლოთებო თქვენა….ნწ ნწ ნწ
აჰ, რას ამბობ, რას ამბობ… თითო ჭიქა დავლიეთ რა…
tvalebs ver vujereb ra
აუუ გენიალური იყო…
ჩემი ცხოვრების პრობლემაა ეგ
ყველა კარგი პონტი, ფართი და მისთანები ბუნდოვნად მახსოვს
მუდრეგო-თქვა!
მობილური რომ იყიდე და ჩვენ არ ვიცოდით ეგ იმიტო…
აუფ :) არადა გავაბაზრე, მობილიური მაქვსთქვა…
ვინ მომისმინა…