Got high


როგორც იქნა მოვწყდი მიწას და ვლივლივებ ჰაერში, მივაღწიე ატმოსფეროს ზედა საზღვარს, მაგრამ აქ ჰაერი ცოტაა ვიგუდები… ვიფუშები, ვებრძვი უჰაერობას, ვხროტინებ და თან მსიამოვნებს, რომ მე ამსიმაღლეზე ვარ და ადამიანები ჭიანჭველებივით მოჩანან ქვემოთ, პატარა სათამაშოები…

სულისხუთვა მავიწყდება და ბავშვივით მიხარია, რომ ქვემოთ მყოფებს შემიძლია თავზე დავაფურთხო ზემოდან. მე ვიფურთხები, ვიგინები, ტანსაცმელს ვიფხრეწ და თავზე ვაყრი, როდესაც ტანსაცმელი მითავდება ტანს ვიფხაჭნი და რაც მძვრება, სისხლიანი ხორცის ნაჭრები, იმასაც ქვემოთ ვუშვებ. მე ის აღარ მჭირდება, რაც უფრო მსუბუქი ვიქნები, მით უფრო ადვილად ავფრინდები ზემოთ. არ მჭირდება მე ძუძუ, არ მჭირდება მე გულმკერდი, არც თიკმელი არ მჭირდება, არც ხორცი არ მჭირდება ფეხებზე… წაიღეთ, წაიღეთ…

ცივი და უცხო ჰაერი სჭვალავს ჩემს ნახევრადდაფლეთილ ფილტვებს, რომლებიც ყოველ შესუნთქვაზე სასაცილოდ იბერებიან და იფუშებიან, იბერებიან და იფუშებიან… არც ფილტვები არ მინდა, არაფრად არ მჭირდება ფილტვები მე აქ. მე ვხვდები, რომ ღმერთთან ძალიან ახლოს ვარ და ცოტაღა მაკლია მის მისაღწევად, ამიტომ ფილტვებსაც ქვემოთ მოძრავ ჭიანჭველებს ვაყრი თავზე და… ვჩერდები… აღარ მივფრინავ არც ზემოთ და არც ქვემოთ, უბრალოდ ვლივლივებ, ჩონჩხად და ზედ ხორცის სისხლიანი ნაფლეთები მკიდია. რა კარგია აქ, ნეტავი სულ აქ ვიყო, ვერ ვგრძნობდე ვერც მიწას, ვერც ცას, ვერც ხელს, ვერც ფეხს, არ მქონდეს არაფერი რაც შემაწუხებდა… უტკივილოდ კარგია… და მე უცებ დავინახე… ღმერთი დავინახე… ის ზუსტად ჩემნაირად იყო, სასაცილოდ შემოფლეთილი და სახეზე ღვთიური ნეტარება ეწერა. ეს ხომ მე ვარ? მე ღმერთი ვყოფილვარ! მე ვარ ღმერთი! ღმერთი ვარ მე!!!

მიწა საოცარი სისწრაფით მიხლოვდება… ვგრძნობ როგორ ცდილობს რომ რაც შეიძლება მალე ჩამიხუტოს, ადამიანები აღარ არიან ჭიანჭველების ხელები, სწრაფად იზრდებიან და თავები ზემოთ აქვთ მოქცეული, ჩემს ვარდნას უყურებენ, ჩემსავე ნაწილებს ჯიჯგნიან და წაშლილ თვალებში პირუტყვული ინტერესი უკრთით. მიწა კი… მას არანაირი ინტერესი არ უკრთის თვალებში, ის უბრალოდ მელის, ხელებგაშლილი მელის, რომ ჩავეხუტო. ბოლო წამს გავიგე მსუბუქი წამოკივლება და ირგვლივ დაბნელდა.

მე კიდევ ერთხელ მოვკვდი.

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “Got high”

  1. ესე იგი წავიკითხე თჲ არა გალაკტიონის ერთი ლექსი გამახსენდა. მგონი ასე ქვია ”ოდესღაც მეც მქონდა ფრთები”, მოკლედ, ფრთებზეა იქაც საუბარი. გალაკტიონიც აფრინდა ზეცაში, მაგრამ ადამიანებმა ის ქვემოთ ჩამოათრიეს, ერთხელ მეც ავფრინდი ზევით (წაკიტხული გაქვს ალბათ ის ვეში), მაგრამ მეც ჩამოვარდი, შენც ახვედი და შენც ჩამოგაგდეს. საერთოდ, ეს ადამიანების თვისებაა, თუ დაინახა ვინმე მის ზემოთ ავიდა, პანიკაში ვარდება, ნერვიულობბს და ეშმაკსაც კი მისცემს სულს, ოღონდ მასზე ზემოტ ასულ ადამიანს ფრთები დააჭრას და ქვემოთ ჩამოათრიოს….არ ვიცი, შენ რა ძალამ ჩამოგათრია, შეიძლება შენი ნებითაც ჩამოხვედი, რადგან ჭიანჭველების ოდენა ადამიანებს შორის ვინმე ძვირფასი დაინახე, ან უბრალოდ მოგბეზრდა ღმერთად ყოფნა…ფაქტი ერთია, შენ აფრინდი, დატოვე ცხოვრება, ცამოფრინდი და მოკვდი, მოკვდი რათა გაცოცხლდე და ტავიდან დაიწყო ცხოვრება, ცხოვრება იმისთვის რომ კიდევ ერთხელ გაფრინდე, ოღონდ უკვე სამუდამოდ და ადამიანების მიერ შექმნილ რმერთების პანთეონს კიდევ ერთი ღმერთი შემატო

    პიც ნადა ბოლშე :ბოლი:

  2. ახლა ვზივარ ოდნავ მოქანავე მონიტორის წინ და თავს ჯერ კიდევ ჰაერში ვგრძნობ, ოღონდაც მიწასთან ძალიან ახლოს, რამდენიმე სანტიმეტრი მაშორებს დასკდომას, ფაქტიურად ბოლო ნახევარი წამია… ნეკროფორუსის მუსიკა მესმის (necrophorus – Lost Land (part1) ) და იქეთ-აქეთ ვიხედები… ბრბო მახვევია ბევრი, ბევრი, უაზრო და ბრიყვი, ძროხის თვალებით, რომელშიც ცნობიერება არ ამოიკითხება, მე კიდევ ახლა მიწას დავასკდები ძალიან, ძალიან მაღლიდან ჩამოვარდნილი, ღმერთი რომ ვიყავი იმ სიმაღლიდან და გავნვესხმები.
    ნიპრიატნო შტოტა.. აი ამ ბოლო წამის გაჩერება რომ შეიძლებოდეს… :user:

  3. გარს შემოხვეული ბრბოს ერთერთი წევრი:

    ის ფიქრობს, ვინ არის ეს ლოთი? რა შეშლილი გამოხედვა აქვს, ან რა აცვია, ნეტა თავი ვინ გონია?!
    ქრისტე ერთაგნ ამბობს, თვენ გაიგებტ კაკუნს, გამიღეთ მე კარი და სასუფეველში მოხვდებით. ადამიანებს კი რატომღაც არ უყვართ კარების გაღება. აი ისიც, შეტრიალდა და წავიდ, თუ გავიხსენებთ, ქრისტე ყველა ჩვენგანშია, მან ქრისტეს მიუხურა ცხვირწინ კარი და უარი თქვა სასუფეველზე

  4. …და ის ახლა მიწიდან რამდენიმე სანტიმეტრში არის თავდაყირა დაკიდებული, დაკიდებული არა, გაყინული და ებღაუჭება ჰაერს იმის იმედით, რომ არ ჩავარდეს… ან რატომ იმედით, მოლოდინით, ჩავარდება თუ არა, ღმერთად ყოფნა მოასწრო უკვე და…

    თხლაშ…

  5. ეს უფრო რეპეტიციასავით იყო. მან ღმერთს თვალებში ჩახედა, იგრძნო რა ძნელია ღმერთობა და ამით დათრგუნული დედამიწისკენ გადმოეშვა, თუმცა ბოლო წამს მაინც ვერ დათმო ცა, მოინდომა იქ დარჩენილიყო და აფართხალდა, მაგრამ ზეცის უკანასკნელი კარიბჭეც მიიკეტა მის უკან, ის კვლავ ადამიანთა შორის აღმოჩნდა, რომ ექადაგა ღვტის სიტყვა..მაგრამ ღმერთის ვიღას სჯერა…

  6. მართალია, ღმერთის არ ჯერა არავის, და არც არასოდეს სჯეროდათ. ის რაც სინამდვილეში მათთვის არის ღმერთი, რომელსაც უგებენ ტაძრებს, უგალობენ საგალობლებს, ლიტანიობენ, მარხულობენ და ხშირად თავპირს აწყვეტენ ერთმანეთს, ლაშქრობდნენ… და რისთვის?

    ის ხომ სინამდვილეში შენშია? პაწაწკინტელა, მაგრამ შენი, შენი ზუსტი ასლი. ღმერთი შენ ხარ :)

  7. არ ხარ შენ ღმერთი, არც მე ვარ ღმერთი და არცერთი მოკვდავი არ არის ღმერთი, მაგრამ ღმერთი ყველა ჩვენშია..
    ღმერთის არასოდეს სჯეროდათო – ბრძანე შენ და თან დასძინე რომ ჩვენ ვართ თვით ღმერთები.შენი ლოგიკით ერთი ლოგიკური კითხვა მებადება – ჩვენ ერთმანეთის არ გვჯერა?!
    არ აფრინდე მაღლა, მიწაზე იბოდიალე და უბრალოდ ეცადე რომ დარჩე აქ, თუნდაც ტალახში…ოღონდ ღრმად არ ჩაეფლო . მიწაში ისედაც ყველა ჩავალთ, ოღონდ 100 წლის მერე, და თან ექსკალატორით

  8. დიახ, მე ღმერთი ვარ :იეს:
    ჩემი თავის ღმერთი ვარ..
    ჩემში კი არ არის ღმერთი, მე ვარ ღმერთი, ამათ შორის არის პრინციპული განსხვავება..
    ტაქშტა მე ჩემი თავის მუდამ მჯეროდა და მჯერა, ხოლო გამოგონილი ღმერთის-არა.

    :)

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: mroveli კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s