ყველას გისწავლიათ სკოლაში და ალბათ უნივერსიტეტებშიც… და იმედია გახსოვთ კედლის და მერხის მხატვრობა… პოეზია… პროზა… ნაკვესები… ასევე ჭერზე მიკრული ასანთის დამწვარი ღერები… დღემდე მახსოვს მე წარწერა QUEEN გაკეთებული ჩემი სკოლის კედელზე (კედელი, ზეთი) რომელიც პირველი კლასიდან მომყვება და ჩემს ბავშვობასთან მაკავშირებს.
რაც შეეხება კედლის მხატვრობას და პოეზიას… მართალია იგი ძირითადად ეროტიულ და მუსიკალურ ხასიათს ატარებს, ლაპარაკია ძველ და პასტით შესრულებულ ნაშრომებზე, 2 PAC, Metallica, რაც მთავარია სწორად დაწერილი, თანამედროვე ფლომასტერით დაწერილი Rock 4 evar -ის და Metalika-სგან განსხვავებით, მისი მნიშვნელობა ფასდაუდებელია, ეროტიკაც ხომ ხელოვნების ნაწილია.
რაც შეეხება პოეზიას, მისი ნიმუშები უფრო მერხებზე გვხვდება, ვიდრე კედლებზე, გამომდინარე მისი შესრულების სირთულიდან. ისინი ძირითადად ეხება პატარა ძმის, დის ყოლის, მასწავლებლების მშობლების და ახლო ნათესავების მოკითხვის, ასევე სიყვარულის ახსნისა თუ უარყოფის თემებს. ასევე გვხვდება მემორიალური ნაკვესებიც ( აქ იჯდა გიგა, 1987 წელი ).
ჩვენი მთავრობა კი ცდილობს ეს ყველაფერი გაანადგუროს და ხაზი გადაუსვას, ამაზე მეტყველებს მასიურად წამოწყებული სკოლების რემონტი და რეინვენტარიზაცია. ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ! ჩვენ ხმა უნდა ავიმაღლოთ ბარბაროსობის წინააღმდეგ! ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც უკვე ისტორიის ნაწილად იქცა!
მოდი შევქმნათ რაიმე ფონდი, რომელიც დაიცავს ამ ყველაფერს განადგურებისგან. შესაწირი ფონდში შეგიძლიათ მოიტანოთ დელისის მეტროსთან რომ პივნოია იქ, დილის 12-დან 2 საათამდე. მიკითხეთ მე.
ეე, მაიცა, პირველი საათია და ვერ მოვასწრებ ორამდე :(
შენ მოდი და… მე იქ ვარ :)))
dzmao iqneb is giga kai bichia da ironiit ratom bazrob dzmao. ise didi xania ertad ar vyopilvart.chven ra,ertad
ხო რა ვიცი… იქნებ და…
არ ვყოფილვართ… მოდი მერე, ე!