ფლეშერი ღმერთი


-იყო და არა იყო რა… ჩემს უკეთესი რა იქნებოდა… – თქვა ღმერთმა და დაფიქრდა. მართლაცდა რა სასაცილოა, ჩემს უკეთესი არაფერი არ არის იმიტომ, რომ ჯერ არც არაფერი შემიქმნია. აი ასე გადაწყვიტა ღმერთმა პირველი ფლეშ ანიმაციის დახატვა.

პირველ რიგში საჭიროა სამყარო. ჰმ.. ძალიან კარგი, ასე… ეს აქ.. ეს კიდევ იქ… – ღმერთი ენისწვერგამოყოფილი დასცქეროდა უზარმაზარ მონიტორს და ხატავდა. ხანდახან ენის წვერს დამალავდა და ოდნავ თავგადახრილი ტკბებოდა უკვე დახატული სამყაროთი. სამყარო კი მართლაც ლამაზი და მრავალფეროვანი გამოსდიოდა, მართალია აქა-იქ მეტად უცნაური ფორმების ერთობლიობა შეიმჩნეოდა, მაგრამ რაც მთავარია ლამაზი იყო.

ღმერთმა ნამუშევარი ჩაასეივა World-premade.fla სახელით და ახალი დოკუმენტი გახსნა. აქ იგი პერსონაჟების დახატვას აპირებდა. ჰმ.. ცოტა არ იყოს და რთული სამუშაოა, ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინო. მოდი დავიწყოთ ტემპლეიტებით, ასე უფრო მარტივია. აჰა, რა გვაქვს აქ? Strange-girl.fla .. საინტერესოა.. ძალიან კარგი… აჰა! მას თვალები გაუბრწყინდა და პროპერტებში ქექვა დაიწყო. და ნელ-ნელა პერსონაჟმა ხორცი შეისხა, პაციფიზმი… აჰა, ავუწიოთ… თაგვი… ღმერთმა ყავა მოსვა და სავარძელში სიამოვნებით გადაწვა. ა, ხო, კინაღამ დაავიწყდა, ფაილი ჩაასეივა, Iverson.fla დაარქვა და ტკბობას შეუდგა.

ივერსონი ერთი ჩვეულებრივი და ამავე დროს არც ისე ჩვეულებრივი გოგო იყო, მწვანე კეტებით და მოლურჯო თმებით. იმ ვირტუალურ ცხოვრებაში, რომელშიც ის მოთავსებული იყო, ძალიან ცოტა იყო ადგილი, ამიტომაც ის თავის დახატულ სამყაროში ფართოვდებოდა ხოლმე, როცა სხვა პერსონაჟები ძალიან შეავიწროვებდნენ. რა თქმა უნდა მას შეეძლო გაეყარა ისინი გარეთ, მაგრამ ის ამას არ აკეთებდა, ის ხომ ფრიად მშვიდობისმოყვარე და უწყინარი გახლდათ. თუმცა არც ისე უწყინარი, დღემდე მწარედ ახსოვს ღმერთს როგორ წაუშალა ბოლო თვის ნამუშევარი ვირუსმა სახელად iverson-32-b. გარდა იმისა, რომ ივერსონს მწვანე კეტები და მოლურჯო თმები ჰქონდა, მას მუსიკა… უფრო სწორედ აუდიო სტრიმინგები უყვარდა. მას შეეძლო მთელი ფილმის განმავლობაში ესმინა მუსიკისთვის და ფერების და ფორმების ერთმანეთში გარდამავალი კომბინაციებით დამტკბარიყო.

-ზუსტად ამაზე გავაკეთებ პირველ ანიმაციას-ღმერთმა ყავის ცარიელი ჭიქა აიღო, უკმაყოფილოდ დაიჯღანა, ანგელოზ-მდივანს გასძახა-ციალა, ერთი ყავა მომიდუღეო – და სავარძელში ღრმად ჩაეფლო. ის ფიქრობდა…

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “ფლეშერი ღმერთი”

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: iverson კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s