გაფრენილი მუზა


ადამიანი როცა ღორივით იქცევა, ღორს ემსგავსება. დაახლოებით ეგ მჭირს მე, ვგრძნობ როგორ ბობოქრობს ჩემში პატარა გოჭი და ცდილობს გაღორდეს.

დილაა, დილა არც ქვია ამას, სადღაც პირველი საათი იქნება უკვე, საწოლში ვწევარ და არაფერზე ვფიქრობ. საფიქრელი გამითავდა, არც ადგომა მინდა, სიამოვნებით ვიწვებოდი ასე მეორე დილამდე, მერე მესამე დილამდე და ასე სიკვდილამდე მთელ დროს საწოლში გავატარებდი.

სად წავიდა ის ტიპი, ჩემში რომ ცხოვრობდა და ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევდა? ასე ხომ აღარ იქნებოდა ყოველი დღე ერთმანეთის მსგავსი, ზოგჯერ არყისფერ ფილტრში გატარებული, მაგრამ მაინც ერთნაირი. თუ ავწიე როგორმე ტრაკი ლოგინიდან, რა აზრი აქვს, საჭმელსაც ისეთივე გემო აქვს, როგორიც გუშინ ჰქონდა და როგორც ხვალ ექნება. რა კარგი იქნებოდა, საჭმელი რომ არ გვჭირდებოდეს, მაშჳნ გემოც არაფერს ექნებოდა…

მანქანად ვიქეცი, რომელსაც პერიოდულად ზეთის გამოცვლა უნდა და ბენზინის ჩამატება, შიგნიდან კი ლითონია მარტო. არ მინდა ასე, მუზა მინდა, ჩემი პატარა და საყვარელი მუზა მინდა უკან. პრობლემები მინდა, მომბეზრდა ამ უტალღო და დამყაყებულ ტბაზე ცურვა, მთის მდინარე მინდა…

მინდა!

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

27 thoughts on “გაფრენილი მუზა”

  1. შენი მუზა? აქაა, აი აქ, მაგრამ უჩემოდ ვერ ხედავ შენ :) უნივერსიტეტის დროსაც ვერ ხედავდი მაგას შენ და მე დაგათრევდი იმ მუზის ნაცვლად :)
    მთავარია დაინახო მუზა შე სლეო, თორე აქაა :)
    ლავიუ :P

  2. დაგანახო რა, ისაა რო დაგანახო? :P

    მუზა არ ჩანს შჩ :P

    და სასმელშიც ნუ ეძებ მაგ გამოყლევებულ მუზას

    ბლიად :P

  3. მუზა კაი რაღაცაა
    მე ძვირად მიჯდება ხოლმე მუზების მოსვლა
    თუ ძაან არ დავიგრუზე ისე არ მოდიან :(

    თუ მოდიან და თავისთან მივყავარ ხოლმე, ამ ქვეყნიდან ვიკარგები და რამდენიმე საათი სხვა განზომილებაში ვარ
    ძირითადად HTML განზომილებაში
    იქ ვუყვები ხლმე ჩემ ამბებს მერე ისინი ალაგებენ, ახარისხებენ, შტრიხკოდს აკრავენ და HTML ფორმატში აგენერირებენ :)

    კაი როჟები არიან მუზები, მაგრამ იკარგებიან ხოლმე
    ალბათ ყვავასავით ბევრს სვავენ და :(

  4. რა გითხრა აბა? რაც მე ვიცი, ეგერ მიწერია მარჯვენა მხარეს, ჩამოყევი და იკითხე… ისე არ ვიცი…

    უი, ჯარისკაცის ჩანაწერები რომაა, მაგას გირჩევ, ახალია და ცხელ-ცხელი, თაზოს ნაწერებია… კარგად მოაქვს )

  5. სად წავიდა ის ტიპი, ჩემში რომ ცხოვრობდა და ჩემს ცხოვრებას აზრს აძლევდა?

    იმ ტიპს ისევ ეძებ თუ უკვე დაბრუნდა?

  6. “შეიძლება..”

    კარგია ზუსტად რომ არაფერი ვიცით, უფრო საინტერესოა. ყველაფერი განმარტებული რომ იყოს , მოგვწყინდებოდა. გინებით რატომ წერ შენს ბლოგებს? ფიქრობ რომ უამოსოდ გემრიელად ვერ გამოხატავ შენს ფიqrebs?

  7. რომელი ხარ შენ ისე? :სპყ:

    იმიტომ ვწერ გინებით, რომ.. როგორ აგიხსნა… უფრო ადვილია. იმიტომ რომ როცა ვფიქრობ რამეს, ვიგინები, აქ კიდევ იმას ვწერ, რასაც ვფიქრობ.

    ვოტ :)

  8. “იმიტომ ვწერ გინებით, რომ.. როგორ აგიხსნა… უფრო ადვილია. იმიტომ რომ როცა ვფიქრობ რამეს, ვიგინები”…

    ფიქრის ძალიან ორიგინალური მეთოდია!
    იმედია, მოქმედებაზე მაინც არ გადადიხარ…

  9. ნუ ახლა ლიტერატურული ქართულით ფიქრს ნუ მომთხოვ, და იმაზე რომ ვიფიქრო, ემანდ გინება არ გამეპაროს-თქო, კი დამავიწყდება ის, რასაც ვფიქრობდი მანამდე, ბლიად :)

  10. ახლა ლიტერატურული ქართულით ფიქრს ნუ მომთხოვ..

    კარგი! მაგ “საქმეს”, როგორც ჩანს მაინც ვერ გავაკონტროლებ და იგინე, საზიზღარო, რამდენიც გინდა.

    აქ ღიმილაკებს ვერ ვპოულობ. სადაა?

  11. ყვავი რატომ დაირქვი? მაგალითად, ქორი არ არწივი რომ ყოფილიყავი, უფრო მეტი ხალისით არ შემოფრინდებონენ სხვადასხვა ჩიტუნიები ამ შენს ბუდეში?

    (ღიმილაკი ისევ არ ვიცი სადაა და თავად დაუმატე) :D

  12. თავად ყოველდღე “დაფრინავ” ხოლმე ამ ბუდეში? ახლა როცა “შინ” არ ხარ, სულ რომ ავურ-დავურიო აქაურობა ყვავი გამიბრაზდება?

  13. მე სულ აქ ვარ :)
    საკმარისია მომწერო კომენტარი და მე მაშინვე ვიგებ ამას :)
    ასე რომ ვერ აურევ :P

    მაგრამ რომც აურიო, არ გავბრაზდები, რომ ხომ ბრაზიანი ყვავი არ ვარ :-)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s