ოო, დიადო მუზავ, რომელიც გვაძლევ ჩვენ ძალას და მოთმინებას შევქმნათ შედევრები, რომელიც ხანდახან იკარგები ხოლმე, მაგრამ ყოველთვის საჭირო დროს ჩნდები, აი, გწირავ მე შენ ნორჩ სკუნსს და მომეცი მე ძალა დავამთავრო ჩემი ახალი მოთხრობა, დღეს რომ დავიწყე წერა, ოო, დიდო მუზავ!
ეს შელოცვა შელოცვად და მართლა დავიწყე წერა,
დღეს შუქი არ მქონდა და უსაქმურობის ნიადაგზე ხორცი შევასხი ჩემს ჩანაფიქრს სცენარის შესახებ. სცენარი რა, წიპა კინოსთვის… სტილი და ჟანრი არ ვიცი რომელია, ვერ ვუკეთებ განსაზღვრებას, მაგრამ თუ დავანთხიე ფურცელზე ის, რაც თავში მაქვს… ამიტომაც შევთხოვ მუზას :)
ოო, დიდო მუზავ, შეისმინე ჩემი ხმა…
ოო, დიადო მუზავ, დაეხმარე შეჭირვებულსა ამასა ზედა. მოჰგვარე ნათელი აზრი მას და განასხივოსნე კლავიატურა მისი რათა გვაუწყოს ამბავი საკვირველი…
ოო, დიადო პეპელავ, გაგიკვირდება და მე დავუბრუნდი ძველ ფესვებს და არა კლავიატურით და Blank.txt -თი ვწერ, არამედ პასტით და ფურცლით. ასე უფრო მოაქვს :)
თანაც კლავიატურით ვერ მიაჯღაბნი რაღაცეებს ფურცლის კუთხეში, დაიგონალზე და ა.შ, როცა პასტით და ფურცლით ამის გარეშე ვერ დაწერ :)
ტრაკში პეროგარჭობილი დადიხარ ? :D
ჰო, რა ვქნა მეც…
ხოთა ნუ მიასლევდები რეაღაცეებს და მშვენივრად დაასრულებ შენი ჩანაფიქრის წერას
ანუ ხო ხვდები, აქ მთავარი მუზა კი არა, შენი სიზარმაცეა :yes:
ჰო, ეგეცაა :)
სად გაქრა ჩემი ნაწერი? o.O