არმაზი Inc.


გუშინ არმაზში ვიყავით, მე და გეგა.

რა ძალა გვადგა? არც არანაირი ძალა არ გვდგომია, პირიქით, ძალიანაც მიგვიწევდა გული. მიზეზიც გვქონდა – შაბათს რომ ფორუმელთა დიადი პახოდი იყო მანდვე, ისე გამოვთვერი, რომ კურტკა დამრჩა მანდ (ჩემი საცოდავი კურტკა), თავისი მნიშვნელოვანი ქაღალდებით გულის ჯიბეში. ჰოდა შევთანხმდით დიდის ამბით რომ უნდა წავსულიყავით ”კურტკის ჩამოსატანად”… გადაგვაგდეს და საბოლოოდ ხუთშაბათს, დათქმულ დროსა და ადგილზე მე და გეგა შევრჩით ერთმანეთს პირისპირ. ძალიანაც არ გვიდარდია, ეხვეწე ახლა ამათ-თქო ერთი ეგღა გავიფიქრეთ და დავაწექით დიდუბეში.

სტანდარტული ნაბორის აღების შემდეგ (სამწვადე, ღვინო, მწნილი, პური) ძლივს მივუსწარით 12 საათიან ავტობუსს, რომელიც სავსე აღმოჩნდა და მორშუტკით მოგვიწია წოწიალი. წოწიალი კი მას შემდეგ დაიწყო, როცა მცხეთის ხიდთან აღმოვჩნდით. ვინც ნამყოფია არმაზში ეცოდინება, რომ არც ისე შორსაა, მაგრამ არც ახლოს, ჩვენც სვენებ-სვენებით მივდიოდით და კარგა ნახევარი საათი მოვანდომეთ ასახვევამდე მისვლას.

სასიამოვნო სიგრილე იყო, მზე თვალებში გვიცინოდა და ნიავი გვეფერებოდა, მაგრამ უეცრად აღმოვაჩინეთ, რომ ვაიმე :) მარილი არ წამოგვიღია. კარდაკარ ნახევარსაათიანი წანწალი დაჭირდა ერთი მუჭა მარილის შოვნას, ახლა მივხვდი მე საიდან მოდის გამოთქმა ”გაღმა გავიდა მარილზეო”. ბალროგ მოკლედ შევუყევით აღმართს, თან დოკუმენტურად უკვდავვყოფდით ნანახს (ფოტო-ვიდეო). ბევრი რომ აღარ გავწელო, ორიოდ საათში (გასვლიდან) გეგა უკვე წამოგორებული იყო ჩეროზე და ჰაერს ჭამდა, მე კი ვცდილობდი გაზეთის პატარა ნახევით როგორმე ცეცხლი მომეკიდებინა სველი შეშის უზარმაზარი გროვისთვის. შეშა არ მნებდებოდა, მაგრამ დანებებას არც მე ვაპირებდი თან გეგას ვაგინებდი ალაგ-ალაგ პირ-პროჭს, ტრაკის აწევის და დახმარების მოწოდებით, რასაც ის არაფრის დიდებით არ აპირებდა. თან კორვინას ველოდებოდით, რომელიც დაგვპირდა – მოგვიანებით ამოვალო.

სანამ ჩვენ აქ ამ გაწამაწიაში ვიყავით, თავზე ვიღაც წამოგვადგა, უფრო სწორად ორი ვიღაც წამოგვადგა, გოგო და ბიჭი. გაგვიღიმეს და სადღაც ხეებს მოეფარნენ. მე და გეგამ ერთმანეთს გადავხედეთ, წარბები ავა-ევილ-ეთ და თვალებად და ყურებად ვიქეცით იქითა მიმართულებით.

რადგან არც კორვინა ჩანდა და არც ამ წყვილის საქმიანობა, ცეცხლი კი უკვე მინაკვერჩხლდა (მაინც ავანთე), ამიტომ მწვადს ვეცით. გეგა ფრიად გაოცებული, უფრო კი აღშფოთებული ჩანდა, როდესაც მე მწვადს ღვინო მოვასხი, თუმცა მე დავამშვიდე -”მწვადის სული თხოვს ღვინოს”-თქო და მიუხედავად იმისა, რომ ღვინო თეთრი იყო, მაინც შევწვი მწვადი. დავლიეთ…

…რა კარგია როდესაც ბუნებაში ხარ წამოგორებული ბალახზე, კუჭი სავსე გაქვს და არავინ ზედმეტი ტვინს არ ტყნამს… არავინ იცის ასეთ იდილიაში როდემდე ვიწვებოდით მე და გეგა, ტელეფონს რომ არ დაერეკა.

კორვინა იყო, დაკარგულა. როგორც (ან თუ) მოგეხსენებათ, არმაზში ერთადერთი ბილიკი ადის ქვემოდან, მით უმეტეს ჩვენ არმაზში არც ვიყავით, არამედ მის ნახევარ გზაზე, ეკლესიის ნანგრევები რომ არის. კორვინამ კი მოახერხა და დაიკარგა. რამდენი არ ვეძებეთ ერთმანეთი მე და მაგან, რამდენი არ ვირბინე ბილიკზე ზემოთ-ქვემოთ, კორვინას კვალი არ ჩანდა. კიდევ კარგი ის გზა მაინც ახსოვდა, რომლითაც დაიკარგა და ტრასამდე ჩააღწია.

ტრასაზე ჩავედით ჩვენც, ხუთი ხდებოდა უკვე, საოცრად დაღლილები და კმაყოფილები ვიყავით, კორვინიც უკვე წაყოლოდა პაპუტკას, როგორც გავიგეთ… გეგას ამასობაში ადგილიც გაუთავდა აპარატში, რაც იმას ნიშნავდა, რომ ვოიაჟი დასრულდა, კარგად დასრულდა. მართალია კურტკა ვერ ვიპოვე, ვერც კორვინამ გვიპოვა, სამაგიეროდ ვიპოვე ის ქაღალდები, რომლებიც კურტკაში იყო და უკანა გზაზე მომავლებს თბილისის ავტობუსი წამოგვეწია.

სურათები არ მაქვს ჯერ, მაგრამ მაღირსებს იმედია ამ კვარტალში გეგა და დავამატებ ამ პოსტს. ვინც არ წამოვიდა მათ გასაგონად კი – ბევრი დაკარგეთ.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

29 thoughts on “არმაზი Inc.”

  1. დიდო კვანტურო ყვავჩიკ, როცა კიდევ სადმე წახვალ, მეც დამირეკე. ;)

    რუს ნაშებს გავჩითავ და გავიყოფით და ვიზასავებთ.

    არა რა, მაინც თბილისის ფორუმის დაღეგრძელო უნდა დავლიო.

    მადლობა ტიმს.

  2. რამე რომ იყოს, მუსიკოსობას არ დაიწყებ?

    ბოლო ბოლო საუნდ-მასთა ხარ და კაი ნიკიც გაქვს.

  3. exla vzivar samsaxurshi, ragac idiotobaze laparakoben (shexvedraze var anu :))). da nu am postis mere ise mominda garet, bunebashi, haerze (:P) ro carmovidgine es kvelaferi da albat zalian kmakofili saxit vzivar, imitom rom am idiotebs goniat magar saintereso ambebv bodaven :)) da or sitkvashi ertxel komentaristvis me mixmoben :D

    kaia “cheroshi” camocola, bukashkebi cota ro gacuxeben :), sigrilis shegrzneba, problem-free, mze ro gadava cesit ro unda dalio (cota an beri :)) ragac idiotobebze laparaki da sicili, minda…zalian minda!! :))

    karg xasiatze var :)

  4. მერე რა პრობლემაა :)
    ცოტაოდენი ფული ჯიბეში, საჭმელი ჩანთაში, ჩანთა ზურგზე, აფტაბუსი და… ეგაა :)

    უგაშჩაიუ :)

  5. “დაკარგულა”…

    ბედი შენი რომ მხოლოდ გეგასთან ერთად წასულხარ და არა ვინმე “ნაშასთან”, თორემ “დაკარგვა” აი, მერე გენახა…

  6. ის ვოიაჯი არ დამამახსოვრდა… ტო ესწ კი ვიმახსოვრებდი, მაგრამ მერე იმდენი არაყი დავაყოლე ზედ, გადაირეცხა…

  7. სლეო, საჩეთაოდ მსნ არ გყოფნის ხო?
    ხო, ისე მომნატრებია შენეულად გაფორმებული ამბების კითხვა/მოსმენა

    ხოთა წავედი ახლა, უნივერსიტეტში უნდა გავიარო

  8. ისა, ეს მსნ სად უნდას ვიშოვო? შევედი MSN.COM-ზე და დასაქაჩად რომ აღვმართე მაუსი, ორჯერ დამბურძგლა: ჯერ ერთი, ქვეყნების სიაში საქართველო არ წერია, მეორეც რომ არალიცენზირებული ვინდი მიყენია და Windows Genuine Advantage-ს ( უჰ, ეგ შანტაჟისტი ესა, სახელზევე ეტყობა ვინც ბრძანდება)გვერდი როგორ ავუარო?
    პატივსცემით Grand Chatpere

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s