Enter the Dragon, ხალხში ჯერ კიდევ ვიდეოების დროიდან ცნობილი, როგორც ”ოსტრავ დრაკონა”, ან როგორც ”ოსტრაპდრაკონა”, ფილმი რომელმაც შეძრა მსოფლიო თუ არა საბჭოთა კავშირის ვიდეოიანი მოქალაქეები, ასევე მეთი მეზობლები, ნათესავები, ახლობლები და საერთოდ ყველა, ვისაც კი მათთან ვიდეოს საყურებლად მიესვლებოდა. მე თვითონაც ვიდეოზე ვნახე ეს ფილმი, ჯერ კიდევ ძალიან ბალღი რომ ვიყავი. ახალგაზრდა ბრუს ლი (ბრიუსლი), კარატე და მავაშიგერი ბზრიალში. რამდენი ღლაპი და არცისე ღლაპი დადიოდა კარატეზე იმის გულისთვის, ბრუსლობა რომ უნდოდა…
ეს კინო კი ამ რამდენიმე დღის წინ ვიპოვე არხების სკროლინგისას ტელევიზორში, წამით გაიელვა, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამეხსენებინა. ის შთაბეჭდილებაც გამახსენდა, რომელიც მან ჩემზე მოახდინა თავის დროზე.
და აი ისიც ჩემთანაა. ვუყურე, გავიხსენე, ვისიამოვნე. არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, ფილმის 60-70 პროცენტი ”ჩხუბებია” (როგორ მიყვარდა ეგ გამოთქმა), შეიძლება მეტიც. მაგრამ მაინც, იყოს, ”ოსტრავ დრაკონაა” ბოლო-ბოლო.
აგერ, რამდენიმე სკრინი:
არასოდეს მინახავს ბრიუს ლის ფილმი
არც ჩაკ ნორისისა და ბრიუს ლის ორთაბრძოლების შესახებ რო ლეგენდები დადის, მაგით დავინტერესებულვარ
რა ვიცი, არ მომწონს ასეთი დაბალი “ინტელექტის” მქონე კინოები. . .
და ტი შტო, ლეგენდაა ეგა, ლეგენდა :)
კლასიკა ჟანრა :)
ეეე მაგარია ქინოა ტო,ყვავ ჯოჯოხეთში მოხვდები თუ არ მოგწონს :D