ძირითადად ჩემი ბლოგის ჩანაწერების მთავარი მოქმედი პირი მე ვარ ხოლმე, ყველა უბედურება მე უნდა გადამხდეს. არც ახლაა გამონაკლისი, ლუზერის სკილის ექსპერიენსი მოვიმატე დღეს.
მოკლედ, დილა დაიწყო იმით, რომ არ გამიღვიძია. არა, ძილში არ გავპარულვა, უბრალოდ წუხელის მთელი ღამე ათასი იდიოტური ლინკის ჩასწორებით და კოდების გადასწორებით ვიყავი დაკავებული, როცა მოვრჩი კიდევ, უკვე ჩიტები ჭიკჭიკებდნენ, ანუ ადგომის დრო იყო, ასე რომ დავრჩი ასე უძილოდ. ეგ არაფერი, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ლუზინგი ლუზინგს გადაება, ვერც ტელეფონი ვიყიდე (რომელიც ამასწინათ შემომეფშვნა ხელში მარილივით), ვერც ის გავიგე მიმათრევენ თუ არა ბოლო-ბოლო რეზერვში, მერე გეგამ დამირეკა და დავაწექით საბოდიალოდ. გამომდინარე იქედან, რომ მე არყის სმას მაქსიმალურად ვერიდები ეს ბოლო ხანია, არ ვიცოდი რა გვეკეთებინა… ავედით კორვინთან…
…ბოლოს მაინც დავლიეთ, მზიურში, ჭანჭურის არაყი. მალევე გაგვითავდა და ავბოდიალდით პერიმეტრზე. ჯიბის ფსკერიდან მოფხეკილი ხურდებით ერთი საჩვენო ვიყიდეთ, რომელიც კორვინამ საკმაო წარმატებით მიაფშვნა ასფალტს. დავრჩით ასე, ყლეებივით.
ამ დროს ჩემმა არწივისებრმა მზერამ ჰორიზონტზე ორიოდე გოგო შეამჩნია, რომლებიც საქანელაზე ქანაობდნენ. მე ენა მხარზე გადავიფინე, ზედ თაფლი წავისვი და მივეახლე. დათაფლულმა გრძელმა ენამ თავისი მისია წარმატებით შეასრულა და ხუთიოდე წუთში უკვე ხუმრობაზე გადავედით. მაგრამ მე რა ლუზერი ვიქნებოდი, ეს გამოსირებულები (გოგოები არა :-) ) რომ უცებ არ გამოფხიზლებულიყვნენ და ჩემს თაფლიან ენაზე ტალახიანი ფეხი არ დაედგათ. მოკლედ იმდენი ქნეს, იმდენი იქნიეს ტალახები, სანამ არ გამიქციეს გვრიტები. არც გაყოლამ უშველა, არც ნახევარ გზაზე გაცილებამ… მამენტ, თაფლი თავისას იზამდა, ამათ რომ ის არაყი არ გაეტეხათ და საქმე გამოჩენოდათ, ვ სმისლე სმა.
ეეჰ… არაა ჩემი საშველი რა…
გულს ნუ გაიტეხ, ბაჩუკი… :)
იქნებიან კიდევ გვრიტები, და არყის ბოთლებიც…
თაფლის არაყი… :)
მაინც არა? :(
ეე, აბა რანაირად… არ მინახავს იმის მერე…
mziurshi, v smisle parkshi?
ნუ და.. პარკში :)
იქ ხომ იცი (იმედია იცი) საზასავო სკამები… ხოდა ჩვენ მაგაზე ვსომდით…
იმედიო ბოლოს კვდებაო იძახიან და რავიცი..
…ჰომ :როლლენაიზ:
იმედია, კაცს რომ კლავსო, ეგეც გამიგია მე :-)
xoo? egre kvia mag skamebs?
:D
shena, da ra mitxari ici (imedia open informaciaa) boloshi :ragaca: :ragaca:- ro cert, ra ari?…
:)
სმაილიკებია, სმაილიკები :-) ფორუმის ენაზე ანუ…
წიპა :ამაში: იგულისხმება, რომ მანდ ხატია სმაილიკი :-)))
აბაა, საზასაო სკამების მადლი შეგვეწიოს ისე :))
ratom eridebi bolo dros aryis smas?
P.S.
Home-s Rilaki aRmovaCine
მვნებს…
ჭანჭურის ძებნაში მოვხვდი შენს ბლოგზე :D :D
ჰმ არაყი არ მინდოდა, ინგლისურად ვეძებდი :/
ხოხ 3 წლის წინანდელი პოსტი :D
თან რა მოთქმითი :)
“”არწივისებრმა მზერამ””” – ყვავს როდის იყო არწივის მზერა ჰქონდა :))))