რეზერვისტის ჩანაწერები


09 ივლისი, 2007
…ჩამოვედით. ვროძე ნიჩივო, მაგრამ გვშია, ძალიან. ჯერ ბარდაგია, ვიღაცეები მორბიან, ვიღაცეები მირბიან, ჩვენ ყველას ვკიდივართ. ჩვენ კი გვშია, თან სიცივეა უბედური. ბლიად.
…როგორც იქნა გაგვიშვეს ოცეულებად, საჭმელი საღამომდე არ გვაღირსეს, ამიტომ ისე გვშიოდა, თეფშები და პოდნოსები ვლოკეთ. ნისლია აქ რაღაც საოცარი, სასადილოდან ორმოციოდე ნაბიჯში ვართ და ვერ ვხედავთ. მგონი ღრუბლებში ვართ. კრუტა…

10 ივლისი
პიზდეც. ფორმები უკვე დაგვირიგეს, გვაშაგავებენ, სამწყობრო სიარულს გვასწავლიან. შეპირებული ყოველდღიური დუში არ ჩანს, თვალითაც არ გვინახავს როგორია, არადა მთელი დღე მზეში ვყრივართ, ვშაგაობთ. კიდევ კარგი გარშემო სულ ტყეა და ფორმები დამწვრის სუნს რომ აუშვებს, ჩრდილში ვსხდებით. მაგარი ჟრატვაა მამენტ აქ, თანაც უფასო . საღამოსკენ ბატინკს მპირდებიან, ამბობენ ფეხს ტკენსო… ვნახოთ…

11 ივლისი
წუხელი იარაღი დაგვირიგეს და შედარებით ადრე დაგვაძინეს – 12 საათზე. დღეს მთელი დღე საცეცხლე მომზადება გვქონდა, ფიცი მივიღეთ და ვიჟიმ… ვიატჟიმანიეთ. ცხელა.

12 ივლისი
ვაი, მტკივა წელი. ისე არ მტკივა, როგორც გუშინ, მაგრამ მაინც. ვეჩვევი ნელ-ნელა. უკვე იარაღით და ათასი ჯანდაბით ვშაგაობთ, მძიმეა და ხრიგინა, მით უმეტეს უკვე ჩანთებიც დაგვირიგეს. სრული აღჭურვილობით რაღაც ტერმინატორს ვგავარ. სტრაიკბოლის მსგავსი რაღაც გვათამაშეს დღეს ტყეში, ვიხოხეთ, ვიფოფხეთ, ცარიელი ავტომატებით და ძირითადად ბატებივით. ჩემი გუნდი გაგვჟლიტეს წიწილებივით, არც სახეზე ტალახმა მიშველა და არც თავზე ჩამოცმულმა ბუჩქმა. ახლა ვწევარ ყაზარმაში და ყვერების ფხანით ვუსმენ სიმღერებს. მეხუთე ასეული მღერის, თეატრალები…

14 ივლისი
ეს ორი დღეა მოტყნულები ვართ. წიპა ბევრს არ დავრბივართ და არ ვშაგაობთ, მაგრამ მაინც დაღლილები ვართ. გუშინ ტყეში ვიბოდიალეთ, ვიხოხეთ, ვიტერორისტეთ. ექვსი კაცი გავაგორე, კაააიფ…
ზატო დღეს ყვერების ფხანის მეტი არაფერი გვიკეთებია, ტყეში ვეყარეთ. ჩვენი სერჟანტი ორი დღეა ტყეშია გაჭრილი და არ ჩანს… ხო, საღამოს… ნუ ახლახანს… ფეხბურთი ვითამაშეთ. ერთი სამი ხელი ვითამაშე და ბაყვი დავარტყი, ძალიან მტკივა, აი ძაალიან. ტაქშტა პასმოტრიმ, რა იქნება ხვალ.

15 ივლისი
ყვერთა ფხანა Inc. გამომდინარე იქედან, რომ დღეს კვირაა (სავარაუდოდ ამიტომ) ორი საათისთვის იარაღი უკვე ჩავაბარეთ და საღამომდე ყვერთა ფხანის მეტი არაფერი გვიკეთებია. ნუ მანამდე ტყეში ვირბინეთ, საბრძოლო გადაადგილებას ვამუღამებდით. ამ სირბილში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენი აღჭურვილობა წაუყლევებს, ყველაფერი ფამფალებს და შეიძება დაკარგო სადმე. ხუინია. ახლა რაღაც წამოწვიმა და აცივდა. ვო პრეკოლ, გადასარევია. ზეგ სასროლად მივდივართ.

17 ივლისი
დღეს მთელი დღეა ყაზარმაში ვყრივართ. წესით სროლაზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ გუშინ წვიმაში მოგვიწია ბოდიალი და მთელი ბატალიონი ფორმების შრობაში ვართ. არადა გუშინ სერჟანტმა და კაპიტანმა ტყეში გვაფოთიალეს, კარგა ბლომად, სოფლამდე ავედით. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ათ კილომეტრამდე… იარაღით, მთებში. მამენტ გაასწორა, ბოლოსკენ რომ არ დავსველებულიყავით, მთლად კაი იქნებოდა. ზატო ახლა ყაზარმაში ვართ და ოფიციალურად ვიფხანთ ყვერებს. და ხო, სროკის ნახევარი უკვე გავიდა, დღეიდან ვიწყებ დღეების უკუთვლას.

18 ივლისი
პოლიგონი. მოტვლეპილი მინდორი, სადაც ერთადერთი გაქუცული ხე დგას და მთელი ასეულია შეფარებული. გზა – ჩერეზ თბილისი, კამაზებით, სუხოი პაიოკი და ღრიანცელი მანქანებში. სროლები, თითოეული ნახვრეტი პრიცელზე გვიხარია. ცხელა ბლიად. დღეს სუხოი პაიოკის მეტი არაფერი გვიჭამია, კონსერვები იყო, მაგრამ გასახსნელები არ მოყვა. ხუინაბლია.

20 ივლისი
კაროჩე რა, ამოვიდა ყელში. გუშინ უსაქმურობის დღე გვქონდა, დღეს ნახევრად. მეხუთე ასეულს ჩავუსაფრდით, მაგრამ არ დაგვცალდა, სხვა ბატალიონი შემოვარდა ტყეში და ვისი ყლე ვის ტრაკში იყო ვერ გავარკვიეთ. წესით ხვალ ღამე მარშ-ბრასოკი უნდა გვქონდეს, ჩანთებით და ჯანდაბებით. პასტაში გამედო…

21 ივლისი
დღეს შო და მროველი იყვნენ, შემახსენეს რომ ნაწილის გარეთაც არსებობს რაღაც. წერილი მომიტანეს, როგორც წესი და რიგია, სამკუთხედად დაკეცილი და ცრემლითა და სუნამოთი გაჟღენთილი. ვოტ ტაკ, პა არმეისკი. ეჰჰ…
დღეს კიდე, ტო ესწ ამაღამ, მარში უნდა იყოს. ღამე წამოგვყრიან და წავიდა… ვიძინებ.

23 ივლისი
დედა, რა იყო ეს. გუშინ მოგვასვენეს ყაზარმაში და დღემდე გონზე ვერ მოვდივართ.  დავიწყოთ იქედან, რომ ღამის 4-ზე წამოგვყარეს და 5 საათამდე ეზოში ვიდექით, რაღაცას ველოდებოდით. ბოლოს ის რაღაცაც მოხდა ალბათ და დავიძარით. არავინ იცოდა სად მივდიოდით და რამდენი უნდა გვევლო, თუმცა ყველას იმედი ქონდა, რომ ახლოს და ცოტა. სულ ტყუილად… მზე რომ ამოვიდა, ჩვენ ჯერ კიდევ მთაში ვიყავით, თუმცა უკვე მოჩანდა ავბედითი ვაკეები ქვემოთ. ერთი დეტალი ცუდად დამრჩა თავში – ჩვენ რომ ნაწილიდან გამოვდიოდით, მაგ დროს მოპირდაპირე მთაზე რაღაც დედისმღერძავი ფართი მიდიოდა, ჩვენამდე აღწევდა ხმები და განათებები. პროჭები…
…მზე უკვე კარგად ამოვიდა, წყალი ნახევარს უკვე გაუთავდა, ფინიში კი არ ჩანს, ტაბახმელა გავიარეთ და სადღაც მივდივართ, უცნობი დესტინეიშენისკენ. წინ სარდალი მიგვიძღვის, დროშით. სადაც დაღმართს დაინახავს – გვარბენინებს. ის მაინც ვიცოდეთ სადამდე უნდა ვიაროთ…
…და აი ისიც… არა, არ მივსულვართ ჯერ. მინდორი დაიწყო, თვალუწვდენელი მინდორი, ერთი ხე არ ჩანს მთელ ამხელა მანძილზე, სადღაც ძალიან შორს, მინდვრის ბოლოში მთაა, მთის ძირში კი ტბა, მგონი კუმისი უნდა იყოს, მაგრამ ნუთუ ამ მთამდე უნდა მივიდეთ? ვგრძნობ როგორ მეცლება ძალა, მზე თავზე მაჭერს, საკუთარ ჩრდილში მაინც ვივლი… მცხელა და მწყურია… ბოლო წვეთები მაქვს დარჩენილი და ვიზოგავ, სიკვდილის წინ დავლევ…

…როგორ გავიარე ეს მარში, დღემდე მიკვირს. სამჯერ დავეცი და არცერთხელ არ მეგონა თუ რაიმე ძალა მაიძულებდა ავმდგარიყავი და სიარული გამეგრძელებინა. ოფლი თვალებს და სახეს მწვავდა, სუნთქვა მიჭირდა და ტერფები აუტანლად მტკიოდა. ჩანთაც რაღაც ძალიან დამძიმდა, ავტომატის რემენი კი დაწვრილდა, დაწვრილდა, თოკივით გახდა და მხრებში ჩამესო… წყალი…თუნდაც ცხელი და საზიზღარი…

უკანა გზაზე ბუნდოვნად მახსოვს მანქანაში მოჯაყჯაყე სახეები, სუყველა დაღლილი და მტვრიანია, მივალთ ყაზარმაში და დუშიდან არ გამოვალ, თუ გამომათრევს ვინმე, მაშინ საწოლიდან აღარ ავდგები… რა კარგი ყოფილა ჩვენი ყაზარმა თურმე…

26 ივლისი
ვსიო, მორჩა. ჩავაბარეთ ტანსაცმელი, იარაღი გუშინვე მოვიძრეთ, ჩანთები, რაჟოკები, ქამრები… დაგვირიგეს ჟეტონები, სერთიფიკატები და მორჩა… შეგვიძლია წავიდეთ. გუშინ ბოლო გასვლა იყო ტყეში, მთელ ბატალიონს 20-20 ტყვია დაგვირიგეს და აფხაზეთობანა გვათამაშეს. იფ იფ იფ, 500 კაცი რომ ერთდროულად ისროდა, კაი რამე იყო… ახლა კი უკვე ავტობუსში ვჯდები, ბოლოჯერ ვიყურები უკან და წავიდა… გრაჟდანი ვარ.

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

25 thoughts on “რეზერვისტის ჩანაწერები”

  1. ზატო მიშა იბლატავებს საერთაშორისო სხოდკებზე – დებილებით დაკომპლექტებული 100 ათას კაციანი რეზერვი გვყავსო…

  2. ცოლი თუ გყავს? :)
    აბა გაცნობა სხვანაირად არ ვიცი თუ ყველაფერი არ გმოგკითხე :)

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ფუ მაგათი დედა კომენტარის გაუქმება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s