რა უნდათ ქალებს [სამეცნიერო ნაშრომი]


[Post was sticked to the top at 06.07.2010]

საკითხი რთულია და საჭიროებს მრავალმხრივ მიდგომას. იმისათვის, რომ გავიგოთ რა უნდათ ქალებს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, ვინ არიან ქალები. ჰა, რა შეკითხვაა, ქალები არიან ორძუძუიანი და ერთიმიანი არსებები – იტყვის ალბათ ზოგი, მაგრამ ვაი რომ ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მათ (ქალებს), რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს და პარადოქსალურად ჟღერდეს აქვთ ისეთი მხარეები, რომლებსაც ადამიანებში სულს უწოდებენ, მათთან რა ქვია ეს ჯერ გაურკვეველია, ზოგი ქალურ ინტუიციად მოიხსენიებს და ზოგი საერთოდ არ მოიხსენიებს.

ასეა თუ ისეა, საბოლოოდ მივიღოთ ეს დაშვება ჭეშმარიტად, რომ ქალებს აქვთ სული და გამოვიყვანოთ შემდგომი მსჯელობა აქედან. სულის ქონა, თავისთავად რომ განაპირობებს სულიერი სურვილების (მოთხოვნილების) ქონას, ეს მგონი ადვილი მისახვედრია. ასე რომ კვლევის ობიექტიც დადგენილია, ქალები არიან ადამიანის მსგავსი არსებები, რომლებსაც გააჩნიათ როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი მხარე.

ყველა ცოცხალი არსების საბოლოო მიზანი რომ სექსია, ამაზე წინა სემესტრში შევთანხმდით უკვე, ასე რომ ეს თვისება ვრცელდება ქალებზეც (ცოცხალ ქალებზე). მკვდარ ქალებს სხვა დროს განვიხილავთ… ხიშტები ბათილდება-ს პრინციპით სექსის სურვილი ამოვიღოთ განმასხვავებელი ნიშნების ნუსხიდან, სურვილის სიხშირისა და სიძლიერის მიუხედავად და პირდაპირ სულიერი სურვილების განხილვაზე გადავიდეთ. ქალებს მოსწონთ, როდესაც მათზე ზრუნავენ, ოღონდაც მათთვის ზრუნვა განსხვავდება საღამოობით მათი ნასკის გახდისა და ლობიოს გაცხელებისაგან, მათ მეტი უნდათ, არ ყოფნით ზრუნვის სტანდარტული განმარტება.

ქალებს რატომღაც აქვთ მანია, რომ მათზე ნებისმიერ მომენტში შეიძლება განხორციელდეს თავდასხმა, უცნობი მიმართულებიდან და უცნობი მტრის მიერ, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებიან, ამიტომ ისინი ამჯობინებენ, მათ გვერდით იყოს სამყაროს საუკეთესო ნაწილის ერთი ან რამდენიმე წარმომადგენელი, რომელიც დაიცავს მათ ამ უცნობი საფრთხისგან, პახოდუ სტანდარტულ სურვილებსაც შეუსრულებს, რაც ყველას უნდა – სექსი და ჭამა-სმა … და რაც უფრო მაღალ დონეზე იქნება შესრულებული ეს ყველაფერი, მით უკეთესი…

საიტები სადაც დევს:  ლიტერატურა.გე , ფორუმ.გე

ფოტო განწყობისთვის:

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

38 thoughts on “რა უნდათ ქალებს [სამეცნიერო ნაშრომი]”

  1. ჰო, მე ხომ მაგათთვის კარგი მინდა…
    :უსერ:

    მართლა ოღონდაც…
    მარა მაგენმაც რა ქნან, ვერ ხვდებიან მაგდენს :-))

  2. არის კამანდირ :-))
    ცოტა ტრაკი მეც მაქვს… ჰოდა ერთდ კაი დიდი ტრაკი გამოგვივა :D

    შენი ბლოგის RSS იპოვე ბოლო-ბოლო? გამოწერა მინდა…

  3. ახალ სქინზე უნდა მგონი გადაყვანა, არადა ახალზე რომ გადავიყვანო, ბევრ ლინკებს დავკარგავ, საათს, ბმულებს, შოჩიკებს და ყველაფერს, არადა იმ შოჩიკების პაროლები აღარ მახსოვს… ამიტომ იყოს ეგრე. :D
    ე. ი. როდის ვქნათ ეგ “დიდი ტრაკობა”? :სპყ:

  4. ნუ სავარაუდოდ დღეს საღამოსთვის არ იქნებოდა ურიგო… თან საღმოსკენ აუცილებელი პირობაც სრულდება – ”სდელალ დელო, გულიაი სმელო”

  5. დაველოდები მაშვინ შენს ზარს, ოღონდ ხვალე დილით შეიძლება წავიდე დასავლეთში (გურჯისტანს ვგულისხმობ), ამიტომ დროზე ვიჩალიჩოთ. ნამეტანი ღამე და კუნაპეტიც არ გვინდა. :D

  6. ისე ყვავ, რა მაგარი რამე გამოვიდა ლოგიკურად.
    რა უნდათ ქალებს?
    რა უნდათ და ჩვენ რომ დავლიოთ. :D :D :D :D :D

  7. იმინნა ლოლ.
    არადა მართლა ეგრე გამოვიდა :უსერ:

    აი, მერე იტყვიან კიდევ, ქალი მაცდური არ არისო :D

  8. ჰო, ნუ ვიდი მაინც დაიჭირეს ისეთი, რომ არ მოეწონათ და ქოქოლაც დამაყარეს… ნახე ეგერ ლიტერატურა.გე -ს ლინკი რომ არის და იქაური კომენტარებით დატკბი :-))))

  9. ოპააა, რა ამბავი ყოფილა თურმე იქ. ისე ქალები აპასნი არსებები ხდებიან თუ გააცხარე, ხომ გაგიგია ცხვარი ცხვარიაო… ადამიანის მეგობრიდან ადამიანის მტრამდე სულ პატარა ნაბიჯია, ასე რომ ფრთხილად ყვაყო, არ გააღვიძო მძინარე მზეთუნახავი :-)

  10. რა ამაღლებული წარმოდგენა გაქვს ქალებზე :))))))

    ვერ ვიტან კითხვას: “რა გინდა”

    და საერთოდ საიდან ებადება ეს კითხვა კაცს :O :O

  11. ქალები წერენ “არ ვაღიაროთ და დაგვიჯერებენ”

    არა ნუ რეალურად ))))

    სექსი და ჭამა ყველას უნდა, სულიც გვაქვს კი ვინც ათეისტები არ ვართ, ტვინი გამოგრჩა და მთელი ბუკეტი უარყოფითი თვისებების

    პ.ს. ხარაკირის გაკეთების ხასიათზე ვარ

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s