რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში


დღეს 8 სექტემბერია, თითქოს არაფრით გამორჩეული დღე, ჯდები ტელევიზორთან, იღებ პულტს და ოხ – ფეხბურთია, საქართველო-უკრაინა. სადღაც ყურმოკვრით გაგონილი გახსენდება, რომ ჩვენი ნაკრები უკვე სხვაა, პროგრესი განიცადა და ახალი სტილის ფეხბურთს აჩვენებს. აქვე წინასამატჩო სიუჟეტიდან ნაწყვეტიც ამოტივტივდება თავში, სადაც განახლებული და რესტავრირებული სტადიონის ქება ყურს ჭრის, ამიტომაც გადაწყვეტ, ჯანდაბას, იქნებ მეყურებინა ამ თამაშისთვის? მაცივრიდან ლუდს იღებ, მოხერხებულად ჯდები სავარძელში და მსაჯის მონეტის ტრიალს იმედით უყურებ. თამაში იწყება…

გადის ათი წუთი, გადის ოცი, მეშვიდე წუთიდან ვაგებთ, ეგ არაფერი – ფიქრობ შენ, აი ახლა… არა მაშინ აი ახლა… და შენ ხვდები რომ მოგატყუეს, მწარედ მოგატყუეს და ამის შეგნებისას სამართლიანად ბრაზდები. შენ თავს გრძნობ მოტყუებულად ყველაფრის გამო, განახლებული და პროგრესგანცდილი გუნდის ნაცვლად თეთრ ფორმაში ჩაცმული ზანტად მორბენალი თერთმეტი კაცის ყურება გაბრაზებს, გაბრაზებს სტადიონზე მყოფი ხალხის კანტიკუნტი შეძახილები, გაბრაზებს კომენტატორის გაწელილი და დუდღუნა ხმა, სადაც ის საკუთარი უპირატესობის გრძნობით აღვსილი გვახსენებს ოცდაათი წლის წინ როგორ გაიტანა ვინმე გურმუსიუნ ფეხენბიჩმა დინამოს კარში გოლი, როგორი არასამართლიანი იყო იმ თამაშში კონგოელი მსაჯი და როგორ ცეკვავდა არგენტინის ნაკრები ჰაკას თურმე (ეს რომელ ტელევიზორში ნახა, ნამდვილად არ ვიცი)… აქვე თვალწინ გადაგირბენს კადრები არაქართული ტელევიზიის ნაჩვენები არაქართველი ფეხბურთელების ნებისმიერი თამაშიდან, ლუდის ცარიელ ქილას გაბრაზებული ჭმუჭნი, ტელევიზორს თიშავ, პულტს მაქსიმალურად შორს ისვრი, რომ თამაშის დამთავრებამდე არავინ ჩართოს და მიდიხარ მეგობრებთან ერთად სადმე ”გულის გადასაყოლებლად”.

ისმის კითხვა – კი მაგრამ რატომ? რა დავაშავეთ ჩვენ, უბრალო ქართველმა მოკვდავებმა და რა ტიპის ტელევიზორი უნდა გვქონდეს, რომ ფეხბურთის დროს ნაგავი არ აჩვენოს? ან რა არის ამისთვის საჭირო? ჩამოვყვეთ ”პა პუნქტამ”:

პირველ რიგში, რაღა თქმა უნდა, საჭიროა ფეხბურთელებმა ითამაშონ ისე, როგორც უნდა თამაშობდეს ფეხბურთელი და არა როგორც თეთრ ფორმაში ჩაცმული ვინმე გამვლელი. მაგრამ რა ფეხბურთზეა საერთოდ ლაპარაკი, როდესაც გაგორებულ ბურთს მიწიდან აუხტომლად ვერ იჩერებს ვერცერთი, როდესაც ტაქტიკური მონახაზი არ გაუგია არავის და ყველა იქეთ დარბის, საითაც ბურთი გაგორდება. მოკლედ, ფეხბურთელები რომ კარგები გვყავს, ამაზე დიდხანს არ გავჩერდები.

მაგრამ ფეხბურთელებმა 10 გოლიც რომ გაიტანონ, ამ ყველაფერს უნდა ჩვენება, კამერა რომ მიიტანო სტადიონზე და უბრალოდ დააგდო, ის უკეთესად გადმოსცემს სტადიონზე მიმდინარე მოვლენებს, ვიდრე ჩვენი ოპერატორების მიერ ”გაშუქებულ” მატჩში ჩანს. თუმცა გაშუქებული ტყუილად ჩავსვი ბრჭყალებში, გაშუქება არ აკლია კადრებს, ზოგი კამერის კადრი ისეთი ნათელია, ბალახი ღია მოლურჯო ჩანს, ზოგში კი იგივე ბალახს შხამიანი ჭაობისფერი ადევს. ნუთუ ასეთი ძნელია რეპორტაჟის დაწყებამდე ათიოდე წუთით ადრე ჩამოუარონ ყველა კამერას და დიაფრაგმა გაუსწორონ, თუ არ იციან ვინმეს მაინც კითხონ… ლურჯ ბალახს კიდევ აიტანდა კაცი, ყველაფერს რომ თავის დროზე აჩვენებდნენ. ვუტევთ, დავარტყით, ავაცილეთ, მიდის მომენტის განმეორება და უცებ ბაც – თურმე ამასობაში გოლი გაგვიშვია. და ბოლოც – ძნელია ნეტა ორი მორბენალი კაცის დაქირავება, რომლებიც ფლანგებზე კამერებით ირბენდნენ და შექმნიდნენ დინამიური კამერის ეფექტს? არამგონია…

კომენტატორები რომ თამაშიდან აბსოლუტურად განყენებულ თემებზე ლაპარაკობენ, დაახლოებით ისეთზე, სპორტულ თოქ შოუში რომ უნდა ილაპარაკონ და არა თამაშის კომენტირებისას, ეს გავარკვიეთ უკვე, ასე რომ პირდაპირ გულშემატკივრებზე გადავიდეთ. რა ჰიმნები არ ჩაიწერა, რა ფანკლუბები არ შეიქმნა, უმაყურებლო სტადიონზეც მოუწია გუნდს თამაში, არაა საშველი. არც მფრინავი ბოთლები გამქრალა და არც ის სული გაჩენილა სტადიონზე, რაც უნდა შექმნას გულშემატკივარმა, წაგებული გუნდის იქნება ეს თუ მოგებულის. მომიწია მე დინამო(თბილისი) – რაპიდი(ვენა) თამაშზე ყოფნა, დინამოს ფანკლუბის წევრებთან ერთად, ოფიციალურად ერთი სექტორი გვეკავა ჩვენ და მეოთხედი სექტორი (სულ ხუთიოდე რიგი) რაპიდის გულშემატკივრებს. დოლებიც გვქონდა, დუდუკებიც და დახეული ქაღალდებიც, ჰაერში ასაყრელად, მაგრამ რად გინდა, მედოლეც ხომ უნდა დოლს? იმ დღეს მთელი გულით მინდოდა, რაპიდის ფანკლუბში ვყოფილიყავი, მათთან ერთად მემღერა, მეხტუნავა ადგილზე, მესროლა ჰაერში მაისური და რაც მთავარია ეს ყველაფერი გვეკეთებინა ყველას ერთად და მეყურებინა დინამოს ფანკლუბელების უნიათო მცდელობისთვის გულშემატკივრობის იმიტაცია შეექმნა. არცერთი სიმღერა, არცერთი შეძახილი და არცერთი მოქმედება არ ყოფილა ჩვენსკენ ისეთი, რომელშიც ერთდროულად 50 კაცზე მეტი იღებდა მონაწილეობას და ეს მცირე მცდელობებიც ნახევარ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა. სად არის ”ქართული მებრძოლი სული”, სად არის ნაქები გულშემატკივრობა? ნუთუ მზესუმზირის ნაფუნჩხებით სტადიონის გავსება, მსაჯის გინება, ბოთლის სროლა და ექსტრემალურ ვითარებებში ”საქართველოს” ზანტად და უხალისოდ სკანდირებაა გულშემატკივრობა? არ გვეკადრება ხომ, გრეხია სტადიონზე ყვირილი და სიმღერა? ან თამაშის დამთავრებისთანავე სტადიონის დაცლა რა არის, მოგსდევს ვინმე?

მოკლედ, ასეა თუ ისეა, ყველაფერი მიდის იქამდე, რომ კიდევ კარგა ხანს მოგვიწევს ფეხბურთის დროს ტელევიზორის გამორთვა და სადმე ”გულის გადაყოლება”… ჩვენდა სამწუხაროდ…

საავტორო უფლებები დაცულია
Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

18 thoughts on “რატომ ვუყურებთ ნაგავ ფეხბურთს ტელევიზორში”

  1. გულის “გადაყოლებაც” არ დაგჭირდება თუ უბრალოდ არ უყურებ ფეხბურთს. ჩვენი ფეხბურთის ყურებას მირჩევნია ვერის ბაღში გავიდე და გადაღრძუებულ მოჭადრაკეებს ვუყურო.

  2. მოგესალმებიტ
    გამაოცა ტქვენმა `ნაბოდიალებმა` მარტალი გიტხრატ, ტიტქოს არაფერი იკო ახალი და გამოტქმული უკმაკოფილება ცჰემტვისაც ნაცნობი და მსჰობლიურია მაგრამ ტელევიზორტან მოკალატებული ლუდიტ ხელსჰი კველაზე და კველაფერზე რომ გაბრაზდი ტამასჰისტვის მაინც გეკურებინა ბოლომდე. რამე განსაკუტრებული კი არ მომხდარა მეორე ტაიმსჰი, ტეტრებსჰი გამოცკობილმა გამვლელებმა ფრენა კი არ დაიცკეს მოედანზე ან მე სტადიონზე რო ვიჯექი კი არ ცჰამიხლეცჰია ხმა საქარტველოს დზახილიტ, უბრალოდ გეკურებინა რა ტუ გაინტერესებდა და ტუ არ გაინტერესებდა საერტოდ რატო დაიცკე კურება და რატო გაგვიბრაზდი კველას. ისე დაგელია ლუდი. კველაფერსჰი გეტანხმები ტიტქმის, მხოლოდ გაზონის გასცვრივ კამერიტ მორბენალი ტიპები რომ ისურვე ეს გამიკვირდა და რომ გაგვიბრაზდი ესეც. ასეტები ვარტ ტან დზალიან დიდი ხანია აგვიტანე რა
    ფეხბურტელებიც გულსჰემატკივრებიც და სულ კველანი ქარტველები. მე მიკვარს ასეტები ცჰემიანები არიან
    მეც მაგრად გავაცჰმახე

  3. აი ლაიკ ზეტ პოსტ :ყეს:
    ძალიან კარგად არის ჩამოყალიბებული, ის თუ რისი თქმა გინდა
    ფაქტიურად დასამატებელი არაფერი რჩება ))
    just +1 :)

    მათემატიკის მასწავლებელი მყავდა ადრე, ახალგაზრდა, საყვარელი კაცი იყო და საქართველოს გუნდს არასოდეს ბალეშიკობდა და კლასის დიდმა ”პატრიოტმა” ბიჭებმა კითხეს, რა პონტშიო. ამანაც ზედმეტი კუწი პუწის გარეშე რას უნდა ვუბალეშიკო, სტადიონზე უკვე წაგებულები გადიანო

    და კომენტატორები მართლა ტკივილია. დადგებიან და ჭადრაკის ჩემპიონატიდან დაწყებული, მოდის ბოლო ჩვენებით დამთავრებული ყველაფერს განიხილავენ. ძაან მაგრა მომწონს შიგადაშიგ ამ ამაღლებულ თემებს რომ სწყდებიან და პროგნოზის გაკეთებაც ცდილობენ, სიტყვებით ”ახლა თამაში დაიძაბა, აშკარაა, რომ ან მოვიგებთ, ან წავაგებთ” )))

  4. ჰო, ეს იმდროინდელია, ძალიან რომ განვიცდიდი ხოლმე ასეთ ამბებს. ახლა ყლეზე მკიდია სრულად და გარდიგარდმო. ქართული ფეხბურთი მოკვდა.

    და მიუხედავად ამისა ნახევარ თამაშს მაინც ვუყურე ირლანდიასთან, აი სანამ ძალიან ყლეობებს დაიწყებდნენ…

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s