ამერიკა vs კოლუმბია – დიდი თამაში


(სხვა თამაშები – 20.12.2006 , და კიდევ ერთი )

იყო და არა იყო რა, სტრაიკბოლის უკეთესი რა იქნებოდა. იყო კოლუმბია და იყო ამერიკა. რაღა თქმა უნდა რომ კოლუმბიელებს ამერიკელები არ უყვარდათ და ამერიკელები კოლუმბიელებს ვერ იტანდნენ. და აი ერთ დღესაც მათი გზები გადაიკვეთა…

კოლუმბიელების ბანაკის შუაში ერთი დიდი ხე დგას, ხეზე კი ვიღაცაა, თავი ჩაქინდრული აქვს და თვალებში უიმედობა ახატია. ეს გენერალ მაკნეილის მეუღლეა, მისის მაკნეილი, მისი ცოცხლად გამოყვანა საზიზღარი კოლუმბიელების ბანაკიდან ამერიკელების ქვედანაყოფის ერთ-ერთი ამოცანაა… მაგრამ არა ერთადერთი. მათ ასევე ევალებათ გამოიტანონ ან/და გაანადგურონ ყალბი ფულის დიდი პარტია და კოლუმბიელი არაფორმალებისთვის განკუთვნილი იარაღი.


ორიგინალი: http://www.flickr.com/photos/minicrow/1401284783/

მისია გამთენიისას იწყება, რათა ნისლის აკრეფამდე მოხერხდეს მტრის ბანაკამდე შეუმჩნევლად მიპარვა. მამაცი რეინჯერები მტკიცე ნაბიჯით მიიწევენ წინ კოლუმბიის გაუვალ ტყეში, თუმცა ყოველ ფეხის ნაბიჯზე ფრთხილობენ – ტყე სავსეა დანაღმული ხეებით და მოთვალთვალე ძროხებით, მტერიც შეიძლება ნებისმიერ მომენტში გამოჩნდეს. მათ ხომ ზუსტად არც იციან რა მანძილია კოლუმბიელების ბანაკამდე…

ტყე საშინლად არასტუმართმოყვარეა. ყველაფერი სველია ნისლისა და წვიმისგან, ყოველი ნაბიჯის მერე ტანსაცმელი უფრო და უფრო იჟღინთება, აპარატურა დანესტიანდა და აღარ მუშაობს, არც რაციები, არც სატელიტური აპარატები (ტელეფონები :D ). ამერიკელები უკვე დიდი ხანია ამ ტყეში მიდიან, იმდენად დიდი ხანი, რომ ზოგიერთ მათგანს უკვე ნერვებმა უმტყუნა და გზისკენ იქაჩება, სადაც კოლუმბიელების პატრული ინტენსიურად პატრულირებს. არა, არ შეიძლება… კონსპირაცია უპირველეს ყოვლისა.

…და აი, გამოჩნდა ხიდი. დაზვერვის მონაცემების მიხედვით ამ ხიდის მერე იწყება კოლუმბიელების სრულად კონტროლირებადი ზონა. საჭიროა ხიდის გადალახვა. საით წავიდეთ, პირდაპირ გავუყვეთ გზას, მარცხენა მხარეს გავუყვეთ მდინარეს თუ ტყეში ავუხვიოთ? და აქ აირია მონასტერი, რაცია არ მუშაობს, სამივე ქვედანაყოფი სრულ გაურკვევლობაშია, საით წავიდნენ დანარჩენები? და ამ დროს გაისმა სროლა…ზემოთ,  ტყეში რაღაც შეირხა და  კოლუმბიელი მზვერავის გვამი ფერდობზე ჩამოგორდა. ხელში რაცია ეჭირა. გვიპოვეს! საჭიროა სასწრაფოდ დავესხათ თავს! მაგრამ სადაა ძირითადი რაზმი?

ძირითადი რაზმი დაიკარგა, ზემოთ აუხვიეს, ტყეში… დარჩენილი ძალები მაქსიმალური სიფრთხილით გადაადგილდებიან გზაზე, თუმცა აშკარად ეტყობათ დაღლა… საკმარისია ორკაციანი ჩასაფრება და რაზმი აღარ იქნება… ასეც ხდება… დარჩენილი ძალები წუთშესვენებას იღებენ, ჭამენ და დამხმარე ძალას ელოდებიან… შეტევა გრძელდება… აი, გამოჩნდა კოლუმბიელების სახლებიც, როგორ მტრულად გამოიყურება ფანჯრები…

ბრძოლა იყო სასტიკი და არეული. ტყვიების ზუზუნი გრანატების ხმას ერთვოდა, რასაც ხანდახან დაჭრილების და დახოცილების ყვირილი ემატებოდა. აგერ, ერთი რეინჯერი შეძვრა იმ სახლისკენ, სადაც მძევალი ყავთ… სროლა არ წყდება… და აი ისიც გამორბის, ხელში დიდი ჩანთა უჭირავს, ფულით სავსე… მაგრამ მძევალი ისევ მათ ყავთ… ისმის საბედისწერო გასროლა… მისია დამთავრებულია.

მოდით წუთიერი დუმილით პატივი ვცეთ დაღუპული გმირების ხსოვნას, მათ თავი გაწირეს ამერიკისთვის და მსოფლიო მშვიდობისთვის. მათი სახეები მუდამ გვემახსოვრება. აგერ ისინიც:

ყვავა, ზუმი და კალაშა…

ინტეგრალი…

მემენტო, ავტომატკაცი…

ეს კლიმბერაა, ამერიკელების გზამკვლევი.

და აქვე კიდევ რამდენიმე მამაცი მებრძოლი, უკომენტაროდ ვნახოთ მათი სურათები, აჯობებს:

…და ამ სურათების სრული გალერეა. დააჭირეთ აქ და იხილავთ ბრძოლას გადარჩენილ სხვა სურათებსაც. 

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

6 thoughts on “ამერიკა vs კოლუმბია – დიდი თამაში”

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s