”მე მინდა რომ ქმარმა მარჩინოს”


ბევრი ქალისგან გამიგონია, რომ მათ უნდათ ქმარმა ისინი არჩინოს. თვით ტერმინი ”რჩენა” თავის თავში უკვე შეიცავს დამამცირებელ ნოტებს, ჰოდა ვიფიქრე, ვიფიქრე და ჩამოვაყალიბე ფორმულა, რას ნიშნავს ქმრის ნარჩენი ქალი.

მაშ ასე ქმარი, ფიზიკური სიდიდე, მთელი თვის განმავლობაში ”მუხლჩაუხრელი”  შრომის შედეგად როგორც იქნა მივა იმ დღემდე, რომელსაც ყველა ელოდება მთელი თვის განმავლობაში, ანუ აიღებს ხელფასს. ხელფასიდან 100 მწვანეს მაშინვე გადადებს ”შავი დღისთვის”, შემდეგ გადაურეკავს თავის ორიოდ უახლოეს ძმაკაცს და საზეიმო ტონით აცნობებს მათ ”შავი დღის დადგომას”. ძმაკაცები გადახედავენ ფონდს, აიღებენ თავიანთი შავი დღეებისთვის გადადებულ ას-ას მწვანეს და ისინი მეგობრულად და შეხმატკბილებულად მიდიან უძველეს პროფესიონალებთან, ხალხურად ბოზებთან.

ნაგულავები, შეზარხოშებული და კარგ ხასიათზე მოსული ქმარი სახლში გამთენიისას (არ არის აუცილებელი იმავე დღის გამთენიისას, გააჩნია ფული რამდენზე ეყოფათ) ბრუნდება, მის მოლოდინში ღამენათევ ცოლს ფულს მიუყრის, ”შემდეგ თვემდე იმყოფინეო” მიაძახებს, ერთსაც მიაგინებს, სადილი ცხელი რატომ არ არისო და მკერდის ფხანა-ფხანით მიაშურებს საწოლს. უკვე ნახევრად ძილბურანში მყოფი ერთს ამოიგმინებს ”ქალო ბავშვი გააღვიძე, პიანინოზე უნდა დავაკვრევინოო”, ცოლის პასუხზე, რომ მათ პიანინო არ აქვთ, ერთსაც კიდევ მიაგინებს გემოზე და ხვრინვას ამოუშვებს.

ეს გინდათ, დავიჯერო? spy

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

41 thoughts on “”მე მინდა რომ ქმარმა მარჩინოს””

  1. მაშდამე ქმრის ნარჩენი ქალი რა არის?
    ბევრნაირად შეიძლება ახსნა.
    1) აი კაცს რომ ქალი მორჩება (როგორც ხურდა) ეგაა რა. :D
    2) მხოლოდ ავადმყოფობის დროს რომ მოარჩენს (ანუ უმკურნალებს) ქმარი.
    3) ქალის ნაცვლად კაცი რომ მორჩება (იმერლები და გინეკოლოგები მიხვდებიან მორჩენაში ამწუთას რაც ვიგულისხმე, ნო ეტო უჟოს) :givi:
    4) რო ერჩის რა (რას მერჩიო რომ გეტყვიან).
    5) კაცისგან მორჩენელი ქალი (ნამცეცობის პონტში). :D

    კიდევ შეიძლება ვერსიები, მარა ახლა მეზარება, მერმისისთვის გადავდოთ, ან შენ გააგრძელე ყოვ. :ყეს: :D

  2. ისე საინტერესოაა “მარჩენალის “გამომუშავებულ თანხას რამდენად მიზნობრივად ხარჯავს ამ დროს ცოლუკააა : ))))) ცოლის მხარეც გაშალეეე და ანეგდოტური ცალმხრივობაც დაიკარგება და უფრო საინტერესო იქნება შემდგომ მსჯელობაა : )

  3. სახალხოდ ვაცხადებ, რომ მინდა ცოლმა მარჩინოს. სუსი არ იქნება ჩემგან, გამომეხმაურეთ მსურველებმა.

  4. აი საერთოდ არ მინდა, რომ ქმრის კისერზე ვიყო.
    ჩემი საქმე მექნება. :bis:
    და ეგეთი მურთაზი ქმარი არ მეყოლება და არც მე გავხდები მაგის გადამკიდე “მურთაზკა”. :bis:

    ეგღა მაკლია…
    ღმერთო ჩემო :boli:
    აგერ შენ ლინკი და ითამაშე. :burti:

    http://forum.ge/?showtopic=33836462&view=findpost&p=9063616

  5. მადლობთ, მადლობთ…
    როგორიც ვარ, ისე ვიქცევი…

    პ.ს. და ვაფშე რა საჭიროა კაცი? :rolleyes:

    მის გარეშე ცხოვრება ბევრად ლამაზია…

    ხო, ეს პ.ს. იყო და მაგაზე არ მიპასუხო!!!
    პროსტა ხმამაღლა გავიფიქრე.

  6. მაინც გიპასუხებ…
    რა საზიზღრობა თქვი ახლა, უკაცოდ რა გვეშველება… ტო ესწ გეშველებათ…

    ღმერთს ნუ სცოდავ, ცა არ ჩამოიქცეს )

  7. ღმერთო ჩემო. :BOLI:

    ხოდა რავი, ამ ეტაპზე ვინც მყავს, იმასთანაც ისეთ პონტში ვარ, რომ იშვიათად ვნახულობ.
    ხოდა რავი…
    რთულია კაცთან ცხოვრება ცოლის სტატუსით…
    ბევრ რამეზე უნდა თქვა უარი.
    ნუ არსებობენ მურთაზკები (ანუ სამურთაზე ქალები, რომლებიც ოღონდ გათხოვდნენ (ან ოღონდ შეყვარებული გაიჩინონ)და რას აღარ აკეთებენ და რაზე აღარ არიან თანახმანი.
    გათხოვებამდე:
    იპრანჭებიან, კეკლუცობენ, ბიჭებს აბამენ და ა. შ.
    გათხოვების შემდეგ:
    ითმენენ ყველაფერ იმას (და არა მარტო იმას), რაც შენ ჩამოწერე.
    აი ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ მე ეს არასოდეს გამიკეთებია, რადგან არ ვარ ის ტიპი, რომ ვიღაცაზე ვიჩალიჩო.
    ვცხოვრობ ჩემთვის.

    აუუუუ!!! ჭედვა N2
    ისევ როკ კლუბში დავლიე მელომანიის გოგოებთან ერთად ლუდი…

    ხოდა ესეც წაშალე.

  8. ლუდი რომ დალიე, ეს პირველივე წინადადებაში ვიგრძენი :-))))
    ჰოდა ისე კიდევ, ზოგადად, უფრო და უფრო გულით მეზიზღები :)

  9. სად? “ღმერთო ჩემო. :BOLI:”– ეს რომ დავწერე???
    საღოლ შენ.

    ხოო???
    Вы меня ненавидите??? Я старалась…
    ეს ჩემი ბლოგის ერთი დიდი პოსტიდან ამოვიღე ახლა…

  10. არადა არ ვარ.
    შენ რომ ჩემზე იტყვი ლოთი ხარო , ღმერთო ჩემო :boli:
    მეზიზღები.

  11. ხო არა???
    ჰინთებს ნუ მირტყამ, ცხოვრებისეულად საზიზღარო.

    ხვალაც დავლევ მე, ბარემ კვირა დღეა, შენ იყავი აგერ და მეძახე ფარული საზიზღარი. :ბოლი:

  12. bigcrow და k84u რა საყვარლები ხართ, ვგიჟდები შეყვარებულები რო ჩხუბობენ :))) ან და–ძმა უკაცრავად, ხო რავიცი.. ;)

    ისა მგონი ასეთ მურთაზებში მამაჩემი შედის.. ვაიჰ.. მაგრამ მთლად ეგრე აღარაა საბედნიეროდ, ამ ბოლო დროს ქალი უფრო არჩენს ოჯახს(ჩემი ნაცნობების 60%) და საერთოდაც უფრო დამოუკიდებლები გავხდით :)

    მეე პირადა არ ვიცი თუ ფულიანი ქმარი მეყოლება მაგას რა ჯობია.. მაგრამ ჩემთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა რათქმაუნდა კარგი კარიერა და ქორწინებიდან 2 წლის მერე ქმარს გავშორდებოდი, ბავშვს მარტო გავზრდიდი და ქმართან “ვიმეგობრებდი”.. მაინც ზედმეტი საზრუნავია რა ეს ქმარი.. სულაც არაა საჭირო, მითუმეტეს ქართველი! უცხოელები უფრო ბუნჩულები დამჯერები და წყნარები არიან, სარეცხსაც რომ გაარეცხინებ ისეთები ;)

  13. ვგიჟდები შეყვარებულები რო ჩხუბობენ :))) ან და–ძმა უკაცრავად, ხო რავიცი..

    არცერთი არ ვართ არადა აქედან :-))))

    :D

  14. მაინც საყვარელი წასაკითხი პოსტებია, მეზიზღები ვერ გიტან დამპალო და ეგეთებს როცა ეუბნებიან… :D

    ხო ისა რათ მინდა და შვილი ხო მინდა? ეხლა არ თქვა ბავში უქმროდაც შეიძლებაო,მასეთების მომხრე არ ვარ ;)

  15. მაგაზე გპასუხი უჯკვე ვთქვი ;)

    ეს 4 წლის ბაშვმა დაპოსტა ძალინ მთხოვა მეჩ დავჭერო ;)

    გკი,აობა ფიირ8რუუროტრ;იოეუურიწ
    :Dტტყრყყყუფჰჯფჰრს778ჯკფრჯკრიყტ ჰჯგფგსჯკ გდგ
    ი7უგუი7უიფრკგფჯკჯიუკ
    ჯგრჯყფჯჰყუედფფრუუტიდყუდსუსდაჰდუჯჰაჰჯჯკლსჯკსჯჯსაჯჯკსჯაჯკჰაგტყჰნდსჯჰდგ ანა ედტდყყგსჰგდჰჰუჯჰჰსჯჰჰჯსჰჯსჰჯაჰკსჯჯჰჰჯჰგჰჯდჰგჰდჰჯდ წეჯ გფკლჯკგტრჯიოუიჰჯურჯიორიოიოფეიოოიო
    ერ
    იოუოოჯკსჯჰკმასმსმჰხჰჰსდჰეჯუგრირიკფჰჰჯჰკნკფჯჯკჯკჯჰდჰდჰჯ დბნჰდჰ სჰჰს ჰსგდჰგფგგფჰჯდჯკ ბნდფჯჰდსგჯფგდჯსდფჯკსდჰკკჰ

  16. ისე ქმრის ხარჯზე ცხოვრებასაც გააჩნია, მაგალითად ახალგაზრდა ლამაზი გოგო გათხოვდება მოხუც მდიდარ ჩინოვნიკზე და იმის ხარჯზე აიწყობს ცხოვრებას: ივლის სალონებში,ტრნაჟორებზე,რესტორნებში,დისკოტეკებზე, რაღაც წვეულებებზე, გაიჩითება საკაიფოდ.. არავითარი სარეცხის გარეცხვა, მაგისთვის მოსამსახურეები ეყოლება ;)

    რაც შენ ჩამოაყალიბე ეგრე ვინც ცხოვრობს ისევ ქალების ბრალია.. :)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s