არტ-იდეა


გამარჯობა ჩემო თბილის ქალაქო, როგორც იტყოდა ვიღაც ცაბაძე, ან უბრალოდ გამარჯობა ხალხო, როგორც იტყოდა ცხონებული ბაბუაჩემი, რომელსაც მე ვერ მოვესწარი.

რატომ გაწუხებთ ახლა, ალბათ უცნაურია და არც თემასთანაა დაკავშირებული ჩემი ოფლის დენა, მამენტ არც არაფერთან, უბრალოდ ღამეა, ვზივარ მონიტორთან, არ მეძინება, ან სულაც მეძინება, მაგრამ არ მინდა რომ დავიძინო, ხატოვნად რომ ვთქვათ გატრაკების ხასიათზე ვარ და ვატრაკებ… შეგიძლიათ ეს პოსტი უბრალოდ დააიგნოროთ და გადახვიდეთ შემდეგზე…

როგორც მოგეხსენებათ,არტ იდეის ბლოგი არც ისე დიდი ხნის წინ დაიქოქა, მაგრამ უკვე საკაიფოდ გაიქაჩა და დანავაროტკდა, რაც ალბათ ავტორების სიმრავლის ბრალიცაა, იდეის უჩვეულობისაც და სხვა მრავალი რამის, მოკლედ ფაქტია, რომ ბლოგი გაიქაჩა. მე კი მხოლოდ ამ დილით გავიგე საერთოდ რა ხდებოდა, ”… და მუნ მესმა ხმა იგი ჭურსა შიგან…” ჰოდა შევიჭყიტე და დავიშოკე. დავიშოკე არა მარტო იმიტომ, რომ ყველაფერი ასეთი კარგია და ა.შ. და ა.შ., როგორც ვინცხა იტყოდა ”გაწეპილი ბაზარი…”

…დამშოკა თემებმა, უფრო სწორად ნაწერებმა. შეიძლება ვინმემ მითხრას, ზედმეტად კრიტიკული ხარო, მაგრამ მე ეს მძლავრად მახატია გენიტალიებზე, ასე რომ ვიტყვი რამაც დამშოკა. სკოლაში ყველანი ვწერდით ალბათ თემებს, რომელთა სათაურებიც და შესაბამისად შინაარსებიც წლიდან წლამდე კი არა და თაობიდან თაობამდე არ იცვლებოდა, მე მქონდა კიდევაც, სანათესაოში წვალებით ნაშოვნი, ასეთი თემების კრებული, რომელმაც ჩემამდე რამდენიმე თაობის მომარაგება მოასწრო დაშტამპული ფრაზებით, რომელთაგან ოდნავი გადახვევაც კი მინუსად ითვლებოდა.

და აი ახლა, როდესაც გადავხედე ნაწერებს, ისეთი გრძნობა დამრჩა, თითქოს ერთ-ერთი ასეთი რვეული მქონდა გადაშლილი და ვკითხულობდი გულისამაჩუყებელ ენაზე დაწერილ სტრიქონებს, რომლებიც ისე ჩაიფიქრა წლების წინ შემქმნელმა, რომ საკმარისია მხოლოდ რამდენიმე სიტყვის შეცვლა, ერთგან ცრემლის ჩამატება, მეორეგან განუხორციელებელი ოცნების, საერთო ფონად ნისლის დადება და შესანიშნავი სკუჩნი ნაწარმოები მზადაა, როგორებიც შეგვიძლია ვიხილოთ მეცხრე კლასელი გოგოს მეგობრობის დღიურში…

ასე რომ მოდით, ნუ ვიქნებით ზომბები…

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

10 thoughts on “არტ-იდეა”

  1. ნუთუ ეს მეც მეხება???

    ღმერთო ჩემო :boli:

    ნუ, პრინციპში მე და შენ მაინც გვეზიზღება ერთმანეთი, ასე რომ ეტა ნი პამეხა :)

  2. რამდენადაც მე ჩემს თავზე ფაქტიურად არ დამიწერია და რამდენადაც მაგ საკითხში ჩემი თვითშეფასება საკმაო მაღალია, შემიძლია მშვიდად ვიძინო რომ მე არ მეხება :D

    ეგ კიარადა სულ დაყლევდი ყვო!!!
    რამე აკეთე ნუ
    გაიფერადე ცხოვრება ოღონდ არა არყით და პლანით ან რამე მსგავსით
    უFFF

    მიყვარხარ, სლივ :2kiss:

  3. ვიფერადებ…
    აი კაი მარკერების კომპლექტი ვიყიდე და შევუდექი ნელ-ნელა გაფერადებას…

    :chups:

  4. დამაკვირდი და მიბალერშიკე…
    მეტი არაა ჩემი მტერი ისე მე რამე მეშველოს მაგ დარგში, მაგრამ i’ll keep tryin’

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s