მაღვიძარა


არ მიყვარს მაღვიძარა, საშინელებაა მაღვიძარა დილით, როცა იცი, რომ ცოტა ხანში უნდა დარეკოს, მოგწყვიტოს ძილს, საყვარელ ბალიშს და გაგისროლოს გარეთ, სიცივეში და უსიამოვნო გარემოში იმ საქმეზე, რომელსაც ერთი კვირა გეგმავდი და ვერ გადაგეწყვიტა წასვლა, იმდენად საზიზღარი და მოსაბეზრებელია… ამიტომაც ცდილობ მაქსიმალურად ღრმად დაიძინო, რომ მეტი გამოსტყუო ამ საზიზღარ, ეშმაკის მანქანას, რომელიც შენს ტელეფონში ბუდობს და მოსვენებას არ გაძლევს დილაობით. მაგრამ რაც უფრო გამწარებული ებღაუჭები ძილს, უფრო ტკბილად გეძინება და უფრო მტკივნეულად გერჭობა ნერვებში ის საზიზღარი მუსიკა, რომელიც ვიღაც იდიოტმა დააყენა შენ საკუთარ მაღვიძარაზე და რაც უფრო მატულობს ეს ხმა, მით უფრო უხეშად და ძლიერად გეწიწკნება ნერვები და უფრო შორს ცვივა მათი ნაფლეთები…

და აჰა, როგორც იქნა გაგეღვიძა, სატანამ გაიმარჯვა, Его план удался… თვალებდახუჭული, ხელის ცეცებით ეძებ ხმის წყაროს და თან გულში ფიქრობ, ნეტა ხელის გაწვდენის მანძილზე იდოსო, რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თიშავ, ბრუნდები მეორე გვერდზე და აგრძელებ ძილს, უფრო ტკბილს, ვიდრე იყო მანამდე, რადგან იცი, რომ მეტი აღარავინ შეგაწუხებს.

მაგრამ ჰოი რომ სატანას არ ძინავს, ზუსტად 5 ასტრონომიული წუთის შემდეგ ისევ გესმის იგივე ხმა, ამჯერად ორჯერ უფრო ნერვებმომშლელი გეჩვენება, რადგანაც უკვე აღარ ელოდი. სამაგიეროდ იცი სადაც დევს ეს წყეული აპარატი, ხელის ცეცების გარეშე იწვდი ხელს და… აპარატი იქ აღარ არის. შენს გაოცებას საზღვარი არ აქვს, ცხვირში რაღაც ძველ შუმერულ გინებას ბურტყუნებ და ცალ თვალს ახელ. იატაკიდან შენი კეთილისმყოფელი მაღვიძარა გიღიმის და ენერგიულად მოგიწოდებს წამოხტე, ივარჯიშო, ხელ-პირი დაიბანო… მოკლედ ათას სისულელეს. შენ სირცხვილისგან თვალს იხევ ხუჭავ და შეუბრალებლად აჭერ ღილაკზე თითს. მუსიკა ჩუმდება და შენ კვლავ ძილქუშს ეცემი… რაღა თქმა უნდა ისევ ხუთი წუთით. ვინ მოიგონა ნეტავი ესეთი სისტემა, ყოველ ხუთ წუთში რომ რეკავს ეს საზიზღრობა? აპარატი თვალებთან მიგაქვს, ეკრანის შუქი თვალს გჭრის, მაგრამ არ ეპუები, პოულობ სამუდამოდ გათიშვის ღილაკს და ხელიდან გაუშვებლად ითიშები…

მოკლედ, კარგი რამეა მაღვიძარა, როცა არსად გეჩქარება, დააყენებ დილის 7 საათზე და ამ პატარა პროცედურის შემდეგ მკვდარივით ძილი გარანტირებული გაქვს.

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

5 thoughts on “მაღვიძარა”

  1. ადრე ვაყენებდი ხოლმე მაღვიძარას ერთი საათით ადრე და ბოლო ერთ საათს მაგ ბუზზ-ებიტ ვუწამლავდი : ))

    ნეჰ…

    ამაღამ 14 საათი მეძინა… oO

  2. ამაზე გამახსენდა – მაღვიძარას თავისებური მიდგომა უნდა :D თუ დაამუღამებ, აღარ დაგეძინება.
    საერთოდ ასე შვება ხალხი – მაღვიძარის ხმა რო ესმის, ფიქრობს რომ უნდა ადგეს, მერე იმ რაღაცეებზე ფიქრობს რაც უნდა გააკეთოს, მერე იმაზე რა ესიზმრა, მერე იმაზე ცოტა ხანი კიდე ეძინოს თუ არა, მერე იმაზე რომ არა, აუცილებლად უნდა ადგეს!!! მთელ ნებისყოფას იკრებს და შეიძლება მოახერხოს ადგომა, მარა შეიძლება ვერ მოახერხოს და დაიძინოს.
    ხოდა პრინციპულად სხვანაირა მიდგომაა საჭირო – უნდა დააპროგრამო თავი, რო მაღვიძარის ხმა ნიშნავს ადგომას, ვსო, ძალიან მატივად.თითქოს ეგ იგივე ნებისყოფის პონტია მარა მარა მართლა სხვა პონტია რელაურად. ნებისყოფას ვაბშე არ უნდა მიყვე მაგ დროს იმიტო რომ მაგ მომენტში ნებისყოფა არ გაქ. ავტომატიკაზე უნდა იყო – მაგის უნარი გაქ. არანაირი თვალების გახელა, გაზმორება, ფიქრი. ზარი – წამოხტომა, ეგრევე, ვითომ გახურებული ნემსი დაგარჭეს. ძილის წინ უნდა იფიქრო რომ ზარი რომ მოგესმება, ეგრევე ფიქრის გარეშე ხტები. რამდენჯერმე მაგ მეთოდით რო გაიღვიძებ მერე ადვილი გახდება უფრო. და თავიდან დღე შეგიძლია ივარჯიშო, 2 წუთით თვალები დახუჭო და დაწვე, და მაღვიძარის ხმაზე წამოხტე, სერიოზულად ;)
    ხოდა კიდე, ძილის წინ თუ ივარჯიშებ ცოტას, ადგომა გაააცილებით ადვილია.
    მართლა კაი მეთოდია და არ შემეძლო არ დამეწერა :)

  3. აჰ… რავა გეკადრებათ…
    რავა მევისპობ ჯანმრთელობას და მაგას რავა შევწირავ ახალგაზრდობას…

    აპ აპ აპ… იყოს ისევ ყველაფერი ისე, რავარც არის, დარეკოს მაღვიძარამ, მე მშვიდად გავთიშავ და გავაგრძელებ ძილს.

    :-)

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s