Dream City – epizode 1


…კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სიზმრების ქალაქში – მამცნო ქალის სასიამოვნოდ წვნიანმა ხმამ – ჩვენ ვიმყოფებით მეშვიდე განივი და მეორე გრძივი, ტროპიკული ზონების გადაკვეთაში. შეგახსენებთ, რომ სიზმრების ქალაქი დაარსდა 2147 წელს და გამორჩეულია თავისი ადგილმდებარეობით. იგი მდებარეობს მესამე მაგნიტური აგრიგლების ეპიცენტრში, რითიც არის განპირობებული მისი განსაკუთრებული თვისებები. Please head to the registration posts – რატომღაც ინგლისურად ჩაახუჭუჭა ხმამ და დადუმდა. სადღაც ქვემოთ, იატაკის ქვეშ რაღაცამ წვრილად დაუსტვინა, ვაგონი ოდნავ შექანდა და გაჩერდა.

ჩემი მცირე ბარგი ჯიბეში ჩავიდე და გარეთ გამოვედი. საოცარი ხედი გადამეშალა თვალწინ, თუმცა ჩვენს საუკუნეში ამაში უცნაური არაფერი იყო, ამიტომაც მშვიდად შევაბიჯე ესკალატორზე და დაბლა დავეშვი. ესკალატორი საჰაერო გზის მთავარი საგურიდან ქვემოთ, მიწასთან ჩადიოდა, სადაც სარეგისტრაციო პუნქტი იყო განლაგებული. მე მივედი ფანჯარასთან, კამერას ინსტიქტურად გავუღიმე და კარტა შევაცურე ჭრილში. ეკრანი მწვანედ აციმციმდა და “Registered” აინთო. მაშ ასე, დღეიდან მე ”დრიმ სითის” მოქალაქე გავხდი.

მართალი რომ ვთქვა, მაინც და მაინც არ მომიწევდა აქეთ გული, მშვენივრად ვცხოვრობდი და ვმუშაობდი ლითიუმის მომპოვებელ პლატფორმაზე ანტარქტიდის აწ უკვე გამლღვალ შელფზე, მყავდა ჩემი საკუთარი ანდრომფრენი და იმხელა ანაზღაურება, რომ წელიწადში
ერთხელ ჩემი დანაზოგებით ვახერხებდი დიდ მიწაზე გამგზავრებას. ყველაფერი მაშინ შეიცვალა, რაც ერთ-ერთი რიგითი ფსიქოტესტის გავლის შემდეგ რაღაც უცნაური შედეგები მომივიდა, რის შედეგადაც უფროსმა დამიბარა, მომცა კარტა, ბილეთი დრიმ სიტიმდე, წასვლის წინ უცნაურად გამიღიმა, ”თავს გაუფრთხილდიო” დამაბარა და ჩემი ანდრომფრენის გასაღები უჯრაში ჩააგდო.

დრიმ სიტიზე ბევრი არაფერი მსმენოდა მანამდე, ვიცოდი მხოლოდ ის, ისიც მოკლედ და მშრალი ნიუსლაინებიდან, რომ დრიმ სიტი წარმოადგენდა რაღაც საშუალოს კვლევით ცენტრსა და სტრატეგიული დაგეგმარების სააგენტოს შორის, ასევე ის, რომ აქ მოხვედრა მხოლოდ განსაკუთრებულ ხალხს შეეძლო, თუმცაღა რაში გამოიხატებოდა ჩემი განსაკუთრებულობა, ვერ ვხვდებოდი, ამიტომაც არ ვიცოდი, გამხარებოდა თუ არა ჩემი აქეთკენ გამომგზავრება.

თეთრი, ნახევრად გამჭვირვალე კედლების მქონე გრძელ დერეფანს გავყევი და დიდ, ღია დარბაზში გავედი. ბარათს დავხედე, რომელიც რეგისტრაციისას მომცეს და 53-ე ტერმინალისკენ გავეშურე.
-გამარჯობა – გამიღიმა  იდეალური სილამაზის მქონე გოგონამ და კარტა გამომართვა – დღეს ჩამოხვედით არა?
”რა იდიოტია, დღეს რომ არ ჩამოვსულიყავი რა მინდა ტერმინალში?” -გავიფიქრე, პასუხად კი მხოლოდ გავუღიმე. გოგონამაც გამიღიმა და კარტა დამიბრუნა.
იდიოტი სულ ტყუილად იფიქრეთ ჩემზე – დააყოლა მან და როდესაც ჩემი გაოცებული სახე დაინახა, ოდნავ დამნაშავის ტონით განმარტა – ხალხი აქ სულ მისვლა-მოსვლაშია და იმიტომ გკითხეთ.
აქვე მივიღე მე ჩემი ნივთები, რომლებიც აქ ცხოვრებისთვის დამჭირდებოდა – მოქალაქის კარტა, საკრედიტო კარტა, ამათ გარდა კიდევ სამი კარტა, რომელთაგან ორზე რაღაც უცნობი ორგანიზაციის სახელები ეწერა, მესამე კი ჩემი მომავალი საცხოვრებლის გასაღები იყო.
-დღეს შეგიძლიათ დაისვენოთ, ხვალ მიბრძანდებით ”დრიმ სითი აგენსიში” და გაგანაწილებენ, ანდრომფრენსაც მოგცემენ. და სანამ წახვალთ, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ – ძილის წინ ოთახიდან ყველა ნივთი გაიტანეთ და აუცილებლად გამოიყენეთ ძილის ტაბლეტები. სანამ ტრეინინგები დაგეწყებათ, ეს აუცილებელია. ტრეინინგები ხვალვე დაიწყება – მიპასუხა ჩემს უხმო შეკითხვაზე.

უცნაური დახვედრით ოდნავ გაოცებული, მაგრამ ანდრომფრენის მიღებით დაიმედებული, კმაყოფილი გამოვედი შენობიდან და ხალხს შევერიე. ათიოდე წუთში მე უკვე ჩემს ახალ სახლში ვიყავი ხოლო კიდევ ხუთ წუთში მკვდარივით მეძინა.

[ გაგრძელება – მეორე ეპიზოდი ]

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

7 thoughts on “Dream City – epizode 1”

  1. გამოხმაურება: Dream City - epizode 2 « ყვავის ბუდე
  2. გამოხმაურება: In Sci-fi we trust « ყვავის ბუდე

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s