Dream City – epizode 2


[ პირველი ეპიზოდი ]

-ნეტა ვიცოდე რას მაშტერდება ასე – გავიფიქრე და გვერდზე მჯდომ წითელ-ლურჯ გოგონას ცერად გავხედე. გოგონამ ოდნავ ჩაიღიმა და ეკრანისკენ გაიხედა. ეკრანზე დრიმ რაღაც სამგანზომილებიანი ვიდეო გადიოდა დრიმ სითიზე.

…და მაშინ გადაწყდა დაარსებულიყო აქ ადამიანის გონების საკვლევი ცენტრი, რომელიც შემდეგ გაფართოვდა და საბოლოოდ მივიღეთ ის, რასაც დღეს ვხედავთ – მსოფლიოში სიდიდით პირველი, ქვეცნობიერის მატერიალიზაციისა და ანიჰილაციური პროცესების შემსწავლელი ცენტრი, დრიმ სითი. მასში ამჟამად 500 ათასი ადამიანი მუშაობს და მოღვაწეობს, აქედან 30 ათასი მეცნიერ-მუშაკი. თქვენ გაგიმართლათ, რომ აქ მოხვდით, რადგან დრიმ სითიში მხოლოდ განსაკუთრებული გონებრივი და ფსიქიკური შესაძლებლობის ადამიანები ხვდებიან. თქვენ ყველას ჩაგიტარდებათ მრავალმხრივი ტესტები და შემდეგ მოხდება თქვენი გადანაწილება, თქვენივე შესაძლებლობების მიხედვით, სხვადასხვა ლაბორატორიებში.

სტერეოსათვალე მოვიხსენი და თვალები ახალგაღვიძებულივით ავახამხამე. ორფერიანი წითელ-მწვანე სამყარო ისევ ჩვეულებრივი გახდა, ჩემს გვერდზე მჯდომ გოგონასაც ნორმალური ფერი დაედო. დარბაზში შუქი აინთო, პრეზენტაცია დამთავრდა და მე გარშემომყოფებს გადავავლე თვალი. მომცრო დარბაზი ჩემნაირი ფერადსათვალიანი ხალხით იყო სავსე, 15-20 ვიქნებოდით. ენერგიული ყბის მქონე ინსტრუქტორი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ჩუმად გვაკვირდებოდა სიბნელიდან, ალაპარაკდა. თავიდან 5-5 კაციან ჯგუფებად დაგვყო, ჩემდა გულის გასახარად ის ფერადი გოგონა ჩემს ჯგუფში მოხვდა, შემდეგ კი დანარჩენებს უთხრა სხვა ინსტრუქტორებს დალოდებოდნენ და თავად ჩვენ ჯგუფს გაუძღვა წინ ვიწრო და უამრავკარიან დერეფანში.

-სად მივყავართ თუ იცი? – გადავუჩურჩულე ჩვენს გვერდით მომავალ ფერად გოგონას.
-უნდა გამოიკვლიონ ჩვენი ფსიქიკური მდგომარეობა და მერე ალბათ ლაბორატორიებში.
ათიოდე წუთში მე უკვე ვიცოდი ის, რაც არ მომისმენია ფერადი გოგოს თვალიერებაში, პრეზენტაციისას. ის ადგილი, სადაც დრიმ სითი იყო აშენებული, გამოირჩეოდა განსაკუთრებით მაღალი მაგნიტური აქტივობით, რაც თავის მხრივ ადამიანებზე მოქმედებდა და მათ გონებრივ აქტივობას აძლიერებდა.
-ადამიანის გონება, გეცოდინება ალბათ, ყველაზე აქტიურად სწორედ ძილის დროს მუშაობს, ამიტომაც ქვია აქაურობას დრიმ სითი, სიზმრების ქალაქი.
-სიზმრებს იკვლევენ? – გამიკვირდა მე – და დედამიწის ნახევარი ნახევარსფერო იმისთვის შემომატარეს, რომ ბოლოს ჩემი სიზმრები ეკვლიათ?
რისთვის შემომატარეს ნახევარი დედამიწა, ეს ფერადმა გოგომ არ იცოდა, ამიტომა მხრები აიჩეჩა და თავით ინსტრუქტორზე მანიშნა.
-მოვედით – განაცხადა ენერგიული ნიკაპის მქონე ინსტრუქტორმა და ოთახის კარი შეაღო.

[ გაგრძელება – მესამე ეპიზოდი ]

Advertisements

ავტორი: BigCrow

Musician, Videomaker, Writer

5 thoughts on “Dream City – epizode 2”

  1. გამოხმაურება: Dream City - epizode 1 « ყვავის ბუდე
  2. გამოხმაურება: Dream City - epizode 3 « ყვავის ბუდე

დააკომენტარე

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s